ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.
მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მაკფადენის მეცადინეობით ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა, კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.განაგრძეთ კითხვა
ვულოცავ და გილოცავთ ამ გამარჯვებას! მართლა არ მეგონა რომ ბელგრადში "იუგებს" დავამარცხებდით, თანაც ახალგაზრდებით! ვაშააა!
რაგბი, მძლეოსნობა, კალათბურთი, ჭიდაობა, ყველგან წინსვლა და წარმატებები იგრძნობა,ერთი ფეხბურთს ვერაფერი ეშველა ამ უვარგისი ფედერაციის უნიათობით.