სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს"
ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს"

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს მი­მარ­თავს. მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ღირ­სე­ბა აღ­დგეს.

"მე მინ­და მივ­მარ­თო ქარ­თველ პო­ლი­ცი­ე­ლებს, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ჩვენს მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმი­სათ­ვის, რომ პო­ლი­ცი­ის ღირ­სე­ბა აღ­დგეს. აღ­დგეს ნდო­ბა, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხუ­რი გახ­დეს არა ერთი კა­ცის და ერთი პარ­ტი­ის, არა­მედ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა", - გა­ნა­ცხა­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, მსჯავ­რდე­ბულ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თით­ქმის 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხეს დღეს და­ტო­ვა. მე­რა­ბიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბის ვადა სწო­რედ დღეს ეწუ­რე­ბო­და.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. ის სას­ჯელს რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე იხ­დი­და, მათ შო­რის, 2011 წლის 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, კვა­რი­ა­თის აგა­რა­კი­სა და ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის საქ­მე­ზე.

სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პით, მე­რა­ბიშ­ვილს სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და „ტე­ლე­ი­მედ­ში“ შეჭ­რის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მე­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
41

ვანო, შენ არავის აღარაფერს დაპირდები, რადგან კიდევ ერთი ტყული დაპირება იქნება... შენ სექტანტ ნაცისტებს ვერაფერს ვერ შეუსრულებ, ერთადერთი, შეგიძლია ხელი შეუწო სექტანტების დაშლას, ეგ არის და ეგ... 

asia
16

თურმე ღირსება ერქვა იმას ,როცა ამ კაცის ცოლს ვინმეს მოკვლა დასჭირდებოდა და დარეკავდა -აბა,ყველანი სასაფლაოზე ,მოსაკლავია კაციო?! თურმე ღირსება ყოფილა ის, როცა"ვაგონის მიქრის" მუსიკაზე ჩაბმულ გოგო-ბიჭებს პოლიციელი მიუვარდებოდა და დასჭყივლებდა არ გაინძრეთო დ პოლიციის მარშზე ცეკვას რომ აიძულებდა და ა.შ. ა.შ. როგორც ჩანს კუზიანს სამარეც ვერ ასწორებს.

ავტორი:

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს"

ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს"

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს. მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში პოლიციელების ღირსება აღდგეს.

"მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს - IMF

LIVE: "360 გრადუსი" - ალექსანდრე გოგინავა; დევი ტაბიძე; მიხეილ ნინუა; ცოტნე ანანიძე

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს