სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც
კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

პო­ლი­ტი­კურ პლას­ტე­ლინს, არა მგო­ნია, რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან მი­კედ­ლე­ბის, - ასე უპა­სუ­ხა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, რო­გორ შე­ა­ფა­სებს ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თვას მი­ე­სალ­მე­ბა.

„რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თვე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში, მე მი­ვე­სალ­მე­ბი ამას. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად ამ შემ­თხვე­ვა­ში და იმ გან­ცხა­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ, გე­ტყო­დით ჩემს პო­ზი­ცი­ას - პო­ლი­ტი­კურ პლას­ტე­ლინს არა მგო­ნია რა­ი­მე პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან მი­კედ­ლე­ბის; მათ შო­რის სა­ა­კაშ­ვილ­თა­ნაც. მისი გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნეთ და და­ვე­ლო­დოთ თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგა ბო­კე­რია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა.

ბო­კე­რი­ას თქმით, ამ დრო­ის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მი­ღე­ბა და ქვეყ­ნის ჩი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნაა.

„მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფი­გუ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ამ სა­ერ­თო საფრ­თხის დროს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი, სა­მარ­ცხვი­ნო ლი­დე­რი და მისი მას­ხა­რე­ბი ჰქვია. ბა­ტონ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მა­ნამ­დეც თქვა, რომ „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში რა ტი­პის კო­ორ­დი­ნა­ცი­აც ხდე­ბა, მას­ში ჩარ­თვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია. ეს ამ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მხო­ლოდ კარ­გია.

მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფი­გუ­რის შე­მო­ერ­თე­ბას ამ ბრძო­ლის დროს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნაა, ივა­ნიშ­ვი­ლის ჩა­მო­ცი­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, ასე­ვე პრო­პორ­ცი­უ­ლი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მი­ღე­ბას და ქვეყ­ნის ამ ჩი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნას“,-აცხა­დებს გიგა ბო­კე­რია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას უბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა.

„ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის არ­ჩე­ვით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წი­თე­ლი ხა­ზე­ბი გა­დაკ­ვე­თა. არ არის დე­მოკ­რა­ტია - არ იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბა და და­სავ­ლუ­რი კურ­სი. ვერ ვუ­ყუ­რებ, ეს რო­გორ მოხ­დე­ბა. ვუბ­რუნ­დე­ბი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კას. ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის მი­სი­ას, ჩემს მე­გობ­რებ­თან და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად“, - წერს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jaba
77

მარგველაშვილს პივნიაში მებუფეტედ უფრო მოუხდება ყოფნა ვიდრე პოლიტიკა

გიო
97

მარგველა ოროსანია პოლიტიკაში დაანებეთ თავი მაგ კაცს

ავტორი:

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც

პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებს ის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ჩართვას მიესალმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მე მივესალმები ამას. თუმცა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში და იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც მარგველაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, გეტყოდით ჩემს პოზიციას - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიკედლების; მათ შორის სააკაშვილთანაც. მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

ბოკერიას თქმით, ამ დროისთვის მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, დაბალანსებული სისტემის მიღება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანაა.

„მივესალმები ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ფიგურის გააქტიურებას ჩვენი ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი, სამარცხვინო ლიდერი და მისი მასხარები ჰქვია. ბატონმა მარგველაშვილმა მანამდეც თქვა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რა ტიპის კოორდინაციაც ხდება, მასში ჩართვით დაინტერესებულია. ეს ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ კარგია.

მივესალმები ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურის შემოერთებას ამ ბრძოლის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული ამოცანაა, ივანიშვილის ჩამოცილებას ვგულისხმობ, ასევე პროპორციული, დაბალანსებული სისტემის მიღებას და ქვეყნის ამ ჩიხიდან გამოყვანას“,-აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია - არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს მარგველაშვილი.

"ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა - საპატრიარქოს პრაიდის, ხელისუფლებას ოპოზიციის და მედიის... ყველამ თავისი ჟინი დაიკმაყოფილა" - მარგველაშვილი

"გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის" - გიორგი კვირიკაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"