სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე
ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ათწლე­უ­ლე­ბის წინ, ის­ლა­მურ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე, ანუ 1979 წლამ­დე, ირანს შაჰი, მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი გა­ნა­გებ­და. ფეჰლევს, რო­მე­ლიც ტახ­ტზე 1941 წელს ავი­და, სურ­და ირა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნად ექ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად, თა­ვი­სუფ­ლად და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით იცხოვ­რებ­დნენ.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­ზა­ნიც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა იყო, მათ შო­რის, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. რე­ფორ­მის შე­დე­გად, ირა­ნელ ქა­ლებს ხმის მი­ცე­მის და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ.

რე­ფორ­მე­ბი მას­შტა­ბუ­რი იყო და ხში­რად არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მე­ბი­თა და მე­თო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნას უბიძ­გებ­და და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ. ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

შა­ჰის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­ვი­თარ­და ირა­ნის ეკო­ნო­მი­კა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა. დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ მას შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში მთა­ვარ მო­კავ­ში­რედ მი­იჩ­ნევ­დნენ.

ამ პე­რი­ო­დის ირა­ნი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რე­სის თვალ­საზ­რი­სით, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებ­და, თუმ­ცა კო­მუ­ნის­ტებ­სა და რე­გი­ლი­ურ ჯგუ­ფებს არ მოს­წონ­დათ შა­ჰის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია.

ყვე­ლა­ფე­რი 1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­მე­ფო ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ირა­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მათ თავ­შე­სა­ფა­რი აშშ-ში მი­ი­ღეს. ირა­ნის შაჰი 1980 წელს, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას სამი ცოლი ჰყავ­და. მე­სა­მე ცოლი, ირა­ნის უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი, ფა­რაჰ ფეჰლე­ვი იყო. ის ცხოვ­რე­ბის ნა­წილს აშშ-ში, ნა­წილს კი საფ­რან­გეთ­ში ატა­რებს და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ირან­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

ვნა­ხოთ ფო­ტო­ე­ბი, რო­გორ იყო რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ირა­ნი:

ირა­ნის შაჰი, მუ­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი, მისი ცოლი, დე­დო­ფა­ლი ფავ­ზია და პრინ­ცე­სა შაჰნა­ზი - თე­ი­რა­ნი 1942 წელი.

სე­პას მო­ე­და­ნი, თე­ი­რა­ნის მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი - 1946 წელი

შა­ჰის თეთ­რი სა­სახ­ლე

. მან­ქა­ნე­ბი­თა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი, ფირ­დო­უ­სის გამ­ზირ­ზე, თე­ი­რან­ში, 1946 წელი.

ქა­ლე­ბი იც­ვამ­დნენ მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად. რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თვის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის ჩაც­მაც კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო.
შა­ჰის ერთ-ერთი ცოლი, დე­დო­ფა­ლი სო­რა­ია

გო­გო­ნებ­სა და ბი­ჭებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ

შა­ჰის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ირა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა გახ­და. ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია იტა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­და, ქმარ­თან, მილ­კო სკო­ფიჩ­თან ერ­თად, მათ გვერ­დით ირა­ნე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან. ფოტო ირან­ში, 1963 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.
ირა­ნის მმარ­თვე­ლე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყავნ ქვეყ­ნებს. ამ ფო­ტო­ზე ირა­ნის შაჰი და დე­დო­ფა­ლი სო­რა­ია დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, უინ­სტონ ჩერ­ჩილ­თან ერ­თად არი­ან. ფოტო ლონ­დონ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.
უჩად­რო ქა­ლე­ბი თე­ი­რა­ნის ქუ­ჩებ­ში

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
12

ესეთი ირანი თავად ირანელ ხალხს ჭირდება პირველ რიგში და მერე მსოფლიოს. უნდა მოაშორონ სადისტი ფანატიკოსები ე.წ ირანის მმართველები ერთხელ და სამუდამოდ, წარმატებები ამერიკას!

rbfg
9

სინათლიდან სიბნელისკენ! 

ავტორი:

ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ფოტოები, რომლებიც ასახავს, როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე - ქალები ჩადრის გარეშე და საცურაო კოსტუმებით სანაპიროზე

ათწლეულების წინ, ისლამურ რევოლუციამდე, ანუ 1979 წლამდე, ირანს შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი განაგებდა. ფეჰლევს, რომელიც ტახტზე 1941 წელს ავიდა, სურდა ირანი თანამედროვე, ცივილურ ქვეყნად ექცია, სადაც ადამიანები მშვიდობიანად, თავისუფლად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით იცხოვრებდნენ.

1960 წელს შაჰი ე.წ. თეთრი რევოლუციის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანიც სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება იყო, მათ შორის, ქალების უფლებების თვალსაზრისითაც. რეფორმის შედეგად, ირანელ ქალებს ხმის მიცემის და განათლების მიღების უფლება მიეცათ.

რეფორმები მასშტაბური იყო და ხშირად არადემოკრატიული, ადამიანის უფლების შემლახავი ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყანას უბიძგებდა დასავლური ორიენტაციისკენ. ირანის მოქალაქეებმა ამ პერიოდში კულტურული თავისუფლება მოიპოვეს.

შაჰის მმართველობის დროს მნიშვნელოვნად განვითარდა ირანის ეკონომიკა და საგანმანათლებლო სისტემა. დიდი ბრიტანეთი და აშშ მას შუა აღმოსავლეთში მთავარ მოკავშირედ მიიჩნევდნენ.

ამ პერიოდის ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა, თუმცა კომუნისტებსა და რეგილიურ ჯგუფებს არ მოსწონდათ შაჰის მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაცია.

ყველაფერი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეიცვალა. რევოლუციის შემდეგ სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა. მათ თავშესაფარი აშშ-ში მიიღეს. ირანის შაჰი 1980 წელს, ეგვიპტეში გარდაიცვალა. მას სამი ცოლი ჰყავდა. მესამე ცოლი, ირანის უკანასკნელი დედოფალი, ფარაჰ ფეჰლევი იყო. ის ცხოვრების ნაწილს აშშ-ში, ნაწილს კი საფრანგეთში ატარებს და რევოლუციის შემდეგ ირანში აღარ დაბრუნებულა.

ვნახოთ ფოტოები, როგორ იყო რევოლუციამდელი ირანი:

ირანის შაჰი, მუჰამედ რეზა ფეჰლევი, მისი ცოლი, დედოფალი ფავზია და პრინცესა შაჰნაზი - თეირანი 1942 წელი.

სეპას მოედანი, თეირანის მთავარი მოედანი - 1946 წელი

შაჰის თეთრი სასახლე

. მანქანებითა და ფეხით მოსიარულეები, ფირდოუსის გამზირზე, თეირანში, 1946 წელი.

ქალები იცვამდნენ მოდის ტენდენციების და საკუთარი სურვილის შესაბამისად. რევოლუციამდელი ირანელი ქალებისთვის საცურაო კოსტიუმების ჩაცმაც კი ჩვეულებრივი რამ იყო.
შაჰის ერთ-ერთი ცოლი, დედოფალი სორაია

გოგონებსა და ბიჭებს განათლების მიღების თანაბარი უფლება ჰქონდათ

შაჰის მმართველობის დროს ირანი ვარსკვლავებისთვის საინტერესო ქვეყანა გახდა. ფოტოზე აღბეჭდილია იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, ქმართან, მილკო სკოფიჩთან ერთად, მათ გვერდით ირანელი სპორტსმენები არიან. ფოტო ირანში, 1963 წელსაა გადაღებული.
ირანის მმართველები ხშირად სტუმრობდნენ მსოფლიოს წამყავნ ქვეყნებს. ამ ფოტოზე ირანის შაჰი და დედოფალი სორაია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, უინსტონ ჩერჩილთან ერთად არიან. ფოტო ლონდონშია გადაღებული.
უჩადრო ქალები თეირანის ქუჩებში

კიდევ ერთი მატჩის მოლოდინში: ქართველი ფეხბურთელები უკვე საბერძნეთში არიან: რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთის ფედერაცია სალონიკიდან?

"ფეხბურთელი" მიხეილ სააკაშვილი - რა ფოტოს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი არქივიდან: "ქართველი პოლიტიკოსები უკრაინელებზე უფრო ძლიერები აღმოჩდნენ"

"სატანის ფეხსაცმელების" კოლექცია, რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს, 1 წუთში სრულად გაიყიდა