სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს
"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს

სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" დაწ­ვი­დან სამი წელი გა­ვი­და.

2017 წე­ლის 29 იან­ვარს გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, 10 000 კვ/მ ფარ­თის შე­ნო­ბა და ასო­ბით მო­ვაჭ­რის პრო­დუქ­ცია თით­ქმის სრუ­ლად და­იწ­ვა. ხან­ძრის ზა­რალ­მა უდი­დეს მას­შტა­ბებს მი­აღ­წია, არა­მარ­ტო ფი­ნან­სუ­რი, არა­მედ ადა­მი­ა­ნუ­რი კუ­თხი­თაც - მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და მათი ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დაწ­ვის შემ­დეგ, გუ­ლის შე­ტე­ვით ხუთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე გარ­და­იც­ვა­ლა...

  • რა ბედი ეწი­ათ ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს?

ლალი კურ­ტა­ნი­ძე "ბავ­შვთა სამ­ყა­რო­ში" 1983 წლი­დან მუ­შა­ობ­და. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის პირ­ველ სარ­თულ­ზე სა­ბავ­შვო სა­წო­ლე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის სექ­ცი­ას ფლობ­და. ხან­ძრის შე­დე­გად მის ოჯახს 160 000 ლა­რის ზა­რა­ლი მი­ად­გა.

"და­ვამ­თავ­რე თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მა­შინ­ვე აქ და­ვი­წყე მუ­შო­ბა. თა­ვი­დან სა­ქო­ნელმცოდ­ნედ ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ სექ­ცია ავი­ღეთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 30 წელი რომ ერთ ად­გილ­ზე იმუ­შა­ვებ - ოჯა­ხი იყო ფაქ­ტობ­რი­ვად ჩემ­თვის... სეს­ხით გვქონ­და ნა­ყი­დი პრო­დუქ­ცია და ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა. შემ­დეგ კი­დევ და­ვი­მა­ტეთ სეს­ხი, რა­ღაც რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და ვა­ლის გა­დახ­და.

მე­რი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით მო­ვაჭ­რე­თა ნა­წი­ლი "სა­ბა­ში" გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. "ბავ­შვთა სამ­ყა­როო“ აწე­რია ჩვე­უ­ლებ­რივ, მაგ­რამ ვე­რაფ­რით ვეჩ­ვე­ვი... ბევ­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბის, ვა­ლე­ბის, წვა­ლე­ბის შე­დე­გად, რა­ღა­ცას ისევ მო­ვა­ბით თავი და ისევ ვვაჭ­რობთ. თუმ­ცა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც ფეხ­ზე დად­გო­მა ვერ შეძ­ლეს და ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­დაყვნენ...

იმ დღი­დან ჩემს მე­უღ­ლეს შა­ქა­რი და­ე­მარ­თა და მუდ­მი­ვად წამ­ლებ­ზეა. ჩვენს სა­ახ­ლობ­ლო­ში ამ ამ­ბავ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან, ხუთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ლალი კურ­ტა­ნი­ძე.

  • და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ე­ბად გახ­ლე­ჩი­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი

ასო­ბით მო­ვაჭ­რეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მა­ლე­ვე მი­ა­ნი­ჭეს. ნა­წილ­მა მე­რი­ის­გან ერთჯე­რა­დი სა­კომ­პენ­სა­ციო თან­ხა 3 000 ლარი მი­ი­ღო, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი დღემ­დე ელის ზა­რა­ლის ანაზ­რა­უ­რე­ბას. ეს უთა­ნას­წო­რო­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ორ ბა­ნა­კად გახ­ლეჩ­ვამ გა­მო­იწ­ვია. მო­ვაჭ­რე­თა ერთი ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რის გა­რი­გე­ბა­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს და მომ­ხდარს პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებ­და.

და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მე­ო­რე მხა­რეს კი, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი და მათი თა­ნა­მო­აზ­რე მო­ი­ჯა­რე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი გა­მო­სა­ვალს სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბა­ში ხე­დავ­დნენ. რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­და­ზღვეო კომ­პა­ნი­ას და­ზღვე­ვის თან­ხის - 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა მო­უ­წევ­და, რი­თაც ისი­ნი ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას შეძ­ლებ­დნენ.

თუმ­ცა, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი არა­თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნეს, პი­რი­ქით, მათ წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. შე­დე­გად გა­რე­მო­ვაჭ­რე­თა ამ ბა­ნა­კის წევ­რე­ბი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

"ბავ­შვთა სამ­ყა­როს" ად­ვო­კა­ტის ვაჟა მა­ი­სუ­რა­ძის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უარი უთხრა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუს­ზე, რის მო­ტი­ვა­დაც გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­სა­ხელ­და.

"ნამ­დვი­ლად ვერ ვხსნი, რა პრო­ცეს­თან გვაქვს საქ­მე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ საქ­მე­ში დაზ­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის გა­რე­შე იყოს სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ბავ­შვთა სამ­ყა­რო", რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დად­გინ­და, რომ მას მი­ად­გა 19 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზი­ა­ნი?! ის­მის ხოლ­მე, რომ თვი­თონ დაწ­ვეს და რა­ღაც აბ­სურ­დუ­ლი ვერ­სი­ე­ბი.

რაში აწყობ­დათ ბავ­შვთა სამ­ყა­როს აქ­ცი­ო­ნე­რებს 19 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, როცა სა­უ­ბა­რია სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ი­დან მხო­ლოდ 6 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე?

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლია 95 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე იყ­ვნენ მო­ი­ჯა­რე­ე­ბი და გა­უ­ნად­გურ­დათ სა­ქო­ნე­ლი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 100 ათას ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი რომ მი­ვი­ღოთ, ჩვენ შევ­ძლებთ გა­ჩე­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბას, რად­გან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია აა­ნა­ზღა­უ­რებს ზა­რალს და ასო­ბით ოჯა­ხი შეძ­ლებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­არ­სე­ბო წყა­როს მი­ღე­ბას" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

  • ვინ გა­დაწ­ვა "ბავ­შვთა სამ­ყა­რო"?

საქ­მე­ში დევს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ხან­ძა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად არის გა­ჩე­ნი­ლი. "ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს გა­რე­შე ღია ცე­ცხლის წყა­როს კონ­ტაქ­ტი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­თან და წვად მა­სა­ლას­თან, ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ცე­ცხლგამ­ჩე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მოქ­მნა" - ნათ­ქვა­მია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

რა მოხ­და 2017 წლის 29 იან­ვრის ღა­მეს - მთა­ვა­რი კი­თხვა სამი წლის თავ­ზეც პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს კვლავ იძებს, თუმ­ცა, ხან­ძრის გან­ზრახ გა­ჩე­ნის ფაქ­ტზე ბრა­ლი დღემ­დე არა­ვის წარ­დგე­ნია.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის კი­დევ ერთი, 243-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით იყო აღ­ძრუ­ლი, რაც სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. პრო­კუ­რა­ტუ­რა "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რეს გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ან­სა და შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დევ­რო­ბა­ში სდებ­და ბრალს.

რო­გორც გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ან­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ ის და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. თუმ­ცა, მათ სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა კვლავ მო­უ­წევთ, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე აცხა­დებს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს მისი "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად" წარ­მო­ჩე­ნა და ამ გზით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა.

"ექ­სპერ­ტი­ზამ თქვა, რომ ცე­ცხლი და­უ­დევ­რო­ბას და შემ­თხვე­ვი­თო­ბას კი არ გა­უ­ჩე­ნია, ტე­რი­ტო­რია ვი­ღა­ცამ შეგ­ნე­ბუ­ლად, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­დაწ­ვა. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დით, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რად მი­დი­ო­და, მაგ­რამ შემ­დეგ ჩა­ერ­თნენ გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი და სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი.

დავ­ზა­რალ­დით ჩვენც, ისე რო­გორც სხვე­ბი. მხო­ლოდ ჩვენ, სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბას 19 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე ზა­რა­ლი მოგ­ვად­გა. ზუს­ტი ოდე­ნო­ბა ზა­რა­ლის არ არის ცნო­ბი­ლი, რად­გან მო­ვაჭ­რე­ე­ბის ნა­წი­ლი ბევ­რად უფრო მეტ თან­ხას და პრო­დუქ­ცი­ას ასა­ხე­ლებ­და, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად და­ეწ­ვათ. გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა და­ი­წყო ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი და მათი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბაც მოხ­და. ამ ხალ­ხს მე ვხე­დავ­დი არამ­ხო­ლოდ "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის კონ­ტექ­სტში, არა­მედ ყვე­ლა აქ­ცი­ა­ზე. იქ­ნე­ბო­და ეს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის, სა­რა­ლი­ძის თუ სხვა­თა აქ­ცი­ე­ბი.

თა­ვი­დან არ ვი­ყა­ვით ასე გახ­ლე­ჩი­ლე­ბი... ვთხო­ვე მათ, რომ გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით სა­ერ­თო მიზ­ნე­ბის­თვის. მა­თაც სურ­დათ ეს, მაგ­რამ შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ე­რივ­ნენ სხვა პი­რე­ბი და შე­იც­ვა­ლეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბრა­ლე­უ­ლო­ბას, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფე­რი მქონ­და დარ­ღვე­უ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში მქონ­და, ყვე­ლა მი­თი­თე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, გარ­და ერ­თი­სა - ვერ მო­ვას­წა­რი იმ მო­წყო­ბი­ლო­ბის და­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა­ზე იწყებს გან­გაშს. თუმ­ცა, ამა­საც ვა­კე­თებ­დი... ამა­ზე მი­დის აპე­ლი­რე­ბა, არა­და სი­ნამ­დვი­ლე­ში ცე­ცხლი იყო შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ჩე­ნი­ლი" - ამ­ბობს გი­ორ­გი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის დაწ­ვის დღი­დან მო­ვაჭ­რე­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წილ­თან ერ­თად საქ­მე­ზე სი­მარ­თლის დად­გე­ნას მო­ი­თხოვს. ის კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რობს:

"ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იმი­სათ­ვის, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა. "ბავ­შვთა სამ­ყა­როს" გა­დაწ­ვის ფაქტს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ იძი­ე­ბენ, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ი­ტა­ნეს სა­ხან­ძრო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ გა­მო­უწ­ვე­ვია ეს ტრა­გე­დია.

ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი სა­მარ­ცხვი­ნო ლაქა, სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლი. ირაკ­ლი შო­თა­ძე იყო მა­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, ალ­ბათ ამ და სხვა საქ­მე­ებ­ზე გა­წე­უ­ლი "დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის" გამო აბ­რუ­ნე­ბენ შო­თა­ძეს უკან. გირ­გვლი­ა­ნის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ებ­ზე ნაკ­ლე­ბად ტრა­გი­კუ­ლი არ არის ეს საქ­მე. ამ ფაქ­ტის გამო ხუთ ადა­მი­ანს გული გა­უს­კდა, რომ გა­ი­აზ­რეს სეს­ხებს ვერ გა­და­იხ­დიდ­ნენ. ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­ხიზ­ნა. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნაა საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შე­ნო­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად არის გა­დამ­წვა­რი და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე ვერ და­ი­ჭი­რეს?!" - აცხა­დებს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად AMBEBI.GE პრო­კუ­რა­ტუ­რას და­უ­კავ­შირ­და. თუმ­ცა უწყე­ბის­გან სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaza
2

ჩემი აზრით, აქ არაფერია გამოსაძიებელი, გამოსაძიებელი კი არა პირდაპირ დასაჭერია ის ვისი ინტერესებიც იყო და არის დღესაც ბავშვთა სამყაროსთან დაკავშირებით... ეს იყო ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, ორი აზრი არ არსებობს... კარგი დამნახველი კარგად და სწორად გაიგებს, კარგი მტქმელი კარგად და სწორად იტყვის... და, ეს როცა მოხდა ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ რომ ინტერესებიდან გამომდინარე დაწვა ბავშვთა სამყარო, კი არ დაიწვა, დაწვა!.. ვინ დაწვა ეს დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იციან შესაბამისმა თანამდებობის პირებმა და ძალოვანებმა! ხალხი რადგან ხმას არ იღებს იმას არ ნიშნავს რომ არ იცის, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის ამ ქვეყანაში!

ავტორი:

"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს

"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს

სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან სამი წელი გავიდა.

2017 წელის 29 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 10 000 კვ/მ ფართის შენობა და ასობით მოვაჭრის პროდუქცია თითქმის სრულად დაიწვა. ხანძრის ზარალმა უდიდეს მასშტაბებს მიაღწია, არამარტო ფინანსური, არამედ ადამიანური კუთხითაც - მოვაჭრეებისა და მათი ადვოკატების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის დაწვის შემდეგ, გულის შეტევით ხუთი დაზარალებული მოვაჭრე გარდაიცვალა...

  • რა ბედი ეწიათ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს?

ლალი კურტანიძე "ბავშვთა სამყაროში" 1983 წლიდან მუშაობდა. სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე საბავშვო საწოლებისა და აქსესუარების სექციას ფლობდა. ხანძრის შედეგად მის ოჯახს 160 000 ლარის ზარალი მიადგა.

"დავამთავრე თუ არა უნივერსიტეტი, მაშინვე აქ დავიწყე მუშობა. თავიდან საქონელმცოდნედ ვმუშაობდი, შემდეგ სექცია ავიღეთ. წარმოიდგინეთ, 30 წელი რომ ერთ ადგილზე იმუშავებ - ოჯახი იყო ფაქტობრივად ჩემთვის... სესხით გვქონდა ნაყიდი პროდუქცია და ყველაფერი დაიწვა. შემდეგ კიდევ დავიმატეთ სესხი, რაღაც რომ გაგვეკეთებინა. ძალიან გაგვიჭირდა ვალის გადახდა.

მერიის ჩართულობით მოვაჭრეთა ნაწილი "საბაში" გადაგვანაწილეს. "ბავშვთა სამყაროო“ აწერია ჩვეულებრივ, მაგრამ ვერაფრით ვეჩვევი... ბევრი ნერვიულობის, ვალების, წვალების შედეგად, რაღაცას ისევ მოვაბით თავი და ისევ ვვაჭრობთ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც ფეხზე დადგომა ვერ შეძლეს და ნერვიულობას გადაყვნენ...

იმ დღიდან ჩემს მეუღლეს შაქარი დაემართა და მუდმივად წამლებზეა. ჩვენს საახლობლოში ამ ამბავზე ნერვიულობისგან, ხუთი დაზარალებული მოვაჭრე გულის შეტევით გარდაიცვალა", - უყვება AMBEBI.GE-ს ლალი კურტანიძე.

  • დაპირისპირებულ მხარეებად გახლეჩილი მოვაჭრეები

ასობით მოვაჭრეს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს. ნაწილმა მერიისგან ერთჯერადი საკომპენსაციო თანხა 3 000 ლარი მიიღო, მეორე ნაწილი კი დღემდე ელის ზარალის ანაზრაურებას. ეს უთანასწორობა დაზარალებულთა ორ ბანაკად გახლეჩვამ გამოიწვია. მოვაჭრეთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისა და სააქციო საზოგადოების თავმჯდომარის გარიგებაზე აკეთებდა აქცენტს და მომხდარს პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებდა.

დაზარალებულთა მეორე მხარეს კი, სააქციო საზოგადოების წევრები და მათი თანამოაზრე მოიჯარეები აღმოჩნდნენ. ისინი გამოსავალს სააქციო საზოგადოების დაზარალებულად ცნობაში ხედავდნენ. რადგან ამ შემთხვევაში, სადაზღვეო კომპანიას დაზღვევის თანხის - 6 მილიონი ლარის ანაზღაურება მოუწევდა, რითაც ისინი ახალი შენობის აშენებასა და საქმიანობის გაგრძელებას შეძლებდნენ.

თუმცა, სააქციო საზოგადოების წევრები არათუ დაზარალებულად ცნეს, პირიქით, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შედეგად გარემოვაჭრეთა ამ ბანაკის წევრები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ.

"ბავშვთა სამყაროს" ადვოკატის ვაჟა მაისურაძის თქმით, პროკურატურამ სააქციო საზოგადოებას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსზე, რის მოტივადაც გამოძიების მიმდინარეობა დასახელდა.

"ნამდვილად ვერ ვხსნი, რა პროცესთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება ამ საქმეში დაზრალებულის სტატუსის გარეშე იყოს სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყარო", როდესაც სახელმწიფოს მიერ დადგინდა, რომ მას მიადგა 19 მილიონი ლარის ზიანი?! ისმის ხოლმე, რომ თვითონ დაწვეს და რაღაც აბსურდული ვერსიები.

რაში აწყობდათ ბავშვთა სამყაროს აქციონერებს 19 მილიონი ლარის ქონების განადგურება, როცა საუბარია სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ 6 მილიონი ლარის ანაზღაურებაზე?

სააქციო საზოგადოებაში გაწევრიანებულია 95 ადამიანი, რომლებიც ასევე იყვნენ მოიჯარეები და გაუნადგურდათ საქონელი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების იყო. დაზარალებულის სტატუსი რომ მივიღოთ, ჩვენ შევძლებთ გაჩერებული ბიზნესსაქმიანობის დაწყებას, რადგან სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ზარალს და ასობით ოჯახი შეძლებს ელემენტარული საარსებო წყაროს მიღებას" - ამბობს ადვოკატი.

  • ვინ გადაწვა "ბავშვთა სამყარო"?

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. "ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს გარეშე ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი ნავთობპროდუქტებთან და წვად მასალასთან, ან სპეციალური ცეცხლგამჩენი საშუალებების წარმოქმნა" - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

რა მოხდა 2017 წლის 29 იანვრის ღამეს - მთავარი კითხვა სამი წლის თავზეც პასუხგაუცემელია. პროკურატურა საქმეს კვლავ იძებს, თუმცა, ხანძრის განზრახ გაჩენის ფაქტზე ბრალი დღემდე არავის წარდგენია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით იყო აღძრული, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პროკურატურა "ბავშვთა სამყაროს" სააქციო საზოგადოების თავმჯდომარეს გიორგი მაჭავარიანსა და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუდევრობაში სდებდა ბრალს.

როგორც გიორგი მაჭავარიანმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ის და დაცვის თანამშრომელი უდანაშაულოდ ცნო. თუმცა, მათ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება კვლავ მოუწევთ, რადგან პროკურატურამ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სააქციო საზოგადოების თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროკურატურას სურს მისი "განტევების ვაცად" წარმოჩენა და ამ გზით დაზარალებულთა ყურადღების გადატანა.

"ექსპერტიზამ თქვა, რომ ცეცხლი დაუდევრობას და შემთხვევითობას კი არ გაუჩენია, ტერიტორია ვიღაცამ შეგნებულად, ხელოვნურად გადაწვა. თავიდან ვფიქრობდით, რომ გამოძიება სწორად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ჩაერთნენ გარკვეული პირები და სრულიად სხვაგვარად განვითარდა მოვლენები.

დავზარალდით ჩვენც, ისე როგორც სხვები. მხოლოდ ჩვენ, სააქციო საზოგადოებას 19 მილიონ ლარამდე ზარალი მოგვადგა. ზუსტი ოდენობა ზარალის არ არის ცნობილი, რადგან მოვაჭრეების ნაწილი ბევრად უფრო მეტ თანხას და პროდუქციას ასახელებდა, ვიდრე რეალურად დაეწვათ. გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო ქუჩის აქციები და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც მოხდა. ამ ხალხს მე ვხედავდი არამხოლოდ "ბავშვთა სამყაროს" საქმის გამოძიების კონტექსტში, არამედ ყველა აქციაზე. იქნებოდა ეს მაჩალიკაშვილის, სარალიძის თუ სხვათა აქციები.

თავიდან არ ვიყავით ასე გახლეჩილები... ვთხოვე მათ, რომ გავერთიანებულიყავით საერთო მიზნებისთვის. მათაც სურდათ ეს, მაგრამ შემდეგ საქმეში ჩაერივნენ სხვა პირები და შეიცვალეს დამოკიდებულება.

რაც შეეხება ჩემს ბრალეულობას, სინამდვილეში არაფერი მქონდა დარღვეული. ყველაფერი წესრიგში მქონდა, ყველა მითითება შესრულებული იყო, გარდა ერთისა - ვერ მოვასწარი იმ მოწყობილობის დაყენება, რომელიც დაკვამლიანებაზე იწყებს განგაშს. თუმცა, ამასაც ვაკეთებდი... ამაზე მიდის აპელირება, არადა სინამდვილეში ცეცხლი იყო შეგნებულად გაჩენილი" - ამბობს გიორგი მაჭავარიანი.

უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი სავაჭრო ცენტრის დაწვის დღიდან მოვაჭრეთა გარკვეული ნაწილთან ერთად საქმეზე სიმართლის დადგენას მოითხოვს. ის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს:

"ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო გამოძიება. "ბავშვთა სამყაროს" გადაწვის ფაქტს მიზანმიმართულად არ იძიებენ, მთელი ყურადღება გადაიტანეს სახანძრო წესების დარღვევაზე, რასაც სინამდვილეში არ გამოუწვევია ეს ტრაგედია.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა, საუკუნის დანაშაული. ირაკლი შოთაძე იყო მაშინ გენერალური პროკურორი, ალბათ ამ და სხვა საქმეებზე გაწეული "დამსახურებების" გამო აბრუნებენ შოთაძეს უკან. გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და რობაქიძის საქმეებზე ნაკლებად ტრაგიკული არ არის ეს საქმე. ამ ფაქტის გამო ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, რომ გაიაზრეს სესხებს ვერ გადაიხდიდნენ. ნაწილი საქართველოდან გაიხიზნა. ექსპერტიზის დასკვნაა საქმეში, რომელიც ამბობს, რომ შენობა შეგნებულად არის გადამწვარი და სამი წლის განმავლობაში დამნაშავე ვერ დაიჭირეს?!" - აცხადებს ხატიაშვილი.

საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად AMBEBI.GE პროკურატურას დაუკავშირდა. თუმცა უწყებისგან სამი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა