პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"
დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

2017 წლის შემ­დეგ, როცა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი გა­მო­აკ­ლდნენ, ახლა, 2020 წელს მოძ­რა­ო­ბის დაშ­ლის მო­რი­გი ეტა­პი იწყე­ბა - რამ­დე­ნი­მე დღის წინ პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა, ნინო კა­ლან­და­ძემ და მა­რი­ამ გერ­სა­მი­ამ გა­ნა­ცხა­დეს.

ამ სა­მე­უ­ლის გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ძვე­ლი სა­ხის - ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ.

ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, კა­ლან­და­ძე და გერ­სა­მია პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას აღარ გეგ­მა­ვენ და რო­გორც მათი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, არ აპი­რე­ბენ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბას ან 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას:

"დღე­ი­დან ფორ­მა­ლუ­რად ვწყვეტთ პარ­ტი­ის წევ­რო­ბას. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ და­მო­უ­კი­დე­ბელ, პრო­და­სავ­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს. ამას­თან, ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებთ, რომ არ ვა­პი­რებთ არც ერთ სხვა პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბას ან 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა­ში, რათა ახ­ლაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დე­გაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს მეტი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნუ­ლად მა­ტა­რე­ბე­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც თა­მა­შის წე­სებს და­უდ­გენს პო­ლი­ტი­კურ კლასს და რო­მელ­თაც გა­დამ­წყვე­ტი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბათ სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე,“ - ნათ­ქვა­მია ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის გუნ­დის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტარ ჩი­ო­რა თაქთაშ­ვილს, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში გა­და­ბარ­გდა სა­ცხოვ­რებ­ლად, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" წას­ვლის მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლებს, რომ სა­კუ­თარ პარ­ტი­ა­ში ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე აღარ დარ­ჩა.

"ამ დღე­ებ­ში უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვე­თი­შე­ბი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუნდს და და­ვას­რუ­ლებ პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დღეს დიდი ძა­ლის­ხმე­ვის და მსხვერ­პლის ფა­სად უპი­რის­პირ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გულ­შე­მატ­კივ­რებს და და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და ვა­მა­ყობ თქვენ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბით, სა­ერ­თო ბრძო­ლით, საქ­მით, დის­კუ­სი­ე­ბით, კა­მა­თით, თუნ­დაც ზოგ­ჯერ, მცი­რე ან მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ში არ ვე­თან­ხმე­ბო­დეთ ერ­თმა­ნეთს. მჯე­რა, რომ გეს­მით და გრძნობთ, ეს უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბი არაა!" - და­წე­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ ვრცელ მი­მარ­თვა-ან­გა­რიშ­ში.

კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ყო­ფი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის პარ­ტი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხე­ბაც, რა­საც მან სი­სუ­ლე­ლე უწო­და:

"არ წავ­სულ­ვარ არ­სად, წა­ვე­დი მარ­ტო და­ლაი ლა­მას და რო­მის პა­პის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ვრჩე­ბი. ყვე­ლა სი­სუ­ლე­ლეს რა­ტომ უს­მენთ? რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჯერ ჩემი და მი­შას კონ­ფლიქ­ტი და მე­ო­რე ის, რომ მე გა­დავ­დე­ქი ისე, რომ ვი­ღა­ცამ იცის" - გა­ნუ­ცხა­და ვა­შა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ამა­სო­ბა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან „საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის“ ბა­ზა­ზე მისი პი­რა­დი შტა­ბის გახ­სნა და­ა­ა­ნონ­სა. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, შტაბ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და სხვა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებ­თან ერ­თად, ახალ ხალ­ხთან ერ­თად, რო­მე­ლიც მო­დის პარ­ტი­ე­ბის გა­რე­შე, შევ­ქმნით კი­დევ მეტ სა­ფუძ­ვე­ლს, რომ და­ვაჩ­ქა­როთ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნა".

რა პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში"? - ამ თე­მით AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და და პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დერს, რო­მან გო­ცი­რი­ძეს მი­მარ­თა:

"კა­ლან­და­ძემ და ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს. თქვეს, რომ 2 წე­ლია არ არი­ან პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თულ­ნი, ამი­ტომ შექ­მნეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და არ აპი­რე­ბენ 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამა­ზე ნათ­ლად რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ახ­სნი­ლი? ვუ­სურ­ვებ მათ წარ­მა­ტე­ბებს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ კი ყო­ველ­თვის ახ­ლდე­ბო­და და ახ­ლაც გა­ნახ­ლდე­ბა, იხი­ლავთ ახალ სა­ხე­ებს. ახალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფი შე­მოგ­ვი­ერ­თდა, სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი... ასე რომ, პარ­ტი­ას დაშ­ლა არ ემუქ­რე­ბა, ხდე­ბა ახა­ლი სა­ხე­ე­ბის მი­ღე­ბა" - გვი­თხრა გო­ცი­რი­ძემ.

იმა­ში, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ და­იშ­ლე­ბა და არ­ჩევ­ნებ­ზე ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე. მისი თქმით, პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლი სა­ხე­ე­ბი, მალე შე­საძ­ლოა სა­ა­კაშ­ვი­ლის შტაბ­ში ვი­ხი­ლოთ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დაშ­ლის ზღვარ­ზე კი არა, ახა­ლი პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ზღვარ­ზეა. ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი, კა­ლან­და­ძე და გერ­სა­მია ის ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შტაბ­ში გა­დავ­ლენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ალ­ბათ გა­და­ვა სა­ა­კაშ­ვილ­თან და ეს ის ხალ­ხი იქ­ნე­ბა, ვინც მის ყვე­ლა კაპ­რიზს უსი­ტყვოდ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა. ნა­წი­ლი დარ­ჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გუნდში, მაგ­რამ ვის რა შან­სე­ბი ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში, ეს კა­მა­თის სა­გა­ნია.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არც სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლად შექ­ნილ ჯგუფს გა­უ­ჭირ­დე­ბა და არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, თუმ­ცა, რო­გორც ხე­დავთ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს პრე­ტენ­ზია აქვს არა მარ­ტო ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა­ზე, არა­მედ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზეც, რისი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაც აქვს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით.

გვახ­სოვს, 2016 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი ითხოვს რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებს, რის გა­მოც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" გა­მო­ე­ყო მათ რი­გებს, ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც, რო­დე­საც აცხა­დებ­და, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და არი­ქა, და­ვი­წყოთ აქ­ცი­ე­ბიო. რო­გორც ჩანს, ამ ტი­პის პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გეგ­მავს სა­ა­კაშ­ვი­ლი", - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს გავ­ლე­ნას "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ზე", თუმ­ცა ამ­ჟა­მად, ცალ­კე გას­ვლა და მისი პერ­სო­ნის ირ­გვლივ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა სურს:

"უკვე რვა წე­ლია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე გვპირ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დაშ­ლას, მაგ­რამ დაშ­ლის მა­გივ­რად უკუ­შე­დეგს ვი­ღებთ არ­ჩევ­ნებ­ზე. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ისე­ვე რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ერთ ადა­მი­ან­ზე აგე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბია, ასე რომ, თუ ვი­ღა­ცე­ე­ბი წავ­ლენ და მოვ­ლენ, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ვინც არ უნდა წა­ვი­დეს და მო­ვი­დეს პარ­ტი­ა­ში, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ლი­დე­რი. ის ინარ­ჩუ­ნებს გავ­ლე­ნას „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის აგე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით აღარ გა­მო­დის, ცდი­ლობს ზე­პარ­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტი გა­ა­ჩი­ნოს პო­ლი­ტი­კურ ტაქ­ტი­კა­ში, შიდა და გარე ჯგუ­ფებ­ზე იმუ­შა­ოს და კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს.

ამის­თვის ტაქ­ტი­კუ­რად მას სჭირ­დე­ბა დის­ტან­ცი­რე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო ნა­წილ­ში ფარ­თო კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს, ვიდ­რე ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი" - გა­ნუ­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი შტა­ბის მო­წყო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს და და­ყო­ფით ვერც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ვერც შტა­ბი ვერ გაძ­ლი­ერ­დე­ბა:

"რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში საქ­მე­ე­ბი გა­მო­ე­ლია. სა­ერ­თოდ, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შტა­ბის მო­წყო­ბა ოდი­ორ­ზურ ვა­რი­ან­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ძნე­ლია მისი გეგ­მე­ბის გან­ჭვრე­ტა, რად­გან იმ გა­ნა­ცხად­ში, რაც მან გა­ა­კე­თა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ტე­რე­სე­ბი არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თით­ქოს სა­ერ­თოდ გვერ­დზე გად­გა თა­ვი­სი­ვე პარ­ტი­ი­დან, რაც მა­ინც და მინც არ მჯე­რა. მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს ქმე­დე­ბა პარ­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, პი­რი­ქით, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს..." - გვი­თხრა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
23

მწვანეთა პარტია = მოქალაქეთა კავშირი = ნაციონალური მოძრაობა = ? 

ნათელა
96

სააკაშვილის პარტიაში თავს მოიყრიან მკვლელები, მწამებლები, უზნეო ქალები, მგინებლები და ყოვლად უზნეო ადამიანები. როგორ შეიძლება იმ ადამიანის პარტიაში შეხვიდე რომელიც თავის პარტიის წევრებს უწონებდა მამაკაცების გაუპატურებას, ხალხის ძარცვას, ადამიანების ცემას და წამებას და ბავშვებს ბუჩებში გორაობას და ათას უმგვანო რამეს. რა მოგიხდათ კაცი ვერ იპოვნეთ?უსუფაშვილი , ვაშაძე, რავიცი, რას გადაეკიდეთ ამ სააკაშვილს, მაგას ქართველი ხალხის გადაშენება უნდა...იპოვნეთ საქართველოში. ვაშაძე წესიერი ადამიანი მაინც არის 

ავტორი:

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

დაშლა თუ ახალი პარტიის ჩამოყალიბება? - რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

2017 წლის შემდეგ, როცა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ პარტიის ლიდერები გამოაკლდნენ, ახლა, 2020 წელს მოძრაობის დაშლის მორიგი ეტაპი იწყება - რამდენიმე დღის წინ პარტიის დატოვების შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა, ნინო კალანდაძემ და მარიამ გერსამიამ განაცხადეს.

ამ სამეულის განცხადებას მალევე მოჰყვა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ძველი სახის - ჩიორა თაქთაქიშვილის მიმართვა პარტიის დატოვების შესახებ.

ბიბილაშვილი, კალანდაძე და გერსამია პოლიტიკურ აქტიურობას აღარ გეგმავენ და როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, არ აპირებენ არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას:

"დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე,“ - ნათქვამია ბიბილაშვილის გუნდის განცხადებაში.

რაც შეეხება ორი მოწვევის პარლამენტარ ჩიორა თაქთაშვილს, რომელიც წლებია ამერიკაში გადაბარგდა საცხოვრებლად, "ნაციონალებიდან" წასვლის მიზეზად იმას ასახელებს, რომ საკუთარ პარტიაში ბევრი თანამოაზრე აღარ დარჩა.

"ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!" - დაწერა თაქთაქიშვილმა საკმაოდ ვრცელ მიმართვა-ანგარიშში.

კულუარებში საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შესახებაც, რასაც მან სისულელე უწოდა:

"არ წავსულვარ არსად, წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი ისე, რომ ვიღაცამ იცის" - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასობაში, "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი მარტიდან „საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე მისი პირადი შტაბის გახსნა დააანონსა. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, შტაბში "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნით კიდევ მეტ საფუძველს, რომ დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა".

რა პროცესები ვითარდება "ნაციონალურ მოძრაობაში"? - ამ თემით AMBEBI.GE დაინტერესდა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს მიმართა:

"კალანდაძემ და ბიბილაშვილმა ძალიან ნათელი განცხადება გააკეთეს. თქვეს, რომ 2 წელია არ არიან პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულნი, ამიტომ შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაცია და არ აპირებენ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ამაზე ნათლად რა უნდა ყოფილიყო ახსნილი? ვუსურვებ მათ წარმატებებს.

"ნაციონალური მოძრაობა“ კი ყოველთვის ახლდებოდა და ახლაც განახლდება, იხილავთ ახალ სახეებს. ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფი შემოგვიერთდა, სხვადასხვა სპეციალობები, ადამიანები... ასე რომ, პარტიას დაშლა არ ემუქრება, ხდება ახალი სახეების მიღება" - გვითხრა გოცირიძემ.

იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშლება და არჩევნებზე ბარიერის გადალახვაც არ გაუჭირდება, დარწმუნებულია ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, პარტიიდან წასული სახეები, მალე შესაძლოა სააკაშვილის შტაბში ვიხილოთ.

"ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზე კი არა, ახალი პარტიის ჩამოყალიბების ზღვარზეა. ბიბილაშვილი, კალანდაძე და გერსამია ის ხალხია, რომლებიც მომავალში მიხეილ სააკაშვილის შტაბში გადავლენ. "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეული ნაწილი ალბათ გადავა სააკაშვილთან და ეს ის ხალხი იქნება, ვინც მის ყველა კაპრიზს უსიტყვოდ დაემორჩილება. ნაწილი დარჩება "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში, მაგრამ ვის რა შანსები ექნება არჩევნებში, ეს კამათის საგანია.

დარწმუნებული ვარ, ბარიერის გადალახვა არც სააკაშვილის ახლად შექნილ ჯგუფს გაუჭირდება და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა, როგორც ხედავთ ყოფილ პრეზიდენტს პრეტენზია აქვს არა მარტო ბარიერის გადალახვაზე, არამედ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბებაზეც, რისი წინააღმდეგობაც აქვს „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით.

გვახსოვს, 2016 წლიდან მოყოლებული სააკაშვილი ითხოვს რადიკალურ ქმედებებს, რის გამოც "ევროპული საქართველო" გამოეყო მათ რიგებს, ანალოგიური ვითარება იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, როდესაც აცხადებდა, არჩევნები გაყალბდა და არიქა, დავიწყოთ აქციებიო. როგორც ჩანს, ამ ტიპის პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს სააკაშვილი", - გვითხრა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილი ინარჩუნებს გავლენას "ნაციონალებზე", თუმცა ამჟამად, ცალკე გასვლა და მისი პერსონის ირგვლივ საზოგადოების მობილიზება სურს:

"უკვე რვა წელია ირაკლი კობახიძე გვპირდება "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას, მაგრამ დაშლის მაგივრად უკუშედეგს ვიღებთ არჩევნებზე. "ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ერთ ადამიანზე აგებული პარტიებია, ასე რომ, თუ ვიღაცეები წავლენ და მოვლენ, ამით არაფერი იცვლება.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ვინც არ უნდა წავიდეს და მოვიდეს პარტიაში, არაფერი იცვლება სანამ სააკაშვილი იქნება ლიდერი. ის ინარჩუნებს გავლენას „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორპოლუსიანობის აგება "ნაციონალების" მეშვეობით აღარ გამოდის, ცდილობს ზეპარტიული ელემენტი გააჩინოს პოლიტიკურ ტაქტიკაში, შიდა და გარე ჯგუფებზე იმუშაოს და კონსოლიდაცია მოახდინოს.

ამისთვის ტაქტიკურად მას სჭირდება დისტანცირება, რომ საზოგადოების საპროტესტო ნაწილში ფართო კონსოლიდაცია მოახდინოს, ვიდრე ეს "ნაციონალების" ფარგლებშია შესაძლებელი" - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით კი, სააკაშვილის პირადი შტაბის მოწყობა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და დაყოფით ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც შტაბი ვერ გაძლიერდება:

"როგორც ჩანს, სააკაშვილს უკრაინაში საქმეები გამოელია. საერთოდ, ბიბლიოთეკაში შტაბის მოწყობა ოდიორზურ ვარიანტად გამოიყენება. ძნელია მისი გეგმების განჭვრეტა, რადგან იმ განაცხადში, რაც მან გააკეთა, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული. თითქოს საერთოდ გვერდზე გადგა თავისივე პარტიიდან, რაც მაინც და მინც არ მჯერა. მეეჭვება, რომ ეს ქმედება პარტიის გაძლიერებას ემსახურებოდეს, პირიქით, ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს..." - გვითხრა საყვარელიძემ.

რომან გოცირიძე: "IRI-ის კვლევა გვიჩვენებს,  რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა"

"IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს.. რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია,  ცუდი პოლიტიკოსი ხარ" - ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"