პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ
აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

სო­ხუმ­ში მო­მი­ტინ­გე­ე­ბი დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ. მათ ფან­ჯრის მი­ნე­ბი ჩა­ამ­სხვრი­ეს და შე­ნო­ბის შიგ­ნით შეღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეს.

რო­გორც აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, ერთ-ერთი მო­მი­ტინ­გე ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­დებს, შე­ნო­ბას ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნონ. მე­დია ასე­ვე იუ­წყე­ბა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და შე­ნო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაც­ვის წევ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რი­პი­რე­ბა მოხ­და.

სო­ხუმ­ში, ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხრე­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია დღეს დი­ლით და­ი­წყო. ისი­ნი ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას ითხო­ვენ.

აქ­ცია დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბის წინ და­ი­წყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ე.წ.პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან გაგ­რძელ­და. ცოტა ხნით ადრე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის „უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ“ სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის მოს­მე­ნა და­ი­წყო ყო­ფი­ლი ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია „ამ­ცა­ხა­რას“ ლი­დე­რის, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას სარ­ჩელ­ზე. სარ­ჩე­ლი გუ­ლის­ხმობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ“ გა­მო­ცხად­დეს ბა­თი­ლად.

აფხა­ზეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­სუ­ლი წლის 8 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა, სა­დაც დე ფაქ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მინ­დელ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა, რაულ ხა­ჯიმ­ბამ 47.39%-ით გა­ი­მარ­ჯვა, მო­სახ­ლე­ო­ბის 46,17%-მა კი ხმა ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას მის­ცა. „ამ­ცა­ხა­რა“ „არ­ჩევ­ნე­ბის“ შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს და მის გა­ბა­თი­ლე­ბას ითხოვს.

00:00 / 00:00
ავტორი:

აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

აქცია სოხუმში - მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.

როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.

სოხუმში, ოპოზიციის მომხრეების საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყო. ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ.პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

რა ხდებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება