Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა
"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ევ­რო­კავ­ში­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლონ­დონ­ში სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბას ის­ტო­რი­უ­ლი დღეს მი­უ­ლო­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამი­ე­რი­დან 11 თვის მან­ძილ­ზე ბრი­ტა­ნე­თი ევ­რო­კავ­შირ­თან გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ითა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლის დრო­საც ქვე­ყა­ნამ უნდა მო­ა­ხერ­ხოს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა ბრექ­სი­თის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის და­ტო­ვე­ბას "იმე­დის გა­სა­ო­ცა­რი წუთი" უწო­და.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს იმე­დის გა­სა­ო­ცა­რი წუ­თია, წუთი, რო­მე­ლიც ეგო­ნათ, რომ არას­დროს დად­გე­ბო­და. და რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც მღელ­ვა­რე­ბი­სა და მარ­ცხის გან­ცდა აქვს.

მე­სა­მე, და შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე დიდ ჯგუფ­ში შე­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ღელ­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი შუღ­ლი არას­დროს დას­რულ­დე­ბა.

ჩემ­თვის ყვე­ლა ეს გრძნო­ბა გა­სა­გე­ბია და ჩვე­ნი, რო­გორც მთავ­რო­ბის, და ასე­ვე ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ ქვე­ყა­ნა,“- აცხა­დებს ჯონ­სო­ნი მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც ბრექ­სი­თამ­დე 1 სა­ა­თით ადრე გავ­რცელ­და. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ბრექ­სი­თი არის არა და­სას­რუ­ლი, არა­მედ და­სა­წყი­სი.

„ეს არის და­სა­წყი­სი და არა და­სას­რუ­ლი, ნამ­დვი­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნახ­ლე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბის წუთი,“- გა­ნა­ცხა­და ბო­რის ჯონ­სონ­მა მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ბრექ­სი­თამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე გავ­რცელ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის დროს, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 52%-მა ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლას, ხოლო 48%-მა ბლოკ­ში დარ­ჩე­ნას მის­ცა ხმა.

მთა­ვა­რი ფოტო: BBC.COM

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
=====
10

ასე ძალიან თუ გაუხარდებოდათ,საერთოდ რისთვის გაწევრიანდნენ, ვინმემ დააძალა თუ?! ევროკავშირი თავისი პრობლემებით საფრანგეთსა და გერმანიას შეატოვეს?! რა ქვია ამას ახლა მათი მხრიდან ?! 

ელენე
18

თავიდანვე შეცდომა იყო ეს ევროკავშირი არ გაამართლა. კარგი ქნა ბრიტანეთმა ეს ჭირი რომ მოიცილა.

ავტორი:

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიული დღეს მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრექსითის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა გაავრცელა და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებას "იმედის გასაოცარი წუთი" უწოდა.

"ბევრი ადამიანისთვის ეს იმედის გასაოცარი წუთია, წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა. და რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებსაც მღელვარებისა და მარცხის განცდა აქვს.

მესამე, და შესაძლოა, ყველაზე დიდ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს ღელვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური შუღლი არასდროს დასრულდება.

ჩემთვის ყველა ეს გრძნობა გასაგებია და ჩვენი, როგორც მთავრობის, და ასევე ჩემი მოვალეობაა გავაერთიანოთ და წარმატებული გავხადოთ ქვეყანა,“- აცხადებს ჯონსონი მიმართვაში, რომელიც ბრექსითამდე 1 საათით ადრე გავრცელდა. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბრექსითი არის არა დასასრული, არამედ დასაწყისი.

„ეს არის დასაწყისი და არა დასასრული, ნამდვილი ეროვნული განახლებისა და ცვლილების წუთი,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა მიმართვაში, რომელიც სოციალურ მედიაში ბრექსითამდე ერთი საათით ადრე გავრცელდა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.

მთავარი ფოტო: BBC.COM

გამარჯვება, რომელმაც ფეხბურთის ფანებს კორონავირუსი დაავიწყა - რა ხდებოდა ლივერპულში, როცა ცნობილი კლუბი 30 წლის შემდეგ პირველად გახდა ჩემპიონი

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოები)

პაკისტანში 150 მფრინავი დააკავეს - "გასულ თვეს ყალბი ლიცენზიის მქონე პილოტის შეცდომას 97 ადამიანი ემსხვერპლა"