სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას
"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

მსა­ხი­ო­ბი დი­მიტ­რი ტა­ტიშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბას არ უჩი­ვის, თუმ­ცა, აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვია ის ფაქ­ტი, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში ნაკ­ლე­ბა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE-ს მსა­ხი­ობ­მა ვრცე­ლი და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, მას­თან სა­უ­ბა­რი ახა­ლი წლით და­ვი­წყეთ.

- ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი, რო­გორ შეხ­ვდით ახალ 2020 წელს? რა ტრა­დი­ცი­ე­ბი გაქვთ?

- არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ გვაქვს, დიდი მსმე­ლი არ ვარ, ახალ წელს სახ­ლში ვხვდე­ბი და თუ მივ­დი­ვართ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მივ­დი­ვარ სტუმ­რად. სა­ნამ ჩემი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხოვ­დე­ბო­და, ორი­ვე ოჯახ­ში ხვდე­ბო­და ახალ წელს და შემ­დეგ გა­დი­ოდ­ნენ სახ­ლი­დან. მე მსმე­ლი კაცი არ ვარ და ახალ წელ­საც არ მიყ­ვარს და­ლე­ვა. მხო­ლოდ ერთხელ დავ­ლიე.

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- თე­ატ­რში ორ სპექ­ტაკლში ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. კი­ნო­ში მო­სა­წო­ნი არა­ფე­რი არ ხდე­ბა. იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო ირა­ნუ­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რა, მაგ­რამ აღარ ვიცი, რა მოხ­დე­ბა. "ამი­რან­ში" გვქონ­და საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი იყო ჩა­მო­სუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მათ­თან მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი წეს­რი­გით მუ­შა­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არა­ტი­პი­უ­რი ფილ­მი გა­მო­ვი­და. ეს არის სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი კო­მე­დია. გა­ურ­კვე­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც არა­ფე­რი კონ­კრე­ტუ­ლი არ ხდე­ბა. მაგ­რამ რა­ღა­ცით ეს ფილ­მი ჰგავს ამე­რი­კულ ფილ­მს „ვირ­თხე­ბის რბო­ლა“. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ეძ­ლე­ვა ნიშ­ნე­ბი, ერთ ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ და იქ რა­ღაც ხდე­ბა. ფილმში მთა­ვარ როლს ვთა­მა­შობ. გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში იყო. მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვთა­მა­შობთ, გუნ­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ირა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ. სხვა­თა შო­რის, მათ გვი­თხრეს, თუ პრე­მი­ე­რა­ზე ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ გექ­ნე­ბათ, გა­გი­გებთ, არ გვე­წყი­ნე­ბაო.

- რა­ტომ არ წახ­ვე­დით ირან­ში პრე­მი­ე­რა­ზე?

- არ და­ვუ­პა­ტი­ჟე­ბი­ვართ, რად­გან ჯერ ფილ­მის ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბას ირან­ში არ აძ­ლე­ვენ.

- სა­უბ­რი­სას ხაზი გა­უს­ვით ირა­ნე­ლე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს, ქარ­თულ ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გაქვთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის კომ­ფორ­ტი?

- მე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მა­გარ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან, ზაზა ურუ­შა­ძეს­თან. მას ჰქონ­და უნა­რი, შე­ეკ­რი­ბა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბევ­რი გეგ­მე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ... პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი დე­ტა­ლებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს ნიჭი და სწავ­ლა სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ­ღაც თვლი­ან, რომ ად­ვი­ლად გა­მო­უ­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ეს იშ­ვი­ა­თია.

ზაზა კი ადა­მი­ა­ნებ­საც კარ­გს კრებ­და და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­საც. გა­სულ წელს იგეგ­მე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბი ოდე­სა­ში, რომ­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დუ­სე­რი იყო ზაზა ურუ­შა­ძე, მე ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი უნდა მე­თა­მა­შა, ის­ტო­რი­უ­ლი ფილ­მი იყო, როლ­ზეც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ისიც ვი­ცო­დი, რო­დის იქ­ნე­ბო­და გა­და­ღე­ბე­ბი, თუმ­ცა, ჩა­ი­შა­ლა ეს პრო­ექ­ტი, რად­გან კი­ნო­ცენ­ტრმა მი­ზე­რულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზეც უარი თქვა. როცა ეს მოხ­და, ზა­ზამ მი­თხრა, ნუ გე­ში­ნია, მე ბევ­რი გეგ­მა მაქვს, ეს არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბი­თო.

ზაზა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო, გეგ­მავ­და მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ჰქო­ნო­და ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას­თან, ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტებ­ზე და კას­ტინ­გებ­ზე ფიქ­რობ­და, თუმ­ცა...

- "მთა­ვარ არხზე" გა­დის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ანა­კონ­და", სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებთ...

- ეს არის შოთა მა­ლაშ­ხი­ას დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, სა­დაც მე ვარ. მეც იგი­ვე პო­ზი­ცია მაქვს, რა­საც ფილმში ვამ­ბობ და უბ­რა­ლოდ ტექსტს არ ვკი­თხუ­ლობ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად არაა ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი წყო­ბაა.

- თქვენს სფე­რო­ში ბევ­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი, ამ ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის გამო, თუნ­დაც კო­ლე­გე­ბი არ გაკ­რი­ტი­კე­ბენ?

- ღმერ­თმა ყვე­ლას ხელი მო­უ­მარ­თოს, მე ვთვლი, ჩემს ქვე­ყა­ნას ვინც აზა­რა­ლებს, უნდა გა­აკ­რი­ტი­კო ისე, რო­გორც შე­გიძ­ლია. ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვხვდე­ბით იმას, რომ ეს მმარ­თვე­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ვნებს. ჩვენ არა მხო­ლოდ უნდა ვაკ­რი­ტი­კოთ, არა­მედ უნდა შევ­ცვა­ლოთ. მტერს უნდა ვებ­რძო­ლოთ, მტე­რი არის ყვე­ლა, ვინც შენს ქვე­ყა­ნას აზი­ა­ნებს. ვთვლი, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რა­საც უნდა გა­უფრ­თხილ­დე, ესაა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

- რო­დი­დან გახ­დით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი?

- მე სი­მარ­თლე გი­თხრათ, 2011 წელს, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ინ­ტერ­ვიუ ვნა­ხე, თე­ატ­რში მი­ვე­დი და ვთქვი, მის­გან დახ­მა­რე­ბას აღარ მი­ვი­ღებ-მეთ­ქი. ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­იქ­ცა. თა­ვი­დან­ვე მივ­ხვდი, ეს არის იმ ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, მარ­თავს რუ­სეთს, ასეა მი­ტა­ცე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოც. დიდი ბრძე­ნი და მცოდ­ნე არა ვარ, მაგ­რამ რაც ჩემი ჭკუ­ით გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, მივ­ხვდი, ეს კაცი კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტან­და სა­ქარ­თვე­ლოს და ასეც მოხ­და. მე იმის მერე დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ვწუხ­ვარ, რაც მა­ნამ­დე მქონ­და აღე­ბუ­ლი, იმას ვერ და­ვაბ­რუ­ნებ.

- რამ­დე­ნი წელი იღებ­დით ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას და რამ­დენს?

- დიდი ხანი არ ვი­ღებ­დი. ეს იყო ყო­ველ­თვი­უ­რად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარ­გი თან­ხა იყო, უა­რის თქმა ად­ვი­ლი არ გახ­ლდათ, მაგ­რამ ამ ფულს ვე­ღარ მი­ვი­ღებ­დი და ახლა პირ­ნა­თე­ლი ვარ ჩემს თავ­თან. ძა­ლი­ან კარ­გად ვხვდე­ბო­დი, რა ჰქონ­და ამ კაცს მიზ­ნად.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ­მა დე­ტა­ლებ­მა მი­გახ­ვედ­რათ?

- მტერს რუ­სეთს, რო­მე­ლიც არის ჩვე­ნი და­მან­გრე­ვე­ლი, მას მტრად არ აღიქ­ვამ­და. რო­დე­საც კაცს უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა და მტერს მტრად არ აღიქ­ვამს, მი­ნი­მუმ და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია. ყვე­ლამ იცის, რომ 90-იან წლებ­ში და ვერც დღეს, რუ­სეთ­ში ფულს ვერ იშო­ვი.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი მი­ლი­არ­დე­ბი იშო­ვა, რა­საც კგბ-სთან კავ­ში­რის გა­რე­შე ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და. ის მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმ სის­ტე­მას­თან, რო­მელ­საც ტე­რო­რის­ტულ სა­ხელ­მწი­ფოდ ვთვლი, რად­გან ის ატე­რო­რებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ყვე­ლა­ფერს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლით. კაცი, რო­მე­ლიც ამ­ბობს ფრა­ზას, ისეთ გა­სა­ო­ცე­ბელ დე­მოკ­რა­ტი­ას შევ­ქმნი, გა­ვა­ო­ცებ ევ­რო­პა­სო. ეს არის აფე­რის­ტო­ბა. აფე­რის­ტუ­ლი პი­რა­მი­და ააგო. სამ­წუ­ხა­როდ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ტყუვ­და.

- ვინც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს და თქვენ­სა­ვით არ ფიქ­რობს, გა­გახ­სე­ნებთ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტებს...

- არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია ეს შე­და­რე­ბა. მურ­ვან ყრუს დროს კარ­გი იყო? სტა­ლი­ნის დროს კარ­გი იყო? ახლა რა არის, ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ. კაცი დაგვპირ­და ამას, იმას და არა­ფე­რი არ შეს­რულ­და.

- იბ­ლო­კე­ბით სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გამო?

- მიგ­რძვნია, რომ ჩემი პო­ზი­ცი­ის გამო და­ვიბ­ლო­კე. პირ­და­პირ არ უთ­ქვამთ ამის გამო გე­უბ­ნე­ბით უარს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი არ შედ­გა. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ და­მი­რე­კეს თბი­ლი­სო­ბას თუ წა­იყ­ვან­თო, იმ მო­მენ­ტში არ მე­ცა­ლა და ვუ­თხა­რი ცოტა ხან­ში და­მი­რე­კეთ-მეთ­ქი და აღარ და­მი­რე­კეს. იმ „სის­ხლი­ა­ნი 9 წლის“ მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვე მქონ­და 4-5 და­უ­გეგ­მა­ვი სა­მუ­შაო, 2012 წლის მერე მო­იკ­ლო ასეთ­მა საქ­მე­ებ­მა, რად­გან ოც­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფილ­მე­ბი გა­ვახ­მო­ვა­ნე. ის შე­მო­სა­ვა­ლი მე აღარ მაქვს. შე­საძ­ლოა, დამ­თხვე­ვაა, მაგ­რამ თე­ატ­რშიც მხო­ლოდ ერთ ახალ სპექ­ტაკლში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე­თი დამ­თხვე­ვე­ბი არ ხდე­ბა.

- გულ­ნატ­კე­ნი ხართ რე­ჟი­სო­რე­ბის­გან?

- არა. მგო­ნია, და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. მე დამ­ნა­შა­ვე არა­ვის წი­ნა­შე არ ვარ, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­მიძ­ლია, თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რო. თუ ვინ­მე აქეთ ჩა­იჭ­რა, პა­სუხს არა­ვის მოვ­თხოვ. მათ შო­რის არც თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. ლე­ვან წუ­ლა­ძე არის ჩვე­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, თით­ქმის ყვე­ლა სპექ­ტაკლში ვი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, 2012 წლის შემ­დეგ არც ერთ სპექ­ტაკლში არ ვარ. შე­საძ­ლოა, ეს მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვაა. ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა, ფაქ­ტია, არ და­ცე­მუ­ლა.

- სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც აღარ გაქვთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი?

- სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც არ არის. "იმე­დი­დან" და ეგე­თი არ­ხე­ბი­დან არც და­მი­ძა­ხე­ბენ, რა თქმა უნდა.

- თუ და­გი­რე­კა­ვენ "იმე­დი­დან", და­თან­ხმდე­ბით?

- გა­აჩ­ნია, რა იქ­ნე­ბა. ერთ-ერთი გა­და­ცე­მი­დან და­მი­რე­კეს, სტუმ­რად მობ­რძან­დით და თან თა­ნა­წამ­ყვა­ნი იყა­ვი­თო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ვი­ღა­ცამ ყურ­ში მი­თხრას, ეგ არ თქვა. მე, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, არა­ფე­რი არ მაკ­ლია, იმ­დე­ნი მაქვს ფული, რომ მში­ე­რი არ ვარ. მგო­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფიქ­რობს, თუ თა­ვად და მისი ახ­ლობ­ლე­ბი კარ­გად იქ­ნე­ბი­ან, ქვე­ყა­ნაც კარ­გად იქ­ნე­ბა.

ასე­ვე არის ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ო­რე კა­ტე­გო­რია, ვინც პი­რი­ქით ფიქ­რობს, თუ ქვე­ყა­ნა კარ­გად იქ­ნე­ბა, თა­ვა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბა, მე მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. მიშა სა­ა­კაშ­ვილს დას­დევ­დნენ სუ­შის რა­ტომ ჭამ­სო? ას­ფალ­ტი ვჭა­მო­თო? რა­ტომ არ ყვი­რი­ან ახლა ნაძ­ვის ხე ვჭა­მო­თო? თუ შად­რე­ვა­ნი ფუ­ფუ­ნე­ბაა, 996 ათას ლა­რად ნა­ყი­დი უშნო ნაძ­ვის ხე არაა ფუ­ფუ­ნე­ბა? ეს და­საშ­ვე­ბია, რად­გან კა­ლამ თქვა?

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
inga
363

ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის კარგი უნდა და ქვეყანას ფულზე არ ჰყიდის

მიშა
176

გამოდის ივანიშვილი ქვეყნის მტერია, გვარამია კი გულანთებული პატრიოტი? თუ კაცი ხარ რა ფულიც მოგცა ბიძინამ უკან დაუბრუნე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი პოპულარობას არ უჩივის, თუმცა, აშკარად შესამჩნევია ის ფაქტი, რომ ცნობილი მსახიობი სხვადასხვა პროექტში ნაკლებადაა დაკავებული.

AMBEBI.GE-ს მსახიობმა ვრცელი და გულახდილი ინტერვიუ მისცა, ბუნებრივია, მასთან საუბარი ახალი წლით დავიწყეთ.

- ბატონო დიმიტრი, როგორ შეხვდით ახალ 2020 წელს? რა ტრადიციები გაქვთ?

- არაფერი განსაკუთრებული ტრადიციები არ გვაქვს, დიდი მსმელი არ ვარ, ახალ წელს სახლში ვხვდები და თუ მივდივართ, მეუღლესთან ერთად მივდივარ სტუმრად. სანამ ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი გათხოვდებოდა, ორივე ოჯახში ხვდებოდა ახალ წელს და შემდეგ გადიოდნენ სახლიდან. მე მსმელი კაცი არ ვარ და ახალ წელსაც არ მიყვარს დალევა. მხოლოდ ერთხელ დავლიე.

- რას საქმიანობთ?

- თეატრში ორ სპექტაკლში ვარ დაკავებული. კინოში მოსაწონი არაფერი არ ხდება. იანვრის მეორე ნახევარში უნდა ყოფილიყო ირანული ფილმის პრემიერა, მაგრამ აღარ ვიცი, რა მოხდება. "ამირანში" გვქონდა საპრემიერო ჩვენება. არაჩვეულებრივი გუნდი იყო ჩამოსული, მაღალი კლასის პროფესიონალები. სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. ყველა დეპარტამენტი წესრიგით მუშაობდა.

საქართველოსთვის არატიპიური ფილმი გამოვიდა. ეს არის სიურეალისტური კომედია. გაურკვეველი ქვეყანაა, სადაც არაფერი კონკრეტული არ ხდება. მაგრამ რაღაცით ეს ფილმი ჰგავს ამერიკულ ფილმს „ვირთხების რბოლა“. რამდენიმე ადამიანს ეძლევა ნიშნები, ერთ ადგილზე მივიდნენ და იქ რაღაც ხდება. ფილმში მთავარ როლს ვთამაშობ. გადაღებები თბილისში იყო. მხოლოდ ქართველი მსახიობები ვთამაშობთ, გუნდის დანარჩენი წევრები ირანელები იყვნენ. სხვათა შორის, მათ გვითხრეს, თუ პრემიერაზე ჩამოსვლის სურვილი არ გექნებათ, გაგიგებთ, არ გვეწყინებაო.

- რატომ არ წახვედით ირანში პრემიერაზე?

- არ დავუპატიჟებივართ, რადგან ჯერ ფილმის ჩვენების უფლებას ირანში არ აძლევენ.

- საუბრისას ხაზი გაუსვით ირანელების პროფესიონალიზმს, ქართულ ფილმებზე მუშაობისას გაქვთ პროფესიონალებთან მუშაობის კომფორტი?

- მე მქონდა ურთიერთობა, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარ პროფესიონალთან, ზაზა ურუშაძესთან. მას ჰქონდა უნარი, შეეკრიბა ყველაზე მაგარი ჯგუფი საქართველოში. ბევრი გეგმები გვქონდა, მაგრამ... პროფესიონალიზმი დეტალებში გამოიხატება, ამ ყველაფერს ნიჭი და სწავლა სჭირდება. ჩვენთან ნიჭიერი ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ ადვილად გამოუვათ ყველაფერი, მაგრამ ეს იშვიათია.

ზაზა კი ადამიანებსაც კარგს კრებდა და პროფესიონალებსაც. გასულ წელს იგეგმებოდა გადაღებები ოდესაში, რომლის აღმასრულებელი პროდუსერი იყო ზაზა ურუშაძე, მე ერთ-ერთი ქართველი უნდა მეთამაშა, ისტორიული ფილმი იყო, როლზეც დამტკიცებული ვიყავი, ისიც ვიცოდი, როდის იქნებოდა გადაღებები, თუმცა, ჩაიშალა ეს პროექტი, რადგან კინოცენტრმა მიზერულ დაფინანსებაზეც უარი თქვა. როცა ეს მოხდა, ზაზამ მითხრა, ნუ გეშინია, მე ბევრი გეგმა მაქვს, ეს არაფერია იმასთან შედარებითო.

ზაზა კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, გეგმავდა მჭიდრო კავშირები ჰქონოდა ამერიკის კინოაკადემიასთან, ერთობლივ პროექტებზე და კასტინგებზე ფიქრობდა, თუმცა...

- "მთავარ არხზე" გადის დოკუმენტური ფილმი "ანაკონდა", სადაც ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებთ...

- ეს არის შოთა მალაშხიას დოკუმენტური ფილმები, სადაც მე ვარ. მეც იგივე პოზიცია მაქვს, რასაც ფილმში ვამბობ და უბრალოდ ტექსტს არ ვკითხულობ. ოფიციალურად არაა ნათქვამი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რუსული წყობაა.

- თქვენს სფეროში ბევრია ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, ამ ფილმებზე მუშაობის გამო, თუნდაც კოლეგები არ გაკრიტიკებენ?

- ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მე ვთვლი, ჩემს ქვეყანას ვინც აზარალებს, უნდა გააკრიტიკო ისე, როგორც შეგიძლია. ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით იმას, რომ ეს მმართველობა ქვეყანას ვნებს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვაკრიტიკოთ, არამედ უნდა შევცვალოთ. მტერს უნდა ვებრძოლოთ, მტერი არის ყველა, ვინც შენს ქვეყანას აზიანებს. ვთვლი, ყველაზე ძვირფასი, რასაც უნდა გაუფრთხილდე, ესაა ჩვენი ქვეყანა.

- როდიდან გახდით ბიძინა ივანიშვილის მიმართ კრიტიკული?

- მე სიმართლე გითხრათ, 2011 წელს, როდესაც პირველად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ინტერვიუ ვნახე, თეატრში მივედი და ვთქვი, მისგან დახმარებას აღარ მივიღებ-მეთქი. ჩემნაირად რამდენიმე ადამიანი მოიქცა. თავიდანვე მივხვდი, ეს არის იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც ერთ საუკუნეზე მეტია, მართავს რუსეთს, ასეა მიტაცებული ჩვენი სახელმწიფოც. დიდი ბრძენი და მცოდნე არა ვარ, მაგრამ რაც ჩემი ჭკუით გავაანალიზე, მივხვდი, ეს კაცი კარგს არაფერს მოუტანდა საქართველოს და ასეც მოხდა. მე იმის მერე დახმარება არ მიმიღია, ვწუხვარ, რაც მანამდე მქონდა აღებული, იმას ვერ დავაბრუნებ.

- რამდენი წელი იღებდით ივანიშვილის დახმარებას და რამდენს?

- დიდი ხანი არ ვიღებდი. ეს იყო ყოველთვიურად 320 ლარი, რვა წლის წინ ეს კარგი თანხა იყო, უარის თქმა ადვილი არ გახლდათ, მაგრამ ამ ფულს ვეღარ მივიღებდი და ახლა პირნათელი ვარ ჩემს თავთან. ძალიან კარგად ვხვდებოდი, რა ჰქონდა ამ კაცს მიზნად.

- კონკრეტულად რომელმა დეტალებმა მიგახვედრათ?

- მტერს რუსეთს, რომელიც არის ჩვენი დამანგრეველი, მას მტრად არ აღიქვამდა. როდესაც კაცს უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და მტერს მტრად არ აღიქვამს, მინიმუმ დამაზიანებელია. ყველამ იცის, რომ 90-იან წლებში და ვერც დღეს, რუსეთში ფულს ვერ იშოვი.

ბიძინა ივანიშვილმა კი მილიარდები იშოვა, რასაც კგბ-სთან კავშირის გარეშე ვერ მოახერხებდა. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმ სისტემასთან, რომელსაც ტერორისტულ სახელმწიფოდ ვთვლი, რადგან ის ატერორებს საკუთარ მოქალაქეებს და ყველაფერს, მათ შორის საქართველოს, ბიძინა ივანიშვილის ხელით. კაცი, რომელიც ამბობს ფრაზას, ისეთ გასაოცებელ დემოკრატიას შევქმნი, გავაოცებ ევროპასო. ეს არის აფერისტობა. აფერისტული პირამიდა ააგო. სამწუხაროდ, მოქალაქეების უმეტესობა მოტყუვდა.

- ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს და თქვენსავით არ ფიქრობს, გაგახსენებთ მიშა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მომხდარ ფაქტებს...

- არაადეკვატურია ეს შედარება. მურვან ყრუს დროს კარგი იყო? სტალინის დროს კარგი იყო? ახლა რა არის, ამაზე უნდა ვისაუბროთ. კაცი დაგვპირდა ამას, იმას და არაფერი არ შესრულდა.

- იბლოკებით საკუთარი პოზიციის გამო?

- მიგრძვნია, რომ ჩემი პოზიციის გამო დავიბლოკე. პირდაპირ არ უთქვამთ ამის გამო გეუბნებით უარს თანამშრომლობაზეო, მაგრამ რამდენიმე პროექტი არ შედგა. მაგალითად, წლების წინ დამირეკეს თბილისობას თუ წაიყვანთო, იმ მომენტში არ მეცალა და ვუთხარი ცოტა ხანში დამირეკეთ-მეთქი და აღარ დამირეკეს. იმ „სისხლიანი 9 წლის“ მანძილზე ყოველთვე მქონდა 4-5 დაუგეგმავი სამუშაო, 2012 წლის მერე მოიკლო ასეთმა საქმეებმა, რადგან ოცნების საწინააღმდეგო ფილმები გავახმოვანე. ის შემოსავალი მე აღარ მაქვს. შესაძლოა, დამთხვევაა, მაგრამ თეატრშიც მხოლოდ ერთ ახალ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა. ასეთი დამთხვევები არ ხდება.

- გულნატკენი ხართ რეჟისორებისგან?

- არა. მგონია, დალაგდება ყველაფერი. მე დამნაშავე არავის წინაშე არ ვარ, ნებისმიერ ადამიანს შემიძლია, თვალი თვალში გავუყარო. თუ ვინმე აქეთ ჩაიჭრა, პასუხს არავის მოვთხოვ. მათ შორის არც თეატრის ხელმძღვანელობას. ლევან წულაძე არის ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი, თითქმის ყველა სპექტაკლში ვიყავი მასთან, მაგრამ ფაქტია, 2012 წლის შემდეგ არც ერთ სპექტაკლში არ ვარ. შესაძლოა, ეს მისი შემოქმედებითი ხედვაა. ჩემი, როგორც მსახიობის პოპულარობა, ფაქტია, არ დაცემულა.

- სერიალებიდანაც აღარ გაქვთ შემოთავაზებები?

- სერიალებიდანაც არ არის. "იმედიდან" და ეგეთი არხებიდან არც დამიძახებენ, რა თქმა უნდა.

- თუ დაგირეკავენ "იმედიდან", დათანხმდებით?

- გააჩნია, რა იქნება. ერთ-ერთი გადაცემიდან დამირეკეს, სტუმრად მობრძანდით და თან თანაწამყვანი იყავითო, მაგრამ არ შემიძლია, ვიღაცამ ყურში მითხრას, ეგ არ თქვა. მე, ღმერთის წყალობით, არაფერი არ მაკლია, იმდენი მაქვს ფული, რომ მშიერი არ ვარ. მგონია, ყველაფერი კარგად იქნება. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, თუ თავად და მისი ახლობლები კარგად იქნებიან, ქვეყანაც კარგად იქნება.

ასევე არის ადამიანების მეორე კატეგორია, ვინც პირიქით ფიქრობს, თუ ქვეყანა კარგად იქნება, თავადაც კარგად იქნება, მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. მიშა სააკაშვილს დასდევდნენ სუშის რატომ ჭამსო? ასფალტი ვჭამოთო? რატომ არ ყვირიან ახლა ნაძვის ხე ვჭამოთო? თუ შადრევანი ფუფუნებაა, 996 ათას ლარად ნაყიდი უშნო ნაძვის ხე არაა ფუფუნება? ეს დასაშვებია, რადგან კალამ თქვა?

როგორ დაემშვიდობა გიგი უგულავა შსს-ში შესვლამდე შვილს

LIVE: საღამოს ნიუსრუმი "პალიტრანიუსის" ეთერში

XC40 Recharge პირველი სრულად ელექტრო მოდელი ვოლვოს ოჯახში