პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე
"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

ვარ­კე­თილ­ში, ე.წ. დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი მუ­რად წურ­წუ­მი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ბუ­რძე­ნი­ძის ად­ვო­კა­ტი, გო­გი­ნა­ვა გა­მო­რი­ცხავს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ის მი­მა­ლუ­ლი იყო, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, ის სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იყო და კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს ბრა­ლად შე­რა­ცხულ ქმე­დე­ბა­ში მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ.

ის ვახ­ტანგ ბუ­რძე­ნი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, ად­ვო­კატ­მა გი­რა­ოს ოდე­ნო­ბის და გა­დახ­დის გან­სა­ზღვრა სა­სა­მარ­თლოს მი­ან­დო. ამას­თან, ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე გან­მარ­ტა, რომ ვახ­ტანგ ბუ­რძე­ნი­ძეს არა­ვინ მფარ­ვე­ლობს.

"არ წარ­მო­ად­გენს ის არც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ნა­თე­სავს, ის ჩვენ­სა­ვით რი­გი­თი მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნია და მზად ვართ პა­სუ­ხი ვა­გოთ, თუკი, ამას არ­სე­ბი­თი საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლე და­ი­ნა­ხავს", -გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ.

ვახ­ტანგ ბუ­რძე­ნი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი კე­რა­ტიშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ბუ­რძე­ნი­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე.

ვახ­ტანგ ბუ­რძე­ნი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117 -ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და სსკ-ის 126 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
11

ეს ჩვეულებრივი მოკვდავია, და ბიძინა არამოკვდავი ან არაჩვეულებრივი მოკვდავი?!

ზაზა/გ
0

ნუ ნერვიულობთ .... მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიააან 

ავტორი:

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებული ვახტანგ ბურძენიძის ადვოკატი, გოგინავა გამორიცხავს ინფორმაციას, რომ თითქოს, დაკავებული პირი მიმალვაში იმყოფებოდა.

"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მიმალული იყო, არ შეესაბამება სინამდვილეს, ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო და კატეგორიულად გამორიცხავს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მის მონაწილეობას", - განაცხადა გოგინავამ.

ის ვახტანგ ბურძენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვს. თუმცა, ადვოკატმა გირაოს ოდენობის და გადახდის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო. ამასთან, ადვოკატმა სასამართლოზე განმარტა, რომ ვახტანგ ბურძენიძეს არავინ მფარველობს.

"არ წარმოადგენს ის არც ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ის ჩვენსავით რიგითი მოკვდავი ადამიანია და მზად ვართ პასუხი ვაგოთ, თუკი, ამას არსებითი საქმის განმხილველი მოსამართლე დაინახავს", -განაცხადა გოგინავამ.

ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბურძენიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?

საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მგზავრებს 24-საათიან რეჟიმში ამოწმებენ - შსს განცხადებას ავრცელებს

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი