პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდი ოპერაში
ჰოლივუდი ოპერაში

"სიყ­ვა­რუ­ლი ეს მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია, ფილ­მის სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ აღებს კა­რებს, რათა პა­ტი­ვი მი­ა­გოს „ოქ­როს ხა­ნას“ ოც­ნე­ბე­ბის იმ დი­დე­ბულ ფაბ­რი­კას, რო­მელ­საც კინო ეწო­დე­ბა" - ასე ახა­სი­ა­თებს თა­ვის ახალ სა­ო­პე­რო დად­გმას "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტარს" რე­ჟი­სო­რი პაბ­ლო მა­რი­ტა­ნო, რომ­ლის­თვი­საც შთა­გო­ნე­ბის წყა­რო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ოქ­როს ხა­ნაა. რე­ჟი­სორ­მა დად­გმა 40-50-60-იანი წლე­ბის ჰო­ლი­ვუდს მო­არ­გო და მოქ­მე­დე­ბა გა­და­სა­ღებ პა­ვი­ლი­ონ­ში ხდე­ბა. თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რი გა­ე­ტა­ნო დო­ნი­ცე­ტის ოპე­რა "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რის" პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ეს დად­გმა წარ­მო­ად­გენს Auditorio de Tenerife-ს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რი­სა და ბო­ლო­ნი­ის Teatro Comunale-ს თა­ნაპ­რო­დუქ­ცი­ას და პრო­ექ­ტის Opera(e)Studio“-ს კულ­მი­ნა­ცი­ას. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მის "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ევ­რო­პა" თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით. ახალ­გაზ­რდა ვო­კა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და მათი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ო­პე­რო დად­გმა­ში - ეს არის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რის­თვი­საც სამი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­სულ წელს იტა­ლი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნეთ­ში ჩა­ტარ­და ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბის მოს­მე­ნე­ბი, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 181-მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსოფ­ლი­ოს 33 ქვეყ­ნი­დან.

რო­გორ შე­ირ­ჩა სპექ­ტაკ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ამ კი­თხვებ­ზე თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე გვპა­სუ­ხობს:

ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძე: ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბა და სამ თე­ატრს შო­რის მჭიდ­რო, ხან­ძლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ექ­ტში, ახალ­გარზდებს უნდა და­ვუთ­მოთ გზა, შე­ვუ­წყოთ ხელი. შე­სარ­ჩე­ვი მოს­მე­ნე­ბი ჩა­ტარ­და ტე­ნე­რი­ფე­ში, მად­რიდ­ში, ბო­ლო­ნი­ა­ში და თბი­ლის­ში. 181 მსურ­ვე­ლი­დან პრო­ექ­ტის­თვის შე­ირ­ჩა 10 მო­ნა­წი­ლე მსოფ­ლი­ოს 7 ქვეყ­ნი­დან და მათ შო­რის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ბანი. უკვე მე­ო­თხე წე­ლია ოპე­რი­სა და ბა­ლე­თის თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვარ და მი­ხა­რია, რო­დე­საც შევ­დი­ვარ დარ­ბაზ­ში და სავ­სეა მა­ყუ­რებ­ლით, რო­დე­საც ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლია და ხალ­ხი მო­დის ოპე­რა­ში.

ქარ­თვე­ლი ბანი - გივი გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის სამ­ხატ­ვრო საბ­ჭომ მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად შე­არ­ჩია. ჯუ­ლიო ძაპა აკა­დე­მია Opera(e)Studio-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ასე ახა­სი­ა­თებს ქარ­თველ ბანს: გივი ნამ­დვი­ლად სა­უ­კე­თე­სოა რო­ლის­თვის, ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო არ­ჩე­ვა­ნი იყო, გვინ­და ვაჩ­ვე­ნოთ მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ქარ­თუ­ლი ხმა ამ სფე­რო­ში. და­სავ­ლეთ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს ის ფაქ­ტი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან დიდ პრო­ექ­ტებ­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვი­ცით რამ­დე­ნად უყ­ვართ ქარ­თვე­ლებს ოპე­რა. მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად შერ­ჩე­ულ­მა პრო­ექ­ტის ათმა მო­ნა­წი­ლემ ტე­ნე­რი­ფე­ში ორ­თვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი გა­ი­ა­რა ვო­კალ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ში ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ქარ­თვე­ლი ბანი კი, ამ წარ­მა­ტე­ბას თა­ვის კა­რი­ე­რა­ში დიდ „ტრამ­პლი­ნად“ მი­იჩ­ნევს.

გივი გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი (ბანი): ამ პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ მე ვარ ჩარ­თუ­ლი და სა­ოც­რად ბედ­ნი­ე­რი ვარ. ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე მას­ტერკლა­სე­ბი­დან. ვფიქ­რობ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო ტრამ­პლი­ნია კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად. ტე­ნე­რი­ფეს სა­ო­პე­რო თე­ატ­რში უკვე გა­ი­მარ­თა დო­ნი­ცე­ტის „სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი“-ს პრე­მი­ე­რა და ორმა შე­მად­გენ­ლო­ბამ 4 სპექ­ტაკ­ლი ვიმ­ღე­რეთ. ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო იყო, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შეკ­რე­ბი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დავ­მე­გობ­რდით და ერთ ოჯა­ხად ვი­ქე­ცით. ახლა მე, რო­გორც ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე, ვარ უცხო­ე­ლე­ბის მას­პინ­ძე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დის რო­გორც სა­დად­გმო ჯგუ­ფი, ისე მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვენ­თან 26 თე­ბერ­ვლი­დან „სი­ყავ­რუ­ლის ნექ­ტა­რი“-ს 4 სპექ­ტაკ­ლი გა­ი­მარ­თე­ბა, შემ­დეგ კი მარ­ტში ბო­ლო­ნი­ა­ში გა­ვემ­ზავ­რე­ბით და 6 სპექ­ტაკ­ლით და­ვარ­გვირ­გვი­ნებთ ამ პრო­ექტს.

რუ­სუ­დან მა­ცა­ბე­რი­ძე, პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე აღ­წერს პრო­ექტს: პრო­ექ­ტი Opera(e)Studio მიზ­ნად ისა­ხავს რო­გორც ახალ­გაზ­რდა ვო­კა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა მა­ყუ­რებ­ლის მო­ზიდ­ვას. პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავს. სა­მი­ვე მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­ში შერ­ჩე­ულ სო­ლის­ტებს უტარ­დე­ბათ მას­ტერ-კლა­სე­ბი და ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: კონ­ცერ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რივ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თე­ატ­რებ­ში და სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სივ­რცე­ებ­ში, ღია კა­რის დღე­ე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

ევ­რო­კავ­ში­რი­თან ერ­თად პრო­ექტს მხარს უჭერს "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ქარ­თვე­ლო" და იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში, "სიყ­ვა­რუ­ლის ნექ­ტა­რი" ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა 26,27,29 თე­ბერ­ვალს და 1 მარტს, რის შემ­დე­გაც სპექ­ტაკ­ლი იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავნრე­ბა. სპექ­ტაკ­ლის დი­რი­ჟო­რე­ბი - კახი სო­ლომ­ნიშ­ვი­ლი და ლე­ვან ჯა­გა­ე­ვი, სცე­ნოგ­რა­ფი - სე­რე­ნა როკო, კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი - ლო­რე­ნა მა­რი­ნი, გა­ნა­თე­ბის მხატ­ვა­რი - ვირ­ჯი­ნიო ლევ­რიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

ჰოლივუდი ოპერაში

ჰოლივუდი ოპერაში

"სიყვარული ეს მხატვრული ფილმია, ფილმის სცენარი, რომელიც, თავის მხრივ აღებს კარებს, რათა პატივი მიაგოს „ოქროს ხანას“ ოცნებების იმ დიდებულ ფაბრიკას, რომელსაც კინო ეწოდება" - ასე ახასიათებს თავის ახალ საოპერო დადგმას "სიყვარულის ნექტარს" რეჟისორი პაბლო მარიტანო, რომლისთვისაც შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა. რეჟისორმა დადგმა 40-50-60-იანი წლების ჰოლივუდს მოარგო და მოქმედება გადასაღებ პავილიონში ხდება. თბილისის ოპერის თეატრი გაეტანო დონიცეტის ოპერა "სიყვარულის ნექტარის" პრემიერისთვის ემზადება.

ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას და პროექტის Opera(e)Studio“-ს კულმინაციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" თანადაფინანსებით. ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა საოპერო დადგმაში - ეს არის მთავარი მიზანი რისთვისაც სამი ქვეყანა გაერთიანდა პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში ჩატარდა ახალგაზრდა მომღერლების მოსმენები, სადაც მონაწილეობა მიიღო 181-მა შემსრულებელმა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან.

როგორ შეირჩა სპექტაკლის შემადგენლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი საქართველოსთვის, ამ კითხვებზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გვპასუხობს:

ბადრი მაისურაძე: ამ პროექტის გამარჯვება და სამ თეატრს შორის მჭიდრო, ხანძლივი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მომღერლების ჩართულობა პროექტში, ახალგარზდებს უნდა დავუთმოთ გზა, შევუწყოთ ხელი. შესარჩევი მოსმენები ჩატარდა ტენერიფეში, მადრიდში, ბოლონიაში და თბილისში. 181 მსურველიდან პროექტისთვის შეირჩა 10 მონაწილე მსოფლიოს 7 ქვეყნიდან და მათ შორის ქართველი ახალგაზრდა ბანი. უკვე მეოთხე წელია ოპერისა და ბალეთის თეატრის ხელმძღვანელი ვარ და მიხარია, როდესაც შევდივარ დარბაზში და სავსეა მაყურებლით, როდესაც ყველა ბილეთი გაყიდულია და ხალხი მოდის ოპერაში.

ქართველი ბანი - გივი გიგინეიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც პროექტის სამხატვრო საბჭომ მოსმენების შედეგად შეარჩია. ჯულიო ძაპა აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი ასე ახასიათებს ქართველ ბანს: გივი ნამდვილად საუკეთესოა როლისთვის, ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნო არჩევანი იყო, გვინდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რამდენად ძვირფასია ქართული ხმა ამ სფეროში. დასავლეთზე შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა საქართველო ასეთი პატარა ქვეყანაა, ქართველები ძალიან დიდ პროექტებში იღებენ მონაწილეობას და ვიცით რამდენად უყვართ ქართველებს ოპერა. მოსმენების შედეგად შერჩეულმა პროექტის ათმა მონაწილემ ტენერიფეში ორთვიანი ინტენსიური კურსი გაიარა ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებაში და ქორეოგრაფიაში ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. ქართველი ბანი კი, ამ წარმატებას თავის კარიერაში დიდ „ტრამპლინად“ მიიჩნევს.

გივი გიგინეიშვილი (ბანი): ამ პროექტში საქართველოდან მხოლოდ მე ვარ ჩართული და საოცრად ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მასტერკლასებიდან. ვფიქრობ ყველა ახალგაზრდა მომღერლისთვის საუკეთესო ტრამპლინია კარიერის დასაწყებად. ტენერიფეს საოპერო თეატრში უკვე გაიმართა დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა და ორმა შემადგენლობამ 4 სპექტაკლი ვიმღერეთ. ძალიან მეგობრული გარემო იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ახალგაზრდები დავმეგობრდით და ერთ ოჯახად ვიქეცით. ახლა მე, როგორც ქართველი მონაწილე, ვარ უცხოელების მასპინძელი, საქართველოში ჩამოდის როგორც სადადგმო ჯგუფი, ისე მომღერლები და ჩვენთან 26 თებერვლიდან „სიყავრულის ნექტარი“-ს 4 სპექტაკლი გაიმართება, შემდეგ კი მარტში ბოლონიაში გავემზავრებით და 6 სპექტაკლით დავარგვირგვინებთ ამ პროექტს.

რუსუდან მაცაბერიძე, პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში, ასე აღწერს პროექტს: პროექტი Opera(e)Studio მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე ახალგაზრდა მაყურებლის მოზიდვას. პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სამივე მონაწილე ქვეყანაში შერჩეულ სოლისტებს უტარდებათ მასტერ-კლასები და ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში, როგორებიცაა: კონცერტები ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში, კონფერენციები სტუდენტებისთვის თეატრებში და სხვა ალტერნატიულ სივრცეებში, ღია კარის დღეები სტუდენტებისთვის.

ევროკავშირითან ერთად პროექტს მხარს უჭერს "შემოქმედებითი საქართველო" და იტალიის საელჩო საქართველოში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, "სიყვარულის ნექტარი" ნაჩვენები იქნება 26,27,29 თებერვალს და 1 მარტს, რის შემდეგაც სპექტაკლი იტალიაში გაემგზავნრება. სპექტაკლის დირიჟორები - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი - სერენა როკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი, განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო.

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება