სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქინ-ძა-ძას (ქინ...ძე...ბი-ს) კვირა...
ქინ-ძა-ძას (ქინ...ძე...ბი-ს) კვირა...

ვინც არ იცის, მის გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი: "ქინ-ძა-ძა" არის ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუსი რე­ჟი­სო­რის, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას ერთ-ერთი კო­მე­დი­უ­რი ფილ­მის სა­თა­უ­რი და, აგ­რეთ­ვე, ფრა­ზა ამა­ვე ფილ­მი­დან - გა­მო­გო­ნილ, უცხოპ­ლა­ნე­ტელ­თა ენა­ზე.

მარ­თა­ლი რომ გი­თხრათ, არ მახ­სოვს, რას ნიშ­ნავს ფილმში ეს "ქინ-ძა-ძა", მაგ­რამ თვით ფილ­მი რომ დიდი ვე­რა­ფე­რი შვი­ლია (და­ნე­ლი­ას სხვა კო­მე­დი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით), ამას თვით რე­ჟი­სო­რიც აღი­ა­რებს.

სა­მა­გი­ე­როდ, და­ნე­ლი­ას ეს არ­ცთუ შე­დევ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის უპირ­ვე­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფოს პრე­ზი­დენ­ტის უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მი ყო­ფი­ლა ბავ­შვო­ბი­დან!

დიახ, ბა­ტო­ნე­ბო - მის­ტერ პრე­ზი­დენტ ბა­რაქ ჰუ­სე­ინ ობა­მა თურ­მე ბავ­შვო­ბი­დან "ქინ-ძა-ძა"-ზე აფა­ნა­ტებს!!!

ასე თქვა მის­მა დამ (მერე რა, რომ ნა­ხე­ვარ­დაა, "მთე­ლი" არ ჰყავს და რა ქნას?!) და და­ე­ჯე­რე­ბა...

ისე, ჩვენ­ში დარ­ჩეს და, მაგ ბიჭ­ზე (და­ნე­ლი­ა­ზე კი არა, ობა­მა­ზე) თა­ვი­დან­ვე ვი­ეჭ­ვე, რომ არის მას­ში რა­ღაც "ქინ(ძა)ძური"-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­თაც თუ გა­მარ­თლდე­ბო­და, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა! არა, არა - დღი­თი დღე ვრწმუნ­დე­ბი ჩემ­ში წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ნი­ჭის არ­სე­ბო­ბა­ში და უსა­მარ­თლო­ბა არ არის, ამ ქვე­ყა­ნა­ში ირაკ­ლი ლო­მა­ი­ას ერ­ქვას რა­ღა­ცის მამა თუ მა­მამ­თა­ვა­რი?! კარ­გი, აღარ გვინ­და, შე­ვეშ­ვათ ლო­მა­ი­ას, დღეს სხვა "ქინ(ძა)ძებ­ზე" უნდა ვი­სა­უბ­რო.

არ ვიცი, რითი, უფრო ზუს­ტად - "ვი­სით" და­ვი­წყო... არა, კი ვიცი, ოღონდ მიმ­ძიმს... მაგ­რამ რას ვი­ზამ - სი­მარ­თლე უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა! ეეჰჰ... მოკ­ლედ, ჩემ­მა მკი­თხველ­მა (მე­გობ­რებ­მა - მით უმე­ტეს) იცი­ან, რომ უაზ­როდ, უმი­ზე­ზოდ და ფა­ნა­ტი­კუ­რად არც შემყვა­რე­ბია ვინ­მე და არც შემ­ძუ­ლე­ბია (შვი­ლე­ბი­სად­მი ბუ­ნებ­რივ სიყ­ვა­რულს თუ არ ჩავ­თვლით); ცხა­დია, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და და ერთ-ერთი (კი არა, მგო­ნი - ერ­თა­დერ­თი) ასე­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი დი­ე­გო მა­რა­დო­ნაა (იყო?!)... პრინ­ციპ­ში, რა­ტომ - უმი­ზე­ზოდ?..

ფეხ­ბურთზე ვგიჟ­დე­ბი და ვი­საც ფეხ­ბურ­თი უყ­ვარს და მა­რა­დო­ნა არ მოს­წონს, "იმ შავი ბი­ჭის" არ იყოს, მა­გა­რი "ქინ­ძა­ძაა", მაგ­რამ თვი­თონ ეს ჩემი დი­ე­გო "ქინ(ძა)ძურ" "სას­ტავს" ჩა­ე­ხუ­ტა - აუ, მტრი­სას! არა, ჩა­ვეს­თან და ფი­დელ კას­ტროს­თან გა­სა­გე­ბია, ჩე გე­ვა­რა და ამ­ბა­ვი (თუმ­ცა ეგეც რა­ტო­მაა გა­სა­გე­ბი?), მაგ­რამ კვი­რას ეგ კო­კო­ითს ეჟღურ­ტუ­ლა! ძლივს "ააღ­ლი­ტეს" სხვა "ქინ(ძა)ძებ­მა" ერ­თმა­ნეთს! კო­კო­ით­მა, - ჩა­მო­დი, ჩა­გახ­რჩობ ხა­ბიძ­გი­ნებ­შიო! დი­ე­გომ, - ხა­ბიძ­გი­ნე­ბი ბე­ბი­ა­შენს აჭა­მე, შენ­ზე ამ­ბო­ბენ, უფრო "სა­ინ­ტე­რე­სო" რა­მე­ე­ბიც მო­ე­პო­ვე­ბა და ამ დარ­დი­ან გულ­ზე უკე­თესს ვე­რა­ფერს შე­მომ­თა­ვა­ზე­ბო? კო­კო­ით­მა, - შენ ოღონდ ჩა­მო­დი და რისი კოკ(ოითი) ვარ, შენ თუ ჩვე­ნე­ბურ კოკ(აინ­ზე) გული დაგ­წყვი­ტოო... მოკ­ლედ,

ი-ქინ-ძა-ძეს...

ახლა მოს­კოვ­ში "წა­ვი­დეთ" (წარ­მო­სახ­ვით, თო­რემ ისე ჯვა­რი გვწე­რია): მა­გათ­მა მთა­ვარ­მა "ქინ-ძა-ძამ", მედ­ვე­დევ­მა ორი ქარ­თვე­ლი (უფრო ზუს­ტად, "ქარ­თვე­ლი") და­ა­ჯილ­დო­ვა: "სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის" ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი და "ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით" - თა­მარ გვერდწი­თე­ლი... ერთი თხოვ­ნა მაქვს ცხო­ნე­ბუ­ლი რე­ვაზ ლა­ღი­ძის ოჯა­ხის მი­მართ (ალ­ბათ ისი­ნი ფლო­ბენ კომ­პო­ზი­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას), ოღონდ ამ­ჯე­რად, არა "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი", არა­მედ სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლი: არ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სუ­ლი "ღირ­სე­ბის" ორ­დე­ნოს­ნებ­სა და "სამ­შობ­ლოს" წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლებს, ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა "ქინ-ძა-ძას", თუნ­დაც "თბი­ლი­სო"-ს სიმ­ღე­რა რომ აუკ­რძა­ლოთ?!

ზო­გი­ერთ აქა­ურ "ქინ(ძა)ძ(ა)"-ს ვთხოვ, იდი­ო­ტუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით სავ­სე მე­ი­ლე­ბი არ მომ­წე­რონ (რო­გო­რე­ბი­ცაა: "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელს უთ­ქვა­მენ...", "ორი ერის შე­რი­გე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან...", "რაც უნდა იყოს, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა..."): პა­რას­კევს პა­რიზ­ში მივ­დი­ვარ და ნუ გა­მიშ­ვებთ ნერ­ვე­ბაშ­ლილს...

ძა­ლი­ან კი და­მა­ინ­ტე­რე­სა - რას ნიშ­ნავს იმ ფილმში "ქინ-ძა-ძა"? მაგ­რამ რომ არ მახ­სოვს?! უნდა მოვ­ქე­ქო ახლა ინ­ტერ­ნეტ­ში... თუკი ვინ­მე ამა­ცი­ლებს ამას და მომ­წერს, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი.

P.S. ისე, მა­გა­რი კი იქ­ნე­ბა, სუ­ლაც რა­ი­მეს კარ­გს რომ ნიშ­ნავ­დეს და მე კი ამ დროს კო­კო­ითს სულ "ქინ-ძა-ძა" ვე­ძა­ხე!.. მოკ­ლედ, სა­ნა­ხა­ვია, მაგ­რამ ჟღე­რა­დო­ბა აქვს ისე­თი, კარ­გიც რომ იყოს, პი­რა­დად მე, "ქინ-ძა-ძო­ბას" არ ვი­სურ­ვებ­დი...

სულ ამა­ზე ვე­წუ­წუ­ნე­ბი რე­დაქ­ტორს, - ორი გვერ­დი მა­ინც მომ­ცეს: რამ­დე­ნი ვი­ქა­დე და­სა­წყის­ში, ბევრ "ქინ-ძა-ძაზე" გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი-მეთ­ქი, მაგ­რამ არ მყოფ­ნის ერთი გვერ­დი და რა ვქნა?!

არა­და, ურეკ­ში სტა­დი­ო­ნის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ში პო­ლი­ცი­ის ოფისს აშე­ნე­ბენ; ქუ­თა­ის­ში გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი "გა­ძუყ­ნეს" ბარ­ში ფეხ­ბურ­თის ყუ­რე­ბი­სას, - გერ­მა­ნი­ას რო­გორ "ბა­ლელ­ში­კობ", ჩვენ აქ ფულს ვა­გებ­თო; გი­ორ­გი გუ­გა­ვას ბავ­შვო­ბა­ში კოს­მო­ნავ­ტო­ბა "ნან­დო­მა" და ბედ­ნი­ე­რია, რომ ოც­ნე­ბა აუხ­და(?!) და ნა­თე­ლაშ­ვილ­თან აღ­მოჩ­ნდა...

მოკ­ლედ, "ქინ-ძა-ძა"-ს რა და­ლევს ამ ქვე­ყა­ნა­ში?!.

P.S.S. ნე­ტავ მარ­თლა, რას ნიშ­ნავს?..

პრო­ვო­კა­ტო­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქინ-ძა-ძას (ქინ...ძე...ბი-ს) კვირა...

ქინ-ძა-ძას (ქინ...ძე...ბი-ს) კვირა...

ვინც არ იცის, მის გასაგონად ვიტყვი: "ქინ-ძა-ძა" არის ქართული წარმოშობის რუსი რეჟისორის, გიორგი დანელიას ერთ-ერთი კომედიური ფილმის სათაური და, აგრეთვე, ფრაზა ამავე ფილმიდან - გამოგონილ, უცხოპლანეტელთა ენაზე.

მართალი რომ გითხრათ, არ მახსოვს, რას ნიშნავს ფილმში ეს "ქინ-ძა-ძა", მაგრამ თვით ფილმი რომ დიდი ვერაფერი შვილია (დანელიას სხვა კომედიებისგან განსხვავებით), ამას თვით რეჟისორიც აღიარებს.

სამაგიეროდ, დანელიას ეს არცთუ შედევრული ნაწარმოები კინოინდუსტრიის უპირველესი სახელმწიფოს პრეზიდენტის უსაყვარლესი ფილმი ყოფილა ბავშვობიდან!

დიახ, ბატონებო - მისტერ პრეზიდენტ ბარაქ ჰუსეინ ობამა თურმე ბავშვობიდან "ქინ-ძა-ძა"-ზე აფანატებს!!!

ასე თქვა მისმა დამ (მერე რა, რომ ნახევარდაა, "მთელი" არ ჰყავს და რა ქნას?!) და დაეჯერება...

ისე, ჩვენში დარჩეს და, მაგ ბიჭზე (დანელიაზე კი არა, ობამაზე) თავიდანვე ვიეჭვე, რომ არის მასში რაღაც "ქინ(ძა)ძური"-მეთქი, მაგრამ ასე პირდაპირი მნიშვნელობითაც თუ გამართლდებოდა, ნამდვილად არ მეგონა! არა, არა - დღითი დღე ვრწმუნდები ჩემში წინასწარმეტყველური ნიჭის არსებობაში და უსამართლობა არ არის, ამ ქვეყანაში ირაკლი ლომაიას ერქვას რაღაცის მამა თუ მამამთავარი?! კარგი, აღარ გვინდა, შევეშვათ ლომაიას, დღეს სხვა "ქინ(ძა)ძებზე" უნდა ვისაუბრო.

არ ვიცი, რითი, უფრო ზუსტად - "ვისით" დავიწყო... არა, კი ვიცი, ოღონდ მიმძიმს... მაგრამ რას ვიზამ - სიმართლე უპირველეს ყოვლისა! ეეჰჰ... მოკლედ, ჩემმა მკითხველმა (მეგობრებმა - მით უმეტეს) იციან, რომ უაზროდ, უმიზეზოდ და ფანატიკურად არც შემყვარებია ვინმე და არც შემძულებია (შვილებისადმი ბუნებრივ სიყვარულს თუ არ ჩავთვლით); ცხადია, გამონაკლისების გარდა და ერთ-ერთი (კი არა, მგონი - ერთადერთი) ასეთი გამონაკლისი დიეგო მარადონაა (იყო?!)... პრინციპში, რატომ - უმიზეზოდ?..

ფეხბურთზე ვგიჟდები და ვისაც ფეხბურთი უყვარს და მარადონა არ მოსწონს, "იმ შავი ბიჭის" არ იყოს, მაგარი "ქინძაძაა", მაგრამ თვითონ ეს ჩემი დიეგო "ქინ(ძა)ძურ" "სასტავს" ჩაეხუტა - აუ, მტრისას! არა, ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან გასაგებია, ჩე გევარა და ამბავი (თუმცა ეგეც რატომაა გასაგები?), მაგრამ კვირას ეგ კოკოითს ეჟღურტულა! ძლივს "ააღლიტეს" სხვა "ქინ(ძა)ძებმა" ერთმანეთს! კოკოითმა, - ჩამოდი, ჩაგახრჩობ ხაბიძგინებშიო! დიეგომ, - ხაბიძგინები ბებიაშენს აჭამე, შენზე ამბობენ, უფრო "საინტერესო" რამეებიც მოეპოვება და ამ დარდიან გულზე უკეთესს ვერაფერს შემომთავაზებო? კოკოითმა, - შენ ოღონდ ჩამოდი და რისი კოკ(ოითი) ვარ, შენ თუ ჩვენებურ კოკ(აინზე) გული დაგწყვიტოო... მოკლედ,

ი-ქინ-ძა-ძეს...

ახლა მოსკოვში "წავიდეთ" (წარმოსახვით, თორემ ისე ჯვარი გვწერია): მაგათმა მთავარმა "ქინ-ძა-ძამ", მედვედევმა ორი ქართველი (უფრო ზუსტად, "ქართველი") დააჯილდოვა: "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" ზურაბ წერეთელი და "ღირსების ორდენით" - თამარ გვერდწითელი... ერთი თხოვნა მაქვს ცხონებული რევაზ ლაღიძის ოჯახის მიმართ (ალბათ ისინი ფლობენ კომპოზიტორის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე საავტორო უფლებას), ოღონდ ამჯერად, არა "პროვოკაციული", არამედ სრულიად სერიოზული: არ შეიძლება, რუსული "ღირსების" ორდენოსნებსა და "სამშობლოს" წინაშე დამსახურებულებს, ერთი სიტყვით, ყველა "ქინ-ძა-ძას", თუნდაც "თბილისო"-ს სიმღერა რომ აუკრძალოთ?!

ზოგიერთ აქაურ "ქინ(ძა)ძ(ა)"-ს ვთხოვ, იდიოტური არგუმენტებით სავსე მეილები არ მომწერონ (როგორებიცაა: "საქართველოს სახელს უთქვამენ...", "ორი ერის შერიგებას ემსახურებიან...", "რაც უნდა იყოს, მართლმადიდებელი ქვეყანაა..."): პარასკევს პარიზში მივდივარ და ნუ გამიშვებთ ნერვებაშლილს...

ძალიან კი დამაინტერესა - რას ნიშნავს იმ ფილმში "ქინ-ძა-ძა"? მაგრამ რომ არ მახსოვს?! უნდა მოვქექო ახლა ინტერნეტში... თუკი ვინმე ამაცილებს ამას და მომწერს, მადლობელი ვიქნები.

P.S. ისე, მაგარი კი იქნება, სულაც რაიმეს კარგს რომ ნიშნავდეს და მე კი ამ დროს კოკოითს სულ "ქინ-ძა-ძა" ვეძახე!.. მოკლედ, სანახავია, მაგრამ ჟღერადობა აქვს ისეთი, კარგიც რომ იყოს, პირადად მე, "ქინ-ძა-ძობას" არ ვისურვებდი...

სულ ამაზე ვეწუწუნები რედაქტორს, - ორი გვერდი მაინც მომცეს: რამდენი ვიქადე დასაწყისში, ბევრ "ქინ-ძა-ძაზე" გვექნება საუბარი-მეთქი, მაგრამ არ მყოფნის ერთი გვერდი და რა ვქნა?!

არადა, ურეკში სტადიონის საჯარიმო მოედანში პოლიციის ოფისს აშენებენ; ქუთაისში გერმანელი პროფესორი "გაძუყნეს" ბარში ფეხბურთის ყურებისას, - გერმანიას როგორ "ბალელშიკობ", ჩვენ აქ ფულს ვაგებთო; გიორგი გუგავას ბავშვობაში კოსმონავტობა "ნანდომა" და ბედნიერია, რომ ოცნება აუხდა(?!) და ნათელაშვილთან აღმოჩნდა...

მოკლედ, "ქინ-ძა-ძა"-ს რა დალევს ამ ქვეყანაში?!.

P.S.S. ნეტავ მართლა, რას ნიშნავს?..

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"