პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!
ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

დღეს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბა რე­ა­ლო­ბაა. დი­აგ­ნოს­ტი­კა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე, პირ­ვე­ლი უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რია.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ ტე­ლე­ეკ­რან­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ჩვენსყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ან­დნენ - „გა­ე­სინ­ჯე დრო­უ­ლად, სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი უფ­ლე­ბაა“. კამ­პა­ნია შეგ­ვახ­სე­ნებს, რომ პრე­ვენ­ცია და დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა კი­ბოს ამარ­ცხებს.

„მთელ მსოფ­ლი­ო­ში ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზია, გულ-სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­დეგ. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის, კიბო დი­აგ­ნო­ზია და ეს,რა თქმა უნდა, სი­მარ­თლეა - გან­კურ­ნე­ბა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­შინ, რო­დე­საც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, ძუ­ძუს კი­ბოს ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, 5-წლი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 90%-ზე მე­ტია, მაგ­რამ სტა­დი­ის მა­ტე­ბას­თან ერ­თად,სამ­წუ­ხა­როდ, ეს სტა­ტის­ტი­კა იკ­ლებს.

თუმ­ცა, ჩვენ არას­დროს ვყრით ფარ-ხმალს. იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა და სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა,ვი­საც დი­აგ­ნო­ზი თუნ­დაც გვი­ან სტა­დი­ა­ზე და­უდ­გინ­დათ, ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნია.ასე რომ, პირ­ველ რიგ­ში,დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და შემ­დგომ სა­თა­ნა­დო, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე სწო­რი და ქმე­დი­თი ია­რა­ღია“, - ამ­ბობს თო­დუ­ას კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე.

ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი გა­მოვ­ლე­ნის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი სკრი­ნინ­გში ჩარ­თუ­ლო­ბის პა­სი­უ­რო­ბაა, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზე­ბი?

უდა­ვოდ არ­სე­ბობს დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნის შიში, რთუ­ლია ფიქ­რი შე­საძ­ლო სცე­ნა­რებ­ზე და შეძ­ლებს თუ არა პა­ცი­ენ­ტი, გა­უმკლავ­დეს და­ა­ვა­დე­ბას მო­რა­ლუ­რად თუ ფი­ნან­სუ­რად. ხში­რად ადა­მი­ანს უჭირს რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა. ამას, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნა­პი­რო­ბებს, ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რე იმის შე­სა­ხებ, რომ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არის შექ­ცე­ვა­დი,რომ და­ა­ვა­დე­ბე­ბი გან­კურ­ნე­ბა­დია და რე­ა­ლო­ბა სუ­ლაც არ არის ისე­თი მძი­მე, რო­გო­რიც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტთან მუ­შა­ობ­დეს სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი: ექი­მე­ბის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი, ექთ­ნე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი. არ­სე­ბობს მსგავ­სი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუ­ფე­ბი.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ უნდა იყოს ბა­რი­ე­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტის­თვის, რად­გან მათი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პი - იქ­ნე­ბა ეს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, სხი­ვუ­რი თე­რა­პია თუ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ფი­ნანსდე­ბა.

ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მსგავს სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ებს?

ჩვენ ყვე­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხით ვცდი­ლობთ, ხალ­ხს ხმა მი­ვაწ­ვდი­ნოთ - სო­ცი­ა­ლუ­რი თუ ბეჭ­დუ­რი მე­დია, ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო.უნდა ავა­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ავუხ­სნათ მთე­ლი სი­ზუს­ტით, რა არის სკრი­ნინ­გის მი­ზა­ნი, რომ ჯან­მრთელ, სრუ­ლი­ად უსიმპტო­მო ადა­მი­ან­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­აჩ­ნდეს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ონ­კო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ად გარ­და­იქ­მნე­ბა.

2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­სივ­ნე­ებს შო­რის, მე­ო­თხე სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 28% იყო, 2018 წელს კი ეს რი­ცხვი 22%-მდე შემ­ცირ­და. ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბა გახ­ლავთ სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ­მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნი­თერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის, სხვა­დას­ხვა სკრი­ნინგ პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის შე­დე­გი.

და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა გვაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ ხში­რად შევ­თა­ვა­ზოთ მათ სხვა­დას­ხვა კამ­პა­ნი­ე­ბი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: მათ შო­რის გახ­ლავთ ჩვენს კლი­ნი­კა­ში 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ძუ­ძუს კი­ბოს შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქ­ცია, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, ესარ­გებ­ლათ მა­მო­ლო­გებ­თან უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - უფა­სო მა­მოგ­რა­ფი­ით.

ნო­ემ­ბე­რი ფილ­ტვის კი­ბოს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის თვეა, კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში რისკ-ჯგუ­ფის პა­ცი­ენ­ტებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­ნა­ხევ­რე­ბულ ფა­სად ჩა­უ­ტარ­დათ.

მიმ­დი­ნა­რე თვეს კი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ,უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მი­ი­ღონ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მით, მათ შო­რის, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ რა­დი­ა­ცი­ულ ონ­კო­ლოგ ბრა­ნის­ლავ ერე­მიჩ­თან, ექი­მებ­თან: თა­მარ ესა­კი­ას­თან და ანა მა­ყაშ­ვილ­თან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ინ­ტე­რე­სია სრულ­ყო­ფილ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე.თუ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც არ აღე­ნიშ­ნე­ბათ­რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი და­თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა აინ­ტე­რე­სებთ, რას სთა­ვა­ზობთ მათ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

ჩვე­ნი კლი­ნი­კა მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყებს ახალ პროგ­რა­მას - ჯან­მრთე­ლო­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შე­მოწ­მე­ბას ე.წ. Check Up-ს, რაც გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის პრე­ვენ­ცი­ულ შე­მოწ­მე­ბას, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა­თა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე.

ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, დი­აგ­ნოს­ტი­კა და ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მო­ი­ცავს ერთ სრულ დღეს, ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის რო­გორც ანა­ტო­მი­უ­რი, ისე ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა. დღის და­სას­რულს პა­ცი­ენტს ეძ­ლე­ვა სპე­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა, სა­დაც შე­ჯა­მე­ბუ­ლია დი­აგ­ნო­ზი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მშვიდ, მყუდ­რო და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სამი სა­ხის პა­კე­ტი, სხვა­დას­ხვა სქე­სი­სა და ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­თვის და პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.მსგავ­სი პროგ­რა­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ და­საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ Check Up პრო­ცე­დუ­რა ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გაგ­ვე­ხა­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად კი­ბოს 10 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ჩვენ ყვე­ლას გვაქვს შან­სი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ერ­თად შევ­ცვა­ლოთ!

ავტორი:

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

დღეს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება რეალობაა. დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე, პირველი უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისთანავე და სწორად შერჩეული მკურნალობა გამარჯვების საწინდარია.

ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ტელეეკრანზე, სოციალურ ქსელებში, ჩვენსყოველდღიურობაში, სოციალური კამპანიის ირგვლივ გაერთიანდნენ - „გაესინჯე დროულად, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა“. კამპანია შეგვახსენებს, რომ პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა კიბოს ამარცხებს.

„მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების შემდეგ. ხშირად ვამბობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, კიბო დიაგნოზია და ეს,რა თქმა უნდა, სიმართლეა - განკურნება და სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ავთვისებიანი დაავადება ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი. მაგალითად, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, მაგრამ სტადიის მატებასთან ერთად,სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა იკლებს.

თუმცა, ჩვენ არასდროს ვყრით ფარ-ხმალს. იმ პაციენტებისთვის სრულფასოვანი ცხოვრების საშუალების მიცემა და სიცოცხლის გახანგრძლივება,ვისაც დიაგნოზი თუნდაც გვიან სტადიაზე დაუდგინდათ, ჩვენი უპირველესი ამოცანა და მიზანია.ასე რომ, პირველ რიგში,დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ სათანადო, სწორი მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი და ქმედითი იარაღია“, - ამბობს თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე.

ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ერთ-ერთი ფაქტორი სკრინინგში ჩართულობის პასიურობაა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები?

უდავოდ არსებობს დიაგნოზის მოსმენის შიში, რთულია ფიქრი შესაძლო სცენარებზე და შეძლებს თუ არა პაციენტი, გაუმკლავდეს დაავადებას მორალურად თუ ფინანსურად. ხშირად ადამიანს უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ამას, პირველ რიგში, განაპირობებს, ინფორმაციის სიმწირე იმის შესახებ, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიური პროცესების უმრავლესობა არის შექცევადი,რომ დაავადებები განკურნებადია და რეალობა სულაც არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

ჩვენს კლინიკაში მიღებული პრაქტიკაა, ავთვისებიანი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტთან მუშაობდეს სხვადასხვა სპეციალისტი: ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი, ექთნები, ფსიქოლოგი. არსებობს მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტების მხარდამჭერთა ჯგუფები.

ფინანსური პრობლემები არ უნდა იყოს ბარიერი ონკოლოგიური პაციენტისთვის, რადგან მათი მკურნალობის ყველა ეტაპი - იქნება ეს მედიკამენტოზური მკურნალობა, სხივური თერაპია თუ ოპერაციული ჩარევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

ცნობიერების ამაღლების ფარგლებში რა მნიშვნელობა ენიჭება მსგავს სოციალურ კამპანიებს?

ჩვენ ყველა საკომუნიკაციო არხით ვცდილობთ, ხალხს ხმა მივაწვდინოთ - სოციალური თუ ბეჭდური მედია, ტელევიზია, რადიო.უნდა ავამაღლოთ ცნობიერება ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ, ავუხსნათ მთელი სიზუსტით, რა არის სკრინინგის მიზანი, რომ ჯანმრთელ, სრულიად უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება აღმოაჩნდეს დაავადება, რომელიც შემდგომში ონკოლოგიურ პათოლოგიად გარდაიქმნება.

2015 წელს საქართველოში სიმსივნეებს შორის, მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნეების რაოდენობა 28% იყო, 2018 წელს კი ეს რიცხვი 22%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის კლება გახლავთ სახელმწიფოსა და სამედიცინო დაწესებულებების მიერმოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნითერთობლივი მუშაობის, სხვადასხვა სკრინინგ პროგრამების შეთავაზების შედეგი.

დადებითი დინამიკა გვაძლევს მოტივაციას, რომ ხშირად შევთავაზოთ მათ სხვადასხვა კამპანიები, ღონისძიებები: მათ შორის გახლავთ ჩვენს კლინიკაში 2019 წლის ოქტომბერში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქცია, სადაც ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ მამოლოგებთან უფასო კონსულტაციით, საჭიროების შემთხვევაში კი - უფასო მამოგრაფიით.

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა, კამპანიის ფარგლებში რისკ-ჯგუფის პაციენტებს კომპიუტერული ტომოგრაფია განახევრებულ ფასად ჩაუტარდათ.

მიმდინარე თვეს კი ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ,უფასო კონსულტაციები მიიღონ მულტიდისციპლინური მიდგომით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილ რადიაციულ ონკოლოგ ბრანისლავ ერემიჩთან, ექიმებთან: თამარ ესაკიასთან და ანა მაყაშვილთან.

საზოგადოებაში აქტიური ინტერესია სრულყოფილ გამოკვლევებზე.თუ ადამიანებს, რომელთაც არ აღენიშნებათრაიმე კონკრეტული სიმპტომები დათავიანთი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა აინტერესებთ, რას სთავაზობთ მათ ასეთ შემთხვევაში?

ჩვენი კლინიკა მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს ახალ პროგრამას - ჯანმრთელობის სრულყოფილად შემოწმებას ე.წ. Check Up-ს, რაც გულისხმობს ჯანმრთელი ადამიანის პრევენციულ შემოწმებას, სხვადასხვა დაავადებათა სიმპტომების გამოვლენამდე.

ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, დიაგნოსტიკა და ექიმებთან კონსულტაციები მოიცავს ერთ სრულ დღეს, ხდება ადამიანის როგორც ანატომიური, ისე ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება. დღის დასასრულს პაციენტს ეძლევა სპეციალური დასკვნა, სადაც შეჯამებულია დიაგნოზი და რეკომენდაციები, პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია სამი სახის პაკეტი, სხვადასხვა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფებისთვის და პაციენტების საჭიროებაზეა მორგებული.მსგავსი პროგრამები მიღებულია საზღვარგარეთ დასაკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ Check Up პროცედურა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი, ეს მონაცემები ერთად შევცვალოთ!

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს