სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე
"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე

მე არ ვფიქ­რობ, რომ ბა­ტო­ნი ლავ­რო­ვი ჩა­მო­ვა, ძა­ლი­ა­ნაც რომ სთხო­ვოს სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

მან ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნო­ნი გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

„გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნო­ნი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ იძ­ლე­ვა, რო­გორც ჩანს ეს ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ უბ­რა­ლოდ არ იცის. მე არ ვფიქ­რობ, რომ ბა­ტო­ნი ლავ­რო­ვი ჩა­მო­ვა ძა­ლი­ა­ნაც რომ სთხო­ვოს სა­ქარ­თვე­ლომ მა­ინც“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ა­ზეც, რა­ზეც ოპო­ზი­ცია შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდა.

„ჩვენ არა­ერ­თგზის დავ­რწმუნ­დით იმა­ში, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წი­ნას­წარ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, სა­ერ­თოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­ტყვას ნუ­ლის ფასი აქვს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია ის, რომ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე კი­დევ ერთხელ და­ფიქ­სირ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ის, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ყვე­ლას აქვს ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია, რომ მა­გი­დის სიძ­ლი­ე­რე არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კო­ორ­დი­ნა­ცია და ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და ვიბ­რძო­ლებთ იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვი­პო­ვოთ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა არა ის, რა­საც ახლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვთა­ვა­ზობს 100/50-ზე, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­სა­მე­დი მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­შიც კი გა­რან­ტი­ებს ითხოვს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბით მოვა, არა­მედ ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არც ერთ პარ­ტი­ას არ მის­ცემს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბის, უზურ­პა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა ხალ­ხის რე­ა­ლურ გან­წყო­ბას­თან.

თა­ლაკ­ვა­ძე მარ­თალს ამ­ბობს, ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო არის 100/50-ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­შიც მი­ი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მაქ­სი­მუ­მი. ეს მი­უ­ღე­ბე­ლი პრინ­ცი­პია არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლის­თვი­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პი რა­ღა­ცას ნიშ­ნავს. ასე რომ წა­მოს­ცდე­ბათ ხოლ­მე ეს ე.წ. სი­მარ­თლე გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თია, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ ჩვე­ნი მხრი­დან აქ­ტი­უ­რო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა უცხო­ე­თი­დან ზე­წო­ლა, გამ­ძლავ­რდე­ბა, თუ კიდე ამას მომძლავ­რე­ბა სჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ უკვე მარ­თლა სე­ტყვა­სა­ვით მო­დის წე­რი­ლე­ბი და გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წევს დათ­მო­ბა, თუ მას ელე­მენ­ტა­რუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბა გა­აჩ­ნია“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
7

ქ-ბატონო ნინო იქნებ თქვენ დაითანხმოთ, თქვენ უარს ვერ გეტვით და გადაგვარჩინოთ.

რეი
9

ფქვილის "პრინცესა" – შენს სიტყვებს თუ აქვს ვინმეს თვალსი რაიმე ფასი. უ ამის გჯერა ბრმა ყოფილხარ. და იქნებ შენი თხოვნით ჩამოვიდეს

ავტორი:

"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე

"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე

მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც,- ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მან ოკუპაციის შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას იძლევა.

„გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას კანონი ოკუპაციის შესახებ იძლევა, როგორც ჩანს ეს ქალბატონმა სალომემ უბრალოდ არ იცის. მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ერთიან პოზიციაზეც, რაზეც ოპოზიცია შეხვედრაზე შეთანხმდა.

„ჩვენ არაერთგზის დავრწმუნდით იმაში, რომ ხელისუფლების მიერ წინასწარ გაკეთებულ განცხადებას, საერთოდ ხელისუფლების სიტყვას ნულის ფასი აქვს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა აბსოლუტური ერთიანობა ჩვენი პოზიციის, ყველა პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი და ყველას აქვს ერთიანი პოზიცია, რომ მაგიდის სიძლიერე არის ძალიან მნიშვნელოვანი. კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედებები გაგრძელდება და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ პროპორციული სისტემა, რომელიც იქნება არა ის, რასაც ახლა ხელისუფლება გვთავაზობს 100/50-ზე, როდესაც ხელისუფლება მესამედი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი გარანტიებს ითხოვს, რომ უმრავლესობით მოვა, არამედ ისეთი სისტემა, რომელიც არც ერთ პარტიას არ მისცემს ხელისუფლების მიტაცების, უზურპაციის საშუალებას და მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პარლამენტის შემადგენლობა ხალხის რეალურ განწყობასთან.

თალაკვაძე მართალს ამბობს, ყველაზე საიმედო არის 100/50-ზე გადანაწილება ხელისუფლებისთვის, რომ მინიმალური მხარდაჭერის შემთხვევაშიც მიიღოს ხელისუფლების და ძალაუფლების მაქსიმუმი. ეს მიუღებელი პრინციპია არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლისთვისაც სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპი რაღაცას ნიშნავს. ასე რომ წამოსცდებათ ხოლმე ეს ე.წ. სიმართლე განცხადებები ერთია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენი მხრიდან აქტიურობა გაგრძელდება უცხოეთიდან ზეწოლა, გამძლავრდება, თუ კიდე ამას მომძლავრება სჭირდება იმიტომ, რომ უკვე მართლა სეტყვასავით მოდის წერილები და გაფრთხილებები, ამიტომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობა, თუ მას ელემენტარული გონიერება გააჩნია“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის ამსახველი კადრები - შეხვედრა ორბელიანების სასახლში შედგა

"აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით" - რას წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"