პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია
ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია

სამი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ანა­ლი­ზე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია რო­ტერ­დამ­ში, გარ­და ამი­სა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე სამ­შა­ბათს კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ ქვე­ტიპ­ზე შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ცირ­კუ­ლი­რებს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ პა­სუ­ხე­ბის შემ­დეგ გა­ი­წე­რე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი კლი­ნი­კი­დან.

„სამი ადა­მი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტებ­ში, სა­მი­ვე ნამ­ყო­ფია ჩი­ნეთ­ში. ერთი არის უხან­ში ნამ­ყო­ფი, და­ნარ­ჩე­ნი იმ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, სა­დაც იმ დროს, როცა ისი­ნი იქ იყ­ვნენ, არ იყო ეს სი­ტუ­ა­ცია. მათი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი სრუ­ლად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მათ არ აწუ­ხებთ.

ორი გა­მოკ­ვლე­უ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 22 ვირუს­ზე, რაც ჩვენ­თან, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, 5 კო­რო­ნა­ვირუს­ზე, მაგ­რამ იქ ქვე­ტი­პი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ცირ­კუ­ლი­რებს, არ გვაქვს ჯერ-ჯე­რო­ბით, ამი­ტომ ამის­თვის ის გა­იგ­ზავ­ნა ევ­რო­პის რე­ფე­რა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რო­ტერ­დამ­ში, სამ­შა­ბათს ეს პა­სუ­ხი, ალ­ბათ, გვექ­ნე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სამ­შა­ბათს უნდა გვქონ­დეს. თუმ­ცა, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მე­ბით, კლი­ნი­კუ­რი­თაც და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი­თაც, არ უნდა იყოს იქ არა­ფე­რი. ისი­ნი უკვე კარ­გად არი­ან, თუმ­ცა, და­ვე­ლო­დე­ბით რო­ტერ­და­მის პა­სუ­ხებს, ან სამ­შა­ბათს უკვე ჩვენ თვი­თონ გა­ვა­კე­თებთ, თუ ეს რე­ა­გენ­ტი გვექ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რამ­დენ­ჯერ­მე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა, ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლეს. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე ამ­ბობს, რომ მსგავ­სი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

„ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. ჩვენ ვფლობთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ სად­მე შე­საძ­ლო ან სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა მოხ­და რო­მე­ლი­მე ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან არა­ინ­ფექ­ცი­ურ­ში, რომ ჩი­ნეთ­ში ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ნამ­გზავრ ადა­მი­ანს ტემ­პე­რა­ტუ­რა ექნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, იმ წუთ­ში ხდე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის, გა­მო­რი­ცხუ­ლია, სად­მე ვინ­მე იყოს და ჩვენ არ ვი­ცო­დეთ,“- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია

სამი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობდნენ, დამაკმაყოფილებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ანალიზები გადაგზავნილია როტერდამში, გარდა ამისა, სავარაუდოდ, უკვე სამშაბათს კორონავირუსის იმ ქვეტიპზე შემოწმება, რომელიც ჩინეთში ცირკულირებს, საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. სწორედ პასუხების შემდეგ გაიწერებიან პაციენტები კლინიკიდან.

„სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ არის ბოქსირებულ პალატებში, სამივე ნამყოფია ჩინეთში. ერთი არის უხანში ნამყოფი, დანარჩენი იმ პროვინციებში, სადაც იმ დროს, როცა ისინი იქ იყვნენ, არ იყო ეს სიტუაცია. მათი კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია, არაფერი განსაკუთრებული მათ არ აწუხებთ.

ორი გამოკვლეულია დაახლოებით 22 ვირუსზე, რაც ჩვენთან, ლუგარის ლაბორატორიაში ტარდება, მათ შორის, 5 კორონავირუსზე, მაგრამ იქ ქვეტიპი, რომელიც ჩინეთში ცირკულირებს, არ გვაქვს ჯერ-ჯერობით, ამიტომ ამისთვის ის გაიგზავნა ევროპის რეფერალურ ლაბორატორიაში როტერდამში, სამშაბათს ეს პასუხი, ალბათ, გვექნება, დიდი ალბათობით, სამშაბათს უნდა გვქონდეს. თუმცა, ყველა მონაცემებით, კლინიკურითაც და ლაბორატორიულითაც, არ უნდა იყოს იქ არაფერი. ისინი უკვე კარგად არიან, თუმცა, დაველოდებით როტერდამის პასუხებს, ან სამშაბათს უკვე ჩვენ თვითონ გავაკეთებთ, თუ ეს რეაგენტი გვექნება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა რამდენჯერმე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა, ინფორმაცია დამალეს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვფლობთ ყველა ინფორმაციას, თუ სადმე შესაძლო ან სავარაუდო შემთხვევა მოხდა რომელიმე ინფექციურ საავადმყოფოში ან არაინფექციურში, რომ ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამგზავრ ადამიანს ტემპერატურა ექნა გამოვლენილი, იმ წუთში ხდება ინფორმირება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, გამორიცხულია, სადმე ვინმე იყოს და ჩვენ არ ვიცოდეთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს

"ახალი ვირუსი გამოჩნდა და მრავალი ადამიანი შეშინებულია..." - რას ამბობს პატრიარქი კორონავირუსზე და რა კურთხევას აძლევს მრევლს