Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე
"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე

მა­სა­ლა შე­ი­ცავს მძი­მე ფო­ტო­ებს

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე სამი დღით ადრე, სო­ფელ შამ­გო­ნა­ში მომ­ხდარ გა­უ­გო­ნარ ტრა­გე­დი­ა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვის მხრივ, საქ­მეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რი“ სწავ­ლობს.

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს მოხ­და. სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი მე­ზობ­ლებ­მა...

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა, სსკ-ის 115-ე (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) და 126-ე (ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე - ბა­კურ სორ­დია, რო­მელ­საც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 31 დე­კემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის“ ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­ეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს და AMBEBI.GE-ს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ზე, ასე­ვე საქ­მე­ში არ­სე­ბულ კი­თხვის ნიშ­ნებ­ზე ესა­უბ­რა.

რუ­ხა­ძე საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ტრა­გე­დი­ის ღა­მეს მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებს აღ­წერს:

"იმ ღა­მეს ბა­კურ სორ­დია მთვრა­ლი მი­ვი­და სახ­ლში. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მოწ­მე ადას­ტუ­რებს, რომ მას ჰქონ­და ძა­ლი­ან ცუდი და აგ­რე­სი­უ­ლი სიმ­თვრა­ლე. ამას არ უარ­ყოფს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც. ძა­ლა­დო­ბას უკავ­ში­რებს უმუ­შევ­რო­ბას და უსახ­სრო­ბას, ვი­ნა­ი­დან იყო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

ტრა­გე­დი­ის დღეს კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას სთხოვ­და ცოლს წა­ყო­ლას, თუმ­ცა იმ­დე­ნად უგო­ნოდ მთვრა­ლი იყო, ქალ­მა უარი უთხრა. შემ­დეგ ფულს სთხოვ­და. ესეც რომ ვერ მი­ი­ღო, გა­და­ვი­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე. სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის მიზ­ნით მათ შო­რის ჩად­გა ბრალ­დე­ბუ­ლის დედა, რო­მე­ლიც სცე­მა ბრალ­დე­ბულ­მა და დი­ვან­ზე და­აგ­დო. მა­მა­კაცს დე­დის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვი­საც აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი.

ამის შემ­დეგ, ეკა მი­ქა­ვა გა­მო­ე­სარ­ჩლა დე­დამ­თილს... თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც მე­უღ­ლე გა­იქ­ცა სახ­ლი­დან და შვე­ლას თხოვ­და მე­ზობ­ლებს, სორ­დია მი­უბ­რუნ­და დე­დას, რო­მელ­საც ხელ­ში წლი­ნა­ხევ­რის შვი­ლიშ­ვი­ლი ეჭი­რა და ისევ სცე­მა ის. ამ დროს ქალს ბავ­შვი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და ძირს და­ვარ­და" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ეკა მი­ქა­ვა მე­ზო­ბელ­მა ზაზა ბო­ხუ­ამ იპო­ვა სა­კუ­თარ ბო­სელ­ში. ბო­ხუა და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი თო­კი­დან ჩა­მოხ­სნეს, აცხა­დე­ბენ, რომ გვამს არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა და გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი.

დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლის თავ­ზე აქვს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მთელ ტან­ზე სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და და­ლურ­ჯე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მკლავ­ზე კი დაკ­ბე­ნი­ლია.

"სა­ფა­რის" ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი შე­საძ­ლოა კი­დევ და­უმ­ძიმ­დეს. ად­ვო­კა­ტის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ძი­ე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თოს და ბრა­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს:

"თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის გარ­და, გა­მო­ძი­ე­ბა არ მუ­შა­ობს არ­ცერთ სხვა ვერ­სი­ა­ზე. ელო­დე­ბი­ან ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც წე­სით ერთი თვის ვა­და­ში უნდა იყოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ყო­ფი­ლი­ყო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან მკვლე­ლო­ბაც, არა?! თუ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლია, მა­შინ სხვაგ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სუ­რა­თი.

ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, ძა­ლა­დო­ბის ან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლე­ბი­თაც წა­ე­ყე­ნოს ბრა­ლი დამ­ნა­შა­ვეს. დნმ-ის ექ­სპერ­ტი­ზა არ არის და­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­სა­კი­თხია ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე. გა­მო­საკ­ვლე­ვია თოკ­ზე დნმ-ის ნი­მუ­შე­ბიც და თუ კი მას­ზე აღ­მოჩ­ნდა ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ, ეს შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს მკვლე­ლო­ბა­ზე.

ბევ­რი რა­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა ამ დრომ­დე ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტებ­ზე გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლედი
2

აღარ უნდა დამთავრდეს ამ უნიათო და რეგვენი კაცების ძალადობა ცოლებზე?

მარი
0

 სამწუხარო ამბავია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ზოგი მეზობელს და ნათესავებს ადანაშაულებს და თვითონ რატომ არ წამოვიდა მაგ ოჯახიდან. მასე ცემატყეპა აქვთ ჩაერევიან ახლობლები და მერე ისევ გარბის ქალი ქმართან ჰგონიათ გამოსწორდებაო, ზოგი შვილებს იმეზეზებს, ზოგსაც ეშინია ცხოვრების და ისევ ურჩენია ის დამცირება აიტანოს. გონს მოდით ქალებო ნუ მოაკვლევინებთ თავს ქმრებს და ნურც თავს მოიკლავთ ამით ქმარს კი არ სჯით თქვენს შვილებს სჯით. 

ავტორი:

"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე

"თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, ტანზე - დალურჯებები, მკლავზე დაკბენილია..." - რა ეტაპზეა გამოძიება 32 წლის ქალის თვითმკვლელობის საქმეზე

მასალა შეიცავს მძიმე ფოტოებს

ახალი წლის დადგომამდე სამი დღით ადრე, სოფელ შამგონაში მომხდარ გაუგონარ ტრაგედიაზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი“ სწავლობს.

შემზარავი ტრაგედია სამეგრელოს სოფელში 2019 წლის 28 დეკემბერს მოხდა. სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი მეზობლებმა...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით დაიწყო. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე - ბაკურ სორდია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 31 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის“ ადვოკატი ელისო რუხაძე ცოტა ხნის წინ პირველად გაეცნო საქმის მასალებს და AMBEBI.GE-ს გამოძიების პროცესზე, ასევე საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებზე ესაუბრა.

რუხაძე საქმის მასალების მიხედვით, ტრაგედიის ღამეს მომხდარ მოვლენებს აღწერს:

"იმ ღამეს ბაკურ სორდია მთვრალი მივიდა სახლში. საქმის მასალების მიხედვით, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ძალიან ცუდი და აგრესიული სიმთვრალე. ამას არ უარყოფს თავად ბრალდებულიც. ძალადობას უკავშირებს უმუშევრობას და უსახსრობას, ვინაიდან იყო გაღიზიანებული.

ტრაგედიის დღეს კონკრეტულ ადგილას სთხოვდა ცოლს წაყოლას, თუმცა იმდენად უგონოდ მთვრალი იყო, ქალმა უარი უთხრა. შემდეგ ფულს სთხოვდა. ესეც რომ ვერ მიიღო, გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე. სიტუაციის განეიტრალების მიზნით მათ შორის ჩადგა ბრალდებულის დედა, რომელიც სცემა ბრალდებულმა და დივანზე დააგდო. მამაკაცს დედის მიმართ ძალადობისთვისაც აქვს წაყენებული ბრალი.

ამის შემდეგ, ეკა მიქავა გამოესარჩლა დედამთილს... თუმცა, მას შემდეგ რაც მეუღლე გაიქცა სახლიდან და შველას თხოვდა მეზობლებს, სორდია მიუბრუნდა დედას, რომელსაც ხელში წლინახევრის შვილიშვილი ეჭირა და ისევ სცემა ის. ამ დროს ქალს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და ძირს დავარდა" - უყვება AMBEBI.GE-ს უფლებადამცველი.

ჩამომხრჩვალი ეკა მიქავა მეზობელმა ზაზა ბოხუამ იპოვა საკუთარ ბოსელში. ბოხუა და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც გარდაცვლილი თოკიდან ჩამოხსნეს, აცხადებენ, რომ გვამს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს საქმეში არსებული ფოტომასალა და გვამის დათვალიერების ოქმი.

დოკუმენტების მიხედვით, გარდაცვლილის თავზე აქვს უმძიმესი დაზიანებები, მთელ ტანზე სისხლნაჟღენთები და დალურჯებები აღენიშნება, მკლავზე კი დაკბენილია.

"საფარის" ადვოკატი აცხადებს, რომ ამ დაზიანებების გამო, ბრალდებულს ბრალი შესაძლოა კიდევ დაუმძიმდეს. ადვოკატის თქმით, აუცილებელია გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს და ბრალი გადაკვალიფიცირდეს:

"თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, გამოძიება არ მუშაობს არცერთ სხვა ვერსიაზე. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც წესით ერთი თვის ვადაში უნდა იყოს. შესაძლებელია ეს ყოფილიყო ჯანმრთელობის დაზიანება ან მკვლელობაც, არა?! თუ ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, მაშინ სხვაგვარად შეიძლება შეიცვალოს სურათი.

ასევე შესაძლებელია, ძალადობის ან მკვლელობის მცდელობის მუხლებითაც წაეყენოს ბრალი დამნაშავეს. დნმ-ის ექსპერტიზა არ არის დანიშნული, გამოსაკითხია ბევრი მნიშვნელოვანი მოწმე. გამოსაკვლევია თოკზე დნმ-ის ნიმუშებიც და თუ კი მასზე აღმოჩნდა ბრალდებულის დნმ, ეს შეიძლება მიუთითებდეს მკვლელობაზე.

ბევრი რამეა გასაკეთებელი. ჩვენ მოვუწოდებთ შსს-სა და პროკურატურას, რომ სრულყოფილად ჩატარდეს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება" - აცხადებს ადვოკატი.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ამ დრომდე ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე გრძელდება.

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში

"ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, მას შემდეგ გაუჩინარდა" - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე... ეს მძიმე საყურებელია" - რას აცხადებს პროკურორი