პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს
ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს

სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მე­ტად ვი­თარ­დე­ბა. სტარ­ტა­პე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბი, ხოლო თუ მათ თა­ვი­ან­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის ხორ­ცშეს­მა­ში ხელს უწყობთ, მათი სტარ­ტა­პე­ბი უფრო მე­ტად აქვთ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

სტარ­ტა­პე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტებს ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს „მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის“ (MIT) სტარ­ტაპ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მან „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ (BTU) ბა­ზა­ზე და­ი­წყო.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლაბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 9 იან­ვრი­დან 31 იან­ვრის ჩათ­ვლით იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მო­ბი­ლუ­რი და ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტარ­ტაპ ინ­კუ­ბა­ტო­რის პროგ­რა­მას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებს მე­წარ­მე­ო­ბა­სა და სტარ­ტა­პის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ამ­ზა­დე­ბენ და მათ დემო დღის­თვის მო­ამ­ზა­დე­ბენ, რო­მე­ლიც 31 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა.

MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პრო­ექ­ტში 28 სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, 18 ბიზ­ნე­სი­სა და ტექნლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, 10 სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია 9 იან­ვარს „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ გა­ი­მარ­თა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე BTU-ს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ამე­რი­კულ­მა მხა­რემ და პრო­ექ­ტის პარტნი­ორ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ელი­ზა­ბეთ რუდ­მა მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მხარ­და­ჭე­რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

„19 წლის წინ, და­არ­სე­ბის დღი­დან, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბი­თხელს უწყობს ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას 25-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ დღეს ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ ეს ახა­ლი პროგ­რა­მა იწყე­ბა. აშშ-ის სა­ელ­ჩო, USAID, ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცია მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვას, ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თარ­დეს და ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­მა ბიზ­ნე­სი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის კუ­თხით წა­მო­ი­წყეს“, - გა­ნა­ცხა­და ელი­ზა­ბეთ რუდ­მა.

BTU-ის რექ­ტო­რის ნინო ენუ­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, MIT-ის პრო­ექ­ტის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

„MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლაბი არის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტი­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მას ახორ­ცი­ე­ლებს ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც პრე­აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მას გა­ა­ტა­რებს არამ­ხო­ლოდ „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტუ­დენ­ტებს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით შერ­ჩე­ულ სხვა­დას­ხვა სტუ­დენტს.

ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ, რომ “ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძე­ლია და ვე­ლო­დე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დემო დღეს, რო­მე­ლიც 4 კვი­რის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა, რო­დე­საც პროგ­რა­მა დას­რულ­დე­ბა და აირ­ჩე­ვა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი, რო­მელ­საც MIT სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე იდე­ის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა“, - გან­მარ­ტა ნინო ენუ­ქი­ძემ.

MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რია ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი კი „თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რი“ და „სილ­ქნე­თი“ არი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პრო­ექ­ტი სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ.

რაც შე­ე­ხე­ბა MIT-ს, მისი გუნ­დი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბით სწავ­ლე­ბას, ვენ­ჩუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და სტუ­დენ­ტთა სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. „MIT Nation“ - რო­გორც თა­ვად უწო­დე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის ერ­თო­ბას, მე-10 უმ­სხვი­ლე­სი ეკო­ნო­მი­კაა მსოფ­ლი­ო­ში. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის შექ­მნა ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს მის­ცემს უზარ­მა­ზარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, გა­ი­ზი­ა­რონ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­წარ­მეო კულ­ტუ­რა და შექ­მნან ისე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს არა მხო­ლოდ ლო­კა­ლურ, არა­მედ გლო­ბა­ლურ ინ­დუსტრი­ებ­ზეც.

„MIT“ 1861 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­წი­ნა­ვე სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მით, მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­მე­ულ­ში შე­დის. ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა ინ­სტი­ტუ­ტის მი­სი­აა და სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, ამ მი­სი­ას წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, MIT-ს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აქვთ 30,000-ზე მეტი აქ­ტი­უ­რი კომ­პა­ნია, შექ­მნეს 4,6 მი­ლი­ო­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში, აგე­ნე­რი­რე­ბენ 1,9 ტრი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რის წლი­ურ შე­მო­სა­ვალს. სტა­ტის­ტი­კუ­რად, ლაბ­ში შექ­მნი­ლი სტარ­ტა­პე­ბის 72% წარ­მა­ტე­ბით ინარ­ჩუ­ნებს მდგრა­დო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, ხოლო MIT გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის მიერ გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ მსოფ­ლიო ბიზ­ნეს­რე­ი­ტინ­გებ­ში.

ავტორი:

ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს

ახალი შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის - MIT BTU-ში უმსხვილეს სტარტაპ ლაბის პროექტს ახორციელებს

სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ვითარდება. სტარტაპებით დაინტერესებულები არიან ძირითადად, სტუდენტები, ხოლო თუ მათ თავიანთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ინოვაციური იდეების ხორცშესმაში ხელს უწყობთ, მათი სტარტაპები უფრო მეტად აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა.

სტარტაპებით დაინტერესებულ სტუდენტებს ასეთ შესაძლებლობას აძლევს „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის“ (MIT) სტარტაპ პროექტებზე მუშაობის პროგრამა, რომელიც მან „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) ბაზაზე დაიწყო.

გლობალური სტარტაპ ლაბი უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში 9 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს და მობილური და ინტერნეტ ტექნოლოგიების სტარტაპ ინკუბატორის პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები შერჩეულ კანდიდატებს მეწარმეობასა და სტარტაპის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით გადაამზადებენ და მათ დემო დღისთვის მოამზადებენ, რომელიც 31 იანვარს გაიმართება.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტში 28 სტუდენტი მონაწილეობს, 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტები.

პროექტის პრეზენტაცია 9 იანვარს „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გაიმართა. პრეზენტაციაზე BTU-ს წარმომადგენლებმა, ამერიკულმა მხარემ და პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა გლობალური სტარტაპ ლაბის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა მსგავსი პროექტების მიმართ ამერიკული მხარის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„19 წლის წინ, დაარსების დღიდან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდა მეწარმეების წახალისებითხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას 25-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩვენ დღეს ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ეს ახალი პროგრამა იწყება. აშშ-ის საელჩო, USAID, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, ეკონომიკურად განვითარდეს და ძალისხმევას, რომელიც ახალგაზრდებმა ბიზნესისა და მეწარმეობის კუთხით წამოიწყეს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

BTU-ის რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, MIT-ის პროექტის ჩვენს ქვეყანაში განხორციელება უმნიშვნელოვანესია და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი არის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი, ყველაზე მაღალრეიტინული უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება. მას ახორციელებს ჯგუფი, რომელიც პრეაქსელერაციის პროგრამას გაატარებს არამხოლოდ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებს, არამედ საქართველოს მასშტაბით შერჩეულ სხვადასხვა სტუდენტს.

ძალიან ვამაყობთ, რომ “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ ამ ღონისძიების მასპინძელია და ველოდებით უმნიშვნელოვანეს დემო დღეს, რომელიც 4 კვირის შემდეგ გაიმართება, როდესაც პროგრამა დასრულდება და აირჩევა გამარჯვებული სტარტაპი, რომელსაც MIT საერთაშორისო ბაზარზე იდეის კომერციალიზაციაში დაეხმარება“, - განმარტა ნინო ენუქიძემ.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

ოფიციალური პარტნიორები კი „თიბისი სტარტაპერი“ და „სილქნეთი“ არიან.

აღსანიშნავია, რომ გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტი სრულად ფინანსდება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.

რაც შეეხება MIT-ს, მისი გუნდი მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით სწავლებას, ვენჩურული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტთა სამეწარმეო უნარების გაღრმავებას უზრუნველყოფს. „MIT Nation“ - როგორც თავად უწოდებენ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ერთობას, მე-10 უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გლობალური სტარტაპ ლაბის შექმნა ქართველ სტუდენტებს მისცემს უზარმაზარ შესაძლებლობებს, გაიზიარონ მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა და შექმნან ისეთი ინოვაციური ბიზნესი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ინდუსტრიებზეც.

„MIT“ 1861 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც ყველა მოწინავე სარეიტინგო სისტემით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერა ინსტიტუტის მისიაა და საუკუნეზე მეტია, ამ მისიას წარმატებით ახორციელებს. ბოლო კვლევების თანახმად, MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი აქტიური კომპანია, შექმნეს 4,6 მილიონი სამუშაო ადგილი მსოფლიოში, აგენერირებენ 1,9 ტრილიონ აშშ დოლარის წლიურ შემოსავალს. სტატისტიკურად, ლაბში შექმნილი სტარტაპების 72% წარმატებით ინარჩუნებს მდგრადობას საერთაშორისო ბაზრებზე, ხოლო MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მიერ გადამზადებული სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბიზნესრეიტინგებში.