პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება
ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვუ­რი ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი, ემ­ბერ ჰარ­დი და ჯონი დეპი უკვე წლე­ბია სკან­დალ­ში არი­ან გახ­ვე­ულ­ნი. საქ­მე ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ცოლი ძა­ლა­დობ­და ქმარ­ზე, თუ პი­რი­ქით - ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღემ­დე დად­გე­ნი­ლი არ არის.

წყვი­ლი 2016 წელს და­შორ­და, რის შემ­დე­გაც ემ­ბერ­მა ყო­ფილ ქმარს სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა და ფი­ზი­კურ, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი. საქ­მე იმა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩან­და, რად­გა­ნაც ჯონი დეპ­მა ყო­ფი­ლი ცოლი პი­რი­ქით, თა­ვად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. მის­მა ად­ვო­კატ­მა კი, აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­სა­მარ­თლოს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი წა­რუდ­გი­ნა.

ერთ-ერთი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი ონ­ლა­ინ მე­დი­ა­შიც გავ­რცელ­და. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail 2015 წლის ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს. მას­ში ემ­ბერ ჰარ­დი­სა და ჯო­ნის დი­ა­ლო­გი ის­მის.

"მე არ მინ­და შენი მი­ტო­ვე­ბა, არ მინ­და გან­ქორ­წი­ნე­ბა, არ მინ­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გა­გიშ­ვა. მე მხო­ლოდ სიმ­შვი­დე მსურს, მაგ­რამ თუ საქ­მე ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას ეხე­ბა, ჩვენ უნდა დავ­შორ­დეთ“, - ამ­ბობს ჯონი, რა­ზეც ემ­ბე­რი შემ­დეგ­ნა­ი­რად პა­სუ­ხობს:

"არ შე­მიძ­ლია დაგ­პირ­დე, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი და ისევ ფი­ზი­კუ­რად არ შე­გე­ხე­ბი. ღმერ­თო, ხან­და­ხან ძა­ლი­ან ვგიჟ­დე­ბი. მაგ­რამ პი­რო­ბას გაძ­ლევ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ შე­ვიც­ვა­ლო.“

Daily Mail ნა­ცე­მი ჯონი დე­პის ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ეს ყო­ფი­ლი ცო­ლის ძა­ლა­დო­ბის კვა­ლია

USA today-ს ჯონი დე­პის ად­ვო­კატ­მა, ადამ უალდმან­მა და­უ­დას­ტუ­რა, რომ ჩა­ნა­წე­რი ნამ­დვი­ლია. მისი ნამ­დვი­ლო­ბა არც ემ­ბერ ჰარ­დის ად­ვო­კატ­მა, რო­ბერ­ტა კაპ­ლან­მა უარ­ყო.

ჯონი დე­პის ად­ვო­კა­ტის თქმით, თა­ვი­სი პი­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჰარ­დი ყო­ფილ ქმარ­ზე ფი­ზი­კუ­რად სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და, ხოლო ჯონი მის­გან გაქ­ცე­ვას და ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ემ­ბერ ჰარ­დის ად­ვო­კატს, რო­ბერ­ტა კაპ­ლა­ნი არ უარ­ყოფს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ქმარ­ზე ძა­ლა­დობ­და, თუმ­ცა სა­უბ­რობს იმა­ზეც, რომ თა­ვის მხრივ, ემ­ბე­რიც მსხვერ­პლი იყო და ჯო­ნიც სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე.

პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჯონი დეპ­საც და ემ­ბერ ჰარ­დსაც ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბათ.

ემ­ბერ ჰარ­დის ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სკან­დალს ჯონი დე­პის ყო­ფი­ლე­ბი, ვა­ნე­სა პა­რა­დი და უა­ი­ნო­ნა რა­ი­დე­რიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. ორი­ვე მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ჯონი დე­პის­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი არას­დროს ყო­ფი­ლან და სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან აკ­ვირ­ვებთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უიმე
5

საწყალი ჯეკ ბეღურა მაგ ქალის ხელში

გიგი
2

გამოუშვით ეგ ქალი ჩემთან და მილინკის გავხდი

ავტორი:

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება

ჰოლივუდის ვარსკვლავური ყოფილი ცოლ-ქმარი, ემბერ ჰარდი და ჯონი დეპი უკვე წლებია სკანდალში არიან გახვეულნი. საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, თუმცა რეალურად ცოლი ძალადობდა ქმარზე, თუ პირიქით - ოფიციალურად დღემდე დადგენილი არ არის.

წყვილი 2016 წელს დაშორდა, რის შემდეგაც ემბერმა ყოფილ ქმარს სასამართლოში უჩივლა და ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდო ბრალი. საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგანაც ჯონი დეპმა ყოფილი ცოლი პირიქით, თავად დაადანაშაულა ფიზიკურ ძალადობაში. მისმა ადვოკატმა კი, აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს აუდიოჩანაწერები წარუდგინა.

ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი ონლაინ მედიაშიც გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა Daily Mail 2015 წლის ჩანაწერს აქვეყნებს. მასში ემბერ ჰარდისა და ჯონის დიალოგი ისმის.

"მე არ მინდა შენი მიტოვება, არ მინდა განქორწინება, არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვა. მე მხოლოდ სიმშვიდე მსურს, მაგრამ თუ საქმე ფიზიკურ შეხებას ეხება, ჩვენ უნდა დავშორდეთ“, - ამბობს ჯონი, რაზეც ემბერი შემდეგნაირად პასუხობს:

"არ შემიძლია დაგპირდე, რომ სრულყოფილი ვიქნები და ისევ ფიზიკურად არ შეგეხები. ღმერთო, ხანდახან ძალიან ვგიჟდები. მაგრამ პირობას გაძლევ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შევიცვალო.“

Daily Mail ნაცემი ჯონი დეპის ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ ეს ყოფილი ცოლის ძალადობის კვალია

USA today-ს ჯონი დეპის ადვოკატმა, ადამ უალდმანმა დაუდასტურა, რომ ჩანაწერი ნამდვილია. მისი ნამდვილობა არც ემბერ ჰარდის ადვოკატმა, რობერტა კაპლანმა უარყო.

ჯონი დეპის ადვოკატის თქმით, თავისი პირობის მიუხედავად, ჰარდი ყოფილ ქმარზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, ხოლო ჯონი მისგან გაქცევას და ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა.

რაც შეეხება ემბერ ჰარდის ადვოკატს, რობერტა კაპლანი არ უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქმარზე ძალადობდა, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ თავის მხრივ, ემბერიც მსხვერპლი იყო და ჯონიც სისტემატურად ძალადობდა ცოლზე.

პრესაში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ჯონი დეპსაც და ემბერ ჰარდსაც ძალადობის კვალი ეტყობათ.

ემბერ ჰარდის ფოტოები, რომლებშიც ძალადობის კვალი ეტყობა

აღსანიშნავია, რომ სკანდალს ჯონი დეპის ყოფილები, ვანესა პარადი და უაინონა რაიდერიც გამოეხმაურნენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ ჯონი დეპისგან ძალადობის მსხვერპლნი არასდროს ყოფილან და სკანდალური ინფორმაცია ძალიან აკვირვებთ.

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ