პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე
"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

ახალ­შო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ამ საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძემ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­ნუ­ცხა­და, გი­ნე­კო­ლოგ­მა ბე­სა­რი­ონ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­სულ ახალ­გაზ­რდა ქალს ირმა მა­ი­სუ­რა­ძეს აბორ­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა და ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა­ზე და­ი­თან­ხმა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 31 იან­ვარს ირმა მა­ი­სუ­რა­ძე სხვა გი­ნე­კო­ლოგ­მა, კერ­ძოდ გოჩა გე­ლაშ­ვილ­მა ამ­შო­ბი­ა­რა. ჯა­ვა­ხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში გი­ნე­კო­ლო­გე­ბის გარ­და, ჩარ­თუ­ლი იყო კი­დევ ოთხი ქალი: დი­ა­ნა კო­მა­ხი­ძე, მზია უგ­რე­ხე­ლი­ძე, ლა­ი­რა გრი­გო­ლია და ქე­თე­ვან გე­წა­ძე.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძე ერთ-ერთი შუ­ა­მავ­ლის ლა­ი­რა გრი­გო­ლი­ას ინ­ტე­რე­სებს იცავს.

"ვინ­მე მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თან ბე­სა­რი­ონ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­ვი­და ირმა მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მელ­საც აბორ­ტის გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. რო­გორც ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში წე­რია, ბე­სა­რი­ონ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მას აბორ­ტის გა­კე­თე­ბა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა და ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზა. და­ი­თან­ხმა ეს გო­გო­ნა ამა­ზე, რის შემ­დე­გაც ორ­სუ­ლო­ბა გაგ­რძელ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. 31 იან­ვარს გო­გო­ნა სხვა გი­ნე­კო­ლოგ­მა, გოჩა გე­ლაშ­ვილ­მა, ამ­შო­ბი­ა­რა. ამის შემ­დეგ, ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი გოგო სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს, რო­გორც თი­ნა­თინ ჩხე­ი­ძე და არა რო­გორც ირმა მა­ი­სუ­რა­ძე.

ამ ერ­თგვარ გა­რი­გე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც: დი­ა­ნა კო­მა­ხი­ძე, მზია უგ­რე­ხე­ლი­ძე, ლა­ი­რა გრი­გო­ლია და ქე­თე­ვან გე­წა­ძე. მზია უგ­რე­ხე­ლი­ძის მხრი­დან "მყიდ­ვე­ლე­ბის" მო­ძი­ე­ბა მოხ­და, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ირ­კვე­ვა ჩა­ნერ­გი­ლი აგენ­ტე­ბი არი­ან. ახალ­შო­ბი­ლი გა­დას­ცეს ამ ვი­თომ მყიდ­ვე­ლებს, ხოლო 6 თე­ბერ­ვალს ყვე­ლა მოქ­მე­დი პირი და­ა­კა­ვეს,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში ბავ­შვის სა­ნაც­ვლოდ აღე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა არ ფი­გუ­რი­რებს. მი­სი­ვე თქმით, ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ახალ­შო­ბი­ლის სა­ნაც­ვლოდ 13 ათა­სი დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს, ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არ წე­რია.

"არა­ნა­ი­რი თან­ხა არც საქ­მე­ში და არც ბრალ­დე­ბა­ში არ წე­რია. ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი იყო, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა არ­სად არ ჩანს. 13 ათას­მა დო­ლარ­მა სა­ი­დან გა­იჟ­ღე­რა, ვერ ვხვდე­ბი. იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ დე­დამ ბავ­შვის სა­ნაც­ვლოდ თან­ხა მი­ი­ღო, არ გვაქვს,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

კი­თხვა­ზე, რო­გორ გახ­სნეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ამ საქ­მე­ზე ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა იმ წა­მი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, რო­დე­საც გა­რი­გე­ბა შედ­გა.

„ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე მი­დი­ო­და ამ საქ­მის და­მუ­შა­ვე­ბა. იმ წა­მი­დან, როცა გა­რი­გე­ბა მოხ­და, და­ი­წყო თვალ­თვა­ლი, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა, ამა­თი შეხ­ვედ­რე­ბის ვი­დეო ჩა­წე­რა და ა.შ. საკ­მა­ოდ მყა­რი საქ­მეა,“ - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

კი­თხვა­ზე აღი­ა­რე­ბენ თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს, ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძე პა­სუ­ხობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებ­დნენ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე, სა­დაც მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობ­დნენ, გაჟ­ღერ­და პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ ისი­ნი თავს დამ­ნა­შა­ვედ სცნო­ბენ.

„აღ­კვე­თამ­დე ყვე­ლამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბი­სას გაჟ­ღერ­და პო­ზი­ცი­ე­ბი, რომ ისი­ნი თავს დამ­ნა­შა­ვედ სცნო­ბენ. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რა, ხოლო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ჯერ თავს იკა­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა დე­დას, მან ვე­რაფ­რის თქმა ვერ მო­ა­ხერ­ხა, რად­გან შე­უძ­ლოდ გახ­და და სას­წრა­ფო­თი გა­და­იყ­ვა­ნეს,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძე გი­რა­ოს ოდე­ნო­ბა­საც აზუს­ტებს, რის სა­ნაც­ვლო­დაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. კერ­ძოდ, მისი თქმით, ბავ­შვის დე­დის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო 2 ათა­სი ლა­რია, გი­ნე­კო­ლო­გე­ბის­თვის 7-7- ათა­სი ლარი, ხოლო შუ­ა­მავ­ლე­ბის­თვის 5-5 ათა­სი ლარი.

ად­ვო­კა­ტი ასე­ვე გან­მარ­ტავს, რა­ტომ მოხ­და ბავ­შვის გა­ყიდ­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

„ტრე­ფი­კინგსა (სსკ-ის 143 მუხ­ლი) და იმ მუხლს (სსკ-ის 172) შო­რის, რო­მე­ლიც ახლა ჩვენ ბრა­ლად გვაქვს წარ­დგე­ნი­ლი, ძა­ლი­ან პა­ტა­რა სხვა­ო­ბაა. აქ ეს სხვა­ო­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ იმა­ში, რომ 172-ე მუხ­ლში არის ასე­თი დათ­ქმა: არას­რუ­წლო­ვა­ნის ყიდ­ვა/გა­ყიდ­ვა შვი­ლად აყ­ვა­ნის მიზ­ნით. ასე­თი დათ­ქმა ტრე­ფი­კინგს არ აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჯა­ვა­ხა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maqsi
5

 ანუ რა გამოდის,ის გინეკოლოგი რომ არა,ეს ბავშვი არ დაიბადებოდა?დაალპეთ ციხეში,ერთი ქართველის დაბადებას შეუწყო ხელი.

და
2

დანაშაულუ რაშია?

ვინ დაზარალდა?

ავტორი:

"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

"ქალს აბორტის გაკეთება გინეკოლოგმა გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა" - ახალი დეტალები ახალშობილის გაყიდვის საქმეზე

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირის ადვოკატმა ლევან ჯავახაძემ ექსკლუზიურად განუცხადა, გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს ირმა მაისურაძეს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა.

ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა, კერძოდ გოჩა გელაშვილმა ამშობიარა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე.

აღნიშნულ საქმეში ადვოკატი ლევან ჯავახაძე ერთ-ერთი შუამავლის ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს.

"ვინმე მეან-გინეკოლოგთან ბესარიონ ღარიბაშვილთან კონსულტაციაზე მივიდა ირმა მაისურაძე, რომელსაც აბორტის გაკეთება უნდოდა. როგორც ბრალის დადგენილებაში წერია, ბესარიონ ღარიბაშვილმა მას აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილება შესთავაზა. დაითანხმა ეს გოგონა ამაზე, რის შემდეგაც ორსულობა გაგრძელდა ჩვეულებრივად. 31 იანვარს გოგონა სხვა გინეკოლოგმა, გოჩა გელაშვილმა, ამშობიარა. ამის შემდეგ, ახალნამშობიარები გოგო საავადმყოფოდან გაწერეს, როგორც თინათინ ჩხეიძე და არა როგორც ირმა მაისურაძე.

ამ ერთგვარ გარიგებაში ჩართული იყვნენ ქალბატონებიც: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე. მზია უგრეხელიძის მხრიდან "მყიდველების" მოძიება მოხდა, რომლებიც, როგორც ირკვევა ჩანერგილი აგენტები არიან. ახალშობილი გადასცეს ამ ვითომ მყიდველებს, ხოლო 6 თებერვალს ყველა მოქმედი პირი დააკავეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში ბავშვის სანაცვლოდ აღებული კონკრეტული თანხა არ ფიგურირებს. მისივე თქმით, ის, რომ ბრალდებულებმა ახალშობილის სანაცვლოდ 13 ათასი დოლარი მოითხოვეს, ბრალის დადგენილებაში არ წერია.

"არანაირი თანხა არც საქმეში და არც ბრალდებაში არ წერია. ფინანსური ინტერესი იყო, თუმცა კონკრეტული თანხის ოდენობა არსად არ ჩანს. 13 ათასმა დოლარმა საიდან გაიჟღერა, ვერ ვხვდები. იმის მტკიცებულება, რომ დედამ ბავშვის სანაცვლოდ თანხა მიიღო, არ გვაქვს,“ - აღნიშნა მან.

კითხვაზე, როგორ გახსნეს სამართალდამცველებმა აღნიშნული საქმე, ადვოკატი პასუხობს, რომ ამ საქმეზე ფარული მიყურადება იმ წამიდან ხორციელდებოდა, როდესაც გარიგება შედგა.

„ფეხმძიმობის პერიოდშივე მიდიოდა ამ საქმის დამუშავება. იმ წამიდან, როცა გარიგება მოხდა, დაიწყო თვალთვალი, ფარული მიყურადება, ამათი შეხვედრების ვიდეო ჩაწერა და ა.შ. საკმაოდ მყარი საქმეა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე აღიარებენ თუ არა ბრალდებულები დანაშაულს, ლევან ჯავახაძე პასუხობს, რომ თავდაპირველად ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ, თუმცა სასამართლოზე, სადაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, გაჟღერდა პოზიციები, რომ ისინი თავს დამნაშავედ სცნობენ.

„აღკვეთამდე ყველამ შეინარჩუნა დუმილის უფლება, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გაჟღერდა პოზიციები, რომ ისინი თავს დამნაშავედ სცნობენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ფაქტი დაადასტურა, ხოლო დანაშაულში მონაწილეობაზე ჯერ თავს იკავებს. რაც შეეხება დედას, მან ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, რადგან შეუძლოდ გახდა და სასწრაფოთი გადაიყვანეს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადვოკატი ლევან ჯავახაძე გირაოს ოდენობასაც აზუსტებს, რის სანაცვლოდაც ბრალდებულები გათავისუფლდნენ. კერძოდ, მისი თქმით, ბავშვის დედისთვის შეფარდებული გირაო 2 ათასი ლარია, გინეკოლოგებისთვის 7-7- ათასი ლარი, ხოლო შუამავლებისთვის 5-5 ათასი ლარი.

ადვოკატი ასევე განმარტავს, რატომ მოხდა ბავშვის გაყიდვაში ბრალდებული პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება.

„ტრეფიკინგსა (სსკ-ის 143 მუხლი) და იმ მუხლს (სსკ-ის 172) შორის, რომელიც ახლა ჩვენ ბრალად გვაქვს წარდგენილი, ძალიან პატარა სხვაობაა. აქ ეს სხვაობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ 172-ე მუხლში არის ასეთი დათქმა: არასრუწლოვანის ყიდვა/გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით. ასეთი დათქმა ტრეფიკინგს არ აქვს,“ - განაცხადა ლევან ჯავახაძემ.

"სასმლისთვის თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ დანა დაარტყა" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალი და რას ამბობენ მისი ოჯახის წევრები?

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირია დაჭრილი - რა მოხდა მარნეულში

ადგილობრივების თქმით, კაცმა ცოლს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა - მკვლელობა სამტრედიაში