საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან
როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან

ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი გლო­ბა­რულ საფრ­თხედ იქცა. სა­ქარ­თვე­ლო­შიც უკვე გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. ის აღ­მო­აჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და. პა­ცი­ენ­ტი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და. მათ შო­რის, აშშ-იც. ამე­რი­კე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­დოს, ამი­ტო­მაც, ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას მზად­ყოფ­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებ­საც აძ­ლე­ვენ.

ვნა­ხოთ, ამე­რი­კე­ლი ექი­მე­ბი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერტთა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი - რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის?

რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არ ჩა­ვარ­დეთ პა­ნი­კა­ში!

"ასეთ დროს მთა­ვა­რი მანტრაა: იყა­ვი მშვი­დად და გა­ნაგ­რძე ცხოვ­რე­ბა" - ამ­ბობს ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ექი­მი მარ­გა­რეტ ნილი.

"თუ და­ი­ნა­ხავთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, ან ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას თქვენს სი­ახ­ლო­ვეს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ახ­ვე­ლებს, აცე­მი­ნებს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ლეთ" - გვირ­ჩევს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ექ­სპერ­ტი, ექი­მი სტენ­ლი პერლ­მა­ნი.

"თუ ვირუ­სის რა­ი­მე სიმპტომს იგ­რძნობთ, არ წახ­ვი­დეთ სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხურ­ში და აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩით სახ­ლში! ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი“, - ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი, ექი­მი ტრიშ პერ­ლი. მი­სი­ვე თქმით, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რია ვირუ­სის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად. პერ­ლი გან­მარ­ტავს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა 30-დან 50 პრო­ცენ­ტამ­დე ამ­ცი­რებს.

დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის კარ­გია ალ­კოჰო­ლი. გაწ­მინ­დეთ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ნივ­თე­ბი, რო­მელ­საც ეხე­ბით. შე­გიძ­ლი­ათ ხე­ლებ­ზე წა­ის­ვათ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ გრი­პის ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას. ასე­ვე, ხან­ში­შე­სულ ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩე­ვენ პნევ­მო­ნი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა­საც. აქვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს ვაქ­ცი­ნე­ბი არ ამ­ცი­რე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკს, მაგ­რამ მათი სა­შუ­ა­ლე­ბით გრი­პის ვირუსს აა­რი­დებთ თავს და კლი­ნი­კე­ბის რე­სურ­სი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს მოხ­მარ­დე­ბათ.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 2 750-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვირუ­სი უკვე მსოფ­ლი­ოს 35-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ann
1

ნელა ნელა გვამზადებენ,...

გიგა
5

ეს პატარა ქვეყანა ვერ დავიცავით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან

როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან

ახალი ტიპის კორონავირუსი გლობარულ საფრთხედ იქცა. საქართველოშიც უკვე გამოვლინდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ის აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვლინდა. მათ შორის, აშშ-იც. ამერიკელი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ამიტომაც, ისინი მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდებენ და პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევენ.

ვნახოთ, ამერიკელი ექიმებისა და ინფექციური დაავადებების ექსპერტთა რეკომენდაციები - როგორ მოვემზადოთ კორონავირუსისთვის?

როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტები აღნიშნავენ, პირველ რიგში, აუცილებელია, არ ჩავარდეთ პანიკაში!

"ასეთ დროს მთავარი მანტრაა: იყავი მშვიდად და განაგრძე ცხოვრება" - ამბობს ბრაუნის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ექიმი მარგარეტ ნილი.

"თუ დაინახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან ნებისმიერ ადგილას თქვენს სიახლოვეს ადამიანს, რომელიც ახველებს, აცემინებს, აუცილებლად გაეცალეთ" - გვირჩევს ინფექციური დაავადებებისა და კორონავირუსის ექსპერტი, ექიმი სტენლი პერლმანი.

"თუ ვირუსის რაიმე სიმპტომს იგრძნობთ, არ წახვიდეთ სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში და აუცილებლად დარჩით სახლში! ხშირად დაიბანეთ ხელები“, - ამბობს ინფექციური დაავადებების კიდევ ერთი ექსპერტი, ექიმი ტრიშ პერლი. მისივე თქმით, ხელების დაბანა ყველაზე ეფექტურია ვირუსის თავიდან ასარიდებლად. პერლი განმარტავს, რომ დაინფიცირების რისკს ხელების ხშირი დაბანა 30-დან 50 პროცენტამდე ამცირებს.

დეზინფექციისთვის კარგია ალკოჰოლი. გაწმინდეთ ალკოჰოლის შემცველი საშუალებით ნივთები, რომელსაც ეხებით. შეგიძლიათ ხელებზე წაისვათ ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ გრიპის ვაქცინის გაკეთებას. ასევე, ხანშიშესულ ადამიანებს ურჩევენ პნევმონიისთვის განკუთვნილი ვაქცინის გაკეთებასაც. აქვე აღნიშნავენ, რომ ეს ვაქცინები არ ამცირებენ კორონავირუსით დაინფიცირების რისკს, მაგრამ მათი საშუალებით გრიპის ვირუსს აარიდებთ თავს და კლინიკების რესურსი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოხმარდებათ.

ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2 750-ს გადააჭარბა. ვირუსი უკვე მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"