მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს
სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს

წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რი მცირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მეკ) გა­ნი­ხი­ლავს პა­კეტს, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რის 100 ლა­რით შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებს, მი­უ­ხე­და­ვად სა­მუ­შა­ო­ე­ბის სირ­თუ­ლი­სა, სე­მე­კი მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სურს უც­ვლე­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სექ­ტო­რე­ბის მსგავ­სად, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტორ­შიც ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ფა­სუ­რე­ბი და­წეს­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებ­ში ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის სირ­თუ­ლის სპე­ცი­ფი­კით (ას­ფალ­ტის სა­ფა­რის აღე­ბა, სხვა­დას­ხვა ნე­ბარ­თვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და ა.შ.).

„სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა რომ გაზ­რდი­ლი­ყო, შე­ვი­მუ­შა­ვეთ პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რი 400 ლარი გახ­დე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რი 2 წელ­ზე გა­ნუ­წილ­ვა­დოს. ასე­ვე, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რის შემ­ცი­რე­ბაა და­გეგ­მი­ლი იმ მსხვი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ დიდი დი­ა­მეტ­რის მილ­სა­დე­ნებს. 100- და 150-მი­ლი­მეტ­რი­ან წყა­ლა­რი­ნე­ბის მილ­სა­დე­ნებ­ზე მი­ერ­თე­ბის აქამ­დე მოქ­მედ სა­ფა­სუ­რებს შო­რის დიდი სხვა­ო­ბა იყო, რაც რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სა­და­ვო ხდე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სხვა­ო­ბა და­ბა­ლანსდა წყა­ლა­რი­ნე­ბის დიდი დი­ა­მეტ­რის მილ­სა­დე­ნე­ბის მი­ერ­თე­ბის სა­ფა­სუ­რის შემ­ცი­რე­ბით. მა­გა­ლი­თის­თვის, 150 მმ წყა­ლა­რი­ნე­ბის მი­ლის მი­ერ­თე­ბა თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქე­ბის­თვის 39%-ით მცირ­დე­ბა, ხოლო სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის- 57%-ით“, - გა­ნა­ცხა­და სე­მე­კის წევ­რმა, გი­ორ­გი ფან­გან­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს

სემეკი წყალმომარაგების სექტორში ქსელზე მიერთების საფასურს ამცირებს

წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასური მცირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) განიხილავს პაკეტს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასურის 100 ლარით შემცირებას გულისხმობს.რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს, მიუხედავად სამუშაოების სირთულისა, სემეკი მიერთების საფასურს უცვლელად შეინარჩუნებს.

პროექტის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების მსგავსად, წყალმომარაგების სექტორშიც ქსელზე მიერთების დიფერენცირებული საფასურები დაწესდება. აღნიშნული განპირობებულია თვითმმართველ ქალაქებში ქსელზე მიერთების სამუშაოების სირთულის სპეციფიკით (ასფალტის საფარის აღება, სხვადასხვა ნებართვების საჭიროება და ა.შ.).

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ქსელზე მიერთების ხელმისაწვდომობა რომ გაზრდილიყო, შევიმუშავეთ პაკეტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში მიერთების საფასური 400 ლარი გახდება. ამასთანავე, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების საფასური 2 წელზე განუწილვადოს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მიერთების საფასურის შემცირებაა დაგეგმილი იმ მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც საჭიროებენ დიდი დიამეტრის მილსადენებს. 100- და 150-მილიმეტრიან წყალარინების მილსადენებზე მიერთების აქამდე მოქმედ საფასურებს შორის დიდი სხვაობა იყო, რაც რიგ შემთხვევებში სადავო ხდებოდა. შესაბამისად, ეს სხვაობა დაბალანსდა წყალარინების დიდი დიამეტრის მილსადენების მიერთების საფასურის შემცირებით. მაგალითისთვის, 150 მმ წყალარინების მილის მიერთება თვითმმართველი ქალაქებისთვის 39%-ით მცირდება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის- 57%-ით“, - განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.

NS

"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

დიდი დიღმისა და გლდანი-სანზონის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

კახა კალაძემ სამტრედიაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინები გადასცა