პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?
"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ, მთავ­რო­ბა­ში შე­საძ­ლოა მო­რი­გი "კა­რუ­სე­ლი დატ­რი­ალ­დეს". პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას სა­ვა­რა­უ­დო ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­დია აქ­ტი­უ­რად ალა­პა­რაკ­და, თუმ­ცა მთა­ვა­რი ინ­ტრი­გა - ვინ ჩა­ა­ნაც­ვლებს მას, ჯერ ამო­უც­ნო­ბი რჩე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე თუ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი? - ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი პრე­მი­ე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე გვე­ცო­დი­ნე­ბა და რო­გორც თა­ვად გა­ხა­რი­ამ მოგ­ვი­წო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისღა დაგ­ვრჩე­ნია "და­ვე­ლო­დოთ გა­ზა­ფხულს".

პრე­მი­ე­რის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის, გა­ხა­რი­ას შს მი­ნის­ტრო­ბის დრო­ინ­დე­ლი "სირ­ცხვი­ლი" 20 ივ­ნი­სის ღა­მის სა­ხით, რომ­ლის­გან რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა მან ბოლო ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლო.

თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მას დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად არ მი­იჩ­ნევს ივა­ნიშ­ვი­ლის თვალ­ში და თვლის, რომ ყო­ფილ პრე­მი­ერს ახ­ლან­დე­ლის მო­სახ­სნე­ლად, სულ სხვა მი­ზე­ზი აქვს:

"არამ­გო­ნია, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დის­კრე­დი­ტი­რე­ბულ პი­რად თვლი­დეს. ივა­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, 20-მა ივ­ნის­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა. გავ­რი­ლო­ვის ღა­მემ­დე გი­ორ­გი გა­ხა­რია საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა იყო, ამი­ტომ ივა­ნიშ­ვილ­მა ჩათ­ვა­ლა რომ მისი და­ნიშ­ვნა დიდი უბე­დუ­რე­ბა არ იქ­ნე­ბო­და.

მაგ­რამ შემ­დეგ პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და (გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა) რომ გა­მო­იწ­ვია ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი. პრო­ტეს­ტი არა იმ­დე­ნად ქვეყ­ნის შიგ­ნით, რამ­დე­ნა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე - ძა­ლი­ან ბევ­რი პარტნი­ო­რი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თო ამ პრო­ცეს­ში. შე­საძ­ლოა, ამა­საც არ ელო­და ივა­ნიშ­ვი­ლი, მაგ­რამ იმე­დი მაქვს ახლა აა­ნა­ლი­ზებს, რა და რო­გორ მოხ­და და სწო­რედ ამი­ტო­მაც გა­და­წყვი­ტა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მისი გაშ­ვე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იდგა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე: ან უნდა წა­რედ­გი­ნა ახა­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა, რო­მელ­საც გა­ა­პი­ა­რებ­და გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად და იქ იქ­ნე­ბო­და წა­მო­წე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი თემა, ან გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ მე­თოდს ბევ­რი პარ­ტია იყე­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სი­ახ­ლის გან­ცდა შექ­მნას. მგო­ნია, რომ ახლა ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ მთა­ვა­რი ის კი არაა, გა­ხა­რია ცუ­დია თუ კარ­გი, პრობ­ლე­მაა ისაა, რომ სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის გარ­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხალ­ხის­თვის არაფ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა არ შე­უძ­ლია

ეს ცვლი­ლე­ბა რას გა­მო­იწ­ვევს, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. არ მგო­ნია ცვლი­ლე­ბებ­მა მას­შტა­ბუ­რი აღ­ტკი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მაგ­რამ რა­ღაც სი­ახ­ლის გან­ცდას შექ­მნის და როცა არა­ფე­რი გაქვს, რა­ღა­ცის შექ­მნაც საქ­მეა. სხვა აჟი­ო­ტა­ჟი არა მგო­ნია მოჰ­ყვეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

გა­ხა­რი­ას, შე­საძ­ლო შეც­ვლის ორ მი­ზეზ­ზე სა­უბ­რობს ანა­ლი­ტი­კო­სი არ­ჩილ გამ­ზარ­დი­აც, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი წლით ადრე ამ ცვლი­ლე­ბას ნად­ვი­ლად არ ელო­და.

"გა­ხა­რია, რო­გორც კი გახ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვამ­ბობ­დი, რომ ეს დრო­ე­ბი­თია. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მის შეც­ვლას არ ვე­ლო­დე­ბო­დი. თუ ეს მოხ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც შე­საძ­ლოა გა­ხა­რია გა­უშ­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ესაა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ის "ოც­ნე­ბის" სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გახ­დეს და აქ­ტი­ურ წი­ნა­ა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩა­ერ­თოს

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერ­თი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა არა­ფერს გვაძ­ლევს. რამ­დე­ნი­მე პრე­მი­ე­რი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ უკვე და ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. პრე­მი­ე­რე­ბი ჩვენ­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არ არი­ან. მათ ზე­მოთ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა და შე­სა­ბა­მი­სად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი.

ასე რომ, გა­ხა­რი­ას თა­ლაკ­ვა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს თუ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

მე­ო­რეს მხრივ, პრე­მი­ე­რად უცხო სა­ხის და­ნიშ­ვნა (ლი­ლუ­აშ­ვილს ვგუ­ლის­ხმობ), რა­ღაც­ნა­ი­რად გა­უ­გე­ბა­რია. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც თა­ლაკ­ვა­ძე წარ­მო­მიდ­გე­ნია ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ამ­ჟა­მად უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მაგ­რამ თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, შე­იც­ვლის თა­ნამ­დე­ბო­ბას" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გამ­ზარ­დი­ამ.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს ექ­სპერტ ნიკა მეტ­რე­ველს. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე არც სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის და მით უფრო, გა­ხა­რი­ას ლუ­ლი­აშ­ვი­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჭორს უწო­დებს:

"გი­ორ­გი გა­ხა­რია დის­კრე­დი­ტე­ბუ­ლი არ არის, ეს მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­ის შე­ფა­სე­ბაა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ელექ­ტო­რატ­ში ის ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გე­ლობს. ერთ-ერთი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბას, მე ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო მგო­ნია, რომ გა­ზა­ფხულ­ზე, სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს. პრე­მი­ე­რის პოსტზე ლი­ლუ­აშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნას გა­მოვ­რი­ცხავ. ვთვლი, არას­წო­რი იქ­ნე­ბა და იმის არა­ვი­თა­რი ნიშ­ნე­ბი არ არის, რომ სუს-ის უფ­რო­სი მოგ­ვევ­ლი­ნოს პრე­მი­ე­რად.

ლი­ლუ­აშ­ვილს პი­როვ­ნუ­ლად და­დე­ბი­თად ვა­ხა­სი­ა­თებ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მსგავ­სი ტი­პის პრე­მი­ე­რი, ამ ეტაპ­ზე, ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა

სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, მო­რი­გი ჭორი მგო­ნია. რა­ღაც ეტა­პის შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იც­ვლე­ბი­ან, მაგ­რამ არა მგო­ნია ახლა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს" - გა­ნა­ცხა­და მეტ­რე­ველ­მა.

ცნო­ბის­თვის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ისიც "ქარ­თუ ბან­კი­და­ნაა".

2004-2015 წლებ­ში სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ებ­ზე. მას "ბურ­ჯში", "ქარ­თუ მშე­ნე­ბელ­სა" და "ოლდ სიტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტში", დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა. 2015-2016 წლებ­ში "ქარ­თუ ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

2016 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­უ­ნიშ­ნეს. კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბობ­დნენ, მო­მა­ვა­ლი მერი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი­აო, მაგ­რამ მან 2016 წელს კენ­ჭი იყა­რა და ხონი-ვა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და.

პარ­ლა­მენ­ტი­დან ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სუს-ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ჯერ მო­ად­გი­ლედ და ახლა უკვე უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად - პარ­ლა­მენ­ტმა ის 2019 წელს 6 წლის ვა­დით და­ამ­ტკი­ცა სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს, ის მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია. 2016 წლი­დან იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი, ხოლო 2019 წლის ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა პარ­ლა­მენ­ტის თამ­ჯდო­მა­რის პოსტზე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
105

ეს მეტრეველი სულ როგორ ბჟურუნობს აქა-იქ ?!- ანალიტიკოსი არაააა...კიდევ ვერ გ ა ი გ ო ხალხმა-ერმააა- მტრის : მსტოვრების, ვაჭრები, ქურდების და კარიერისტების აშენებული -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ვის უნახავს ო დ ე ს მ ე ?!-8 წელია,8 წელი და ეკონომიკური ზრდა - 0 - ლი, სრული სახელმწიფოებრიობის დეგრადირება, დაუსუსურება-დაკნინება-გაღატაკება- უპერსპექტივობა...ფ ა ქ ტ ი-2003-2012 წლებში -საქართველო კავკასიაში კი არა- მთელ ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ევროპაში-ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი-წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო იყო უკლებლივ ყველაზე სფეროში და ყველა მიმართულებით-4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკით,7-9 % ეკონომიკური წლიური ზრდით,11-ჯერ გაზრდილი -საელმწიფო ბიუჯეტით,შესაბამისად 8-10ჯერ გაზრდილი პენსიები, ხელფასებით,თან მ ყ ა რ ვალუტაში... და 2012 წლის შემდეგ -უკვე ნ ა თ ლ ა დ ხედავს -ერი -კრემლის დასმული -ფრთხალი მძევლები რომ ხართ და თქვენი თავის გადარჩენა- ხელისუფლებაში შენარჩუნებისათვის -როგორ გადააქციეთ-საქართველო ეტაპობრივად რუსულ უპერსპექტივო გუბერნიად?!- ხალხი ბრიყვი გგონიათ ამას ყოველივეს ვ ე რ ხედავდეს დღეს?! -ერთი ივანაშვილებო- -კრემლის გენერლების ებრაელი ვაჭარის და კრემლის სომხური -ლავროვის ლობის -,,ყვარყვარეებო,,- ,,ხელისუფლებავ,,- აბა ე რ თ ი განმარტეთ - 2013 წელსვე-რ ა ტ ო მ ჩავიდა ის თქვენი შუშის კოლბის ვირთხა -დ ა ვ ო ს ი ს ეკონმომიკურ ფორუმზე და რ ა ტ ო მ გააშავა -საქართველო ?! იმის მაგივრად,რომ პირიქით - დასავლურიო ბიზნეს მენეჯმენტი მოეზიდა და მით საშუალო და მხირე ბიზნესი განევითარებინა ?! და მით რატომ დ ა ბ ლ ო კ ა სწორად დასავლური -ბიზნეს -მენეჯმენტის შემოსვლა საქართველოში ?! - ეს მიზანმიმართულად ხომ არ გააკეთა-გააკეთეს -კრემლის დირექტივებით ამ ,,მილიარდერმა,, ?! ...და იქედან მიზანმიმართულად ხომ არ დაიწყო - საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართული ჩამოშლა ?! პარალელურად ასევე მიზანმიმართულად ხომ არ ააღორძინეს ;კრიმინალი,კორუფცია, ნეპოტოზმი...რამაც სახელისუფლო-ფინანსურ -ეკონომიკური-კ რ ი მ ი ნ ა ლ უ რ ი კლანების შექმნა და რამაც თავისთავად უკიდურესად დააუსუსურებდა- დისფუნქციურს გახდიდა სახელმწიფო ინსტიტიუტებ-სტრუქტურებს?! ...მის შედეგად ხომ არა ვართ არსებულ ღატაკ-უიმედო ყოფაში?! -აღარ ვამბობ -რატომ შეწყვიტეს ანტი-საოკუპაციო მ ძ ა ფ რ ი საგარეო პოლიტიკა და რა შედეგები მივიღეთ?! -რ ა ტ ო მ ?! ... ხო, ნაც-ების წარმატებული რეფორმები ა ღ ი ა რ ა პროგრესულმა დასავლეთმა და დაიწყო ასოცირებასა და უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა, ასევე აშშ-მ თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა,ხორციელდებოდა სტრატეგიული ეკო-ური პროექტები, სერიოზული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ბოლო-ბოლო-ჯ ა რ ი - ნატოს სტანდარტებს დაუახლოეს...მით უდიდესი პერსპექტივები დატოვეს და თქვენ-ნაც-ების მოძულეებო ?! -8 წ ე ლ ი ხელისუფლებაში ხართ ...დემაგოგობა-დაბოლება-რუსული სიძულვილის პროპაგანდას არ ეშვებით და ასე რ ო დ ე მ დ ე ?! კიდევ როგორ უნდა იდემაგოგოთ-აბოლოთ რ უ ს უ ლ ა დ ხალხი,რა სცენები უნდა დადგათ რომ კიდევ აგირჩიონ ?! და თუ ეს მოხდა- სიღატაკე-უსუსური-უპერსპექტივო ყოფაში კ ა რ გ ა ხანს დარჩებიან- მენტალური პრობლემების მქონე ხალხს არც სახელმწიფო გააჩნია და არც ეკონომიკა...

ზურაბ
56

გლახუნა, შენ სინამდვილეში რომანი ხარ გოცირიძე თუ შალვა ნათელაშვილი?, 

ავტორი:

"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

"არ არის გამორიცხული, გახარია "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს" - რას ფიქრობენ ექსპერტები შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე?

სამთავრობო ცვლილებებიდან 6 თვის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა მორიგი "კარუსელი დატრიალდეს". პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სავარაუდო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მედია აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა მთავარი ინტრიგა - ვინ ჩაანაცვლებს მას, ჯერ ამოუცნობი რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი? - ვინ იქნება შემდეგი პრემიერი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გვეცოდინება და როგორც თავად გახარიამ მოგვიწოდა, საზოგადოებას ისღა დაგვრჩენია "დაველოდოთ გაზაფხულს".

პრემიერის შესაძლო ცვლილების მიზეზად რამდენიმე საკითხი სახელდება. მათ შორის, გახარიას შს მინისტრობის დროინდელი "სირცხვილი" 20 ივნისის ღამის სახით, რომლისგან რეაბილიტირება მან ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ვერ შეძლო.

თუმცა, ექსპერტების ნაწილი მას დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს ივანიშვილის თვალში და თვლის, რომ ყოფილ პრემიერს ახლანდელის მოსახსნელად, სულ სხვა მიზეზი აქვს:

"არამგონია, რომ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილი დისკრედიტირებულ პირად თვლიდეს. ივანიშვილის აზრით, 20-მა ივნისმა მშვიდად ჩაიარა. გავრილოვის ღამემდე გიორგი გახარია საკმაოდ დადებითი პიროვნება იყო, ამიტომ ივანიშვილმა ჩათვალა რომ მისი დანიშვნა დიდი უბედურება არ იქნებოდა.

მაგრამ შემდეგ პროცესები ისე განვითარდა (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემა შეიცვალა) რომ გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი. პროტესტი არა იმდენად ქვეყნის შიგნით, რამდენადაც საერთაშორისო ასპარეზზე - ძალიან ბევრი პარტნიორი ქვეყანა ჩაერთო ამ პროცესში. შესაძლოა, ამასაც არ ელოდა ივანიშვილი, მაგრამ იმედი მაქვს ახლა აანალიზებს, რა და როგორ მოხდა და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა თანამდებობიდან მისი გაშვება.

"ქართული ოცნება" იდგა ალტერნატივის წინაშე: ან უნდა წარედგინა ახალი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელსაც გააპიარებდა გახარიასთან ერთად და იქ იქნებოდა წამოწეული სოციალური თემა, ან განეხორციელებინა სამთავრობო ცვლილებები. ამ მეთოდს ბევრი პარტია იყენებს, რომ საზოგადოებაში სიახლის განცდა შექმნას. მგონია, რომ ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს.

აქ მთავარი ის კი არაა, გახარია ცუდია თუ კარგი, პრობლემაა ისაა, რომ სამთავრობო ცვლილებების გარდა, "ქართულ ოცნებას" ხალხისთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია

ეს ცვლილება რას გამოიწვევს, რთული სათქმელია. არ მგონია ცვლილებებმა მასშტაბური აღტკინება გამოიწვიოს, მაგრამ რაღაც სიახლის განცდას შექმნის და როცა არაფერი გაქვს, რაღაცის შექმნაც საქმეა. სხვა აჟიოტაჟი არა მგონია მოჰყვეს ამ გადაწყვეტილებას" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

გახარიას, შესაძლო შეცვლის ორ მიზეზზე საუბრობს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდიაც, თუმცა არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე ამ ცვლილებას ნადვილად არ ელოდა.

"გახარია, როგორც კი გახდა პრემიერ-მინისტრი ვამბობდი, რომ ეს დროებითია. თუმცა, არჩევნებამდე მის შეცვლას არ ველოდებოდი. თუ ეს მოხდა, საერთაშორისო ფაქტორების გავლენით იქნება გამოწვეული.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა გახარია გაუშვან თანამდებობიდან, ესაა წინასაარჩევნო კამპანია. გამორიცხული არ არის, ის "ოცნების" სიის პირველი ნომერი გახდეს და აქტიურ წინაასაარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთოს

თუმცა, აღსანიშნავია, რომ არცერთი საკადრო ცვლილება არაფერს გვაძლევს. რამდენიმე პრემიერი გამოვიცვალეთ უკვე და ქვეყანაში არაფერი შეცვლილა. პრემიერები ჩვენთან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების მფლობელები არ არიან. მათ ზემოთ მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი საქართველოში არის მმართველი პარტიის თავმჯდომარის ადმინისტრატორი.

ასე რომ, გახარიას თალაკვაძე ჩაანაცვლებს თუ ლილუაშვილი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

მეორეს მხრივ, პრემიერად უცხო სახის დანიშვნა (ლილუაშვილს ვგულისხმობ), რაღაცნაირად გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, არც თალაკვაძე წარმომიდგენია ამ თანამდებობაზე, რადგან ვფიქრობ, რომ ამჟამად უფრო მაღალ თანამდებობაზე იმყოფება. მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება, შეიცვლის თანამდებობას" - განუცხადა AMBEBI.GE-ს გამზარდიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ნიკა მეტრეველს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არც სამთავრობო ცვლილებების და მით უფრო, გახარიას ლულიაშვილით ჩანაცვლების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს:

"გიორგი გახარია დისკრედიტებული არ არის, ეს მხოლოდ ოპოზიციის შეფასებაა. "ქართული ოცნების“ ელექტორატში ის ძალიან დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგელობს. ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია.

რაც შეეხება ცვლილებას, მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ გაზაფხულზე, სამთავრობო ცვლილება მოხდეს. პრემიერის პოსტზე ლილუაშვილის დანიშვნას გამოვრიცხავ. ვთვლი, არასწორი იქნება და იმის არავითარი ნიშნები არ არის, რომ სუს-ის უფროსი მოგვევლინოს პრემიერად.

ლილუაშვილს პიროვნულად დადებითად ვახასიათებ, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პრემიერი, ამ ეტაპზე, ქვეყანას არ სჭირდება

სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი, მორიგი ჭორი მგონია. რაღაც ეტაპის შემდეგ ბუნებრივია, ადამიანები შეიცვლებიან, მაგრამ არა მგონია ახლა გიორგი გახარიას ცვლილება მოხდეს" - განაცხადა მეტრეველმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი ნდობით სარგებლობს და როგორც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირების უმეტესობა, ისიც "ქართუ ბანკიდანაა".

2004-2015 წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე. მას "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და "ოლდ სიტი დეველოპმენტში", დირექტორის თანამდებობები ეკავა. 2015-2016 წლებში "ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

2016 წელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერს, დავით ნარმანიას პირველ მოადგილედ დაუნიშნეს. კულუარებში ამბობდნენ, მომავალი მერი ლილუაშვილიაო, მაგრამ მან 2016 წელს კენჭი იყარა და ხონი-ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

პარლამენტიდან ლილუაშვილი სუს-ში გადაიყვანეს, ჯერ მოადგილედ და ახლა უკვე უწყების ხელმძღვანელად - პარლამენტმა ის 2019 წელს 6 წლის ვადით დაამტკიცა სუს-ის უფროსის თანამდებობაზე.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ის მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლიდან იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ხოლო 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ კი ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა პარლამენტის თამჯდომარის პოსტზე.

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

ქართველი, რომელმაც "ბათუმი ააშენა", ზელენსკიმ უკრაინის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა - რას წერს მედია ლევან ვარშალომიძეზე

გიგი უგულავა - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"