ავტორი:

"დღეს მთვარის 1-ლი დაბნელებაა" - რატომ შეარქვეს ასტროლოგებმა 2020-ს აპოკალიფსის წელი და რას შეცვლის მოსალოდნელი რეკორდული დაბნელებები

"დღეს მთვარის 1-ლი დაბნელებაა" - რატომ შეარქვეს ასტროლოგებმა 2020-ს აპოკალიფსის წელი და რას შეცვლის მოსალოდნელი რეკორდული დაბნელებები

10-11 იანვრის ღამეს მთვარის დაბნელებას ველოდებით კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. თუმცა, მისი გამოძახილი 13 იანვრამდე გაგრძელდება და შეიძლება მისი ენერგია უკვე დღესაც კი იგრძნოთ. როგორც წესი, წელიწადში ხდება მზის ორი (იშვიათად სამი და უფრო მეტი) და მთვარის ორი, მაქსიმუმ - სამი დაბნელება, მაგრამ 2020 წელს იქნება მთვარის 4 - რეკორდული რაოდენობის დაბნელება. ამიტომაც არის, რომ 2020 წელს აპოკალიფსის წელი შეარქვეს.

10-11 იანვრის დაბნელება (დაიწყება 23:10 საათზე) იქნება პირველი დაბნელება იმ ექვსიდან, რომელიც 2020 წელს მოხდება.

თხის რქაში განთავსებული ოთხი პლანეტა - მზე, მერკური, სატურნი და პლუტონი - დაუპირისპირდება კირჩხიბში განლაგებულ მთვარეს

ამიტომ, წინა პლანზე გამოვა დედობის, ოჯახისა და სახლის თემები. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მთვარე არის ჩვენი ემოციებიც. სასურველია, დაბნელების დღეს დაივიწყოთ წყენა, ახლობლებს მიუტევოთ, გათავისუფლდეთ მობეზრებული ურთიერთობებისა და საქმეებისგან. თუმცა, უნდა გაფრთხილდეთ კიდეც, რათა უმიზეზოდ არ გაწყდეს ურთიერთობა. მთვარის დაბნელება მოხდება მეჩვიდმეტე მთვარის დღეს.

დაბნელებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. აი, ახლების დაწყებას კი არ გირჩევთ. უმჯობესია, უახლოეს ახალმთავარეობას დაელოდოთ, რომელიც 24 იანვარს იქნება.

კიდევ ერთი მინიშნება, 2020 წელი იქნება მთვარის წელიწადი. ამიტომ, მოსალოდელია ადამიანების დიდი ჯგუფების გადასახლება ერთი ადგილიდან მეორეზე, მიგრაცია. ეს შეიძლება იყოს ან სურვილით ან გარემო პირობებით არსებული აუცილებლობა.

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ 2020 წელს მოიმატებს ნალექის რაოდენობა. მოსალოდნელია ხშირი წვიმები, თოვლი - გარკვეულ რეგიონში. მართალია, წყალდიდობებს არ გვიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში შეიძლება მოხდეს ზღვის დონის ადიდება, მდინარეები გადმოვიდნენ კალაპოტიდან და ა.შ.

მთვარის დაბნელებები 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია: 5 ივნისს, 5 ივლისსა და 30 ნოემბერს. დააკვირდით იმ ადამიანების ცხოვრებას, ვისი დაბადების დღეც დაემთხვევა მთვარის დაბნელებას. საინტერესოა, რა ცვლილება მოხდება მათ ოჯახურ ცხოვრებაში. ამბობენ, რომ როცა მთვარის დაბნელება დაბადების დღეს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება გაქნორწინდეს ან მშობელი გახდეს, ანუ ისევ მთვარის თემა გააქტიურდეს.

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში

წვიმა, მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი - 4 თებერვლის ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან