სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა
"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა

2019 წლის 28 დე­კემ­ბერს სა­მეგ­რე­ლო­ში, სო­ფელ შამ­გო­ნა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს დას­კვნა ცნო­ბი­ლია.

ეს­პერ­ტი­ზამ 32 წლის ეკა მი­ქა­ვას ცხე­დარ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ვერ და­ად­გი­ნა.

AMBEBI.GE-მ ამ შემ­ზა­რავ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ამ­ზა­და სტა­ტია, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ცხედ­რის ფო­ტო­მა­სა­ლა. ფო­ტო­ებ­ში ჩანს, რომ გარ­დაც­ვლი­ლს თავ­ზე აქვს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მთელ ტან­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მკლავ­ზე კი ნაკ­ბე­ნი აქვს.

და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეკა მი­ქა­ვას ცხე­დარ­ზე

"სა­ფა­რის" ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ინე­ტე­რე­სებს იცავს, სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და ამ­ბობს, რომ შე­ფა­სე­ბას მხო­ლოდ მა­შინ გა­ა­კე­თებს, როცა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა ხელთ. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სა­ეჭ­ვოა, გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­მა მისი ჩა­ტა­რე­ბა შეძ­ლოს.

ექ­სპერ­ტი­ზა ამ­ბობს, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ფო­ტო­ებ­ში შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც ჩანს, გვა­მუ­რი კვე­თის დრო­საა მი­ღე­ბუ­ლი.

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სამ­ხა­რა­უ­ლის დას­კვნას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დე­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლის ძმის, ნუკ­რი მი­ქა­ვას თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გე­ბი ოჯა­ხის­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო.

"ექ­სპერ­ტი­ზამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ და­ად­გი­ნა რა­ი­მე სა­ხის ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჩემს დაზე და სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. თავი რომ ჰქონ­და გაგ­ლე­ჯი­ლი და მთელ ზურ­გზე და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ასე­ვე ხელი რომ მო­ტე­ხი­ლი ჰქონ­და ეს გვა­მუ­რი კვე­თის დროს მოხ­და?! ალ­ბათ ექთან­მა უხე­შად იმუ­შა­ვაო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ მე გა­და­ვიყ­ვა­ნე სახ­ლში, გა­და­ვუ­ღე ფო­ტო­ე­ბი ყველ­გან, სა­დაც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და მაქვს ყვე­ლა­ფე­რი შე­ნა­ხუ­ლი.

კარ­გი, სხე­უ­ლი გაჭ­რეს, თა­ვიც გაჭ­რეს და გა­კე­რეს, მაგ­რამ ნაკ­ბე­ნი რომ აქვს მკლავ­ზე, იმას რით ხსნი­ან? ან თავ­ზე გაკ­ვე­თი­ლის­გან მო­შო­რე­ბით ჩა­ნარ­ტყა­მი და ჩაზ­ნე­ქი­ლი რომ აქვს, ეს რას მი­ვა­წე­როთ? ხელი აქვს მო­ტე­ხი­ლი და ხელ­მო­ტე­ხილ­მა ადა­მი­ან­მა თავი რო­გორ ჩა­მო­იხ­რჩო?!

ჩვენ, მთე­ლი ოჯა­ხი ვართ დაწმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩემს ყო­ფილ სი­ძეს შე­მო­აკ­ვდა და მერე ჩა­მო­კი­და, თვით­მკვლე­ლო­ბის სცე­ნა გა­ა­თა­მა­შა. ჩემი და არ იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს მო­იკ­ლავ­და. ინ­გლი­სუ­რის პე­და­გო­გი იყო, ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მყა­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი. არა­სო­დეს არ ამ­ბობ­და რა უჭირ­და. ჩვენ­თვის არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ მისი ქმა­რი ძა­ლა­დობ­და, სულ გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი კი იყო. მისი ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ამ­ბობ­დნენ, ეკა სულ მო­წყე­ნი­ლი და­დი­ო­დაო..." - ყვე­ბა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ნუკ­რი მი­ქა­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმა უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­თაც. ოჯახს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ქმარს, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნასა და ოჯა­ხუ­რ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბა, სა­თა­ნა­დო სას­ჯელს არ შე­უ­ფარ­დე­ბენ.

"ჩემი ყო­ფი­ლი სიძე აღი­ა­რებს, რომ ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე და ამ­ბობს, რომ მის გამო მო­იკ­ლა თავი ჩემ­მა დამ. თუმ­ცა, მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს. ჩვენ კი გვგო­ნია, რომ მას ცე­მა­ში შე­მო­აკ­ვდა. დღეს ჩემი და აწა­მეს და მოკ­ლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკ­ლა­ვენ, თუ ხმა არ ამო­ვი­ღეთ ყვე­ლამ ეს არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა! მე არ ვა­პი­რებ გა­ჩე­რე­ბას" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ნუკ­რი მი­ქა­ვა.

სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი...

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა, სსკ-ის 115-ე (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) და 126-ე (ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. საქ­მე­ზე დას­კვნი­თი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 31 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
14

ჰოდა, აიღე ძმაო და აღასრულე სამართალი!

ხდება ხოლმე
3

ფული აქრობს ძალადობის ნიშნებს ძაან ეფექტურადო ამბობენ

ავტორი:

"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა

"დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ..." - ძალადობის მსხვერპლი ქალის ცხედარზე ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა

2019 წლის 28 დეკემბერს სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილია.

ესპერტიზამ 32 წლის ეკა მიქავას ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ვერ დაადგინა.

AMBEBI.GE-მ ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით მოამზადა სტატია, რომელსაც თან ერთვოდა ახალგაზრდა ქალის ცხედრის ფოტომასალა. ფოტოებში ჩანს, რომ გარდაცვლილს თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და დალურჯებები აღენიშნება, მკლავზე კი ნაკბენი აქვს.

დაზიანებები ეკა მიქავას ცხედარზე

"საფარის" ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინეტერესებს იცავს, სამხარაულის ექსპერტიზის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს, როცა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ექნება ხელთ. თუმცა, როგორც ცნობილია, ალტერნატიული ექსპერტიზა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და საეჭვოა, გარდაცვლილის ოჯახმა მისი ჩატარება შეძლოს.

ექსპერტიზა ამბობს, რომ დაზიანებები, რომლებიც ფოტოებში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, გვამური კვეთის დროსაა მიღებული.

ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები სამხარაულის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. გარდაცვლილის ძმის, ნუკრი მიქავას თქმით, ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის შოკისმომგვრელი იყო.

"ექსპერტიზამ, ფაქტობრივად, არ დაადგინა რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა ჩემს დაზე და სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. თავი რომ ჰქონდა გაგლეჯილი და მთელ ზურგზე დალურჯებები აღენიშნებოდა, ასევე ხელი რომ მოტეხილი ჰქონდა ეს გვამური კვეთის დროს მოხდა?! ალბათ ექთანმა უხეშად იმუშავაო. წარმოგიდგენიათ?! ექსპერტიზის შემდეგ მე გადავიყვანე სახლში, გადავუღე ფოტოები ყველგან, სადაც დაზიანებები ჰქონდა და მაქვს ყველაფერი შენახული.

კარგი, სხეული გაჭრეს, თავიც გაჭრეს და გაკერეს, მაგრამ ნაკბენი რომ აქვს მკლავზე, იმას რით ხსნიან? ან თავზე გაკვეთილისგან მოშორებით ჩანარტყამი და ჩაზნექილი რომ აქვს, ეს რას მივაწეროთ? ხელი აქვს მოტეხილი და ხელმოტეხილმა ადამიანმა თავი როგორ ჩამოიხრჩო?!

ჩვენ, მთელი ოჯახი ვართ დაწმუნებული, რომ ჩემს ყოფილ სიძეს შემოაკვდა და მერე ჩამოკიდა, თვითმკვლელობის სცენა გაათამაშა. ჩემი და არ იყო ის ადამიანი, რომელიც თავს მოიკლავდა. ინგლისურის პედაგოგი იყო, ძალიან გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის ადამიანი. არასოდეს არ ამბობდა რა უჭირდა. ჩვენთვის არასოდეს უთქვამს, რომ მისი ქმარი ძალადობდა, სულ გულჩათხრობილი კი იყო. მისი ბაღის თანამშრომლებიც ამბობდნენ, ეკა სულ მოწყენილი დადიოდაო..." - ყვება AMBEBI.GE-სთან საუბარში ნუკრი მიქავა.

გარდაცვლილის ძმა უკმაყოფილოა სასამართლო პროცესების მიმდინარეობითაც. ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ გარდაცვლილის ქმარს, რომელსაც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახურ ძალადობას ედავება, სათანადო სასჯელს არ შეუფარდებენ.

"ჩემი ყოფილი სიძე აღიარებს, რომ ძალადობდა ცოლზე და ამბობს, რომ მის გამო მოიკლა თავი ჩემმა დამ. თუმცა, მკვლელობას არ აღიარებს. ჩვენ კი გვგონია, რომ მას ცემაში შემოაკვდა. დღეს ჩემი და აწამეს და მოკლეს, ხვალ სხვის დას თუ შვილს მოკლავენ, თუ ხმა არ ამოვიღეთ ყველამ ეს არასოდეს დასრულდება! მე არ ვაპირებ გაჩერებას" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ნუკრი მიქავა.

სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში 2019 წლის 28 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით დაიწყო. საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი 31 მარტს გაიმართება.

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი

შსს-ს განცხადება რუსთავში, ახალგაზრდების დაპირისპირებაზე - "მათ განახორციელეს ძალადობა პოლიციაზე, დაკავებულია 2 პირი"