პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?
90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

მას შემ­დეგ, რაც მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წელი გა­ვი­და. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ დავ­ფიქ­რდით იმ პრო­დუქ­ტე­ბის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ვიხ­მართ. ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე უა­რის თქმა კი მხო­ლოდ ახლა და­ვი­წყეთ.

80-90-იან წლებ­ში და­ბა­დე­ბულ ცოტა ადა­მი­ანს თუ ნა­ხავთ, ვინც წყალ­ში გა­სახ­სნე­ლი წვე­ნე­ბის, ე.წ ჩი­ტის რძის, რუ­სუ­ლი ანო­ტა­ცი­ის მქო­ნე სპრე­დი­სა თუ სხვა პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ არ იცის. დღეს, ამ პრო­დუქ­ტებს აღარ მო­ვიხ­მართ, რად­გან ბა­ზარ­ზე უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნი გაჩ­ნდა. გა­ურ­კვე­ვე­ლი სუბსტან­ცი­ის ფხვნი­ლი-წვე­ნე­ბი ნა­ტუ­რა­ლურ­მა წვე­ნებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბაც იმ ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა, სა­დაც იწარ­მო­ე­ბა და პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ვი­ღებთ.

რუ­სუ­ლი ანო­ტა­ცი­ის მქო­ნე სპრე­დე­ბი სხვა­დას­ხვა წარ­მო­ე­ბის კა­რაქ­მა შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც უფრო უსაფრ­თხო და ჯან­სა­ღია; სინ­თე­ტი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა და არო­მა­ტი­ზა­ტო­რე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი კან­ფე­ტე­ბი­სა და შო­კო­ლა­დის ნაც­ვლად უკვე შეგ­ვიძ­ლია, ორ­გა­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი მი­ვირ­თვათ.

ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­გახ­სე­ნებთ იმ პე­რი­ოდს, როცა მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე ყო­ველ­გვა­რი კონ­ტრო­ლის გა­რე­შე ხვდე­ბო­და პრო­დუქ­ცია, ჩვენ კი მას მო­ვიხ­მარ­დით:

„იუპი“, „ზუკო“, „ინ­ვა­ი­თი“

ეს ფხვნი­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ცივ წყალ­ში გახ­სნის შემ­დეგ წვე­ნად, უფრო სწო­რად გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე სას­მე­ლად იქ­ცე­ო­და-ხოლ­მე და სხვა­დას­ხვა ხი­ლის არო­მა­ტი­ზა­ტო­რი „გვა­ტყუ­ებ­და“, თით­ქოს იქ მარ­თლა რა­ი­მე „ცო­ცხა­ლი“ იყო გა­რე­უ­ლი.

ფხვნი­ლი სულ რამ­დე­ნი­მე გრა­მი იყო, ჩვენ კი შეგ­ვეძ­ლო 2 ლიტრ წყალ­შიც კი გაგ­ვეხ­სნა და იმა­ზე არ ვი­დარ­დებ­დით, რომ ის „გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს“ და­კარ­გავ­და. ეს კი მის ქი­მი­ურ და არა­ჯან­საღ შე­მად­გენ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ უს­ვამ­და ხაზს.

რე­ა­ლუ­რად, ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ არა­ჯან­საღ, სინ­თე­ტი­კურ, სა­ში­ში შე­მად­გენ­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქტს მო­ვიხ­მარ­დით, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ბა­ზარ­ზე უკე­თე­სი პრო­დუქ­ტი გაჩ­ნდა, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რამ­ხე­ლა ზი­ანს ვა­ყე­ნებ­დით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, „იუ­პი­ზეც“, „ზუ­კო­ზეც“ და „ინ­ვა­ით­ზეც“ მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი ისი­ნი ბაზ­რი­დან გაქ­რა.

ყავა

მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ ერთი მწარ­მო­ებ­ლის ყავა რომ იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი, შე­მად­გენ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ალ­ბათ უარს მა­ინც არ ვი­ტყო­დით, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე არაა.

დღეს, ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია, მთა­ვა­რია, ნა­ტუ­რა­ლურს მი­აგ­ნო. ისე­ვე რო­გორც 90-ია­ნებ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზე ვთქვით უარი მათი მავ­ნე შე­მად­გენ­ლო­ბის გამო, დღეს, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ისე გა­და­დის ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბი­დან ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვა­ზე. მი­ზე­ზი ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­მად­გენ­ლო­ბაა.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, ხსნა­დი ყავა შე­ი­ცავს ისეთ მი­ნა­რე­ვებს, რო­გო­რიც არის სოიო, ბარ­და, სინ­თე­ტი­კუ­რი კო­ფე­ი­ნი, შვრია, ქე­რის ალაო და სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი. მას­ში ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გვხვდე­ბა ნამ­დვი­ლი კო­ფე­ი­ნი და მა­შინ, როცა მა­ცო­ცხლე­ბე­ლი და მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა გვინ­და, სულ სხვა რა­მეს ვსვამთ.

ხსნად ყა­ვას­თან შე­და­რე­ბით კი ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყავა სრუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს იმ თვი­სე­ბებს, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნებ­მა მისი მოხ­მა­რე­ბა და­ვი­წყეთ. ნა­ტუ­რა­ლუ­რი, იგი­ვე აპა­რა­ტის ყავა ამ­ცი­რებს მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის, პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კებს. ასე­ვე, გო­ნივ­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბა­საც უწყობს ხელს.

გარ­და ამი­სა, ამ­ცი­რებს საყ­ლა­პა­ვი მი­ლის სიმ­სივ­ნი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის სკლე­რო­ზის რის­კებ­საც.

„იუ­პის“, „ზუ­კო­სა“ და „ინ­ვა­ი­თის“ მსგავ­სად, ვე­ძებთ ხსნა­დი ყა­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას, რო­მე­ლიც ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვაა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყავა არ შე­ი­ცავს იმ მი­ნა­რე­ვებს, რა­საც ხსნა­დი ყავა, ამი­ტომ უფრო ჯან­საღ პრო­დუქ­ტად მი­იჩ­ნე­ვა.აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყა­ვის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - მას მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, გემო, არო­მა­ტი და ხა­რის­ხი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი უნდა ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
8

სწორია რუსული ანოტაცია შეცვალა თურქულმა,რაც შეეხება სპრედს ეხლა არის თუ არის ათასი ჯიშის დაუდგენელი წარმოების პალმის ზეთის სპრედი,თორემ მაშინ სად იყო ამდენი (აფიორა),ისე ჩვენც ვიცით კარგის და ცუდის გარჩევა,შენ ფული თქვი,,,,ძალიან (საზრიანი) და (დროული) სტატიაა....

Tbilisi
6

არამგონია ძალიან საზიანო ყოფილიყო. შაქარი, არომატიზატორები და საკვები საღებავი იყო ალბათ, ის რაც ახლაც თითქმის ყველა გაზიან სასმელში, ნაყინში და სხვა უამრავ პროდიქტში არის. არ არის აკრძალული ეს ნივთიერებები. 

ავტორი:

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?

მას შემდეგ, რაც მაღაზიების თაროებიდან გაურკვეველი შემადგენლობისა და წარმომავლობის პროდუქტები გაქრა, დაახლოებით, 15 წელი გავიდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დავფიქრდით იმ პროდუქტების ავ-კარგიანობაზე, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. ზოგიერთ მათგანზე უარის თქმა კი მხოლოდ ახლა დავიწყეთ.

80-90-იან წლებში დაბადებულ ცოტა ადამიანს თუ ნახავთ, ვინც წყალში გასახსნელი წვენების, ე.წ ჩიტის რძის, რუსული ანოტაციის მქონე სპრედისა თუ სხვა პროდუქტების შესახებ არ იცის. დღეს, ამ პროდუქტებს აღარ მოვიხმართ, რადგან ბაზარზე უკეთესი არჩევანი გაჩნდა. გაურკვეველი სუბსტანციის ფხვნილი-წვენები ნატურალურმა წვენებმა ჩაანაცვლეს, რომლის შემადგენლობაც იმ ქვეყნის კანონმდებლობით რეგულირდება, სადაც იწარმოება და პროდუქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციასაც ვიღებთ.

რუსული ანოტაციის მქონე სპრედები სხვადასხვა წარმოების კარაქმა შეცვალა, რომელიც უფრო უსაფრთხო და ჯანსაღია; სინთეტიკური ნივთიერებებისა და არომატიზატორებით გაჯერებული კანფეტებისა და შოკოლადის ნაცვლად უკვე შეგვიძლია, ორგანული პროდუქტი მივირთვათ.

ეს ჩამონათვალი გაგახსენებთ იმ პერიოდს, როცა მაღაზიების თაროებზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხვდებოდა პროდუქცია, ჩვენ კი მას მოვიხმარდით:

„იუპი“, „ზუკო“, „ინვაითი“

ეს ფხვნილების დასახელებაა, რომელიც ცივ წყალში გახსნის შემდეგ წვენად, უფრო სწორად გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სასმელად იქცეოდა-ხოლმე და სხვადასხვა ხილის არომატიზატორი „გვატყუებდა“, თითქოს იქ მართლა რაიმე „ცოცხალი“ იყო გარეული.

ფხვნილი სულ რამდენიმე გრამი იყო, ჩვენ კი შეგვეძლო 2 ლიტრ წყალშიც კი გაგვეხსნა და იმაზე არ ვიდარდებდით, რომ ის „გემოვნურ თვისებებს“ დაკარგავდა. ეს კი მის ქიმიურ და არაჯანსაღ შემადგენლობას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს.

რეალურად, ყველამ ვიცოდით, რომ არაჯანსაღ, სინთეტიკურ, საშიში შემადგენლობის მქონე პროდუქტს მოვიხმარდით, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაზარზე უკეთესი პროდუქტი გაჩნდა, გავაცნობიერეთ, რამხელა ზიანს ვაყენებდით საკუთარ ჯანმრთელობას. შესაბამისად, „იუპიზეც“, „ზუკოზეც“ და „ინვაითზეც“ მოთხოვნა შემცირდა, საბოლოოდ კი ისინი ბაზრიდან გაქრა.

ყავა

მსოფლიოში მხოლოდ ერთი მწარმოებლის ყავა რომ იყოს ხელმისაწვდომი, შემადგენლობის მიუხედავად, ალბათ უარს მაინც არ ვიტყოდით, თუმცა საბედნიეროდ, ასე არაა.

დღეს, ყავის ფართო არჩევანია, მთავარია, ნატურალურს მიაგნო. ისევე როგორც 90-იანებში ყველაზე გავრცელებულ პროდუქტებზე ვთქვით უარი მათი მავნე შემადგენლობის გამო, დღეს, ბევრი ჩვენგანი ისე გადადის ხსნადი ყავის მოხმარებიდან ნატურალურ ყავაზე. მიზეზი ამ შემთხვევაშიც შემადგენლობაა.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, ხსნადი ყავა შეიცავს ისეთ მინარევებს, როგორიც არის სოიო, ბარდა, სინთეტიკური კოფეინი, შვრია, ქერის ალაო და სტაბილიზატორები. მასში ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ნამდვილი კოფეინი და მაშინ, როცა მაცოცხლებელი და მატონიზირებელი პროდუქტის მიღება გვინდა, სულ სხვა რამეს ვსვამთ.

ხსნად ყავასთან შედარებით კი ნატურალური ყავა სრულად ინარჩუნებს იმ თვისებებს, რის გამოც ადამიანებმა მისი მოხმარება დავიწყეთ. ნატურალური, იგივე აპარატის ყავა ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის, ალცჰაიმერის დაავადების, პარკინსონის დაავადების რისკებს. ასევე, გონივრული რაოდენობით ნატურალური ყავის მოხმარება გულის დაავადებების რისკის შემცირებასაც უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ამცირებს საყლაპავი მილის სიმსივნისა და სხვადასხვა ტიპის სკლეროზის რისკებსაც.

„იუპის“, „ზუკოსა“ და „ინვაითის“ მსგავსად, ვეძებთ ხსნადი ყავის ალტერნატივას, რომელიც ნატურალური ყავაა. აღნიშნული ყავა არ შეიცავს იმ მინარევებს, რასაც ხსნადი ყავა, ამიტომ უფრო ჯანსაღ პროდუქტად მიიჩნევა.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატურალური ყავის შერჩევის პროცესიც მნიშვნელოვანია - მას მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით, გემო, არომატი და ხარისხი შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს.

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

თურქეთის კლინიკაში გამოჯანმრთელებული ქართველი ფეხბურთელი სპორტს  დაუბრუნდა - განკურნებული პაციენტის ისტორია

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა