პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა
5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2019 წელი და­სას­რულს მი­უ­ახ­ლოვ­და და AMBEBI.GE ტრა­დი­ცი­უ­ლად, წყლის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ამ­ბე­ბის შე­ჯა­მე­ბას იწყებს.

გა­ვიხ­სე­ნოთ 5 აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა, რო­მელ­საც გა­სულ წელს სო­ცი­ა­ლურ ქსლებ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

რუსი დე­პუ­ტა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი, კო­მუ­ნის­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ვარ­ძელ­ში ხილ­ვამ, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს და­უ­დო სა­თა­ვე.

20 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის სე­სია გა­იხ­სნა, რო­მელ­საც მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი უძღვე­ბოდა.

რუსი დე­პუ­ტა­ტის ხილ­ვამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აღაშ­ფო­თა, რა­საც სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის მხრი­დან აქ­ცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბა მოჰ­ყვა, ხოლო "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბით, პარ­ლა­მენ­ტში ასამ­ბლეა შე­წყდა.

მოვ­ლე­ნებ­მა აა­გო­რა სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბე­ბის პრო­ტეს­ტი #სირ­ცხვი­ლია. აქ­ტი­ვის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ და რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა და რუს­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე და­ტო­ვეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მათ წყლით სავ­სე ბოთ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა საგ­ნე­ბი ეს­რო­ლეს.

რუსი დე­პუ­ტა­ტე­ბის ვი­ზიტს უმწვა­ვე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ზე", მათ შო­რის თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან: „რუსი დე­პუ­ტა­ტის ნახ­ვამ თავ­მჯდო­მა­რის სკამ­ში უბ­რა­ლოდ გა­მა­ნად­გუ­რა", - წერ­და პარ­ლა­მენ­ტის უკვე ყო­ფი­ლი პირ­ველი ვიცე-სპი­კერ­ი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი რუ­სუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გა­ძე­ვე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწვა­ვე პოს­ტე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა... ოპო­ზი­ცი­ამ კო­ბა­ხი­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვა, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა კი რუს­თა­ველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თეს.

ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის ძა­ლო­ვან­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა ცრემლსა­დე­ნი გა­ზი­სა და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მდგა­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავ­დაც­ვის მიზ­ნით ტე­რი­ტო­რი­ას გა­ე­ცალ­ნენ, თუმ­ცა მა­ლე­ვე უკან დაბ­რუნ­დნენ. შემ­დეგ სპეც­რაზმმა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც და­ი­წყო, რის გა­მოც აქ­ცი­ის არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე და მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მძი­მედ და­შავ­და.

აქ­ცი­ის ორმა მო­ნა­წი­ლემ სპეც­რაზ­მის მხრი­დან ნას­რო­ლი რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბით თვა­ლი და­კარ­გა, 240-მდე მო­ქა­ლა­ქემ კი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. აქ­ცი­ის დაშ­ლა თით­ქმის 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, გამ­თე­ნი­ი­სას კი აქ­ცი­ის დაშ­ლა და­კა­ვე­ბე­ბით გაგ­რძელ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მო­თხოვ­ნა პრე­მი­ერ­თან და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­დად­გო­მა იყო. მათ­გან მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გა­დად­გა.

20-21 ივ­ნი­სის ღა­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც „გავ­რი­ლო­ვის ღა­მის“ სა­ხე­ლით მო­ი­ნათ­ლა, რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, თუმ­ცა არა თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მით, კვლავ გრძელ­დე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ამ, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად ტრა­დი­ცი­უ­ლი, მრა­ვალ­ნა­ცა­დი აქ­ცი­ის ფორ­მა ჰქონ­და - მიკრო­ფო­ნით, მე­გა­ფო­ნით, პლა­კა­ტე­ბით, სი­ტყვით გა­მომ­სვლე­ლე­ბით, შე­ძა­ხი­ლე­ბით, მსვლე­ლო­ბე­ბით, სკან­დი­რე­ბით, შიმ­ში­ლო­ბით და ა.შ. ნელ-ნელა ფორ­მა იც­ვა­ლა, ჯერ კონ­ცერ­ტი შე­ე­რია, შემ­დეგ პერ­ფორ­მან­სი, რა­საც ფლი-მარ­კე­ტი და მე­დია პლატ­ფორ­მად ტრანსფორ­მი­რე­ბა მოჰ­ყვა...

დე­მონ­სტრა­ცი­ის დაშ­ლი­დან ზუს­ტად სამი კვი­რის თავ­ზე, 11 ივ­ლისს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში აღი­ა­რა, რომ იმ ღა­მეს, ყვე­ლა ბრძა­ნე­ბა, მათ შო­რის რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ცრემ­ლმდე­ნი გა­ზის გაშ­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა, სწო­რედ მისი გა­ცე­მუ­ლი იყო.

ტრავ­მე­ბი კი, რომ­ლე­ბიც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მი­ი­ღეს, ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა ის ორი ახალ­გაზ­რდის­თვის. მათ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, თვა­ლე­ბი და­კარ­გეს. სწო­რედ ამი­ტომ, აკ­რუ­ლი ცალი თვა­ლი პრო­ტეს­ტის მთა­ვარ სიმ­ბო­ლოდ იქცა, ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო პრო­ტეს­ტი კი ყვე­ლა­ზე ხან­გრძლივ და ყვე­ლა­ზე კრე­ა­ტი­ულ პრო­ტეს­ტად.

პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ხალ­ხის "გა­დაგ­დე­ბა"

20-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს, დაკ­მა­ყო­ფილ­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სამი მო­თხოვ­ნი­დან ერთ-ერთი - 2020 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტა­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში დაკ­მა­ყო­ფილ­და 20-21 ივ­ნი­სის ღა­მეს და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაც. შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია კი დას­ჯის ნაც­ვლად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად მოგ­ვევ­ლი­ნა.

თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს ეს არ აკ­მა­რა და 14 ნო­ემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონს­ტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით ჩა­აგ­დო.

ცვლი­ლე­ბე­ბის ჩაგ­დე­ბას თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცია მოჰ­ყვა. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "და­ვიბ­რუ­ნოთ ქვე­ყა­ნა". პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ი­მარ­თა აქ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე სხვა ქა­ლაქ­შიც.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კი­დევ ერთხელ "გა­დაგ­დე­ბას" უმწვა­ვე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, ასე­ვე და­სავ­ლეთ­ში.

დღეს უკვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი სტი­ლით იმარ­თე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი თუ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნას სხვა­დას­ხვა ფორ­მით აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

პრე­ზი­დენ­ტი და შე­წყა­ლე­ბის სკან­და­ლი

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ აგო­რე­ბულ სკან­და­ლებს უკვე შე­ეჩ­ვია. პრე­ზი­დენ­ტი, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხში­რად ხდე­ბა. წელს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი იყო პრე­ზი­დენ­ტის მიერ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბულ­თა შე­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბი.

27 აგ­ვის­ტოს, მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 34 მსჯავ­რდე­ბუ­ლი, მათ შო­რის და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ას­ლან ბეჟა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა 12 წე­ლი­წა­დი ეძებ­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში 2004 წელს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი, 2016 წელს გახ­სნა. ის­ტო­რი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 14 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი 2004 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს.

ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კი­დევ ერთ სკან­და­ლურ შე­წყა­ლე­ბას იხ­სე­ნე­ბდნენ, რო­დე­საც შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი რა­მაზ დე­ვა­ძე აღ­მოჩ­ნდა.

შე­წყა­ლე­ბის სკან­და­ლის გამო პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კეს, მათ შო­რის თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა გია ვოლ­სკიმ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ პრე­ზი­დენ­ტის მიერ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ლუკა სი­რა­ძის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის საქ­მე

ამ­ბა­ვი, რო­მელ­მაც 2019 წლის მი­წუ­რულს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა, ტრა­გი­კუ­ლია, თუმ­ცა წლის ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სულ თე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას მას გვერდს ვე­რაფ­რით ავუვ­ლით...

15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ამ­წუხ­რა და ერ­თგვა­რად გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მო­ზარ­დი, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და (ის მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტა), რამ­დე­ნი­მე დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა...

10 დე­კემ­ბერს "მწვა­ნე სკო­ლის" შიდა და გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა 15 წლის მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც ამა­ვე სკო­ლის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე იყო. მან უარ­ყო „მწვა­ნე სკო­ლის“ კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა. პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვის შემ­დეგ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არას­რულ­წლო­ვან­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მო­ზარ­დი გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ლუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტმა პრო­ტეს­ტის ახა­ლი ტალ­ღა აა­გო­რა - შსს-სთან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ, მათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე წარ­წე­რე­ბი ე.წ. "პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რე­ბით" და­წე­რეს: "ამ ცხოვ­რე­ბის დე­დაც!", "ამ სის­ტე­მის დე­დაც", "ამ რე­ჟი­მის დე­დაც!", "ნუ მომ­კლავ", "აბა და­მი­ჭი­რე თუ შე­გიძ­ლია", "სის­ტე­მა კლავს" და ა.შ.

15 წლის მო­ზარ­დის სუ­ი­ცი­დის ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მო­ზარ­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ პო­ლი­ცი­ელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩერ­და. ლუკა სი­რა­ძის მი­მართ ჩვე­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ გა­მომ­ძი­ე­ბელს, მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ანს კი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას სკან­და­ლუ­რი მო­ნო­ლო­გი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პოსტსკრიპ­ტუ­მის" ყო­ფი­ლი წამ­ყვან­ის­გან სკან­და­ლუ­რი მო­ნო­ლო­გე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეზო­ში აქ­ცი­ე­ბი არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ 2019 წელს სა­კუ­თარ თავ­საც აჯო­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ მისი, რო­გორც წამ­ყვა­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბით დას­რულ­და.

7 ივ­ლისს გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინს პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სუ­ლად აგი­ნა. გა­ბუ­ნი­ამ კვი­რის 9-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოშ­ვე­ბა რუ­სუ­ლი მი­სალ­მე­ბით და­ი­წყო და პირ­და­პირ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მი­მარ­თა:

"მო­გე­სალ­მე­ბით ძვირ­ფა­სო მა­ყუ­რებ­ლე­ბო, თქვენ უყუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ ტე­ლე­არხს. მინ­და პირ­ველ რიგ­ში უდი­დე­სი მო­კი­თხვა გა­დავ­ცე ჩვენს დიდ მე­გო­ბარს ვლა­დი­მერ ვლა­დი­მე­რის ძე პუ­ტინს. ვო­ვა­ჩკა, შენ ხარ ორ­ღო­ბის მე­ძა­ვი... ჩვენს მშვე­ნი­ერ დე­და­მი­წა­ზე შენ­ნა­ი­რი უღ­მერ­თო არ­სე­ბის და მა­ხინ­ჯის ად­გი­ლი არ არის. წადი შენი.... შენს მო­ნებ­თან ერ­თად. შენი დე­დაც... უი, დე­და­შე­ნი მკვდა­რია, რა სამ­წუ­ხა­როა. დაე, და­იწ­ვას ჯო­ჯო­ხეთ­ში შენ­თან და მა­მა­შენ­თან ერ­თად...“, - ეს არის ნა­წი­ლი იმ უხამ­სი მი­მარ­თვი­სა, რომ­ლი­თაც გა­ბუ­ნი­ამ პირ­და­პი­რი ეთე­რით, ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე მი­მარ­თა პუ­ტინს.

გა­ბუ­ნი­ას ტექსტს მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. იმა­ვე ღა­მეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეზო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი შე­იკ­რი­ბა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ბუ­ნი­ას ქვეყ­ნი­დან წას­ვლას მო­ი­თხოვ­დნენ.

გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ამ. ქარ­ტი­ის საბ­ჭომ გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლო­გი “არა­ე­თი­კუ­რად“ და “უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ“ შე­ა­ფა­სა. კო­ლე­გა გა­აკ­რი­ტი­კეს "რუს­თა­ვი 2"-ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც და არ­ხის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ.

"სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ად" შე­ა­ფა­სეს ჟურ­ნა­ლის­ტის მო­ნო­ლო­გი პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მაც. კრი­ტი­კა არ და­აკ­ლეს ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რუს­მა კო­ლე­გებ­მა.

გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გა­აკ­რი­ტი­კეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, სკან­და­ლი უკო­მენ­ტა­როდ არ და­უ­ტო­ვე­ბია თვით რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­საც.

სა­ბო­ლო­ოდ, "რუს­თა­ვი 2"-ის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის ორ­გა­ნომ, გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 2 თვით შე­უ­ჩე­რა. არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი, ტე­ლე­კომ­პა­ნია ნო­დარ მე­ლა­ძემ, ეკა კვე­სი­ტა­ძემ, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ და­ტო­ვეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ბუ­ნია პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც და­ი­ბა­რეს. გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი "რუს­თა­ვი ორე­ლე­ბის" მიერ შექ­მნილ ახალ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­ზე" ახალ გა­და­ცე­მა "პოს­ტფაქ­ტუმს" უძღვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე მგონია მე!!!!!!!!!
5

აქედან უმეტესობა, ხელოვნურად გამოწვეულზე ატეხილი, აჟიოტაჟია!

გია
1

(გასაოცარი დემოკრატიის) წელი იყო,,,ჯერ სად ვართ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2019 წელი დასასრულს მიუახლოვდა და AMBEBI.GE ტრადიციულად, წყლის ყველაზე რეიტინგული ამბების შეჯამებას იწყებს.

გავიხსენოთ 5 აქტუალური თემა, რომელსაც გასულ წელს სოციალურ ქსლებში ყველაზე მეტად განიხილავდნენ.

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდო სათავე.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რუსი დეპუტატის ხილვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.

მოვლენებმა ააგორა სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს.

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო საპროტესტო აქციების ფონზე დატოვეს. აქციის მონაწილეებმა მათ წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

რუსი დეპუტატების ვიზიტს უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქზე", მათ შორის თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან: „რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - წერდა პარლამენტის უკვე ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ქართული საზოგადოების პროტესტი რუსული დელეგაციის გაძევებითა და სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებით არ დასრულებულა... ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს.

ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ. შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა.

აქციის ორმა მონაწილემ სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. აქციის დაშლა თითქმის 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გამთენიისას კი აქციის დაშლა დაკავებებით გაგრძელდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. მათგან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა.

20-21 ივნისის ღამის შემდეგ, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით მოინათლა, რამდენიმე თვე გავიდა. საპროტესტო აქციები, თუმცა არა თავდაპირველი ფორმით, კვლავ გრძელდება. საპროტესტო აქციამ, რომელსაც თავდაპირველად ტრადიციული, მრავალნაცადი აქციის ფორმა ჰქონდა - მიკროფონით, მეგაფონით, პლაკატებით, სიტყვით გამომსვლელებით, შეძახილებით, მსვლელობებით, სკანდირებით, შიმშილობით და ა.შ. ნელ-ნელა ფორმა იცვალა, ჯერ კონცერტი შეერია, შემდეგ პერფორმანსი, რასაც ფლი-მარკეტი და მედია პლატფორმად ტრანსფორმირება მოჰყვა...

დემონსტრაციის დაშლიდან ზუსტად სამი კვირის თავზე, 11 ივლისს, გიორგი გახარიამ ტელევიზიის ეთერში აღიარა, რომ იმ ღამეს, ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებისა და ცრემლმდენი გაზის გაშვების ბრძანება, სწორედ მისი გაცემული იყო.

ტრავმები კი, რომლებიც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მიიღეს, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ის ორი ახალგაზრდისთვის. მათ რუსთაველის გამზირზე, თვალები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, აკრული ცალი თვალი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა, ანტისაოკუპაციო პროტესტი კი ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე კრეატიულ პროტესტად.

პროპორციული არჩევნები და ხალხის "გადაგდება"

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აქციების დაწყებიდან მეხუთე დღეს, დაკმაყოფილდა აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. რამდენიმე დღეში დაკმაყოფილდა 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნაც. შს მინისტრი გიორგი გახარია კი დასჯის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა.

თუმცა, ხელისუფლებამ საკუთარ ამომრჩეველს ეს არ აკმარა და 14 ნოემბერს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

ცვლილებების ჩაგდებას თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "დავიბრუნოთ ქვეყანა". პარალელურად, გაიმართა აქციები საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.

ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ "გადაგდებას" უმწვავესი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე დასავლეთში.

დღეს უკვე საპროტესტო აქციები პარტიზანული სტილით იმართება და სამოქალაქო აქტივისტები თუ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ოფიციალურ ღონისძიებებზე ხელისუფლების ლიდერების გამოჩენას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

პრეზიდენტი და შეწყალების სკანდალი

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალებს უკვე შეეჩვია. პრეზიდენტი, მისი განცხადებებისა თუ გადაწყვეტილებების გამო, კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. წელს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულებებისთვის გასამართლებულთა შეწყალების საქმეები.

27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულს ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული, 2016 წელს გახსნა. ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

ამბავმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელში მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებას იხსენებდნენ, როდესაც შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე აღმოჩნდა.

შეწყალების სკანდალის გამო პრეზიდენტი თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე

ამბავი, რომელმაც 2019 წლის მიწურულს მთელი საქართველო შეძრა, ტრაგიკულია, თუმცა წლის ყველაზე რეზონანსულ თემებზე საუბრისას მას გვერდს ვერაფრით ავუვლით...

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა და ერთგვარად გააერთიანა. მოზარდი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა (ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა), რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მან უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, როგორც ცნობილია, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმე დღეში, მოზარდი გონზე მოუსვლელად, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ლუკას გარდაცვალების ფაქტმა პროტესტის ახალი ტალღა ააგორა - შსს-სთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები ე.წ. "პულივიზატორებით" დაწერეს: "ამ ცხოვრების დედაც!", "ამ სისტემის დედაც", "ამ რეჟიმის დედაც!", "ნუ მომკლავ", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია", "სისტემა კლავს" და ა.შ.

15 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათ შორის, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ფსიქოლოგები და რიგითი მოქალაქეები.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი გაბუნიას სკანდალური მონოლოგი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი წამყვანისგან სკანდალური მონოლოგები და განცხადებები, ამ განცხადებების გამო ტელეკომპანიის ეზოში აქციები არავის უკვირს, თუმცა გიორგი გაბუნიამ 2019 წელს საკუთარ თავსაც აჯობა, რაც საბოლოოდ მისი, როგორც წამყვანის უფლებამოსილების შეჩერებით დასრულდა.

7 ივლისს გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა. გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

"მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს. ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

გაბუნიას ტექსტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. იმავე ღამეს "რუსთავი 2"-ის ეზოში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა, აქციის მონაწილეები გაბუნიას ქვეყნიდან წასვლას მოითხოვდნენ.

განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიის საბჭომ გაბუნიას მონოლოგი “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ შეაფასა. კოლეგა გააკრიტიკეს "რუსთავი 2"-ის ყოფილმა თანამშრომლებმაც და არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

"საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად" შეაფასეს ჟურნალისტის მონოლოგი პოლიტიკურმა ლიდერებმაც. კრიტიკა არ დააკლეს ტელეწამყვანის რუსმა კოლეგებმა.

გიორგი გაბუნია გააკრიტიკეს მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, სკანდალი უკომენტაროდ არ დაუტოვებია თვით რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსაც.

საბოლოოდ, "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. არხის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კი, ტელეკომპანია ნოდარ მელაძემ, ეკა კვესიტაძემ, გიორგი ლაფერაშვილმა და გიორგი გაბუნიამ დატოვეს.

მოგვიანებით გაბუნია პროკურატურაშიც დაიბარეს. გიორგი გაბუნია ამჟამად ყოფილი "რუსთავი ორელების" მიერ შექმნილ ახალ ტელეკომპანია "მთავარზე" ახალ გადაცემა "პოსტფაქტუმს" უძღვება.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი