Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?
როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

კლა­სი­კუ­რი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­გან „გა­დაღ­ლი­ლებს“, ხან­და­ხან რამე ახ­ლის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლი გვი­პყრობს. მისი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ კი თით­ქმის იგი­ვე გან­ცდა გვე­უფ­ლე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კერ­ძის გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს რომ შე­იგ­რძნობ და აღ­ფრთო­ვან­დე­ბი, გა­ინ­ტე­რე­სებს, აქამ­დე რა­ტომ არ იცო­დი მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, რამ­დე­ნა­დაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, იმ­დე­ნად და­მაბ­ნე­ვე­ლია, რად­გან ზღვა მა­სა­ლა­ში უფრო და უფრო რთულ­დე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოს აღ­მო­ჩე­ნა. ძი­ე­ბა­ში კი შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი უინ­ტე­რე­სო რო­მა­ნი წა­ი­კი­თხო, უამ­რა­ვი დრო და­კარ­გო და სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლიც კი ჩა­იქ­ნიო თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე.

რო­გორ ვი­გებთ ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ?

ამის ერთ-ერთი გზა მე­გობ­რე­ბი და ჩვე­ნი გა­რე­მოც­ვაა. ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვი­ზი­ა­რე­ბენ და ერ­თგვარ ბიძგს გვაძ­ლე­ვენ, თა­ვა­დაც გა­ვეც­ნოთ მათ.

ასე­ვე, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი წყა­რო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბია. ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ ჩვენ­ზე რა­მემ დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამი­ტომ, ჩვე­ნი „ფე­ის­ბუქ“ მე­გო­ბა­რი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტორ­ზე რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი აქ­ვეყ­ნებს პოსტს, გავ­რბი­ვართ და მის წიგნს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვკი­თხუ­ლობთ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლომ­დე ვერ გვივ­სებ­დნენ და­ნაკ­ლისს, რა­საც ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ჰქვია. სწო­რედ აქ ერ­თვე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით გვეხ­მა­რე­ბი­ან.

სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა­ში გვახ­სოვს, გვეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი: „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“, „ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა“ და სხვა. ეს პრო­ექ­ტე­ბი დას­რულ­და, თუმ­ცა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა მათი გავ­ლე­ნა ჩვენ­ზე. თუ ვინ­მე გვკი­თხავს, რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბი, თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვურ­ჩი­ოთ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია.

რა ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში?

კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ახალ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მსგავ­სად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის ჩვენ­თვის გაც­ნო­ბა­ზეც ზრუ­ნავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრო­ექ­ტი „წლის ბესტსე­ლე­რი“ უახ­ლე­სი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს.

რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი და ავ­ტო­რი არა­ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. მათ შო­რის, ბუ­კე­რის, ნო­ბე­ლის, პუ­ლი­ცე­რის, გონ­კურ­ნე­ბის, IMPAC-ის, სერ­ვან­ტე­სის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მწერ­ლე­ბი და წიგ­ნე­ბი კრი­ტი­კო­სებ­მა გა­მორ­ჩე­უ­ლად შე­ა­ფა­სეს და წლის ბესტსე­ლე­რე­ბად აქ­ცი­ეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია მკი­თხველს, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნოს ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ენით და­წე­რილ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს, რომ­ლე­ბიც გულ­გრილს არა­ვის­და­ტო­ვებს.

გთა­ვა­ზობთ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე:

· ლეონ ლე­ი­სო­ნი - „ხის ყუთ­ზე შემ­დგა­რი ბიჭი“

ეს ოს­კარ შინდლე­რის სიის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის ლეონ ლე­ი­სო­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლია, რო­მელ­საც ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ წა­ი­კი­თხავთ.

· ჰი­ზერ მო­რი­სი - „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“

რო­გორც სა­თა­უ­რი გვამ­ცნობს, წიგ­ნი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს და კონ­კრე­ტუ­ლად, ერთ ებ­რა­ელ ბიჭს ეხე­ბა, რო­მელც აუშ­ვი­ცის სი­სას­ტი­კეს იმის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა, რომ ტა­ტუ­ის­ტი გახ­და და ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ტყვეს ნომ­რავ­და. ის­ტო­რია სავ­სეა და­ძა­ბუ­ლო­ბით, სევ­დით, ტკი­ვი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და იმედ­გაც­რუ­ე­ბით...

· ქეთ­რინ რა­ი­ან ჰა­ი­დი - „გა­და­უ­ხა­დე სხვას“

„გა­და­უ­ხა­დე სხვას“ შთამ­ბეჭ­და­ვი ამ­ბა­ვია ბი­ჭი­სა, რო­მე­ლიც, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­ყა­როს შეც­ვლის იმედს არ კარ­გავს.

· მერი-ენ შე­ფე­რი - „გერნ­ზის ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და კარ­ტო­ფი­ლის ნა­თა­ლის ღვეზ­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა“

ისევ ომის პე­რი­ო­დი, გერ­მა­ნელ­თა ოკუ­პა­ცია და მწერ­ლი­სა და მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დიდი მწერ­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბით არის მო­თხრო­ბი­ლი.

· ჯილ სან­ტო­პო­ლო - და­კარ­გუ­ლი სი­ნათ­ლე

ეს რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, რომ­ლის გმი­რე­ბიც ამ დიდი გრძნო­ბის გამო კა­რი­ე­რა­ზე უარს ვერ ამ­ბო­ბენ. სა­ბო­ლო­ოდ კი მის და­საბ­რუ­ნებ­ლად ლა­მის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ღე­ბა უწევთ.

ჩა­მოთ­ვლი­ლი რო­მა­ნე­ბის გარ­და, სე­რია კი­დევ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ებს მო­ი­ცავს. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, მა­შინ ეს სე­რია თქვენ­თვის ახა­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლი გახ­დე­ბა.

ავტორი:

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

კლასიკური თუ პროფესიული ლიტერატურისგან „გადაღლილებს“, ხანდახან რამე ახლის წაკითხვის სურვილი გვიპყრობს. მისი აღმოჩენის შემდეგ კი თითქმის იგივე განცდა გვეუფლება, მოგზაურობისას, უცხო ქვეყანაში ახალი კერძის განსხვავებულ გემოს რომ შეიგრძნობ და აღფრთოვანდები, გაინტერესებს, აქამდე რატომ არ იცოდი მისი არსებობის შესახებ.

თანამედროვე ლიტერატურა, რამდენადაც მრავალფეროვანი, იმდენად დამაბნეველია, რადგან ზღვა მასალაში უფრო და უფრო რთულდება ყველაზე საინტერესოს აღმოჩენა. ძიებაში კი შეიძლება, ბევრი უინტერესო რომანი წაიკითხო, უამრავი დრო დაკარგო და საბოლოოდ, ხელიც კი ჩაიქნიო თანამედროვე ლიტერატურაზე.

როგორ ვიგებთ ახალი და საინტერესო ავტორების შესახებ?

ამის ერთ-ერთი გზა მეგობრები და ჩვენი გარემოცვაა. ისინი საინტერესო ლიტერატურის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ და ერთგვარ ბიძგს გვაძლევენ, თავადაც გავეცნოთ მათ.

ასევე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო სოციალური ქსელებია. ადამიანებს ძალიან გვიყვარს საკუთარი აზრის დაფიქსირება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენზე რამემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ, ჩვენი „ფეისბუქ“ მეგობარი საინტერესო ავტორზე რომ აღფრთოვანებული აქვეყნებს პოსტს, გავრბივართ და მის წიგნს დაუყოვნებლივ ვკითხულობთ.

მიუხედავად ამისა, ინფორმაციის აღნიშნული წყაროები შეიძლება, ბოლომდე ვერ გვივსებდნენ დანაკლისს, რასაც ლიტერატურაში საინტერესო სიახლეების აღმოჩენა ჰქვია. სწორედ აქ ერთვებიან გამომცემლობები, რომლებიც მსოფლიოში უკვე აღიარებული თანამედროვე ავტორების აღმოჩენაში სხვადასხვა პროექტით გვეხმარებიან.

საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში გვახსოვს, გვეხმარებოდა ყველაზე პოპულარული პროექტები: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „ახალი ქართული ლიტერატურა“ და სხვა. ეს პროექტები დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა მათი გავლენა ჩვენზე. თუ ვინმე გვკითხავს, როგორ უნდა შევარჩიოთ კლასიკური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, თამამად შეგვიძლია ვურჩიოთ ზემოთ აღნიშნული სერია.

რა ხდება თანამედროვე ლიტერატურის შერჩევის შემთხვევაში?

კლასიკური ლიტერატურისა და ახალ ქართველი ავტორების მსგავსად, გამომცემლობა „პალიტრა L”მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ავტორების ჩვენთვის გაცნობაზეც ზრუნავს. გამომცემლობის პროექტი „წლის ბესტსელერი“ უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს აერთიანებს.

როგორც გამომცემლობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. მათ შორის, ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურნების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აქციეს.

აღნიშნული სერია მკითხველს, საშუალებას აძლევს, გაეცნოს ყველაზე თანამედროვე ენით დაწერილ საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც გულგრილს არავისდატოვებს.

გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას რამდენიმე მათგანზე:

· ლეონ ლეისონი - „ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი“

ეს ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის ლეონ ლეისონის თავგადასავალია, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ.

· ჰიზერ მორისი - „აუშვიცის ტატუისტი“

როგორც სათაური გვამცნობს, წიგნი საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარე პროცესებს და კონკრეტულად, ერთ ებრაელ ბიჭს ეხება, რომელც აუშვიცის სისასტიკეს იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა და ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ისტორია სავსეა დაძაბულობით, სევდით, ტკივილით, სიყვარულითა და იმედგაცრუებით...

· ქეთრინ რაიან ჰაიდი - „გადაუხადე სხვას“

„გადაუხადე სხვას“ შთამბეჭდავი ამბავია ბიჭისა, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, სამყაროს შეცვლის იმედს არ კარგავს.

· მერი-ენ შეფერი - „გერნზის ლიტერატურისა და კარტოფილის ნათალის ღვეზლის მოყვარულთა საზოგადოება“

ისევ ომის პერიოდი, გერმანელთა ოკუპაცია და მწერლისა და მისი თაყვანისმცემლის საინტერესო ისტორია, რომელიც დიდი მწერლური ოსტატობით არის მოთხრობილი.

· ჯილ სანტოპოლო - დაკარგული სინათლე

ეს რომანი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიას, რომლის გმირებიც ამ დიდი გრძნობის გამო კარიერაზე უარს ვერ ამბობენ. საბოლოოდ კი მის დასაბრუნებლად ლამის მთელი ცხოვრების გაღება უწევთ.

ჩამოთვლილი რომანების გარდა, სერია კიდევ არაერთ საინტერესო ნაწარმოებს მოიცავს. თუ გაინტერესებთ მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ლიტერატურა, მაშინ ეს სერია თქვენთვის ახალი შეგრძნებებისა და შთაბეჭდილებების აღმოჩენის ადგილი გახდება.

ბლოკნოტში დაწერილი ავტომატურად გადადის სმარტფონში - Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი უკვე საქართველოშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ თებერვლის ნომრის მთავარი თემები

"პალიტრა L" საიუბილეო წელს სიახლეებით ხვდება - გამომცემლობის რებრენდინგი