პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ სტატუსზე"
პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ  სტატუსზე"

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც პრინცმა ჰა­რიმ და მის­მა ცოლ­მა, მე­გან მარ­კლმა სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს, მე­დი­ა­ში უინ­ძო­რე­ბის ოჯახ­ში არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბა­ზე ბევ­რს წე­რენ.

გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია პრინც უი­ლი­ამ­სა და პრინც ჰა­რის შო­რის არ­სე­ბულ კონ­ფლიქტზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი ბეჭ­დუ­რი და ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ.

"ახლა მას ვე­ღარ ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი ისე, რო­გორც ამას მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თებ­დით. ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით. ამის გამო ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ვარ. ერ­თა­დერ­თი რისი გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია და რისი გა­კე­თე­ბაც შეგ­ვიძ­ლია, მათი მხარ­და­ჭე­რაა და იმე­დი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ ერთ ხმა­ზე ვიმ­ღე­რებთ. მე მინ­და, რომ ყვე­ლა ერთ გუნდში ვი­ყოთ“, - ცი­ტი­რებ­და "ჰარ­პერსბა­ზა­რი“ პრინც უი­ლი­ა­მის სი­ტყვებს.

ასე­ვე, ზო­გი­ერ­თმა გა­მო­ცე­მამ ისიც და­წე­რა, რომ პრინ­ცი ჰარი ძმის მხრი­დან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი იყო სა­მე­ფო კარ­ზე შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის გამო და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბა.

თუმ­ცა უინ­ძო­რე­ბის სპი­კე­რი ყვე­ლა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ყალბს უწო­დებს და ძმე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ იყო, დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­ზე­თე­ბი და ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მე­ბი სპე­კუ­ლი­რე­ბენ სა­ს­ექ­სი­სა და კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცო­გებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბით. ძმე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ზრუ­ნა­ვენ ერ­თმა­ნე­თის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ძმე­ბის გან­ცხა­დე­ბა დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­თან ოჯა­ხუ­რი აუ­დი­ენ­ცი­ის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ოჯა­ხურ თათ­ბირ­ზე პრინ­ცი ჰარი სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ბე­ბი­ას და დე­დო­ფალ­მაც პირ­ვე­ლად გა­აც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა.

დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე პრინც ჰა­რი­სა და მისი მე­უღ­ლის მე­გან მარ­კლი­სათ­ვის “გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდს“ დას­თან­ხმდა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში დროს კა­ნა­და­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

“მე და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი მხარს ვუ­ჭერთ ჰა­რი­სა და მე­გა­ნის სურ­ვილს, რომ შექ­მნან ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც ახალ­გაზ­რდა ოჯახ­მა. თუმ­ცა ჩვენ გვერ­ჩივ­ნა, რომ მათ უარი არ ეთ­ქვათ სა­მე­ფო სტა­ტუს­ზე. ჩვენ პა­ტივს ვცემთ და გვეს­მის მათი სურ­ვი­ლი, იცხოვ­რონ უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლად“, - ამ­ბობს დე­დო­ფა­ლი.

გა­სულ კვი­რას პრინცმა ჰა­რიმ და მე­გან მარ­კლმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბას ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მო­შორ­დე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო მო­ნარ­ქმა მთავ­რო­ბას და მრჩევ­ლებს და­ა­ვა­ლა მომ­ხდა­რი­დან გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვონ.

პრინ­ცი ჰარი, რო­მე­ლიც 35 წლი­საა, რი­გით მე­ექ­ვსე ტახ­ტის მემ­კვიდ­რე და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წევ­რია სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
23

ეს შავგვრემანი ქალბატონი კიდევ ბევრ სკანდალებს დაატრიალებს, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო...

ქართველი
11

არ უნდათ შეზღუდული და ჩარჩოებში ჩასმული ცხოვრება 21-ე საუკუნეში, ყველაფერში შეზღუდულები არიან, ყველა მიხვრა-მოხვრაში, შლაპის ზომიდან დაწყებული,ფეხის ნაბიჯის ზომით დამთავრებული, საშინელებაა ასეთი ცხოვრება, მხარს ვუჭერ ამ საღად მოაზროვნე ადამიანებს. მეც იგივეს ვიზამდი, დაიღალნენ ადამიანები.

ავტორი:

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ სტატუსზე"

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ  სტატუსზე"

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება. მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარი განაცხადეს, მედიაში უინძორების ოჯახში არსებულ უთანხმოებაზე ბევრს წერენ.

განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ინფორმაცია პრინც უილიამსა და პრინც ჰარის შორის არსებულ კონფლიქტზე, რომლის შესახებაც სხვადასხვა გავლენიანი ბეჭდური და ონლაინ გამოცემები წერდნენ.

"ახლა მას ვეღარ ჩავეხუტები ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდით. ერთმანეთს დავშორდით. ამის გამო ძალიან სევდიანი ვარ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია და რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათი მხარდაჭერაა და იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როცა ჩვენ ისევ ერთ ხმაზე ვიმღერებთ. მე მინდა, რომ ყველა ერთ გუნდში ვიყოთ“, - ციტირებდა "ჰარპერსბაზარი“ პრინც უილიამის სიტყვებს.

ასევე, ზოგიერთმა გამოცემამ ისიც დაწერა, რომ პრინცი ჰარი ძმის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო სამეფო კარზე შედარებით დაბალი რანგის გამო და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰარიმ სამეფო ოჯახის დატოვება.

თუმცა უინძორების სპიკერი ყველა ამ ინფორმაციას ყალბს უწოდებს და ძმების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ იყო, დიდი ბრიტანეთის გაზეთები და ონლაინ გამოცემები სპეკულირებენ სასექსისა და კემბრიჯის ჰერცოგებს შორის ურთიერთობით. ძმებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, შეურაცხმყოფელია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ძმების განცხადება დედოფალ ელისაბედთან ოჯახური აუდიენციის შემდეგ გამოქვეყნდა. ოჯახურ თათბირზე პრინცი ჰარი სკანდალური გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ პირველად შეხვდა ბებიას და დედოფალმაც პირველად გააცნო საზოგადოებას ამ ამბავთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება.

დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლისათვის “გარდამავალ პერიოდს“ დასთანხმდა, რომლის მიხედვითაც, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გარკვეული პერიოდის განმავლობაში დროს კანადასა და გაერთიანებულ სამეფოში გაატარებენ.

“მე და მთელი ჩემი ოჯახი მხარს ვუჭერთ ჰარისა და მეგანის სურვილს, რომ შექმნან ახალი ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ოჯახმა. თუმცა ჩვენ გვერჩივნა, რომ მათ უარი არ ეთქვათ სამეფო სტატუსზე. ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილი, იცხოვრონ უფრო დამოუკიდებლად“, - ამბობს დედოფალი.

გასულ კვირას პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებას ნაწილობრივ ჩამოშორდებიან. აღნიშნულის გამო მონარქმა მთავრობას და მრჩევლებს დაავალა მომხდარიდან გამოსავალი იპოვონ.

პრინცი ჰარი, რომელიც 35 წლისაა, რიგით მეექვსე ტახტის მემკვიდრე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია სამეფო ოჯახის წევრებს შორის.

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა