მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან
ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან

ჩი­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე სამ­შობ­ლო­ში დღეს დაბ­რუნ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჩი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა, არ­ჩილ კა­ლან­დი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

დიპ­ლო­მა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­ელ­ჩო მათ­თან მუდ­მივ კავ­შირ­ზეა.

რო­გორც ელჩი გან­მარ­ტავს, ჩი­ნეთ­ში სა­ნი­ტა­რუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით უპ­რე­ცე­დენ­ტო ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი.

„ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ჩვე­ნი სამი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლო­ში დუ­ბა­ის გავ­ლით ბრუნ­დე­ბა. ისი­ნი სა­ზღვარ­ზე იგი­ვე პრო­ცე­დუ­რებს გა­ივ­ლი­ან, რაც და­წე­სე­ბუ­ლია.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯან­მრთე­ლად არი­ან. მუდ­მივ კავ­შირ­ზე ვართ მათ­თან რო­გორც უხან­ში, ასე­ვე სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში მყოფ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან. ამ ეტაპ­ზე მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ვაგ­რძე­ლებთ ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინგს. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩი­ნეთ­ში ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, ანუ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შე­სა­ბა­მი­სი მას­შტა­ბუ­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გრძელ­დე­ბა.

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი მზარ­დია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი, რაც ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო, შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს“, - აცხა­დებს არ­ჩილ კა­ლან­დია.

დიპ­ლო­მა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ჩი­ნეთ­ში მყოფ ზო­გი­ერთ ქარ­თველს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს და თუკი ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, სა­ელ­ჩო და­ეხ­მა­რე­ბა.

„ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურთ. თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, სა­ელ­ჩო მათ თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში და­ეხ­მა­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად ციფრს ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ ზოგ ქარ­თველს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სურს. ჩვენც შე­სა­ბა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბებს ვურ­ჩევთ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან ცოტა ავი­ა­რე­ი­სი დაფ­რი­ნავს და ცხა­დია, ეს სა­კითხს აფერ­ხებს“, - აცხა­დებს არ­ჩილ კა­ლან­დია.

ჩი­ნეთ­ში, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით 811 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რო­ი­ტერ­სი“ ჩი­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ კო­მი­სი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2019-nCoV ვირუ­სით კი­დევ 89 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და მსხვერ­პლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 37-ით მე­ტია, ჩი­ნეთ­ში, 2002-2004 წლებ­ში, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მის (SARS) ეპი­დე­მი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, ჩი­ნეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 37,198 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, 2002-2004 წლებ­ში, SARS-ის კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას 774 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბებია ეპრაქსინე
6

თარიღი 09.02 დრო 14.14 დაინფიცირებულთა რაოდენობა 37589 . ლეტალური დასასრული 814. გაჯანსაღებულთა რაოდენობა 2860 . 

hush
106

მიმაქროლებს

ოცნებებში

სურვილიდან სურვილამდე

კორონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე თბილისში დღეს დაბრუნდება - უახლესი მონაცემები ჩინეთიდან

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განუცხადა.

დიპლომატის განმარტებით, საქართველოს სხვა მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და საელჩო მათთან მუდმივ კავშირზეა.

როგორც ელჩი განმარტავს, ჩინეთში სანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს ჩვენი სამი თანამოქალაქე საქართველოში დუბაის გავლით ბრუნდება. ისინი საზღვარზე იგივე პროცედურებს გაივლიან, რაც დაწესებულია.

საბედნიეროდ, ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელად არიან. მუდმივ კავშირზე ვართ მათთან როგორც უხანში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს. საერთო ჯამში, ჩინეთში ნორმალური ვითარებაა, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი მასშტაბური სანიტარული და უსაფრთხოების ზომების მიღება გრძელდება.

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სამწუხაროდ, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის პრევენციული ზომები, რაც ჩინეთის მთავრობამ მიიღო, შედეგს აუცილებლად გამოიღებს“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

დიპლომატის განმარტებით, ჩინეთში მყოფ ზოგიერთ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს და თუკი ისინი აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო დაეხმარება.

„ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს საქართველოში დაბრუნება სურთ. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, საელჩო მათ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება. კონკრეტულად ციფრს ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგ ქართველს სამშობლოში დაბრუნება სურს. ჩვენც შესაბამის მიმართულებებს ვურჩევთ, მოგეხსენებათ, ჩინეთის მიმართულებით ძალიან ცოტა ავიარეისი დაფრინავს და ცხადია, ეს საკითხს აფერხებს“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 811 ადამიანია გარდაცვლილი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ნაციონალურ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 2019-nCoV ვირუსით კიდევ 89 ადამიანი გარდაიცვალა და მსხვერპლის საერთო რაოდენობა 37-ით მეტია, ჩინეთში, 2002-2004 წლებში, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობაზე.

გარდა ამისა, ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 37,198 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

შეგახსენებთ, 2002-2004 წლებში, SARS-ის კორონავირუსის ეპიდემიას 774 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს