სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!
საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის პრო­ექტ „წიგ­ნე­ბის თა­როს” გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ პრე­მია „წიგ­ნის ქო­მა­გი 2020“-ით და­ა­ჯილ­დო­ვა, ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შე­წყო­ბის­თვის და წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 5 თე­ბერ­ვალს, მწე­რალ­თა სახ­ლში, წიგ­ნის სა­ჯა­როდ კი­თხვის მსოფ­ლიო დღის დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ი­მარ­თა.

წიგ­ნის სა­ჯა­როდ კი­თხვის მსოფ­ლიო დღე სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე მე­ხუ­თედ აღი­ნიშ­ნე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 60-ზე მეტი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და. დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კი ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ი­ცა „წლის წიგ­ნის ქო­მა­გის“ ჯილ­დო.

პრე­მია „წლის წიგ­ნის ქო­მა­გი“ ასო­ცი­ა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით 2016 წელს და­არ­სდა და მას შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­ე­ცე­მა იმ ადა­მი­ა­ნებს, პრო­ექ­ტებ­სა თუ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უწყო­ბენ ხელს სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. პრე­მი­ის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა, რომ და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია არ უნდა იყოს და­საქ­მე­ბუ­ლი წიგ­ნის სფე­რო­ში და ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა თუ სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა არ უნდა იყოს მისი უშუ­ა­ლო, პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა.

„წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნდს ჯილ­დო გა­და­ე­ცა:

ახალ­გაზ­რდე­ბის გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის ხელ­შე­წყო­ბის­თვის - “წიგ­ნე­ბის თა­როს” 23 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა გა­ემ­გზავ­რა კემ­ბრი­ჯში, სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში. 2016 წელს “წიგ­ნე­ბის თა­რომ” 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი სტამ­ბო­ლის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­უშ­ვა.

დღეს “წიგ­ნე­ბის თა­როს” გუნდში 15 ახალ­გაზ­რდაა, 13 სტუ­დენ­ტი და 2 სკო­ლის მოს­წავ­ლე, ყვე­ლა მათ­გა­ნი ყო­ფი­ლი თა­რო­ე­ლია.

ახალ­გაზ­რდებ­ში წიგ­ნის კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის - სხვა­დას­ხვა დროს “წიგ­ნე­ბის თა­როს” გუნ­დმა 20-ზე მეტი სა­ჯა­რო ლექ­ცია ჩა­ა­ტა­რა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში. გარ­და ამი­სა მო­ა­წყო არა­ერ­თი სა­ჯა­რო თა­მა­ში და სხვა ტი­პის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

“წიგ­ნე­ბის თარო” ეწ­ვია მე-11 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, შეხ­ვდა არას­რულ­წლო­ვან მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, აჩუ­ქა მათ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­გოვ­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი და მათ­თვის ჩა­ა­ტა­რა თა­მა­ში.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვე­ბის­თვის და ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ჩუქ­რად გას­ცა 3000-ზე მეტი წიგ­ნი, 20-ზე მეტი პლან­შე­ტი, 30-ზე მეტი ლეპ­ტო­პი, 50-ზე მეტი სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი და უამ­რა­ვი სხვა პრი­ზი.

2017 წელს “წიგ­ნე­ბის თა­როს” ეგი­დით მო­ე­წყო პრო­ექ­ტი “მოს­წავ­ლე­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი”, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­ი­ღეს, საყ­ვა­რე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად.

2019 წელს “წიგ­ნე­ბის თა­რომ” მო­ა­წყო წიგ­ნე­ბის კი­თხვის ფეს­ტი­ვა­ლი - “მთე­ლი გა­ზა­ფხუ­ლი ერთ დღე­ში”, ამი­ე­რი­დან პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ყო­ვე­ლი წლის მა­ის­ში.

2019 წელს ამოქ­მედ­და „წიგ­ნე­ბის თა­როს“ აპ­ლი­კა­ცია #წიგ­ნე­ბის­თა­რო­მე­დია, რო­მე­ლიც ინ­ტე­ლექ­ტზე და წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი მე­დი­ა­სივ­რცეა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის.

2016 წლი­დან ეთერ­ში გა­ვი­და 7 სას­კო­ლო და 3 სტუ­დენ­ტუ­რი სე­ზო­ნი. გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 600-ზე მეტ­მა ახალ­გაზ­რდამ. სულ შედ­გა 272 გა­და­ცე­მა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში “წიგ­ნე­ბის თა­რომ” მო­იც­ვა 10 რე­გი­ო­ნი, 150-მდე სკო­ლა და 20-მდე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი.

ავტორი:

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს“ გუნდი პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დაჯილდოვდა!

საქართველოს პირველი არხის პროექტ „წიგნების თაროს” გუნდი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ პრემია „წიგნის ქომაგი 2020“-ით დააჯილდოვა, ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის და წიგნიერების გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ცერემონია 5 თებერვალს, მწერალთა სახლში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გაიმართა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა. დასკვნით ღონისძიებაზე კი ტრადიციულად გაიცა „წლის წიგნის ქომაგის“ ჯილდო.

პრემია „წლის წიგნის ქომაგი“ ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ უნდა იყოს დასაქმებული წიგნის სფეროში და ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი უშუალო, პირდაპირი მოვალეობა.

„წიგნების თაროს“ გუნდს ჯილდო გადაეცა:

ახალგაზრდების განათლებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობისთვის - “წიგნების თაროს” 23 გამარჯვებული ახალგაზრდა გაემგზავრა კემბრიჯში, საზაფხულო სკოლაში. 2016 წელს “წიგნების თარომ” 3 გამარჯვებული სტუდენტი სტამბოლის წიგნის ფესტივალზე გაუშვა.

დღეს “წიგნების თაროს” გუნდში 15 ახალგაზრდაა, 13 სტუდენტი და 2 სკოლის მოსწავლე, ყველა მათგანი ყოფილი თაროელია.

ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის - სხვადასხვა დროს “წიგნების თაროს” გუნდმა 20-ზე მეტი საჯარო ლექცია ჩაატარა თბილისსა და რეგიონებში. გარდა ამისა მოაწყო არაერთი საჯარო თამაში და სხვა ტიპის ინტელექტუალური აქტივობა.

“წიგნების თარო” ეწვია მე-11 პენიტენციურ დაწესებულებას, შეხვდა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, აჩუქა მათ სპეციალურად შეგოვრებული წიგნები და მათთვის ჩაატარა თამაში.

წლების განმავლობაში ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის საჩუქრად გასცა 3000-ზე მეტი წიგნი, 20-ზე მეტი პლანშეტი, 30-ზე მეტი ლეპტოპი, 50-ზე მეტი სასაჩუქრე ვაუჩერი და უამრავი სხვა პრიზი.

2017 წელს “წიგნების თაროს” ეგიდით მოეწყო პროექტი “მოსწავლეების არჩევანი”, რომელშიც მოსწავლეებმა მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღეს, საყვარელი თანამედროვე ქართული ნაწარმოების გამოსავლენად.

2019 წელს “წიგნების თარომ” მოაწყო წიგნების კითხვის ფესტივალი - “მთელი გაზაფხული ერთ დღეში”, ამიერიდან პერმანენტული ღონისძიება, ყოველი წლის მაისში.

2019 წელს ამოქმედდა „წიგნების თაროს“ აპლიკაცია #წიგნებისთარომედია, რომელიც ინტელექტზე და წიგნიერებაზე ორიენტირებული პირველი ინტერაქტიული მობილური მედიასივრცეა ახალგაზრდებისთვის.

2016 წლიდან ეთერში გავიდა 7 სასკოლო და 3 სტუდენტური სეზონი. გადაცემაში მონაწილეობა მიიღო 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ. სულ შედგა 272 გადაცემა.

4 წლის განმავლობაში “წიგნების თარომ” მოიცვა 10 რეგიონი, 150-მდე სკოლა და 20-მდე უმაღლესი სასწავლებელი.

როგორ მივიდეთ იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე? - ბიზნესის წარმომადგენლები პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ

ორმეფობის ხანა საქართველოში და ორი დავითის შესახებ დეტალურად მოთხრობილი ისტორია

"ბიბლუსი გალერეაში", წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, პაატა ცანკაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება