მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია
დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

დიდ­თოვ­ლო­ბის გამო, ბახ­მა­რო­ში ვერ­ტმფრე­ნის სად­გო­მი ან­გა­რი ჩა­ინ­გრა, რო­მელ­მაც ტუ­რის­ტე­ბის გა­და­საყ­ვა­ნი ვერ­ტმფრე­ნი მო­ი­ყო­ლია. რო­გორც AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რივ­მა გა­ნუ­ცხა­და, ან­გრის ჩან­გრე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ვერ­ტმფრე­ნის სად­გო­მის შე­კე­თე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, ვი­ნა­ი­დან ბახ­მა­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 3-მეტ­რამ­დე თოვ­ლია.

"და­ზი­ან­და ვეტმფრე­ნი. არ ვიცი შე­კეთ­დე­ბა თუ რა. ეს არ არის სამ­გზავ­რო ვეტმფრე­ნი. იგი გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ სას­რი­ა­ლო, ად­გი­ლობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის ჩა­მო­იყ­ვა­ნა და ტუ­რის­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­დღაც მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი ღირს, რო­გორც ვიცი. თუ არ შე­კეთ­და ალ­ბათ ახალს ჩა­მო­იყ­ვა­ნენ, რად­გან ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვი­საა. ბახ­მა­რო­ში რამე გა­და­უ­დე­ბე­ლი რომ მოხ­დეს, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი სწო­რედ ამ ვეტმფრე­ნით სარ­გებ­ლო­ბენ" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE -ს ბახ­მა­როს მკვიდრმა.

გელა გი­ორ­გა­ძე ამ­ბობს, რომ წელს პირ­ვე­ლად კუ­რორ­ტს ქარ­თვე­ლი ტუ­რის­ტე­ბიც სტუმ­რო­ბენ. მისი თქმით, მე­ხუ­თე წე­ლია იქ მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლი და ჩეხი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ჩა­დი­ან.

"ბახ­მა­რო­ში ზამ­თარ­ში ადრე მხო­ლოდ მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი რჩე­ბოდ­ნენ და იმათ­გან ვი­ცო­დით, თუ რა ოდე­ნო­ბის თოვ­ლი მო­დი­ო­და. პირ­ვე­ლი წე­ლია, რაც ქარ­თვე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არი­ან აქ. ისე მე­ხუ­თე წე­ლია კო­ტე­ჯებს გერ­მა­ნელ და ჩეხ ტუ­რის­ტებ­ზე ვა­ქი­რა­ვებთ... გა­უკ­ვა­ლავ თოვლში სრი­ალ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ჩა­მოფ­რინ­დე­ბი­ან ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან, დახ­ვდე­ბი­ან იქ ქარ­თვე­ლი გი­დე­ბი და ასე­ვე ვეტმფრე­ნით მოჰ­ყავთ ბახ­მა­რო­ში. სა­მან­ქა­ნო გზა კარ­გა ხა­ნია არ არის. სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით, თოვლმავ­ლე­ბით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბით. მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო მაქვს აქ და წელს პირ­ვე­ლად დავ­რჩი. რაც შე­ე­ხე­ბათ უცხო­ე­ლებს, მათ­თვის გა­უკ­ვა­ლავ თოვლში სრი­ა­ლი სხვა ად­რე­ნა­ლი­ნია... ძა­ლი­ან უხა­რი­ათ და მოს­წონთ ამ­ხე­ლა თოვ­ლი“ - ამ­ბობს გელა გი­ორ­გა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

დიდთოვლობის გამო, ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა, რომელმაც ტურისტების გადასაყვანი ვერტმფრენი მოიყოლია. როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივმა განუცხადა, ანგრის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით, 3-მეტრამდე თოვლია.

"დაზიანდა ვეტმფრენი. არ ვიცი შეკეთდება თუ რა. ეს არ არის სამგზავრო ვეტმფრენი. იგი გერმანულმა კომპანიამ სასრიალო, ადგილობრივი დანიშნულებისთვის ჩამოიყვანა და ტურისტებს ემსახურება. სადღაც მილიონნახევარი ღირს, როგორც ვიცი. თუ არ შეკეთდა ალბათ ახალს ჩამოიყვანენ, რადგან ის აუცილებელი საჭიროებისთვისაა. ბახმაროში რამე გადაუდებელი რომ მოხდეს, უცხოელი ტურისტები სწორედ ამ ვეტმფრენით სარგებლობენ" - განუცხადა AMBEBI.GE -ს ბახმაროს მკვიდრმა.

გელა გიორგაძე ამბობს, რომ წელს პირველად კურორტს ქართველი ტურისტებიც სტუმრობენ. მისი თქმით, მეხუთე წელია იქ მხოლოდ გერმანელი და ჩეხი დამსვენებლები ჩადიან.

"ბახმაროში ზამთარში ადრე მხოლოდ მეტეოროლოგები რჩებოდნენ და იმათგან ვიცოდით, თუ რა ოდენობის თოვლი მოდიოდა. პირველი წელია, რაც ქართველი დამსვენებლები არიან აქ. ისე მეხუთე წელია კოტეჯებს გერმანელ და ჩეხ ტურისტებზე ვაქირავებთ... გაუკვალავ თოვლში სრიალზე გიჟდებიან. ჩამოფრინდებიან ქუთაისის აეროპორტიდან, დახვდებიან იქ ქართველი გიდები და ასევე ვეტმფრენით მოჰყავთ ბახმაროში. სამანქანო გზა კარგა ხანია არ არის. სპეციალური ტექნიკით, თოვლმავლებით გადავაადგილდებით. მე საოჯახო სასტუმრო მაქვს აქ და წელს პირველად დავრჩი. რაც შეეხებათ უცხოელებს, მათთვის გაუკვალავ თოვლში სრიალი სხვა ადრენალინია... ძალიან უხარიათ და მოსწონთ ამხელა თოვლი“ - ამბობს გელა გიორგაძე.

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, ახლა 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები" - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ