სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად - რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?
ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად -  რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?

გსურთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ოჯახ­თან? აკე­თოთ ის, რაც გინ­დათ და გქონ­დეთ საკ­მა­რი­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო? მა­შინ ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა თქვენ­თვი­საა.

ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა 1960-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ გა­ი­ყი­და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი იყო და ინო­ვა­ტო­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ამე­რი­კის ავი­ა­ხა­ზე­ბი“ გახ­და. მას შემ­დეგ ონ­ლი­ან შო­პინ­გის გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და დღეს თით­ქმის არ არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტი, რომ­ლის ყიდ­ვა­საც სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ვერ შეძ­ლებთ. ინ­ტერ­ნეტ­მა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა და წლი­დან წლამ­დე უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ამ­ჯო­ბი­ნებს, იყი­დოს პრო­დუქ­ტე­ბი ონ­ლა­ინ, რად­გან ეს უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

2019 წელს ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

· ტან­საც­მე­ლი

· ფეხ­საც­მე­ლი

· აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

· საკ­ვე­ბი

· ფიტ­ნეს პრო­დუქ­ტე­ბი

· კოს­მე­ტი­კა

· წიგ­ნე­ბი

· ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი

· სა­თა­მა­შო­ე­ბი

· წამ­ლე­ბი

ონ­ლა­ინ შო­პინ­გი ისე­თი­ვე მზარ­დია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­უ­რი სა­ი­ტე­ბი­დან იწერ­დე­ნენ ნივ­თებს და გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით იღებ­დნენ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში. თუმ­ცა ეს ბიზ­ნე­სი მალე სა­ქარ­თვე­ლო­შიც გან­ვი­თარ­და და დღეს უკვე არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია, რო­მე­ლიც სა­სურ­ველ პრო­დუქტს თქვენ­თვის მი­სა­ღებ დრო­სა და ლო­კა­ცი­ა­ზე მო­გარ­თმევთ. 2015 წლი­დან მუ­შა­ობს ონ­ლა­ინ­მა­ღა­ზია momitane.ge და მისი მომ­ხმა­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა თვი­დან თვემ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. momitane.ge-სდი­რექ­ტო­რი ზურა ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი­კი გან­მარ­ტავს, რომ მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა საგ­რძნობ­ლად იხ­ვე­წე­ბა და უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რამ­ხე­ლა კომ­ფორ­ტია ნივ­თე­ბის ონ­ლა­ინ, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ყიდ­ვა. სწო­რედ ამი­ტომ მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მა­ტუ­ლობს.

„ვცდი­ლობთ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად მა­ტუ­ლობს ჩვე­ნი ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის ასორ­ტი­მენ­ტი. ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით კა­ტე­გო­რია „სუ­პერ­მარ­კე­ტი“ სარ­გებ­ლობს. ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის თა­ნაბ­რად არი­ან რო­გორც დი­ა­სახ­ლი­სე­ბი, ისე და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ უნდა და­კარ­გო დრო და ენერ­გია სუ­პერ­მარ­კეტ­ში სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცი­ის სა­ყიდ­ლად,რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­კე­თე­ბა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­რე­შე შე­გიძ­ლია. თან ჩვენ­თან ქსე­ლურ თუ უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­აა. სან­დო ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ის შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ,“ - გან­მარ­ტავს ზურა ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი.

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ფიქ­რო­ბენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­დუქ­ტებს ონ­ლა­ინ ყი­დუ­ლო­ბენ.

მაია, 32 წლის: „თავ­და­პირ­ვე­ლად ონ­ლა­ინ ყიდ­ვის ცოტა მე­ში­ნო­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს სა­ში­ში კი არა, მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლია. პირ­ვე­ლად მცი­რე აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ვი­ყი­დე სა­ზღვარ­გა­რეთ. მერე ნელ-ნელა გავ­თა­მამ­დი და ქარ­თუ­ლი სა­ი­ტე­ბი­და­ნაც და­ვი­წყე გა­მო­წე­რა. ახლა კი თით­ქმის ყვე­ლა­ფერს ონ­ლა­ინ ვი­წერ და ეს ისე­თი მარ­ტი­ვია. ვერც წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნი დრო და ენერ­გია მე­ზო­გე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით კი სუ­პერ­მარ­კე­ტის პრო­დუქ­ცი­ის ონ­ლა­ინ ყიდ­ვაა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ამ კა­ტე­გო­რი­ის შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად იცი, რა გინ­და და რამ­დე­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლა სუ­ლაც არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.“

საბა, 24 წლის: „პირ­ვე­ლად მარ­ტო რომ გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, პე­რი­ო­დუ­ლად დე­და­ჩე­მი მო­დი­ო­და ხოლ­მე და სა­ო­ჯა­ხო პრო­დუქ­ცია მოჰ­ქონ­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ იყო. სუ­პერ­მარ­კე­ტის პრო­დუქ­ცი­ის ონ­ლა­ინ ყიდ­ვა და­ვი­წყე და ეს იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ დე­და­ჩე­მიც კი აღარ და­დის მა­ღა­ზი­ა­ში. ისიც ონ­ლა­ინ ყი­დუ­ლობს.“

უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წელს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 1.92 მი­ლი­არ­დი ონ­ლა­ინ მყიდ­ვე­ლი და­ფიქ­სირ­და. სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის 14,1% კი ელექტრო­ნულ ვაჭ­რო­ბას უკა­ვია. ზრდის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტემ­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2023 წლის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 22%-მდე გა­იზ­რდე­ბა.

ლალი
7

ონლაინ შოპინგი ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. გისურვებთ წარმატებას!!!

ავტორი:

ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად - რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?

ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად -  რა ნივთები იყიდება ყველაზე ხშირად ონლაინ?

გსურთ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან? აკეთოთ ის, რაც გინდათ და გქონდეთ საკმარისი თავისუფალი დრო? მაშინ ონლაინ ვაჭრობა თქვენთვისაა.

ონლაინ ვაჭრობის განვითარება 1960-იანი წლებიდან იწყება. პირველი პროდუქტი, რომელიც ონლაინ გაიყიდა ავიაბილეთები იყო და ინოვატორი ამ მიმართულებით „ამერიკის ავიახაზები“ გახდა. მას შემდეგ ონლიან შოპინგის განვითარების ტემპი არ შეჩერებულა და დღეს თითქმის არ არსებობს პროდუქტი, რომლის ყიდვასაც სახლიდან გაუსვლელად ვერ შეძლებთ. ინტერნეტმა სრულიად შეცვალა მომხმარებლის ქცევა და წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს, იყიდოს პროდუქტები ონლაინ, რადგან ეს უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელია.

2019 წელს ონლაინ ვაჭრობის ყველაზე პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

· ტანსაცმელი

· ფეხსაცმელი

· აქსესუარები

· საკვები

· ფიტნეს პროდუქტები

· კოსმეტიკა

· წიგნები

· ელექტრონული მოწყობილობები

· სათამაშოები

· წამლები

ონლაინ შოპინგი ისეთივე მზარდია საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში. თავდაპირველად, ქართველები უცხოური საიტებიდან იწერდენენ ნივთებს და გადამზიდი კომპანიის საშუალებით იღებდნენ მას საქართველოში, საკუთარ სახლში. თუმცა ეს ბიზნესი მალე საქართველოშიც განვითარდა და დღეს უკვე არსებობს რამდენიმე ონლაინ მაღაზია, რომელიც სასურველ პროდუქტს თქვენთვის მისაღებ დროსა და ლოკაციაზე მოგართმევთ. 2015 წლიდან მუშაობს ონლაინმაღაზია momitane.ge და მისი მომხმარებლის რაოდენობა თვიდან თვემდე მნიშვნელოვნად იზრდება. momitane.ge-სდირექტორი ზურა ჯანგულაშვილიკი განმარტავს, რომ მომხმარებლის ქცევა საგრძნობლად იხვეწება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, თუ რამხელა კომფორტია ნივთების ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ყიდვა. სწორედ ამიტომ მათი მომხმარებლების რაოდენობაც მატულობს.

„ვცდილობთ, მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. შესაბამისად, მუდმივად მატულობს ჩვენი ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტი. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით კატეგორია „სუპერმარკეტი“ სარგებლობს. ჩვენს მომხმარებლებს შორის თანაბრად არიან როგორც დიასახლისები, ისე დასაქმებული ქალები და მამაკაცები. 21-ე საუკუნეში უბრალოდ აღარ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა დაკარგო დრო და ენერგია სუპერმარკეტში საოჯახო პროდუქციის საყიდლად,როდესაც აღნიშნულის გაკეთება სახლიდან გაუსვლელად ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე შეგიძლია. თან ჩვენთან ქსელურ თუ უბნის მაღაზიებთან შედარებით უფრო მრავალფეროვანი პროდუქციაა. სანდო ონლაინ მაღაზიის შერჩევის შემთხვევაში, ახალი და ხარისხიანი პროდუქციის მიღება გარანტირებული გექნებათ,“ - განმარტავს ზურა ჯანგულაშვილი.

ჩვენ დავინტერესდით, რა ფიქრობენ მომხმარებლები, რომლებიც პროდუქტებს ონლაინ ყიდულობენ.

მაია, 32 წლის: „თავდაპირველად ონლაინ ყიდვის ცოტა მეშინოდა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს საშიში კი არა, მეტად მოსახერხებელი და კომფორტულია. პირველად მცირე აქსესუარები ვიყიდე საზღვარგარეთ. მერე ნელ-ნელა გავთამამდი და ქართული საიტებიდანაც დავიწყე გამოწერა. ახლა კი თითქმის ყველაფერს ონლაინ ვიწერ და ეს ისეთი მარტივია. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი დრო და ენერგია მეზოგება. განსაკუთრებით კი სუპერმარკეტის პროდუქციის ონლაინ ყიდვაა მოსახერხებელი. ამ კატეგორიის შემთხვევაში ზუსტად იცი, რა გინდა და რამდენი, შესაბამისად, მაღაზიაში მისვლა სულაც არაა აუცილებელი.“

საბა, 24 წლის: „პირველად მარტო რომ გადავედი საცხოვრებლად, პერიოდულად დედაჩემი მოდიოდა ხოლმე და საოჯახო პროდუქცია მოჰქონდა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს აუცილებელი სულაც არ იყო. სუპერმარკეტის პროდუქციის ონლაინ ყიდვა დავიწყე და ეს იმდენად კომფორტული აღმოჩნდა, რომ დედაჩემიც კი აღარ დადის მაღაზიაში. ისიც ონლაინ ყიდულობს.“

უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიო მასშტაბით, 1.92 მილიარდი ონლაინ მყიდველი დაფიქსირდა. საცალო ვაჭრობის 14,1% კი ელექტრონულ ვაჭრობას უკავია. ზრდის განსაკუთრებული ტემპიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი 22%-მდე გაიზრდება.

"2 ტონა" - ლუდსახარში-სამზარეულო, პიონერი კრაფტ ლუდის წარმოებაში

GM Pharma („ჯი-ემ-პი“) დანიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს

აპარტოტელი “სკიო” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტ გუდაურში წლის ბოლოს იხსნება