საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება
მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

„პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტი „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ 2020 წელს სკო­ლე­ბის­თვის იწყებს მას­შტა­ბურ შე­ჯიბ­რე­ბას, რომ­ლი­თაც გა­მომ­ცემ­ლო­ბას სურს, რომ სკო­ლებს მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, გაც­ვა­ლონ უსარ­გებ­ლო მა­კუ­ლა­ტუ­რა მათ­თვის სა­სურ­ველ წიგ­ნებ­ში და შე­ავ­სონ ბიბ­ლი­ო­თე­კა.

„მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ ოფი­სე­ბი მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სამ ქა­ლაქ­ში: რუს­თა­ვი, თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი. ამ პუნ­ქტებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­კუ­ლა­ტუ­რა გა­და­იც­ვა­ლოს ნერ­გებ­ში, რომ­ლი­თაც შემ­დეგ ახალ წიგ­ნებს შე­არ­ჩევთ.სწო­რედ ამ სამ ქა­ლაქ­ში გა­და­წყვი­ტა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ, სკო­ლებს შო­რის შე­ჯიბ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

რო­გორც პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, ანა ჯო­ჯუა გან­მარ­ტავს, წელს გა­და­წყდა სკო­ლებს შო­რის შე­ჯიბ­რე­ბას მას­შტა­ბუ­რი სახე მის­ცე­მო­და.

"სკო­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე ელო­დე­ბი­ან ამ აქ­ტი­ვო­ბას, აგ­რო­ვე­ბენ მა­კუ­ლა­ტუ­რას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე აბა­რე­ბენ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს", - ანა ჯო­ჯუა.

კონ­კურ­სის თა­ნახ­მად, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ, სკო­ლა ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის ახალ წიგ­ნებს მი­ი­ღებს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 20 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, შერ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე, სკო­ლის სა­ხე­ლით, ხე­ე­ბი დარ­გონ.

"გვინ­და, მოს­წავ­ლე­ებს მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ წიგ­ნის წარ­მო­ე­ბის­თვის უამ­რა­ვი ხე იჭ­რე­ბა, ყო­ვე­ლი მოჭ­რი­ლი ხე კი ბუ­ნე­ბის­თვის დიდი და­ნა­კარ­გია, როცა ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბა მე­ო­რე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ე­ბის მოჭ­რის ნაც­ვლად, ვა­ბა­რებთ მა­კუ­ლა­ტუ­რას, ვი­ნარ­ჩუ­ნებთ სუფ­თა გა­რე­მოს და ვუფრ­თხილ­დე­ბით ეკო­სის­ტე­მას, ყვე­ლა სკო­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვი­ეთ ჩვენს სა­იტს",(http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvaleschoolmakulatura)" -აღ­ნიშ­ნა ანა ჯო­ჯუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის წე­სებ­სა და პი­რო­ბებს, მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:

  • პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა ორი თვე: თე­ბერ­ვა­ლი, მარ­ტი;
  • სკო­ლა უნდა და­რე­გის­ტრირ­დეს ბმულ­ზე, მი­უ­თი­თოს ქა­ლა­ქი, სკო­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელ-ფოს­ტა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა;
  • ინ­ფორ­მა­ცია გა­და­მოწ­მდე­ბა და აი­სა­ხე­ბა სა­იტ­ზე;
  • სკო­ლას შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, შე­ა­მოწ­მოს, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე თვის, ასე­ვე ჯა­მუ­რი რე­ი­ტინ­გი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­სა­ხე­ბა ნერ­გებ­ში;
  • სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, და­ჯამ­დე­ბა შე­დე­გე­ბი: 1 მოს­წავ­ლე= 1 ნერგს , 1 ნერ­გი კი არის 1 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა. მაგ. თუ სკო­ლა­ში 500 მოს­წავ­ლეა, მან 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ა­ბა­როს მი­ნი­მუმ 500 კგ მა­კუ­ლა­ტუ­რა. თუ ამ ნორ­მა­ზე მეტს ჩა­ა­ბა­რებს, მი­ე­ცე­მა შან­სი მოხ­ვდეს გა­მარ­ჯვე­ბულ 20 სკო­ლას შო­რის. შე­დე­გე­ბი და­ით­ვლე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სკო­ლას ექ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სი­დი­დე­სა და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. თბი­ლის­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა 10 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლა, რუს­თავ­სა და ქუ­თა­ის­ში კი 5-5;
  • ის სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოცე­ულ­ში ვერ მოხ­ვდე­ბი­ან, მაგ­რამ გეგ­მას გა­და­ა­ჭარ­ბე­ბენ, დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი გა­ორ­მაგ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მეტ წიგნს მი­ი­ღე­ბენ ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის;
  • ყო­ვე­ლი თვის ბოლო კვი­რა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა ჩა­მო­ივ­ლის სკო­ლებს და ჩა­ი­ბა­რებს მა­კუ­ლა­ტუ­რას, ის აი­წო­ნე­ბა და კი­ლოგ­რა­მე­ბი გა­და­იც­ვლე­ბა ნერ­გებ­ში;
  • მარ­ტის ბო­ლოს გა­მოვ­ლინ­დე­ბა 20 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლა, შე­ირ­ჩე­ვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად შერ­ჩე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე დარ­გა­ვენ მისი სა­ხე­ლო­ბის ხე­ებს და გა­ამ­წვა­ნე­ბენ გა­რე­მოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეტრე
0

მოგესალმებით თუ შეიძლება თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოგვწერე წინასწარ მადლობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

მაკულიტერატურის სანაცვლოდ ახალი ლიტერატურა - თებერვლიდან სკოლების შორის შეჯიბრება იწყება

„პალიტრა L”-ის პროექტი „მაკულიტერატურა“ 2020 წელს სკოლებისთვის იწყებს მასშტაბურ შეჯიბრებას, რომლითაც გამომცემლობას სურს, რომ სკოლებს მისცენ საშუალება, გაცვალონ უსარგებლო მაკულატურა მათთვის სასურველ წიგნებში და შეავსონ ბიბლიოთეკა.

„მაკულიტერატურის“ ოფისები მდებარეობს საქართველოს სამ ქალაქში: რუსთავი, თბილისი, ქუთაისი. ამ პუნქტებში შესაძლებელია მაკულატურა გადაიცვალოს ნერგებში, რომლითაც შემდეგ ახალ წიგნებს შეარჩევთ.სწორედ ამ სამ ქალაქში გადაწყვიტა გამომცემლობამ, სკოლებს შორის შეჯიბრების ჩატარება.

როგორც პროექტის მენეჯერი, ანა ჯოჯუა განმარტავს, წელს გადაწყდა სკოლებს შორის შეჯიბრებას მასშტაბური სახე მისცემოდა.

"სკოლები წლიდან წლამდე ელოდებიან ამ აქტივობას, აგროვებენ მაკულატურას. ხშირ შემთხვევაში, რამდენჯერმე აბარებენ წლის განმავლობაში, რაც ძალიან გვახარებს", - ანა ჯოჯუა.

კონკურსის თანახმად, შეგროვებული მაკულატურის სანაცვლოდ, სკოლა ბიბლიოთეკისთვის ახალ წიგნებს მიიღებს, გამარჯვებული 20 სკოლის მოსწავლეებს კი საშუალება მიეცემათ, შერჩეულ ადგილებზე, სკოლის სახელით, ხეები დარგონ.

"გვინდა, მოსწავლეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ წიგნის წარმოებისთვის უამრავი ხე იჭრება, ყოველი მოჭრილი ხე კი ბუნებისთვის დიდი დანაკარგია, როცა ქაღალდის წარმოება მეორეული პროდუქციითაც არის შესაძლებელი. შესაბამისად, ხეების მოჭრის ნაცვლად, ვაბარებთ მაკულატურას, ვინარჩუნებთ სუფთა გარემოს და ვუფრთხილდებით ეკოსისტემას, ყველა სკოლას მოვუწოდებ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციისთვის აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს საიტს",(http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvaleschoolmakulatura)" -აღნიშნა ანა ჯოჯუამ.

რაც შეეხება პროექტში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:

  • პროექტი გაგრძელდება ორი თვე: თებერვალი, მარტი;
  • სკოლა უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე, მიუთითოს ქალაქი, სკოლის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა;
  • ინფორმაცია გადამოწმდება და აისახება საიტზე;
  • სკოლას შესაძლებლობა ექნება, შეამოწმოს, როგორც მიმდინარე თვის, ასევე ჯამური რეიტინგი, რომელიც გამოისახება ნერგებში;
  • სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით, დაჯამდება შედეგები: 1 მოსწავლე= 1 ნერგს , 1 ნერგი კი არის 1 კგ მაკულატურა. მაგ. თუ სკოლაში 500 მოსწავლეა, მან 2 თვის განმავლობაში უნდა ჩააბაროს მინიმუმ 500 კგ მაკულატურა. თუ ამ ნორმაზე მეტს ჩააბარებს, მიეცემა შანსი მოხვდეს გამარჯვებულ 20 სკოლას შორის. შედეგები დაითვლება პროპორციულად, შესაბამისად, ყველა სკოლას ექნება გამარჯვების საშუალება და არ იქნება დამოკიდებული სიდიდესა და მოსწავლეთა რაოდენობაზე. თბილისში გამოვლინდება 10 გამარჯვებული სკოლა, რუსთავსა და ქუთაისში კი 5-5;
  • ის სკოლები, რომლებიც ოცეულში ვერ მოხვდებიან, მაგრამ გეგმას გადააჭარბებენ, დაგროვებული ნერგები გაორმაგდება, შესაბამისად, უფრო მეტ წიგნს მიიღებენ ბიბლიოთეკისთვის;
  • ყოველი თვის ბოლო კვირაში ავტომანქანა ჩამოივლის სკოლებს და ჩაიბარებს მაკულატურას, ის აიწონება და კილოგრამები გადაიცვლება ნერგებში;
  • მარტის ბოლოს გამოვლინდება 20 გამარჯვებული სკოლა, შეირჩევა წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან ერთად შერჩეულ ლოკაციაზე დარგავენ მისი სახელობის ხეებს და გაამწვანებენ გარემოს.

"ბიბლუსი გალერეაში", წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, პაატა ცანკაშვილის წიგნის წარდგენა გაიმართება

როგორ შევარჩიოთ თანამედროვე ლიტერატურა?

ბლოკნოტში დაწერილი ავტომატურად გადადის სმარტფონში - Moleskine-ის ჭკვიანი საწერი კომპლექტი უკვე საქართველოშია