პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად
"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა კელი დეგ­ნან­მა ფიცი დადო. ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ი­მარ­თა, აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი და­ვით ბაქ­რა­ძეც და­ეს­წრო.

აშშ-ს სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ელ­ჩის ფი­ცის ვრცელ ტექსტს ავ­რცე­ლებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ტექ­სტი­დან:

"გან­სა­კუთ­რე­ბით, მინ­და მი­ვე­სალ­მო ელჩ და­ვით ბაქ­რა­ძეს, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მობ­რძა­ნე­ბი­სათ­ვის. გა­სულ ორ­შა­ბათს და­ვით­მა და მის­მა მე­უღ­ლე ანამ მე და დაგს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სა­ღა­მო­ზე გვი­მას­პინ­ძლეს. ახლა უკვე შე­ვიგ­რძე­ნით ის სა­ო­ცა­რი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლე­ბი ესო­დენ ცნო­ბი­ლი არი­ან და მივ­ხვდი, რა­ტომ მაფრ­თხი­ლებს ყვე­ლა, რომ წო­ნის­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა მო­მი­წევს. დიდი მად­ლო­ბა, და­ვით!

ჩემს კა­რი­ე­რა­ში ამ ეტა­პამ­დე მოს­ვლის­თვის აქ მყოფ­მა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მე ნამ­დვი­ლად ვალ­ში ვარ თქვენ­თან, იმი­სათ­ვის, რაც მას­წავ­ლეთ და რო­გორც მი­ჭერ­დით მხარს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - ჩემი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნე­ბი...

ასევე დაგაინტერესებთ
12:27 / 20-12-2019

ვინ დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად

ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩად შე­მარ­ჩი­ეს. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც იზი­ა­რებს ამე­რი­კის სიყ­ვა­რულს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი. ამე­რი­კის მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­მაც იბ­რძო­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად - ეს რთუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რუ­სე­თის გამო საფრ­თხის ქვეშ რჩე­ბა. ახლა ერ­თად ვიბ­რძვით ნა­ტოს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში, რათა და­ვეხ­მა­როთ ავ­ღა­ნე­ლებს და­იც­ვან თა­ვი­ან­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და აა­შე­ნონ თა­ვი­ან­თი დე­მოკ­რა­ტია.

ამე­რი­კელ­თა მსგავ­სად, ქარ­თვე­ლებს სურთ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მე­დი­ის მოს­მე­ნა, აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შვი­ლე­ბის ისეთ ქვე­ყა­ნა­ში გაზ­რდა, სა­დაც კა­ნო­ნი უზე­ნა­ე­სია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ ბევრ მსგავ­სე­ბას ვნა­ხავ ქარ­თვე­ლებ­სა და ამე­რი­კე­ლებს შო­რის, რაც უფრო დიდ­ხანს ვი­ცხოვ­რებ იქ.

ელ­ჩად მსა­ხუ­რი უნი­კა­ლუ­რი შან­სია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად. აშშ-ის ელ­ჩის რან­გში ჩემი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და დაც­ვაა, რა­საც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ვა­კე­თებ.

მე, ასე­ვე, მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი ვარ, გაგ­რძელ­დეს ამე­რი­კის მტკი­ცე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან, მათ შო­რის დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, ვაჭ­რო­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით. ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი­თა და სწვა­ლე­ბე­ბით ჩვენ ვაძ­ლი­ე­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს უნარს, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი სა­ზღვრე­ბი. ეს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რი­სად­მი ამე­რი­კის მტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბი, მათ შო­რის USAID-ის ძლი­ე­რი მი­სია, ხელს უწყობს ინ­კლუ­ზი­ურ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას და მხარს უჭერს ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სა და ნა­ტოს ძა­ლებ­თან თავ­სე­ბა­დო­ბის დო­ნეს ზრდის, რე­გი­ო­ნულ და გლო­ბა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას უწყობს ხელს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ცა­ვად უკეთ ამ­ზა­დებს.

თქვენ, შე­საძ­ლოა, არ იცო­დეთ, რომ ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცია (MCC) და სა­ქარ­თვე­ლო 2006 წელს გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა უკე­თე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­ექ­მნათ, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო იმ­დე­ნად კარ­გი პარტნი­ო­რი იყო, რომ MCC-მ ახ­ლა­ხან მე­ო­რე კომ­პაქ­ტიც და­ას­რუ­ლა.

...მა­შინ, რო­დე­საც იმე­დის თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს, ღირს გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­ი­დან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლომ და რამ­დენს მი­აღ­წია ამ ქვე­ყა­ნამ ომის, ოკუ­პა­ცი­ის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ემ­ბარ­გო­ე­ბი­სა და მტრუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი მე­ზობ­ლის მი­უ­ხე­და­ვად.

ქარ­თვე­ლებ­მა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა აქ­ცი­ეს ფუნ­ქცი­ურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოდ, ეს პა­ტა­რა საქ­მე არ არის. სა­ქარ­თვე­ლომ შთამ­ბეჭ­დავ პროგ­რესს მი­აღ­წია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის სი­მარ­ტი­ვით, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­თა და დე­მოკ­რა­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით.

...სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი სა­ა­მა­ყო აქვს და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის პა­ტი­ვია ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის გვერ­დით დგო­მა.ჩვენ ძლი­ე­რი მო­ტი­ვა­ცია გვაქვს და რო­გორც ელჩი, მე ერ­თგუ­ლი ვარ ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სიმ­ტკი­ცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა ამ ნა­თე­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე, რის მიღ­წე­ვა­საც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი იმ­სა­ხუ­რებს.

და­ვას­რუ­ლებ პი­რა­დი ნო­ტით. მე არ და­მი­სა­ხავს მიზ­ნად, რომ ელჩი გავმხდა­რი­ყა­ვი. მაგ­რამ, რო­დე­საც გიყ­ვარს, რა­საც აკე­თებ, რო­დე­საც გჯე­რა იმი­სი, რა­საც აკე­თებ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის პა­ტი­ვი გხვდე­ბა წი­ლად, ზოგ­ჯერ გა­სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა.

აქ მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი­სა და კა­ცე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი. მე მო­გი­წო­დებთ, იმუ­შა­ოთ ბევ­რი იმის­თვის, რი­სიც გწამთ და იყოთ ერ­თგუ­ლი ჩვე­ნი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა: გულ­წრფე­ლო­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის და ქვეყ­ნის მსა­ხუ­რე­ბის. ეს გა­გაძ­ლი­ე­რებთ. ეს არის ის, რა­მაც გა­ხა­და ამე­რი­კა ძლი­ე­რი და რი­თიც გაგ­რძელ­დე­ბა ამე­რი­კის ლი­დე­რო­ბის აღ­მავ­ლო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში" - აღ­ნიშ­ნა აშშ-ს ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მის გეგ­მებ­ზე სა­უბ­რი­სას.

კელი დეგ­ნა­ნი ბო­ლოს ევ­რო­პა­სა და აფ­რი­კა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სარ­დლის პო­ლი­ტი­კურ მრჩევ­ლად მოღ­ვა­წე­ობ­და. ამ პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბამ­დე მსა­ხუ­რობ­და აშშ-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ იტა­ლი­ა­ში, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში და აშშ-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ კო­სო­ვო­ში.

25-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, კელი დეგ­ნა­ნი მუ­შა­ობ­და პო­ლი­ტი­კურ მრჩევ­ლად ნა­ტო­ში აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში, უფ­რო­სი სა­მო­ქა­ლა­ქო წარ­მო­მად­გენ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე ავ­ღა­ნეთ­ში სა­ლერ­ნოს ბრი­გა­დის საბ­რძო­ლო ჯგუფ­ში და თურ­ქეთ­ში აშშ-ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი მრჩევ­ლის მო­ად­გი­ლედ.

მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ნორსვეს­ტერ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კელი დეგ­ნა­ნი არის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ESA ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი და სა­უბ­რობს იტა­ლი­ურ, ფრან­გულ, თურ­ქულ და ურ­დუს ენებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tasi
55

რაღა გვიჭირს,ეხლა გვეშველება

BBBB
3

რა ნიჭიერი ჩანს, ალბად ქართულ ენასაც მალე ისწავლის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

"მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს" - როგორ ემზადება აშშ-ს ახალი ელჩი საქართველოში ჩამოსასვლელად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო. ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.

აშშ-ს საელჩო საქართველოში ახალი ელჩის ფიცის ვრცელ ტექსტს ავრცელებს. გთავაზობთ ამონარიდებს ტექსტიდან:

"განსაკუთრებით, მინდა მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ მე და დაგს არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით!

ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში - ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები...

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია.

ამერიკელთა მსგავსად, ქართველებს სურთ ბიზნეს საქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა, აღმსარებლობის თავისუფლება და შვილების ისეთ ქვეყანაში გაზრდა, სადაც კანონი უზენაესია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრ მსგავსებას ვნახავ ქართველებსა და ამერიკელებს შორის, რაც უფრო დიდხანს ვიცხოვრებ იქ.

ელჩად მსახური უნიკალური შანსია, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. აშშ-ის ელჩის რანგში ჩემი მთავარი მოვალეობა ამერიკის ინტერესების ხელშეწყობა და დაცვაა, რასაც დიდი ენთუზიაზმით გავაკეთებ.

მე, ასევე, მოწადინებული ვარ, გაგრძელდეს ამერიკის მტკიცე თანამშრომლობა საქართველოსთან, მათ შორის დემოკრატიის განვითარების, ვაჭრობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კუთხით. ერთობლივი წვრთნებითა და სწვალებებით ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს უნარს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი ამერიკის მტკიცე ერთგულების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის USAID-ის ძლიერი მისია, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მხარს უჭერს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აშშ-სა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დონეს ზრდის, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს და საქართველოს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად უკეთ ამზადებს.

თქვენ, შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და საქართველო 2006 წელს გაერთიანდნენ, რათა უკეთესი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეექმნათ, განსაკუთრებით, ზუსტი მეცნიერებების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველო იმდენად კარგი პარტნიორი იყო, რომ MCC-მ ახლახან მეორე კომპაქტიც დაასრულა.

...მაშინ, როდესაც იმედის თვალით ვუყურებთ საქართველოს მომავალს, ღირს გავიხსენოთ, საიდან დაიწყო საქართველომ და რამდენს მიაღწია ამ ქვეყანამ ომის, ოკუპაციის, ეკონომიკური ემბარგოებისა და მტრული, აგრესიული მეზობლის მიუხედავად.

ქართველებმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქციეს ფუნქციურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ეს პატარა საქმე არ არის. საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების სიმარტივით, კორუფციასთან ბრძოლითა და დემოკრატიის მხარდასაჭერად აუცილებელი ინსტიტუტების მშენებლობით.

...საქართველოს ბევრი საამაყო აქვს და შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.ჩვენ ძლიერი მოტივაცია გვაქვს და როგორც ელჩი, მე ერთგული ვარ ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცის შენარჩუნებისა ამ ნათელი მომავლის გზაზე, რის მიღწევასაც ყველა ქართველი იმსახურებს.

დავასრულებ პირადი ნოტით. მე არ დამისახავს მიზნად, რომ ელჩი გავმხდარიყავი. მაგრამ, როდესაც გიყვარს, რასაც აკეთებ, როდესაც გჯერა იმისი, რასაც აკეთებ და იმ ადამიანების, რომლებთან მუშაობის პატივი გხვდება წილად, ზოგჯერ გასაოცარი ამბებიც ხდება.

აქ მყოფი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების, განსაკუთრებით ქალების გასაგონად ვიტყვი. მე მოგიწოდებთ, იმუშაოთ ბევრი იმისთვის, რისიც გწამთ და იყოთ ერთგული ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისა: გულწრფელობის, პატიოსნების და ქვეყნის მსახურების. ეს გაგაძლიერებთ. ეს არის ის, რამაც გახადა ამერიკა ძლიერი და რითიც გაგრძელდება ამერიკის ლიდერობის აღმავლობა მთელ მსოფლიოში" - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოსთან დაკავშირებით მის გეგმებზე საუბრისას.

კელი დეგნანი ბოლოს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში.

25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.

მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

"საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელების უმეტესობა ინდაურია" - რევაზ ძოძუაშვილი "დინამოს" ფარერულ კლუბთან მარცხს აფასებს

ლარი კიდევ 5 თეთრით გაუფასურდა - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ამერიკის მქარგველთა გილდიის წევრი გახდა და გასაუბრებაზე "დიორის" კოლექციიდან შექმნილი კაბით დადის