მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა
ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნა­საც გეგ­მავს. ამის შე­სა­ხებ სს სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის „ლა­გუ­ნა ვე­რეს“ გან­ცხა­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "ლა­გუ­ნა ვე­რეს“ გან­თავ­სე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბის 99.97%-ის მფლო­ბე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი სს „იუ­ნი­ო­ნი“ აქ­ცი­ა­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ყიდ­ვის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს "ლა­გუ­ნა ვე­რეს“ დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ცი­ე­ბის გა­მოს­ყიდ­ვას ყვე­ლა აქ­ცი­ო­ნე­რი­სა­გან. გა­მოს­ყიდ­ვის სა­აღ­რი­ცხვო თა­რი­ღად - 2020 წლის 12 იან­ვა­რი, ერთი ცალი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აქ­ცი­ის გა­მოს­ყიდ­ვის ფა­სად კი 3.62 ლა­რია გან­სა­ზღვრუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის უდი­დე­სი ღია სა­ცუ­რაო აუზი 1978 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს გა­იხ­სნა, ამ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ კომ­პლექსში ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ცურ­ვის, წყალ­ბურ­თის, წყალ­ში ხტო­მი­სა და სინ­ქრო­ნუ­ლი ცურ­ვის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბი. სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სი 2014 წლის 2 მარ­ტამ­დე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, აუ­ზის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ლა­გუ­ნა ვე­რეს და­ხურ­ვის მი­ზე­ზად შე­ნო­ბის სიძ­ვე­ლე­სა და და­ბალ შე­მო­სავ­ლებს ასა­ხე­ლებ­და.

ბიზ­ნეს რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2007 წლის 18 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბულ ლა­გუ­ნა ვე­რეს აქ­ცი­ო­ნერ­თა კრე­ბა­ზე გა­ირ­კვა, რომ 2006 წლის მან­ძილ­ზე აუ­ზის ხარ­ჯე­ბი მის შე­მო­სავ­ლებს 160 ათა­სი ლა­რით აღე­მა­ტე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გა­რე­მო­ე­ბა გახ­და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მისი გა­ყიდ­ვის მი­ზე­ზი.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2007 წლის 12 ივ­ნისს ლა­გუ­ნა ვე­რეს აქ­ცი­ა­თა 63.03 %-ის მფლო­ბე­ლი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "იუ­ნი­ო­ნი" გახ­და. სწო­რედ მისი მეშ­ვე­ო­ბით გახ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ლა­გუ­ნა ვე­რეს მფლო­ბე­ლი. ბიზ­ნეს რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­რი­გე­ბის და­დე­ბის დროს "სს იუ­ნი­ო­ნის" კა­პი­ტა­ლი 204 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, თა­ვად "იუ­ნი­ო­ნი" კი ამ პე­რი­ოდ­ში ქარ­თუ ჯგუ­ფის აქ­ცი­ა­თა 26%-ის მფლო­ბე­ლი იყო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
103

დარწმუნებული ვარ სულ მალე ლაგუნას ადგილზე კიდევ ერთი ნამდვილი სამოთხე იქნება ბატონი ბიძინას დამსახურებით

sergo
24

ეგებ აღადგინოს. მაგარი საქმე იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა

ბიძინა ივანიშვილი "ლაგუნა ვერეს" აქციებს მთლიანად შეისყიდის - ერთი აქციის ფასი 4 ლარამდეა

ბიძინა ივანიშვილი „ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების შეძენასაც გეგმავს. ამის შესახებ სს სპორტული კომპლექსის „ლაგუნა ვერეს“ განცხადება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

კერძოდ, განცხადების თანახმად, "ლაგუნა ვერეს“ განთავსებული აქციების 99.97%-ის მფლობელი აქციონერი სს „იუნიონი“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს "ლაგუნა ვერეს“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად - 2020 წლის 12 იანვარი, ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად კი 3.62 ლარია განსაზღვრული.

ცნობისთვის, თბილისის უდიდესი ღია საცურაო აუზი 1978 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა, ამ მრავალფუნქციურ კომპლექსში ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. საცურაო კომპლექსი 2014 წლის 2 მარტამდე ფუნქციონირებდა, აუზის ხელმძღვანელობა ლაგუნა ვერეს დახურვის მიზეზად შენობის სიძველესა და დაბალ შემოსავლებს ასახელებდა.

ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, 2007 წლის 18 მაისს ჩატარებულ ლაგუნა ვერეს აქციონერთა კრებაზე გაირკვა, რომ 2006 წლის მანძილზე აუზის ხარჯები მის შემოსავლებს 160 ათასი ლარით აღემატებოდა. სავარაუდოდ, ეს გარემოება გახდა რამდენიმე დღეში მისი გაყიდვის მიზეზი.

საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, 2007 წლის 12 ივნისს ლაგუნა ვერეს აქციათა 63.03 %-ის მფლობელი სააქციო საზოგადოება "იუნიონი" გახდა. სწორედ მისი მეშვეობით გახდა ივანიშვილი ლაგუნა ვერეს მფლობელი. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, გარიგების დადების დროს "სს იუნიონის" კაპიტალი 204 მილიონ ლარს შეადგენდა, თავად "იუნიონი" კი ამ პერიოდში ქართუ ჯგუფის აქციათა 26%-ის მფლობელი იყო. წაიკითხეთ სრულად

წლის ბოლომდე გვექნება 3 მლრდ აშშ დოლარის დახმარება, არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს - პრემიერი

მაისის ბოლომდე საქართველო ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მლნ პირბადეს შეიძენს

დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება - როგორია დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი