საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა
"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში გრძელ­დე­ბა. სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის დროს და­ი­ღუ­პა 4 თურ­ქი ჯა­რის­კა­ცი, და­იჭ­რა - 9.

სი­რია თურ­ქეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს უცხო ქვეყ­ნის მებ­რძო­ლე­ბის­თვის გზის გახ­სნა­ში. სა­უ­ბა­რია ალ-ქა­ი­დას მებ­რძო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­ში აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დე­ბენ და ასა­დის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებს ებ­რძვი­ან.

თა­ვის მხრივ, სი­რი­ა­ში პო­ზი­ცი­ებს არ თმობს რუ­სე­თი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც არის ჩარ­თუ­ლი ომში, თუმ­ცა, შუ­ა­მავ­ლის როლს ჯი­უ­ტად ირ­გებს და ამ­ბობს, რომ მისი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი დე­ეს­კა­ლა­ცი­ის სა­ჰა­ე­რო ზო­ნას აკონ­ტრო­ლებს.

სი­რი­ის, კონ­კრე­ტუ­ლად იდ­ლი­ბის ცაზე რუ­სუ­ლი ავი­ა­ცი­ის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, თურ­ქეთ­მა იდ­ლიბ­ში შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა. ან­კა­რის ცნო­ბით, მათი სამ­ხედ­რო­ე­ბი იქ მყო­ფი თურ­ქი მე­ომ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად შე­ვიდ­ნენ და თურ­ქე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­დათ.

იდ­ლი­ბი ის ბოლო წერ­ტი­ლია, რო­მელ­საც სი­რი­ე­ლი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ასა­დის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით, იქა­უ­რო­ბის კონ­ტროლ­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­გის­ტრა­ლის და­კა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. ამ მო­ნაკ­ვეთს, ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი 2012 წლი­დან აკონ­ტრო­ლე­ბენ.

რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რის ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, თურ­ქე­თის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა რუ­სე­თი­სა და ასა­დის რე­ჟი­მის შე­ტე­ვა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ზე, ამ დრომ­დე უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. ასა­დის რე­ჟიმ­მა შეძ­ლო სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის M4 გზის და­კა­ვე­ბა და რე­გი­ო­ნის მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი იდ­ლი­ბი ახლა მათ­გან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრშია.

რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კი­დევ 1 მი­ლი­ო­ნამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­იძ­რა, რომ­ლე­ბიც ინ­ტენ­სი­უ­რი რუ­სუ­ლი და­ბომბვე­ბის­გან თა­ვის გა­რი­დე­ბას და თურ­ქეთ­ში შეს­ვლას ცდი­ლო­ბენ.

- ამ შე­ტე­ვის შე­სა­ჩე­რებ­ლად ან­კა­რას სჭირ­დე­ბა კონ­ტრშე­ტე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მი­ნი­მუმ 3 ბა­ტა­ლი­ო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სი მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა, რამ­დე­ნა­დაა ან­კა­რა მზად ამის­თვის...

- ამ ყვე­ლა­ფერს უამ­რა­ვი წი­ნა­პი­რო­ბა ჰქონ­და. რუ­სე­თი და თურ­ქე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი რომ ვერ გახ­დე­ბოდ­ნენ, თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, რად­გან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში მათი ინ­ტე­რე­სე­ბის კვე­თა მუდ­მი­ვად ხდე­ბა. რუ­სე­თი მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გედ ისევ NATO-ს მი­იჩ­ნევს, თურ­ქე­თი კი, ალი­ან­სის წევ­რი ქვე­ყა­ნაა და თა­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია.

მათი პო­ზი­ცი­ე­ბი რომ ერ­თმა­ნეთს ვერ ემ­თხვე­ო­და, მხო­ლოდ სი­რი­ა­ში კი არა, ლი­ბი­ა­შიც კარ­გად გა­მოჩ­ნდა - ისი­ნი ბა­რი­კა­დე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ. სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბა ისე და­ი­ძა­ბა, რომ თურ­ქე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­ეყ­ვა­ნა. ამას ჰქონ­და წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, ბოლო პე­რი­ოდ­ში, რუ­სეთ­მა და ასა­დის რე­ჟიმ­მა იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში შე­ტე­ვე­ბი და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ათი­ა­თა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი და­იძ­რა. ასე­ვე არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ამ შე­ტე­ვე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­ა­წყდე­ბა თურ­ქეთს, რაც მის ეკო­ნო­მი­კა­ზე მძი­მედ აი­სა­ხე­ბა.

- ეს გათ­ვა­ლა რუ­სეთ­მა?

- დიახ. მთე­ლი ამ ომის გან­მავ­ლო­ბა­ში, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ას ძა­ლი­ან ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი დევ­ნი­ლი იყო შე­ფა­რე­ბუ­ლი. რუ­სეთ­მა კი იცის, რომ ახა­ლი შე­ტე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მიგ­რან­ტთა ახალ-ახა­ლი ნა­კა­დი, თურ­ქეთს და შემ­დეგ ევ­რო­პას, ახალ ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა... შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი შე­ტე­ვა მი­ი­ტა­ნა, თურ­ქე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.

მა­გა­ლი­თად, 7 ახა­ლი კო­ლო­ნა, მათ შო­რის ტან­კე­ბი შე­ვი­და სი­რი­ა­ში, რა­საც ახა­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას და­ი­წყო ბრძო­ლე­ბი თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და ასა­დის რე­ჟი­მის ნა­წი­ლებს შო­რის. და­ი­ღუპ­ნენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი. მსხვერ­პლია მე­ო­რე მხა­რე­საც.

თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი ავი­ა­ცია იქ აქ­ტი­უ­რად დაფ­რი­ნავს, რად­გან რო­გორც ჩანს, პი­ლო­ტე­ბი ბრძა­ნე­ბებს ელი­ან. ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა, რას იზამს რუ­სე­თი - მი­ი­ღებს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას თუ გა­აგ­რძე­ლებს შე­ტე­ვებს?!

ჯერ­ჯე­რო­ბით, რუ­სე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით არ აქ­ტი­უ­რობს. რო­გორც ყო­ველ­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ცდი­ლობს სხვას, ამ­ჯე­რად ასა­დის რე­ჟიმს გა­და­აბ­რა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა კონ­ფლიქ­ტში, რო­მელ­შიც თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს, შემ­რი­გებ­ლი­სა და შუ­ა­მავ­ლის როლ­ში გა­მო­ვი­დეს...

ამის პა­სუ­ხად, ერ­დო­ღა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და და შე­პირ­და, რომ მის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის ფი­ნან­სუ­რა­დაც. ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ამა­ზე რუ­სე­თის რე­აქ­ცია.

თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს NATO-ში შეყ­ვა­ნის მხრი­ვაც. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს NATO-ს წევ­რო­ბას, რაც ნიშ­ნავს, რომ თურ­ქე­თი აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში შეს­ვლას, რაც ძა­ლი­ან კარ­გია ჩვენ­თვის.

- თუ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გო­ნივ­რუ­ლად შე­ვა­ფა­სებთ, შე­საძ­ლოა, ეს პრო­ცე­სე­ბი საჩ­ვე­ნოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ? NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ.

- დიახ, რად­გან ან­კა­რას რე­გი­ონ­ში მო­კავ­ში­რე სჭირ­დე­ბა და თუ ეს მო­კავ­ში­რე NATO-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა, ეს მის­თვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­მო­ვა...

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ რუ­სე­თის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი.

- რუ­სეთს ახლა იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყი­რიმ­ში, სან­ქცი­ე­ბის­გან რომ არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სცხე­ლო­დეს... კი­დევ ერთი ფრონ­ტის­თვის ძალა არ ეყო­ფა.

- რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბუ­რი გახ­დეს? ამ შემ­თხვე­ვა­ში რა ელის სა­ქარ­თვე­ლოს?

- რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ღია სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­დეს; შავ ზღვა­ზე ნაკ­ლე­ბად, თუმ­ცა, არც იქ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ერ­თე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი მოხ­დეს, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად ვი­ცით, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ნამ­დვი­ლად ყო­ფი­ლა...

იმე­დია, არც სი­რი­ა­ში მოხ­დე­ბა ღია და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ და­ზღვე­უ­ლი არაფ­რის­გან ვართ. რო­დე­საც სი­რი­ა­ში თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი შე­დი­ოდ­ნენ, მის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ას რუ­სე­ბი ბომ­ბავ­დნენ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში ძნე­ლია ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლო... პირ­და­პი­რი კონფრონ­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბაც აქვთ, რა­საც და­ძა­ბუ­ლო­ბა მოჰ­ყვა და შემ­დეგ ვი­თომ მო­აგ­ვა­რეს, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა შე­ნარ­ჩუნ­და.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
128

რუსეთ-თურქეთის ომების ისტორიაში პირველად თურქეთს ვგულშემატკივრობ, თუმცა ეგ გრძნობა სოლომონ მეორესაც ქონდა გამოცდილი 1810 წელს.

aburjga
57

 თუ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას გო­ნივ­რუ­ლად შე­ვა­ფა­სებთ, შე­საძ­ლოა, ეს პრო­ცე­სე­ბი საჩ­ვე­ნოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ? NATO-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ.- დიახ, რად­გან ან­კა­რას რე­გი­ონ­ში მო­კავ­ში­რე სჭირ­დე­ბა და თუ ეს მო­კავ­ში­რე NATO-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა, ეს მის­თვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი გა­მო­ვა...ამონარიდი სტატია-ინტერვიუდან - "ამ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ რუ­სე­თის მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი.- რუ­სეთს ახლა იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა აქვს სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყი­რიმ­ში, სან­ქცი­ე­ბის­გან რომ არ მგო­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სცხე­ლო­დეს... კი­დევ ერთი ფრონ­ტის­თვის ძალა არ ეყო­ფა.

ღმერთო, ღმერთო რამდენი აბდალი და გულუბრყვილოა (ეს უკეთეს ვარიანტში)! ისე გეკითხებით, მართლა ფიქრობთ, რომ რუსიეთის ღია აგრესიის შემთხვევაში აქ, საქართველოში რაიმე ფრონტი და ფრონტის ხაზი იქნება?! ვავა, ვავა...?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

სირიის ჩრდილოეთით, იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიში გრძელდება. სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა 4 თურქი ჯარისკაცი, დაიჭრა - 9.

სირია თურქეთს ადანაშაულებს უცხო ქვეყნის მებრძოლებისთვის გზის გახსნაში. საუბარია ალ-ქაიდას მებრძოლებზე, რომლებიც სირიაში აქტიურად მოქმედებენ და ასადის სამთავრობო ძალებს ებრძვიან.

თავის მხრივ, სირიაში პოზიციებს არ თმობს რუსეთი, რომელიც თავადაც არის ჩართული ომში, თუმცა, შუამავლის როლს ჯიუტად ირგებს და ამბობს, რომ მისი სამხედრო-საჰაერო ძალები დეესკალაციის საჰაერო ზონას აკონტროლებს.

სირიის, კონკრეტულად იდლიბის ცაზე რუსული ავიაციის კიდევ უფრო გააქტიურების შემდეგ, თურქეთმა იდლიბში შეირაღებული ძალების დამატებითი ნაწილები შეიყვანა. ანკარის ცნობით, მათი სამხედროები იქ მყოფი თურქი მეომრების დასახმარებლად შევიდნენ და თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა გაფრთხილებული ჰყავდათ.

იდლიბი ის ბოლო წერტილია, რომელსაც სირიელი ამბოხებულები აკონტროლებენ. ასადის სამხედრო ძალები რუსეთის დახმარებით, იქაურობის კონტროლსა და სტრატეგიული მაგისტრალის დაკავებას ცდილობენ. ამ მონაკვეთს, ამბოხებულები 2012 წლიდან აკონტროლებენ.

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თურქეთის ყველა მცდელობა, შეეჩერებინა რუსეთისა და ასადის რეჟიმის შეტევა ჩრდილოეთ სირიაზე, ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. ასადის რეჟიმმა შეძლო სტრატეგიული მნიშვნელობის M4 გზის დაკავება და რეგიონის მთავარი ქალაქი იდლიბი ახლა მათგან რამდენიმე კილომეტრშია.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის მიმართულებით, კიდევ 1 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიძრა, რომლებიც ინტენსიური რუსული დაბომბვებისგან თავის გარიდებას და თურქეთში შესვლას ცდილობენ.

- ამ შეტევის შესაჩერებლად ანკარას სჭირდება კონტრშეტევის ორგანიზება, მინიმუმ 3 ბატალიონის მონაწილეობით. შესაბამისი მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით. ახლა მთავარი კითხვაა, რამდენადაა ანკარა მზად ამისთვის...

- ამ ყველაფერს უამრავი წინაპირობა ჰქონდა. რუსეთი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები რომ ვერ გახდებოდნენ, თავიდანვე ცხადი იყო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ინტერესების კვეთა მუდმივად ხდება. რუსეთი მთავარ მოწინააღმდეგედ ისევ NATO-ს მიიჩნევს, თურქეთი კი, ალიანსის წევრი ქვეყანაა და თავის საგარეო პოლიტიკაში ძალიან აქტიურია.

მათი პოზიციები რომ ერთმანეთს ვერ ემთხვეოდა, მხოლოდ სირიაში კი არა, ლიბიაშიც კარგად გამოჩნდა - ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. სირიაში ვითარება ისე დაიძაბა, რომ თურქეთი იძულებული გახდა თავისი შეიარაღებული ძალები შეეყვანა. ამას ჰქონდა წინაპირობები, ბოლო პერიოდში, რუსეთმა და ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში შეტევები დაიწყო, საიდანაც თურქეთის მიმართულებით ათიათასობით ლტოლვილი დაიძრა. ასევე არსებობს ეჭვი, რომ ამ შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი მიაწყდება თურქეთს, რაც მის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

- ეს გათვალა რუსეთმა?

- დიახ. მთელი ამ ომის განმავლობაში, იდლიბის პროვინციას ძალიან ბევრი ადგილობრივი დევნილი იყო შეფარებული. რუსეთმა კი იცის, რომ ახალი შეტევების შემთხვევაში, მიგრანტთა ახალ-ახალი ნაკადი, თურქეთს და შემდეგ ევროპას, ახალ ტვირთად დააწვება... შესაბამისად, როგორც კი შეტევა მიიტანა, თურქეთი იძულებული გახდა, საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა.

მაგალითად, 7 ახალი კოლონა, მათ შორის ტანკები შევიდა სირიაში, რასაც ახალი შეტაკებები მოჰყვა. რამდენიმე ადგილას დაიწყო ბრძოლები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ასადის რეჟიმის ნაწილებს შორის. დაიღუპნენ რუსი სამხედროები. მსხვერპლია მეორე მხარესაც.

თურქული და რუსული ავიაცია იქ აქტიურად დაფრინავს, რადგან როგორც ჩანს, პილოტები ბრძანებებს ელიან. ახლა მთავარი კითხვაა, რას იზამს რუსეთი - მიიღებს არსებულ რეალობას თუ გააგრძელებს შეტევებს?!

ჯერჯერობით, რუსეთი განცხადებებით არ აქტიურობს. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ცდილობს სხვას, ამჯერად ასადის რეჟიმს გადააბრალოს ყველაფერი, რათა კონფლიქტში, რომელშიც თავად მონაწილეობს, შემრიგებლისა და შუამავლის როლში გამოვიდეს...

ამის პასუხად, ერდოღანი უკრაინაში წავიდა და შეპირდა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, მათ შორის ფინანსურადაც. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ამაზე რუსეთის რეაქცია.

თავის მხრივ, თურქეთი ძალიან აქტიურობს საქართველოს NATO-ში შეყვანის მხრივაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობას, რაც ნიშნავს, რომ თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ალიანსში შესვლას, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის.

- თუ არსებულ ვითარებას გონივრულად შევაფასებთ, შესაძლოა, ეს პროცესები საჩვენოდ გამოვიყენოთ? NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ვგულისხმობ.

- დიახ, რადგან ანკარას რეგიონში მოკავშირე სჭირდება და თუ ეს მოკავშირე NATO-ს წევრი ქვეყანა იქნება, ეს მისთვის იდეალური ვარიანტი გამოვა...

- ამ შემთხვევაში, ალბათ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები.

- რუსეთს ახლა იმდენი პრობლემა აქვს სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში, ყირიმში, სანქციებისგან რომ არ მგონია, საქართველოსთვის სცხელოდეს... კიდევ ერთი ფრონტისთვის ძალა არ ეყოფა.

- რამდენად მოსალოდნელია თურქეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მასშტაბური გახდეს? ამ შემთხვევაში რა ელის საქართველოს?

- რუსეთსა და თურქეთს შორის ღია სამხედრო დაპირისპირება, შესაძლოა, სირიის ტერიტორიაზე მოხდეს; შავ ზღვაზე ნაკლებად, თუმცა, არც იქ არის გამორიცხული, რომ ერთეული ინციდენტები მოხდეს, რადგან ისტორიულად ვიცით, რომ მსგავსი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა...

იმედია, არც სირიაში მოხდება ღია დაპირისპირება, მაგრამ დაზღვეული არაფრისგან ვართ. როდესაც სირიაში თურქეთის სამხედრო ნაწილები შედიოდნენ, მის გარშემო ტერიტორიას რუსები ბომბავდნენ. ამ ვითარებაში ძნელია ყველაფერი გათვალო... პირდაპირი კონფრონტაციის მცდელობაც აქვთ, რასაც დაძაბულობა მოჰყვა და შემდეგ ვითომ მოაგვარეს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა შენარჩუნდა.

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"