Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი
"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან  ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, 25 წლის თა­მუ­ნა ლუ­ტი­ძე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმა­ზე, თუ რო­გორ წა­იყ­ვა­ნეს ინ­ფექ­ცი­ურ­ში, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დახ­ვდა იქ და რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს დი­ლას ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი 25 წლის ქალი მე ვარ და კო­მენ­ტა­რებ­ში ჩამ­ქო­ლეს. ბევ­რი ვი­ფიქ­რე გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა თუ არა და გა­დავ­წყვი­ტე ტყუ­ილ­ში მყოფ ხალ­ხს ვე­ცა­დო სი­მარ­თლე და­ვა­ნა­ხო:1. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, (შუ­ა­ღა­მის სამ სა­ათ­ზე) პას­პორტ კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სას სი­ცხის გა­ზომ­ვა მთხო­ვეს, რად­გან პას­პორ­ტში ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ორი კვი­რის წინ ვი­ყა­ვი ჩი­ნეთ­ში. პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მით სი­ცხე და­ფიქ­სირ­და 37. შემ­დეგ გა­მი­ზო­მეს 47191837ჯერ და ყო­ველ ჯერ­ზე სხვა­დას­ხვა შე­დე­გი გვქონ­და. ერ­თმა­ნეთს გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლეს, რომ 37-ზე არ ქონ­დათ უფ­ლე­ბა გა­და­ვეყ­ვა­ნე ინ­ფექ­ცი­ურ­ში, ამი­ტომ მი­ზო­მეს სა­ნამ ნერ­ვი­უ­ლო­ბამ პიკს არ მი­აღ­წია.

ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე 7 თვის უნა­ხავ მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს ვხე­დავ­დი ზედა სარ­თუ­ლი­დან და ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, თან რომ ვი­ცო­დი დე­დი­კო რა დღე­ში იქ­ნე­ბო­და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან. რე­კავ­დნენ ყველ­გან და ძლივს და­ი­ყო­ლი­ეს (არ ვიცი ვინ) გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ბრი­გა­და თა­ვი­სი გამ­ცი­ლე­ბე­ლი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟით მო­ვი­და 2 სა­ა­თი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ. ბო­ლოს, სა­ნამ მკაც­რად არ მო­ვი­თხო­ვე ან გა­და­ვეყ­ვა­ნე ან სახ­ლში გა­ვეშ­ვი, არ გა­ინ­ძრნენ. აქვე ვი­ტყვი, რა თქმა უნდა არ ვი­ყა­ვი გა­დაყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი და ისე­დაც ვა­პი­რებ­დი ანა­ლი­ზე­ბის გა­კე­თე­ბას თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, უბ­რა­ლოდ ფაქ­ტებს გე­ტყვით, რომ გა­მო­იღ­ვი­ძოთ. ბრი­გა­დის ერთ-ერ­თმა ექიმ­მა და­მის­ვა შემ­დე­გი კი­თხვე­ბი: რა მინ­და ჩი­ნეთ­ში როცა ჩი­ნე­ლე­ბი აქ გა­მორ­ბი­ან? არ მინ­და გა­თხო­ვე­ბა და შვი­ლე­ბი? წე­სი­ერ საჭ­მელს მა­ინც თუ ჭა­მენ ჩემს ქა­ლაქ­ში? და ათა­სი რა­სის­ტუ­ლი ხუმ­რო­ბა, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ არა­კო­რექ­ტუ­ლად იქ­ცე­ვა და მერე ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვებს და­უბ­რუნ­და.

ინ­ფექ­ცი­ურ­ში დამ­ხვდნენ უკარ­გე­სი გო­გო­ნე­ბი, მზრუნ­ვე­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი სი­ტყვე­ბით, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მათ. პა­ლა­ტას რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ აქ მეტი შან­სია იმის, რომ და­ვინ­ფი­ცირ­დე.

2. გა­მო­მიკ­ვლი­ეს ყვე­ლა­ფე­რი და ჯან­მრთე­ლი ვარ, მაგ­რამ არ მიშ­ვე­ბენ სახ­ლში, რად­გან უნ­დათ მეტ­ხანს და­მაკ­ვირ­დნენ. ასე­ვე ჩემს გა­მო­საშ­ვე­ბად სჭირ­დე­ბათ მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვა. დღეს დე­დი­კოს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ ხელი უნდა მო­ა­წე­როს სა­ბუთს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ჩემი 24 სა­ა­თი­ან­ზე მეტ­ხანს გა­ჩე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერთ დღე­ზე უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ 110 ლარი. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე მარ­ტო ვარ დი­ლი­დან და არც რა­ი­მე გა­მოკ­ვლე­ვა მი­ტარ­დე­ბა და არც რა­ი­მე ანა­ლი­ზის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. ოთახ­ში მაქვს ქუ­ჩა­ში გა­სას­ვლე­ლი კარი. შე­მიძ­ლია ავ­დგე და უბ­რა­ლოდ წა­ვი­დე.

3. ახალ ამ­ბებ­ში მო­ის­მენთ რომ მო­ვე­დი მა­ღა­ლი სი­ცხით. რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ჩი­ნე­თი დავ­ტო­ვე 20 იან­ვარს და ამას გარ­და, ჩემს ქა­ლაქ­ში დღემ­დე არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ჩემს პრო­ვინ­ცი­ა­ში არ ჭა­მენ ისეთ რა­მეს, რაც თქვენ გა­გა­ო­ცებ­დათ. არაა ცხო­ველ­თა ბაზ­რო­ბე­ბი და ხალ­ხს ძაღ­ლის ჭა­მა­ზე ისე­თი­ვე შემ­ზა­რა­ვი რე­აქ­ცია აქვს, რო­გო­რიც მე, თქვენ და ნე­ბის­მი­ერ საღ გო­ნე­ბა­ზე მყოფ ადა­მი­ანს. ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და, არ იყო ჩი­ნეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, არა­მედ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში. ნუ იჯე­რებთ ყვე­ლა­ფერს რა­საც ახალ ამ­ბებ­ში ის­მენთ ან კი­თხუ­ლობთ. ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კაა ამ ქვე­ყა­ნა­ში და ნუ @@@ვდე­ბით.

4. ჩი­ნე­ლე­ბი არი­ან უსაყ­ვარ­ლე­სე­ბი, ძა­ლი­ან კე­თი­ლე­ბი და უშუ­ა­ლო­ე­ბი. არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას მსოფ­ლი­ოს­გან. ხალ­ხი მა­სი­ურ ამო­წყვე­ტას უსურ­ვებს და იქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, სხვა ქარ­თვე­ლე­ბის მიერ და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და ჩაგ­ვრა უფრო გვა­ში­ნებს ვიდ­რე ვირუ­სი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ასე­თი რა­სის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­ნახ­ვა მშრო­მე­ლი ერის მი­მართ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს საფ­რან­გეთს, ამე­რი­კას ან რო­მე­ლი­მე თქვენ­თვის მო­სა­წონ ერს რომ და­მარ­თო­და, ჰეშ­თეგ "ფრეი ფორ ფა­რი­ზე­ბით" გულს აი­რევ­დით.

5. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩი­ნე­თი და იქ მყო­ფი მე­გობ­რე­ბი. მჯე­რა, ჩი­ნე­ლი ხალ­ხი მო­ე­რე­ვა ამ ყვე­ლა­ფერს და მალე და­ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას. მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქ დავ­ბრუნ­დი იყო ის, რომ ამ­სტერ­და­მის ავი­ა­ხა­ზებ­მა ფრე­ნა გა­მი­უქ­მა ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი არ მა­წყობ­და. მიყ­ვარს იქა­უ­რი ჩემი ცხოვ­რე­ბა და იმე­დია, მალე დავ­ბრუნ­დე­ბი.

თქვენ კი­დევ ფრთხი­ლად იყა­ვით, კე­დელ­ზე ად­გი­ლი არ გა­მოგრჩეთ, ხა­ტე­ბით კარ­გად ამო­ავ­სეთ. და ლო­მი­სო­ბას სის­ხლის წვი­მას რომ მო­იყ­ვანთ, მერე გა­იხ­სე­ნეთ ჩი­ნე­ლე­ბი გვე­ლებს რომ ჭა­მენ. სა­ინ­ტე­რე­სოა ისევ ისე ამაზ­რზე­ნად თუ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. მად­ლო­ბა ვი­საც არ და­გე­ზა­რათ და წა­ი­კი­თხეთ.中国加油 🇨🇳🇨🇳𝐺𝑜 𝐶ℎ𝑖𝑛𝑎, 𝑔𝑜 " - წერს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე თა­მუ­ნა ლუ­ტი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 128 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
140

 მაგარი გოგო ხარ, ვინც ასეთი გულწრფელი ინტერნაციონალი არ არის, ვერასდროს იქნება პატრიოტი

მახო
114

100% წარმატებები!

ავტორი:

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

"გადავწყვიტე, ხალხს სიმართლე დავანახო...", - რას წერს კორონავირუსის საფრთხის გამო, აეროპორტიდან  ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი

საქართველოს მოქალაქე, 25 წლის თამუნა ლუტიძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კორონავირუსის საფრთხის გამო ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, აეროპორტში მომხდარის შესახებ, ასევე იმაზე, თუ როგორ წაიყვანეს ინფექციურში, როგორი დამოკიდებულება დახვდა იქ და როგორ მკურნალობენ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"დღეს დილას ინფექციურში გადაყვანილი 25 წლის ქალი მე ვარ და კომენტარებში ჩამქოლეს. ბევრი ვიფიქრე გამეზიარებინა თუ არა და გადავწყვიტე ტყუილში მყოფ ხალხს ვეცადო სიმართლე დავანახო:1. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ, (შუაღამის სამ საათზე) პასპორტ კონტროლის გავლისას სიცხის გაზომვა მთხოვეს, რადგან პასპორტში ფიქსირდება, რომ ორი კვირის წინ ვიყავი ჩინეთში. პირველადი მონაცემით სიცხე დაფიქსირდა 37. შემდეგ გამიზომეს 47191837ჯერ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი გვქონდა. ერთმანეთს გადაუჩურჩულეს, რომ 37-ზე არ ქონდათ უფლება გადავეყვანე ინფექციურში, ამიტომ მიზომეს სანამ ნერვიულობამ პიკს არ მიაღწია.

ამ ყველაფრის ფონზე 7 თვის უნახავ მეგობრებს და ოჯახის წევრებს ვხედავდი ზედა სართულიდან და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, თან რომ ვიცოდი დედიკო რა დღეში იქნებოდა ნერვიულობისგან. რეკავდნენ ყველგან და ძლივს დაიყოლიეს (არ ვიცი ვინ) გადაყვანაზე. ბრიგადა თავისი გამცილებელი საპატრულო ეკიპაჟით მოვიდა 2 საათიანი ლოდინის შემდეგ. ბოლოს, სანამ მკაცრად არ მოვითხოვე ან გადავეყვანე ან სახლში გავეშვი, არ გაინძრნენ. აქვე ვიტყვი, რა თქმა უნდა არ ვიყავი გადაყვანის წინააღმდეგი და ისედაც ვაპირებდი ანალიზების გაკეთებას თავის დაზღვევის მიზნით, უბრალოდ ფაქტებს გეტყვით, რომ გამოიღვიძოთ. ბრიგადის ერთ-ერთმა ექიმმა დამისვა შემდეგი კითხვები: რა მინდა ჩინეთში როცა ჩინელები აქ გამორბიან? არ მინდა გათხოვება და შვილები? წესიერ საჭმელს მაინც თუ ჭამენ ჩემს ქალაქში? და ათასი რასისტული ხუმრობა, რაზეც ვუპასუხე, რომ არაკორექტულად იქცევა და მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს დაუბრუნდა.

ინფექციურში დამხვდნენ უკარგესი გოგონები, მზრუნველი და გამამხნევებელი სიტყვებით, რისთვისაც მადლობა მათ. პალატას რაც შეეხება, ვფიქრობ აქ მეტი შანსია იმის, რომ დავინფიცირდე.

2. გამომიკვლიეს ყველაფერი და ჯანმრთელი ვარ, მაგრამ არ მიშვებენ სახლში, რადგან უნდათ მეტხანს დამაკვირდნენ. ასევე ჩემს გამოსაშვებად სჭირდებათ მთავრობის ნებართვა. დღეს დედიკოს დაურეკეს და უთხრეს, რომ ხელი უნდა მოაწეროს საბუთს, რომლის მიხედვით, ჩემი 24 საათიანზე მეტხანს გაჩერების შემთხვევაში ერთ დღეზე უნდა გადავიხადოთ 110 ლარი. ამ ყველაფრის ფონზე მარტო ვარ დილიდან და არც რაიმე გამოკვლევა მიტარდება და არც რაიმე ანალიზის პასუხს ველოდები. ოთახში მაქვს ქუჩაში გასასვლელი კარი. შემიძლია ავდგე და უბრალოდ წავიდე.

3. ახალ ამბებში მოისმენთ რომ მოვედი მაღალი სიცხით. რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩინეთი დავტოვე 20 იანვარს და ამას გარდა, ჩემს ქალაქში დღემდე არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ჩემს პროვინციაში არ ჭამენ ისეთ რამეს, რაც თქვენ გაგაოცებდათ. არაა ცხოველთა ბაზრობები და ხალხს ძაღლის ჭამაზე ისეთივე შემზარავი რეაქცია აქვს, როგორიც მე, თქვენ და ნებისმიერ საღ გონებაზე მყოფ ადამიანს. ვიდეოები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, არ იყო ჩინეთში გადაღებული, არამედ ინდონეზიაში. ნუ იჯერებთ ყველაფერს რასაც ახალ ამბებში ისმენთ ან კითხულობთ. ყველაფერი პოლიტიკაა ამ ქვეყანაში და ნუ @@@ვდებით.

4. ჩინელები არიან უსაყვარლესები, ძალიან კეთილები და უშუალოები. არ იმსახურებენ ამას მსოფლიოსგან. ხალხი მასიურ ამოწყვეტას უსურვებს და იქ მცხოვრებ ქართველებს, სხვა ქართველების მიერ დაწერილი კომენტარები და ჩაგვრა უფრო გვაშინებს ვიდრე ვირუსი. ძალიან სამწუხაროა ასეთი რასისტული დამოკიდებულების დანახვა მშრომელი ერის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ეს საფრანგეთს, ამერიკას ან რომელიმე თქვენთვის მოსაწონ ერს რომ დამართოდა, ჰეშთეგ "ფრეი ფორ ფარიზებით" გულს აირევდით.

5. ძალიან მენატრება ჩინეთი და იქ მყოფი მეგობრები. მჯერა, ჩინელი ხალხი მოერევა ამ ყველაფერს და მალე დავუბრუნდებით ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მიზეზი, რის გამოც აქ დავბრუნდი იყო ის, რომ ამსტერდამის ავიახაზებმა ფრენა გამიუქმა ჩინეთის მიმართულებით და სხვა ვარიანტები არ მაწყობდა. მიყვარს იქაური ჩემი ცხოვრება და იმედია, მალე დავბრუნდები.

თქვენ კიდევ ფრთხილად იყავით, კედელზე ადგილი არ გამოგრჩეთ, ხატებით კარგად ამოავსეთ. და ლომისობას სისხლის წვიმას რომ მოიყვანთ, მერე გაიხსენეთ ჩინელები გველებს რომ ჭამენ. საინტერესოა ისევ ისე ამაზრზენად თუ მოგეჩვენებათ. მადლობა ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ.中国加油 🇨🇳🇨🇳𝐺𝑜 𝐶ℎ𝑖𝑛𝑎, 𝑔𝑜 " - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამუნა ლუტიძე.

ანუკი არეშიძის დედა Covid 19-ის გამო სასტუმროში ჩაკეტეს - დიზაინერი დეტალებზე და კოლეგა ექიმის ფოტოპოსტი

ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ავსტრიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს - წყვილის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ნუნუკა თამაზაშვილი შვილებთან, დედასთან და დედამთილთან ერთად აჭარაში ისვენებს - როგორ ატარებს დროს ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე