სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს
"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ირან­ში, კერ­ძოდ ის­პა­ჰან­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი სოსო მი­ქე­ლა­ძე (ჰო­სე­ინ მი­ქე­ლა­ნი) AMBEBI.GE-ს ირან­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­წყო­ბა­ზე ესა­უბ­რა. მი­ქე­ლა­ძე ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც ირან­ში ქარ­თულს ას­წავ­ლის.

რეს­პონ­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ირან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია, ნა­წი­ლი - სიმ­შვი­დეს ინარ­ჩუ­ნებს, რად­გა­ნაც შეჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან კრი­ზი­სულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბას.

"ყვე­ლა ეს მოვ­ლე­ნა უცებ და­ი­წყო და პი­რა­დად ჩემ­თვის, შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა. უბე­დუ­რე­ბა უბე­დუ­რე­ბას მოს­დევს. არ ვი­ცით, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ერთი სა­ა­თის შემ­დეგ.

ზოგი პა­ნი­კა­შია, ზოგი არა. ჩვენ მიჩ­ვე­უ­ლი ვართ კრი­ზის­ში ცხოვ­რე­ბას და უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ომი არ და­ი­წყე­ბა“, - ამ­ბობს სოსო მი­ქე­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი გან­წყო­ბა იმი­ტომ არის, რომ "ომი არა­ვის სურს“. კი­თხვა­ზე, ხომ არ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ან ხომ არ ტო­ვე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ირანს, ასე გვპა­სუ­ხობს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ჩემი უდი­დე­სი სურ­ვი­ლია, მაგ­რამ აქ ყვე­ლა­ფე­რი უნდა მი­ვა­ტო­ვოთ, ან ძა­ლი­ან და­ბალ ფა­სებ­ში გავ­ყი­დოთ, გად­მო­ვი­დეთ და და­ვი­წყოთ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. ჩვენ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია ცხოვ­რე­ბის­თვის?! სახ­ლი, შე­მო­სა­ვა­ლი და ბევ­რი რამ არის სა­ჭი­რო.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას უნდა იქ იცხოვ­როს, სა­დაც მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა და ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, მი­აღ­წევს თა­ვის სურ­ვი­ლებს“, - გვე­უბ­ნე­ბა სოსო მი­ქე­ლა­ძე.

ამე­რი­კელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი, ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი ერა­ყის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მოკ­ლეს. პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ლე­ი­მა­ნი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის მკვლე­ლო­ბა­სა და ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი.

ირან­მა ამე­რი­კელ­თა მიერ გე­ნერ­ლის მოკ­ვლას 8 ია­ვარს უპა­სუ­ხა და ერაყ­ში, აშშ-ის ორ სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მი­ი­ტა­ნა იე­რი­ში. სა­პა­სუ­ხოდ, დო­ნალდ ტრამ­პა გა­ნა­ცხა­და, რომ ირანს მკაცრ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს.

"ირა­ნი ტე­რო­რიზ­მის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია. ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი საფრ­თხეს უქ­მნის ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ოს. ჩვენ ამას არას­დროს და­ვუშ­ვებთ. გა­სულ კვი­რას მი­ვი­ღეთ გა­დამ­წყვე­ტი ზომა, შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა ყვე­ლა­ზე და­უნ­დო­ბე­ლი ტე­რო­რის­ტი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს უქ­მნი­და საფრ­თხეს. ჩემი მი­თი­თე­ბით, სამ­ხედ­რო­ებ­მა მო­ახ­დი­ნეს ტე­რო­რისტ ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცია, რო­მე­ლიც ბევრ სა­ში­ნე­ლე­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ის წვრთნი­და ტე­რო­რის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბებს, მათ შო­რის "ჰეზ­ბო­ლას". ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენ­ზე თავ­დას­ხმე­ბი სწო­რედ მისი მი­თი­თე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

ერთ-ერთი ასე­თი თავ­დას­ხმის დროს ერთი ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე მძი­მედ და­შავ­და. სო­ლე­ი­მა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და აშშ-ის სა­ელ­ჩო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმა­საც. მას ხე­ლე­ბი ჰქონ­და გას­ვრი­ლი, რო­გორც ირა­ნე­ლე­ბის, ასე­ვე ამე­რი­კე­ლე­ბის სის­ხლით. დიდი ხნის წინ უნდა მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა, მისი ლიკ­ვი­და­ცი­ით ჩვენ ძლი­ე­რი მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნეთ ტე­რო­რის­ტებს", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით აღმაშენებელი
10

ამ ხალხის პრობლემა დიდი ხანია მოსაგვარებელი აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ავუშენოთ სახლები დემოგრაფიულად რთულ ადგილებში, და გადავცეთ ფერედანელ ქართველებს. ისინი ისეთივე ქართველები არიან როგორც ჩვენ, შეიძლება უფრო მაგრებიც, ვინაიდან 400 წელია არ დაივიწყეს თავიანთი სამშობლო. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს ვალია, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არცერთ ხელისუფლებას არ უნდა. ტეხავს. 

მახ-10
20

დაბრუნება ყველას შეუძლია ოღონდ ქრისტიანობას,მტრის მიერ წართმეულ რწმენას აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ... ეს ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს...

 

ავტორი:

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ირანში, კერძოდ ისპაჰანში მცხოვრები ქართველი სოსო მიქელაძე (ჰოსეინ მიქელანი) AMBEBI.GE-ს ირანში შექმნილ ვითარებასა და ადგილობრივების განწყობაზე ესაუბრა. მიქელაძე ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ირანში ქართულს ასწავლის.

რესპონდენტი გვეუბნება, რომ ირანში საზოგადოების ნაწილი პანიკაშია, ნაწილი - სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგანაც შეჩვეულები არიან კრიზისულ პირობებში ცხოვრებას.

"ყველა ეს მოვლენა უცებ დაიწყო და პირადად ჩემთვის, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. უბედურება უბედურებას მოსდევს. არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ.

ზოგი პანიკაშია, ზოგი არა. ჩვენ მიჩვეული ვართ კრიზისში ცხოვრებას და უმეტესობა ფიქრობს, რომ ომი არ დაიწყება“, - ამბობს სოსო მიქელაძე.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ასეთი განწყობა იმიტომ არის, რომ "ომი არავის სურს“. კითხვაზე, ხომ არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ან ხომ არ ტოვებენ ადგილობრივები ირანს, ასე გვპასუხობს:

"საქართველოში დაბრუნება ჩემი უდიდესი სურვილია, მაგრამ აქ ყველაფერი უნდა მივატოვოთ, ან ძალიან დაბალ ფასებში გავყიდოთ, გადმოვიდეთ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება. ჩვენ ხომ საქართველოში არაფერი გაგვაჩნია ცხოვრებისთვის?! სახლი, შემოსავალი და ბევრი რამ არის საჭირო.

რასაკვირველია, ყველას უნდა იქ იცხოვროს, სადაც მშვიდობა იქნება და ვისაც შესაძლებლობა ექნება, მიაღწევს თავის სურვილებს“, - გვეუბნება სოსო მიქელაძე.

ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ერაყის საერთაშორისო აეროპორტში მოკლეს. პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობასა და ტერორისტებთან კავშირში იყო ბრალდებული.

ირანმა ამერიკელთა მიერ გენერლის მოკვლას 8 იავარს უპასუხა და ერაყში, აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე მიიტანა იერიში. საპასუხოდ, დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ ირანს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

"ირანი ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს. ჩემი მითითებით, სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი.

ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის "ჰეზბოლას". ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა.

ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე მძიმედ დაშავდა. სოლეიმანი ხელმძღვანელობდა აშშ-ის საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც. მას ხელები ჰქონდა გასვრილი, როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა, მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს", - განაცხადა ტრამპმა.

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა