საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება
მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ ე.წ. ციფ­რუ­ლი პას­პორ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო. სა­სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე შე­ჩერ­და სა­და­ვო ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უკვე დღე­ი­დან, 26 დე­კემ­ბრი­დან, მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია, თა­ვი­სი რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს მოს­თხო­ვოს პი­რა­დო­ბა, რო­მელ­საც ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ანუ “ჩიპი” არ ექ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს მი­ი­ღო.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ნანა სე­ფაშ­ვილ­მა და ია რეხ­ვი­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თეს.

სა­სა­მარ­თლოს გან­მარ­ტე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი ნანა სე­ფაშ­ვი­ლი და ია რეხ­ვი­აშ­ვი­ლი სა­და­ვოდ ხდი­ან პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­სა და ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის გა­ცე­მის წესს, რო­მე­ლიც არ იძ­ლე­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის არა­ე­ლექტრო­ნუ­ლი სა­ხით, ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის („ჩი­პის“) გა­რე­შე მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მათი მტკი­ცე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის („ჩი­პის“) შემ­ცვე­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და პას­პორ­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაა და უკავ­შირ­დე­ბა აპო­კა­ლიფ­სის შე­სა­ხებ ბიბ­ლი­ურ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი რწმე­ნის გამო უარს აცხა­დე­ბენ ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რჩე­ბი­ან პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბი­სა და პას­პორ­ტის გა­რე­შე, რაც იწ­ვევს სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან მათ სრულ იზო­ლი­რე­ბას და უზღუ­დავს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს.

„სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ №1404 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის წე­სის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბას თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას­თან და რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით.

ამას­თან, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მი­უ­თი­თა, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის პი­რო­ბებ­ში, პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო უარს ამ­ბო­ბენ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა­ზე, ვერ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ან შე­ფერ­ხე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა­ერთ სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, ასეთ პი­რებს შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის, და­საქ­მე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, რიგი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, ნე­ბის­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რი­გე­ბის და­დე­ბის, სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ სა­და­ვო ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბა იწ­ვევს მო­სარ­ჩე­ლე­თა მი­მართ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გის დად­გო­მის საფრ­თხეს და არ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლა, რომ ნორ­მე­ბის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ამ საფრ­თხის სა­პირ­წო­ნე კერ­ძო ან სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სე­ბის შე­ზღუდ­ვას.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე შე­ა­ჩე­რა სა­და­ვო ნორ­მე­ბის იმ ნორ­მა­ტი­უ­ლი ში­ნა­არ­სის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლის გა­რე­შე პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მას პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც რწმე­ნის გამო უარს აცხა­დე­ბენ ელექტრო­ნუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლი კო­ლე­გია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
21

ვინც იძულებული გაგვხადეს,მიუხედავათ დიდი პროტესტისა, ჩვენ თუ მოგვეცემა საშუალება, ჩავაბაროთ ეს წყეული დაჩიპული პირადობის მოწმობები და გადავცვალოთ უჩიპოებზე?!!!

ქართველი
13

ეს კარგი ამბავია

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება

მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მოქალაქეებმა ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ მიმართეს.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ №1404 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასთან და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, პირები, რომლებიც რელიგიური შეხედულებების გამო უარს ამბობენ პირადობის მოწმობის მიღებაზე, ვერ მონაწილეობენ ან შეფერხებით მონაწილეობენ არაერთ სამართლებრივ ურთიერთობაში. მაგალითად, ასეთ პირებს შეზღუდული აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამედიცინო მომსახურების მიღების, დასაქმების, განათლების, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების დადების, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს მოსარჩელეთა მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს და არ დასაბუთებულა, რომ ნორმების მოქმედების შეჩერება გამოიწვევდა ამ საფრთხის საპირწონე კერძო ან საჯარო ინტერესების შეზღუდვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.