სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, უმეტესობა მამაკაცია" - როგორია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და მკურნალობის რა მეთოდს მიაგნეს ტაილანდში
"75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, უმეტესობა მამაკაცია" - როგორია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და მკურნალობის რა მეთოდს მიაგნეს ტაილანდში

ჩი­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის კო­მი­სი­ის სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,1%-ია. მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა 80% 60 წელს აღე­მა­ტე­ბა, ხოლო 75%-ს თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. გარ­დაც­ვლილ­თა ორი-მე­სა­მე­დი მა­მა­კა­ცია.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ჯიაო იაჰუი აცხა­დებს, რომ ვირუ­სის გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე შემ­თხვე­ვე­ბი ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ვირუ­სის გან­კურ­ნე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლოდ 9 დღეა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სა­დაც მწვა­ვე შემ­თხვე­ვე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბას 20 დღე­ზე მეტი სჭირ­დე­ბა.

ტა­ი­ლან­დში აცხა­დე­ბენ, რომ აივ ინ­ფექ­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და გრი­პის წამ­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან უკვე მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი გან­კურ­ნეს. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ანუ­ტინ ჩარნ­ვი­რა­კუ­ლის თქმით, 71 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც უკვე გა­ნი­კურ­ნა, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და.

ამას­თან, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იზ­რდე­ბა. ამ დრო­ის­თვის ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 20 438 ადა­მი­ანს აქვს, რაც წინა დღის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე 18%-ით მე­ტია. და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვმა კი 425-ს მი­აღ­წია.

ავტორი:

"75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, უმეტესობა მამაკაცია" - როგორია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და მკურნალობის რა მეთოდს მიაგნეს ტაილანდში

"75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, უმეტესობა მამაკაცია" - როგორია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა და მკურნალობის რა მეთოდს მიაგნეს ტაილანდში

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი-მესამედი მამაკაცია.

ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.

მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.

ტაილანდში აცხადებენ, რომ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებისა და გრიპის წამლების კომბინაციით, ახალი კორონავირუსისგან უკვე მეორე პაციენტი განკურნეს. ჯანდაცვის მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის თქმით, 71 წლის ქალბატონი, რომელიც უკვე განიკურნა, ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა.

ამასთან, ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. ამ დროისთვის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 20 438 ადამიანს აქვს, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. დაღუპული ადამიანების რიცხვმა კი 425-ს მიაღწია.

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში