დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუს“ სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძახებაზე მისულ ბრიგადას თენგიზ სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ცნობისთვის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან – 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.
ერთი პანთეონი უნდა გაკეთდეს: სიგუასთვის, იოსელიანისთვის, კიტოვანისთვის, შევარდნძესთვის და მათი ძმებისთვის.
არაპოპულარული, მაგრამ სიმართლესთან შედარებით ახლოს მდგომი აზრი: სიგუას და შევარდანძისნაირმა ხალხმა იხსნა საქართველოს სახელმწიფო სრული კოლაფსისგან. კორუფციისგან, სოლიდარობის არქონისგან, გაუნათლებლობისგან და კრიმინალისგან ვეღარ იხსნეს, რადგან ამისგან ხსნა თითოეულ ჩვენთაგანშია და მთავრობა ვერაფერს იზამს - ვერც მოქკავშირი, ვერც ნაცი და ვერც ქოცი