პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აისახება უნალექო ზამთარი მოსავალზე - სპეციალისტი გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს
როგორ აისახება უნალექო ზამთარი მოსავალზე - სპეციალისტი გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

უკვე მე­რამ­დე­ნე წე­ლი­წა­დია, ზამ­თა­რი შე­და­რე­ბით თბი­ლი და უნა­ლე­ქოა, რაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­გორც სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, წელს მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ნა­ლე­ქი ჯერ­ჯე­რო­ბით მო­სა­ლოდ­ნელ­ზე ნაკ­ლე­ბია. რას გა­მო­იწ­ვევს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ასე­თი დათ­ბო­ბა და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს მო­სა­ვალ­ზე? ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის კვლე­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ცოტ­ნე სა­მა­დაშ­ვი­ლი.

- დიდი ხა­ნია, მსოფ­ლიო ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლობს და ცდი­ლობს, რო­გორ­მე ხელი შე­უ­შა­ლოს გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პრო­ცესს, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბი ასე ად­ვი­ლად სა­მარ­თა­ვი არ არის. გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) მო­ნა­ცე­მე­ბით, 2080 წლის­თვის ტა­ი­გი­სა და ტუნ­დრის ტე­რი­ტო­რია შე­იძ­ლე­ბა სუბტ­რო­პი­კულ ზო­ნად გა­და­იქ­ცეს! ეს ინ­ფორ­მა­ცია ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლად კი მო­მეჩ­ვე­ნა, მაგ­რამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წა­დია, ჩვენ­თა­ნაც საგ­რძნობ­ლად შე­იმ­ჩნე­ვა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი მა­ტე­ბა. რაც ბრა­ზი­ლი­ა­ში ან ავ­სტრა­ლი­ა­ში ხდე­ბა, ჩვენს გა­რე­მო­ზეც აი­სა­ხე­ბა. უნდა ვე­ცა­დოთ, რომ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ად­ვი­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყოს.

- 6 იან­ვარს თბი­ლი­სის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე­ აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მზე­სუმ­ზი­რა ვნა­ხე...

- ეს თბი­ლი ზამ­თრის და იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მცე­ნა­რის­თვის იმ ად­გი­ლას შე­იქ­მნა ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ გა­ი­ხა­რა... მარ­ცვლო­ვა­ნი კულ­ტუ­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით კვლე­ვი­თი ობი­ექ­ტე­ბი გვაქვს, ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ სა­მუ­შა­ო­ებს ვწევთ, მაგ­რამ წლე­ულს ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვარ. მა­გა­ლი­თად, ახალ­ცი­ხე­ში შე­მოდ­გო­მით დრო­უ­ლად დავ­თე­სეთ ხორ­ბა­ლი, მაგ­რამ სამი თვეა, არ მო­სუ­ლა იმ­დე­ნი ტენი, რომ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი­ყო, არა­და, სა­შე­მოდ­გო­მო კულ­ტუ­რა ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გაღ­ვივ­დეს. ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­გა­ნაც იქ­ნე­ბა, რად­გან გვალ­ვაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა საფრ­თხე იქ­მნე­ბა.

- შე­მოდ­გო­მით და­თე­სი­ლი ხორ­ბა­ლი ახლა რო­გო­რი უნდა იყოს?

- ამ დრო­ის­თვის ჯე­ჯი­ლი 10-12 სმ-ზე­ უნდა იყოს ამოწ­ვე­რი­ლი, გა­ზა­ფხულ­ზე­ ვე­გე­ტა­ცია გა­ნახ­ლდე­ბა და თავ­თავ­სა და მარ­ცვალს იძ­ლე­ვა. მაგ­რამ სა­შე­მოდ­გო­მო გა­ღი­ვე­ბის 40-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დი თუ ვერ გა­ი­ა­რა, ვე­ღარც და­თავ­თავ­დე­ბა და ვე­ღარც მარ­ცვალს მოგ­ვცემს. არა­და, ჯერ გა­ღი­ვე­ბუ­ლიც არ არის. შარ­შან 1000 კვმ-ზე 450 კგ ახალ­ცი­ხის "წი­თე­ლი დოლი" მი­ვი­ღე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­სა­ვა­ლი იყო და ინ­ტენ­სი­ურ ჯი­შებ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გი გვქონ­და.

- ესე იგი, ახლო თუ შო­რე­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ნიშ­ნე­ბი იჩენს თავს. რა უნდა ვი­ღო­ნოთ ამ პრო­ცე­სის შე­სა­ჩე­რებ­ლად ან თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?

- ეს ყვე­ლას ეხე­ბა (მთავ­რო­ბა, ფერ­მე­რი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი) და ყვე­ლას საქ­მეა, რად­გან სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მაა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი აქამ­დე იმან მო­იყ­ვა­ნა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის კულ­ტუ­რა გვქონ­და, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი. ჩვენს მე­თო­დებს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოც აღი­ა­რებს, მა­გა­ლი­თად, პერ­მა­კულ­ტუ­რას, მრა­ვალ­კულ­ტუ­რი­ა­ნო­ბას... ადა­მი­ა­ნის საკ­ვე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვია, რაც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მე­ურ­ნე­ო­ბის უნა­რი­ა­ნი გა­ძღო­ლით შეძ­ლო. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი წერ­და, რომ ქარ­თველ ერს ის­ტო­რი­უ­ლად 200-მდე კულ­ტუ­რა მოჰ­ყავ­და. დიახ, არ უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ მხო­ლოდ ვაშ­ლით, ვა­ზით, ბოსტნე­უ­ლის მოყ­ვა­ნით. მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შევ­ძლოთ, რომ ყვე­ლა პე­რი­ოდ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კულ­ტუ­რა მი­ვი­ღოთ.

- ანუ მოც­დე­ნი­ლი მიწა არ უნდა იყოს...

- მსოფ­ლი­ომ დიდი ხა­ნია აღი­ა­რა, რომ ნი­ა­და­გი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იყოს და­ფა­რუ­ლი მწვა­ნე საფ­რით, რათა იმ მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებ­მა, რომ­ლე­ბიც ნი­ა­დაგ­შია, მუდ­მი­ვად იმოქ­მე­დოს. ჩვენ­თან არის ზო­ნე­ბი, სა­დაც სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი არ გვაქვს და ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ნი­ა­ნო­ბის იმე­დად ვრჩე­ბით, არა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­კეთ­დეს სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ისე­ვე, რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რად­გან მორ­წყვა ოქ­ტომ­ბერ­შიც სა­ჭი­როა, დე­კემ­ბერ­შიც, იან­ვარ­შიც, მით უმე­ტეს, რომ ხან­გრძლი­ვი გვალ­ვე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ეს უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მაა.

ყვე­ლა­ნა­ირ გა­რე­მო­ში უნდა იყოს მრა­ვალ­კულ­ტუ­რი­ა­ნო­ბა, რათა ნი­ა­და­გი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწვა­ნე საფ­რით და­ი­ფა­როს... ამის­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რებ­მა ალ­პებ­ში შექ­მნეს მიკ­როკ­ლი­მა­ტი და ამ­ბო­ბენ, რომ იქ ღია გრუნ­ტში ლი­მო­ნი უნდა მო­იყ­ვა­ნონ. თუკი ეს ალ­პებ­ში შე­უძ­ლი­ათ, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ლი­მო­ნი სამ­ტრე­დი­ელ­მაც ღია გრუნ­ტში მო­იყ­ვა­ნოს?! ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მიკ­როკ­ლი­მა­ტი იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კულ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იც­ვლე­ბა. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლის, პი­რი­ქით, ნი­ა­და­გის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის იყე­ნებ­და.

- კლი­მა­ტის ცვლის გამო აგ­რო­ვა­დე­ბიც შე­იც­ვლე­ბა?

- რა თქმა უნდა! ახალ­ცი­ხე­ში დოქ­ტო­რან­ტი მყავს, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ობს - ვა­დე­ბი ხორ­ბლის კულ­ტუ­რა­ში. უკვე გვაქვს ორი წლის მო­ნა­ცე­მე­ბი. რაც ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბო­და დაგ­ვე­თე­სა, ახლა ადრე - სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს, ოქ­ტომ­ბრის შუა რი­ცხვე­ბამ­დე უნდა და­ი­თე­სოს, რათა ისე­თი რამ არ მოხ­დეს, რაც წლე­ულს ახალ­ცი­ხე­ში მოხ­და... დიახ, ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, 10 სექ­ტემ­ბრი­დან 10 ოქ­ტომ­ბრამ­დე უნდა დავ­თე­სოთ. სა­შე­მოდ­გო­მო კულ­ტუ­რე­ბის და­თეს­ვის ვა­დამ 20 დღით გად­მო­ი­წია.

- მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა იან­ვრის ბო­ლოს ან თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ნამ­დვი­ლი ზამ­თა­რი დად­გეს?

- ბოლო ექ­ვსი წე­ლი­წა­დია, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მკაც­რი ზამ­თა­რი 7-8 თე­ბერ­ვალს იწყე­ბა, ნა­ლე­ქი მა­ტუ­ლობს, ტემ­პე­რა­ტუ­რა ეცე­მა. ვნა­ხოთ, წელს რო­გორ გა­ა­მარ­თლებს. სა­შე­მოდ­გო­მო კულ­ტუ­რე­ბი ასეთ დროს არ ზი­ან­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ო­დის კულ­ტუ­რე­ბის შერ­ჩე­ვაც, მა­გა­ლი­თად, სა­ლა­თის ფურ­ცლის, მწვა­ნე ხახ­ვის, და თუ ამინ­დი არ გა­ა­მარ­თლებს, ზა­რა­ლი მა­ინც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა.

- და­ვუშ­ვათ, დავ­თე­სეთ სექ­ტემ­ბერ­ში და დად­გა მკაც­რი ზამ­თა­რი...- სა­შე­მოდ­გო­მო კულ­ტუ­რე­ბი უძ­ლებს­ ხან­გრძლივ სი­ცი­ვე­საც. გვალ­ვი­ან­სა და თბილ პე­რი­ოდს ისევ ცივი და ტე­ნი­ა­ნი­ სჯო­ბია. სხვა­თა შო­რის, ამ ყვე­ლა­ფერს მომ­ზა­დე­ბუ­ლი რომ შევ­ხვდეთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქარ­სა­ცა­ვი ზო­ლე­ბიც, რო­მე­ლიც მიკ­როკ­ლი­მატს ქმნის, არა­და, ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. მოკ­ლედ, უნდა აღ­დგეს მრა­ვალ­კულ­ტუ­რი­ა­ნო­ბა და აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბაც და­ი­ნერ­გოს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ადრე მი­წათ­მოქ­მე­დი აღ­ნუს­ხავ­და და დღე­საც უნდა აღ­რი­ცხოს გლეხ­მა თუ ფერ­მერ­მა კლი­მა­ტის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის გავ­ლე­ნა აგ­რო­კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და ეს თა­ვის მრა­ვალ­წლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს. კარ­გი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამას ფერ­მე­რებს რომ ვე­უბ­ნე­ბი, რე­აქ­ცია თით­ქმის არა აქვთ, არა­და, ამის გა­რე­შე წინ ვერ წა­ვალთ.

ჩვე­ნი ხალ­ხი სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბი­სას ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებ­და მთვა­რის, ვარ­სკვლა­ვე­ბის მოძ­რა­ო­ბას. დღეს ეს ტენ­დენ­ცია მთელ მსოფ­ლი­ო­ში მომძლავ­რდა, ბევრ რა­მეს წი­ნას­წარ სა­ზღვრა­ვენ და პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, ამი­ტომ ისევ გა­ნათ­ლე­ბაა მთა­ვა­რი ია­რა­ღი, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას გა­და­არ­ჩენს. FAO-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის მიწა სა­ძებ­ნე­ლი გახ­დე­ბა. დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვე­ლის, რა­საც იმე­დია, გა­ნათ­ლე­ბით დავძლევთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი დღეს ამას გულს ვერ უდებს, არა­და, ქარ­თველ გლეხს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ინ­ტე­ლი­გენტს უწო­დებ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Aka
47

ბოლო ჟამს მიწა ნაყოფს აღარ გამოიღეს მაგრსმ ადამიანს ხომ ამას ვერ დააჯერებ,ხან გლობალურ სათბობას აბრალებს ხან ეკოლოგოას....ჰელოუუ დედამიწა გაცვდა,ჩამოდით!

mzirali
7

ძალიან საგანგაშო მდგომარეობა ისახება. როგორც ინტერვიუს ავტორი ამბობს თუ დროზე არ იქნა მიღებული ზომები შეიძლება კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას. ამიტომ მთავრობამ , ფერმერებმა და გლეხებმა ყურადღებით უნდა მოისმინონ ის რეკომენდაციები რომელსაც მეცნიერებები ამბობენ და დროზე გაატარონ ის ღონისძიებები რომელიც აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით

ავტორი:

როგორ აისახება უნალექო ზამთარი მოსავალზე - სპეციალისტი გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

როგორ აისახება უნალექო ზამთარი მოსავალზე - სპეციალისტი გლობალური დათბობით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს

უკვე მერამდენე წელიწადია, ზამთარი შედარებით თბილი და უნალექოა, რაც გლობალური დათბობითაც არის გამოწვეული. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, წელს მაღალმთიან რეგიონებში ნალექი ჯერჯერობით მოსალოდნელზე ნაკლებია. რას გამოიწვევს სოფლის მეურნეობაში ასეთი დათბობა და როგორ აისახება ეს მოსავალზე? ამ თემაზე გვესაუბრება სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი.

- დიდი ხანია, მსოფლიო ამ საკითხზე მსჯელობს და ცდილობს, როგორმე ხელი შეუშალოს გლობალური დათბობის პროცესს, მაგრამ ბუნებრივი მოვლენები ასე ადვილად სამართავი არ არის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2080 წლისთვის ტაიგისა და ტუნდრის ტერიტორია შეიძლება სუბტროპიკულ ზონად გადაიქცეს! ეს ინფორმაცია ღიმილის მომგვრელად კი მომეჩვენა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩვენთანაც საგრძნობლად შეიმჩნევა ტემპერატურული მატება. რაც ბრაზილიაში ან ავსტრალიაში ხდება, ჩვენს გარემოზეც აისახება. უნდა ვეცადოთ, რომ მიმდინარე პროცესები ადვილად გადასატანი იყოს.

- 6 იანვარს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე აყვავებული მზესუმზირა ვნახე...

- ეს თბილი ზამთრის და იმის დამსახურებაა, რომ მცენარისთვის იმ ადგილას შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაიხარა... მარცვლოვანი კულტურების სპეციალისტი ვარ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლევითი ობიექტები გვაქვს, ნაკვეთებზე დიდ სამუშაოებს ვწევთ, მაგრამ წლეულს ისეთი მდგომარეობაა, შეძრწუნებული ვარ. მაგალითად, ახალციხეში შემოდგომით დროულად დავთესეთ ხორბალი, მაგრამ სამი თვეა, არ მოსულა იმდენი ტენი, რომ გაღვივებულიყო, არადა, საშემოდგომო კულტურა ამ სამი თვის განმავლობაში უნდა გაღვივდეს. ასეთივე მდგომარეობა სხვაგანაც იქნება, რადგან გვალვაა. წარმოიდგინეთ, რა საფრთხე იქმნება.

- შემოდგომით დათესილი ხორბალი ახლა როგორი უნდა იყოს?

- ამ დროისთვის ჯეჯილი 10-12 სმ-ზე უნდა იყოს ამოწვერილი, გაზაფხულზე ვეგეტაცია განახლდება და თავთავსა და მარცვალს იძლევა. მაგრამ საშემოდგომო გაღივების 40-დღიანი პერიოდი თუ ვერ გაიარა, ვეღარც დათავთავდება და ვეღარც მარცვალს მოგვცემს. არადა, ჯერ გაღივებულიც არ არის. შარშან 1000 კვმ-ზე 450 კგ ახალციხის "წითელი დოლი" მივიღე. არაჩვეულებრივი მოსავალი იყო და ინტენსიურ ჯიშებზე უკეთესი შედეგი გვქონდა.

- ესე იგი, ახლო თუ შორეული პერსპექტივისთვის არასახარბიელო ნიშნები იჩენს თავს. რა უნდა ვიღონოთ ამ პროცესის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად?

- ეს ყველას ეხება (მთავრობა, ფერმერი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვლევითი დაწესებულებები) და ყველას საქმეა, რადგან საყოველთაო პრობლემაა. ქართველი ხალხი აქამდე იმან მოიყვანა, რომ განსაკუთრებული მიწათმოქმედების კულტურა გვქონდა, მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეული. ჩვენს მეთოდებს თანამედროვე მსოფლიოც აღიარებს, მაგალითად, პერმაკულტურას, მრავალკულტურიანობას... ადამიანის საკვებით დაკმაყოფილება უპირველესი საზრუნავია, რაც ქართველმა ხალხმა მეურნეობის უნარიანი გაძღოლით შეძლო. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ ქართველ ერს ისტორიულად 200-მდე კულტურა მოჰყავდა. დიახ, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ვაშლით, ვაზით, ბოსტნეულის მოყვანით. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ყველა პერიოდში რაც შეიძლება მეტი კულტურა მივიღოთ.

- ანუ მოცდენილი მიწა არ უნდა იყოს...

- მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა, რომ ნიადაგი წლის განმავლობაში უნდა იყოს დაფარული მწვანე საფრით, რათა იმ მიკროორგანიზმებმა, რომლებიც ნიადაგშია, მუდმივად იმოქმედოს. ჩვენთან არის ზონები, სადაც სარწყავი სისტემები არ გვაქვს და ადგილობრივი ტენიანობის იმედად ვრჩებით, არადა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გაკეთდეს სარწყავი სისტემები - დასავლეთ საქართველოშიც ისევე, როგორც აღმოსავლეთში, რადგან მორწყვა ოქტომბერშიც საჭიროა, დეკემბერშიც, იანვარშიც, მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი გვალვებია მოსალოდნელი. ეს უპირველესი პრობლემაა.

ყველანაირ გარემოში უნდა იყოს მრავალკულტურიანობა, რათა ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში მწვანე საფრით დაიფაროს... ამისთვის არაჩვეულებრივი საშუალებები არსებობს. მეცნიერებმა ალპებში შექმნეს მიკროკლიმატი და ამბობენ, რომ იქ ღია გრუნტში ლიმონი უნდა მოიყვანონ. თუკი ეს ალპებში შეუძლიათ, რატომ არ შეიძლება, ლიმონი სამტრედიელმაც ღია გრუნტში მოიყვანოს?! ამის შესაძლებლობას მიკროკლიმატი იძლევა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში კულტურების გამოყენებით იცვლება. ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერებას აუმჯობესებს. ამ შესაძლებლობებს ადამიანი ყოველთვის იყენებდა.

- კლიმატის ცვლის გამო აგროვადებიც შეიცვლება?

- რა თქმა უნდა! ახალციხეში დოქტორანტი მყავს, რომელიც სწორედ ამ საკითხზე მუშაობს - ვადები ხორბლის კულტურაში. უკვე გვაქვს ორი წლის მონაცემები. რაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შეიძლებოდა დაგვეთესა, ახლა ადრე - სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა დაითესოს, რათა ისეთი რამ არ მოხდეს, რაც წლეულს ახალციხეში მოხდა... დიახ, ჩვენი მონაცემებით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე უნდა დავთესოთ. საშემოდგომო კულტურების დათესვის ვადამ 20 დღით გადმოიწია.

- მაგრამ ხომ შეიძლება იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ნამდვილი ზამთარი დადგეს?

- ბოლო ექვსი წელიწადია, ჩემი დაკვირვებით, მკაცრი ზამთარი 7-8 თებერვალს იწყება, ნალექი მატულობს, ტემპერატურა ეცემა. ვნახოთ, წელს როგორ გაამართლებს. საშემოდგომო კულტურები ასეთ დროს არ ზიანდება. შეიძლება მოკლე სავეგეტაციო პერიოდის კულტურების შერჩევაც, მაგალითად, სალათის ფურცლის, მწვანე ხახვის, და თუ ამინდი არ გაამართლებს, ზარალი მაინც ნაკლები იქნება.

- დავუშვათ, დავთესეთ სექტემბერში და დადგა მკაცრი ზამთარი...- საშემოდგომო კულტურები უძლებს ხანგრძლივ სიცივესაც. გვალვიანსა და თბილ პერიოდს ისევ ცივი და ტენიანი სჯობია. სხვათა შორის, ამ ყველაფერს მომზადებული რომ შევხვდეთ, აუცილებელია ქარსაცავი ზოლებიც, რომელიც მიკროკლიმატს ქმნის, არადა, ისინი განადგურებულია. მოკლედ, უნდა აღდგეს მრავალკულტურიანობა და აღრიცხვიანობაც დაინერგოს.

- რას გულისხმობთ?

- ადრე მიწათმოქმედი აღნუსხავდა და დღესაც უნდა აღრიცხოს გლეხმა თუ ფერმერმა კლიმატის, ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენა აგროკულტურულ ღონისძიებებზე და ეს თავის მრავალწლიან საქმიანობაშიც გაითვალისწინოს. კარგი შედეგების მისაღწევად ეს აუცილებელია. ამას ფერმერებს რომ ვეუბნები, რეაქცია თითქმის არა აქვთ, არადა, ამის გარეშე წინ ვერ წავალთ.

ჩვენი ხალხი სამეურნეო საქმიანობისას ყოველთვის ითვალისწინებდა მთვარის, ვარსკვლავების მოძრაობას. დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში მომძლავრდა, ბევრ რამეს წინასწარ საზღვრავენ და პროგნოზირებენ, ამიტომ ისევ განათლებაა მთავარი იარაღი, რაც კაცობრიობას გადაარჩენს. FAO-ს ზემოხსენებული შემზარავი პროგნოზის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისთვის მიწა საძებნელი გახდება. დიდი გამოწვევები გველის, რასაც იმედია, განათლებით დავძლევთ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი დღეს ამას გულს ვერ უდებს, არადა, ქართველ გლეხს ილია ჭავჭავაძე ინტელიგენტს უწოდებდა.

ყველა ცვლილება, რაც დასაქმებულებს ახალი შრომის კოდექსით შეეხებათ - "ქალმა და მამაკაცმა თანაბარი შრომისთვის უნდა მიიღონ თანაბარი ანაზღაურება"

LIVE "ნიუსრუმიდან" - ენძელა მაჭავარიანი; ლაშა ტუღუში

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა