Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა
"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა

მა­რი­ამ ფა­ცუ­რია, მე­გა­შოუ „დიდი სცე­ნის“ კონ­კურ­სან­ტი იყო, მაგ­რამ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე არ გა­უ­მარ­თლა, პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა, რად­გა­ნაც ჟი­უ­რიმ უთხრა, - ვიბ­რა­ცი­უ­ლი ხმა გაქ­ვსო... თუმ­ცა მას ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აქვს ჩვენ­თვის მო­სა­ყო­ლი, რომ ის ახლა AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია.

„კას­ტინგზე ვღე­ლავ­დი, ჩემს ად­გი­ლას ყვე­ლა ინერ­ვი­უ­ლებ­და. ვიბ­რა­ცი­უ­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხმა რომ მაქვს, ვფიქ­რობ, შემ­დეგ ტურ­ში ამი­ტომ არ გა­და­მიყ­ვა­ნეს... რაც თავი მახ­სოვს, სულ ვმღე­რო­დი, ოღონდ, ჩემ­თვის, სახ­ლში, ვო­კა­ლის პე­და­გო­გი არას­დროს მყო­ლია, მოკ­ლედ, სიმ­ღე­რა ჩე­მით ვის­წავ­ლე. ვუს­მენ­დი და ვუს­მენ უმე­ტე­სად ძველ მუ­სი­კას („ბითლზი“, „ლედ­ზე­პე­ლი­ნი“, „ქუ­ი­ნი“, „რო­ლინგსტო­უნ­ზი“...) ჩემი ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ შე­ვა­ფა­სო, - ალ­ბათ არ ვი­ყა­ვი ჟი­უ­რის გე­მოვ­ნე­ბა­ში. თუმ­ცა სხვა გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე­ებს შე­იძ­ლე­ბა, მოვ­წო­ნე­ბო­დი,“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ამ ფა­ცუ­რია.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჯარ­გა­მოვ­ლი­ლი გო­გო­ნა ხარ და კონ­კურ­სშიც ასე წა­რად­გი­ნე შენი თავი - ჯა­რის­ქა­ლი... მოგ­ვი­ყე­ვი რო­გორ გახ­დი ჯა­რის­ქა­ლი.

- ჯა­რის ის­ტო­რია და­ი­წყო მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ოჯა­ხი 2014 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად ის­რა­ელ­ში გა­და­ვი­და...

დედა ებ­რა­ე­ლია, მამა - ქარ­თვე­ლი, მაგ­რამ რად­გან ებ­რა­უ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, დე­დის ხა­ზით მი­დის ეროვ­ნე­ბის სა­კი­თხი, მე და ჩემი ძმა ებ­რა­ე­ლე­ბი ვართ. ბე­ბია და ბა­ბუ­აც (დე­დის მშობ­ლე­ბი) იქ მყავს... ის­რა­ელ­ში რომ წა­ვე­დით, სკო­ლა აქ უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და.

თა­ვი­დან იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტილ­თან შეჩ­ვე­ვა არ იყო ად­ვი­ლი. ენაც არ ვი­ცო­დი, მი­ჭირ­და ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ახლა რო­გორც ქარ­თუ­ლად, ისე ვლა­პა­რა­კობ ივ­დით­ზე... მერე ჯარ­ში გაწ­ვე­ვა მი­ვი­ღე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის­რა­ე­ლი ომის ზო­ნა­ში მყო­ფი ქვე­ყა­ნაა და ჯარ­ში წა­ვე­დი. ლა­პა­რა­კიც სწო­რედ იქ ვის­წავ­ლე და დავ­ხვე­წე. ჯარ­მა სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა - ახალ ხალ­ხს, გა­რე­მოს, ცხოვ­რე­ბას, მენ­ტა­ლი­ტეტს შე­მა­გუა. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ხომ ვამ­ბობ, თა­ვი­დან უცხო იყო... ჯარ­ში წას­ვლამ­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ვი­ა­რე (ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი...) ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე. სამი თვე კა­რან­ტი­ნი მქონ­და, ამის შემ­დეგ ჩემს ბა­ზა­ში წა­ვე­დი და ეს იყო ღა­ზას სექ­ტორ­ში... ამ ყვე­ლაფ­რის დაძ­ლე­ვა­ში, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა და სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­მა­ტა­ნი­ნა, ჩემი ოჯა­ხი იყო, მათ­გან ძა­ლი­ან დიდი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნი... ჯარ­ში და­ქა­ლე­ბიც გა­ვი­ჩი­ნე, იქა­უ­რო­ბას მათი მხარ­ში დგო­მით შე­ვე­გუე და მივ­ხვდი, რომ მარ­ტო არ ვი­ყა­ვი და ჩემ­ნა­ი­რი ბევ­რია.

ის­რა­ელ­ში ასეა, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ჯარ­ში მი­დის და ამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის მოვ­ლის შემ­დეგ უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აბა­რებს.

- ახლა აქ რა­ტომ ხარ?

- იქ ცოტა ძვი­რია სწავ­ლა, თან, თა­ვის გა­მოც­დაც მინ­დო­და, რო­გორ შევ­ძლებ­დი და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას, ოჯა­ხის გა­რე­შე...

მოკ­ლედ, თბი­ლის­ში ვარ, „ჯი­პა­ში“ ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ... გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სი „დიდი სცე­ნა" იწყე­ბო­და და იქაც მი­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, ძა­ლებს მოვ­სინ­ჯავ-მეთ­ქი. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვი­დო­და, სხვა დროს ასეთ პრო­ექ­ტში არას­დროს მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ვერ გა­და­ვე­დი. იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რიც, რომ ამე­რი­კა­ში, ტე­ხას­ში მო­ი­გებ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში - ვე­რაო. ცოტა უც­ნა­უ­რი კი იყო, მაგ­რამ კონ­კურ­სია, რას ვი­ზამთ?! უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ველ კურ­სზე ვარ, ერთი წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი.

- სა­ბო­ლო­ოდ, ის­რა­ე­ლი შენ­თვის რო­გო­რი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა?

- ჩემ­თვის უმაგ­რე­სი ქვე­ყა­ნაა, ცოტა ხანი ვცხოვ­რობ­დი იქ, მაგ­რამ იქ ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა­ნა­ი­რად მიყ­ვარს, მი­ზი­დავს მისი კულ­ტუ­რა, ის­ტო­რია. ჩვენ ლოდ­ში ვცხოვ­რობთ, ეს ქა­ლა­ქი თე­ლა­ვივ­თა­ნაა ახ­ლოს. მამა მუ­შა­ობს, დედა დი­ა­სახ­ლი­სია, ძმა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე, მე­სა­მე კურ­სზეა...

თუმ­ცა ზო­გა­დად ის­რა­ე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვე­ყა­ნა არ არის, ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რა­ღაც მოხ­დეს. ქუ­ჩა­შიც ფრთხი­ლად უნდა იარო. თუ სი­რე­ნის ხმას გა­ი­გებ, შე­სა­ბა­მი­სად უნდა იმოქ­მე­დო, მოკ­ლედ, სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბია, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვა... ფორ­მი­ა­ნებ­საც გვაფრ­თხი­ლებ­დნენ, მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, ყურ­სას­მე­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ეს ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

)))
18

კორკოტა მეორე იაზო მარინა ბერიძე .

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა

"ჯარისქალი კონკურსანტი" - გაიცანით, "დიდი სცენის" მონაწილე გოგონა, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობდა

მარიამ ფაცურია, მეგაშოუ „დიდი სცენის“ კონკურსანტი იყო, მაგრამ შესარჩევ ტურზე არ გაუმართლა, პროექტს გამოეთიშა, რადგანაც ჟიურიმ უთხრა, - ვიბრაციული ხმა გაქვსო... თუმცა მას ისეთი საინტერესო ამბავი აქვს ჩვენთვის მოსაყოლი, რომ ის ახლა AMBEBI.GE-ს რესპონდენტია.

„კასტინგზე ვღელავდი, ჩემს ადგილას ყველა ინერვიულებდა. ვიბრაციული, განსხვავებული ხმა რომ მაქვს, ვფიქრობ, შემდეგ ტურში ამიტომ არ გადამიყვანეს... რაც თავი მახსოვს, სულ ვმღეროდი, ოღონდ, ჩემთვის, სახლში, ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია, მოკლედ, სიმღერა ჩემით ვისწავლე. ვუსმენდი და ვუსმენ უმეტესად ძველ მუსიკას („ბითლზი“, „ლედზეპელინი“, „ქუინი“, „როლინგსტოუნზი“...) ჩემი ამ კონკურსში მონაწილეობა რომ შევაფასო, - ალბათ არ ვიყავი ჟიურის გემოვნებაში. თუმცა სხვა გემოვნების მქონეებს შეიძლება, მოვწონებოდი,“ - გვეუბნება მარიამ ფაცურია.

- საინტერესოა, რომ ჯარგამოვლილი გოგონა ხარ და კონკურსშიც ასე წარადგინე შენი თავი - ჯარისქალი... მოგვიყევი როგორ გახდი ჯარისქალი.

- ჯარის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც ჩვენი ოჯახი 2014 წელს საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა...

დედა ებრაელია, მამა - ქართველი, მაგრამ რადგან ებრაული წესის თანახმად, დედის ხაზით მიდის ეროვნების საკითხი, მე და ჩემი ძმა ებრაელები ვართ. ბებია და ბაბუაც (დედის მშობლები) იქ მყავს... ისრაელში რომ წავედით, სკოლა აქ უკვე დამთავრებული მქონდა.

თავიდან იქაური ცხოვრების სტილთან შეჩვევა არ იყო ადვილი. ენაც არ ვიცოდი, მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა როგორც ქართულად, ისე ვლაპარაკობ ივდითზე... მერე ჯარში გაწვევა მივიღე, მოგეხსენებათ, ისრაელი ომის ზონაში მყოფი ქვეყანაა და ჯარში წავედი. ლაპარაკიც სწორედ იქ ვისწავლე და დავხვეწე. ჯარმა საერთოდ ყველაფერში დიდი გამოცდილება მომცა - ახალ ხალხს, გარემოს, ცხოვრებას, მენტალიტეტს შემაგუა. მოკლედ, ეს ყველაფერი, ხომ ვამბობ, თავიდან უცხო იყო... ჯარში წასვლამდე ყველანაირი შემოწმება გავიარე (ფსიქოლოგიური, ფიზიკური...) ყველა კრიტერიუმი დავაკმაყოფილე. სამი თვე კარანტინი მქონდა, ამის შემდეგ ჩემს ბაზაში წავედი და ეს იყო ღაზას სექტორში... ამ ყველაფრის დაძლევაში, რაც ყველაზე მეტად დამეხმარა და სირთულეები გადამატანინა, ჩემი ოჯახი იყო, მათგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი... ჯარში დაქალებიც გავიჩინე, იქაურობას მათი მხარში დგომით შევეგუე და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი და ჩემნაირი ბევრია.

ისრაელში ასეა, სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა ახალგაზრდა ჯარში მიდის და ამ სავალდებულო სამსახურის მოვლის შემდეგ უკვე უნივერსიტეტში აბარებს.

- ახლა აქ რატომ ხარ?

- იქ ცოტა ძვირია სწავლა, თან, თავის გამოცდაც მინდოდა, როგორ შევძლებდი დამოუკიდებელ ცხოვრებას, ოჯახის გარეშე...

მოკლედ, თბილისში ვარ, „ჯიპაში“ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ... გავიგე, რომ კონკურსი „დიდი სცენა" იწყებოდა და იქაც მივედი, ვიფიქრე, ძალებს მოვსინჯავ-მეთქი. მაინტერესებდა, რამდენად გამომივიდოდა, სხვა დროს ასეთ პროექტში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ვერ გადავედი. იყო ასეთი კომენტარიც, რომ ამერიკაში, ტეხასში მოიგებდი, საქართველოში - ვერაო. ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ კონკურსია, რას ვიზამთ?! უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვარ, ერთი წელია, რაც ჩამოვედი.

- საბოლოოდ, ისრაელი შენთვის როგორი ქვეყანა აღმოჩნდა?

- ჩემთვის უმაგრესი ქვეყანაა, ცოტა ხანი ვცხოვრობდი იქ, მაგრამ იქ ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე. ყველანაირად მიყვარს, მიზიდავს მისი კულტურა, ისტორია. ჩვენ ლოდში ვცხოვრობთ, ეს ქალაქი თელავივთანაა ახლოს. მამა მუშაობს, დედა დიასახლისია, ძმა უნივერსიტეტში სწავლობს, სარეჟისოროზე, მესამე კურსზეა...

თუმცა ზოგადად ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანა არ არის, ნებისმიერ წუთს შესაძლებელია, რომ რაღაც მოხდეს. ქუჩაშიც ფრთხილად უნდა იარო. თუ სირენის ხმას გაიგებ, შესაბამისად უნდა იმოქმედო, მოკლედ, სპეციალური წესებია, რომელიც უნდა დაიცვა... ფორმიანებსაც გვაფრთხილებდნენ, მუდმივად ყურადღებით ვყოფილიყავით, ყურსასმენები არ შეიძლება... მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს.

თემურ წიკლაური 2 კვირაზე მეტია კოვიდინფექციას ებრძვის, მომღერლის მდგომარეობა მძიმეა -  "ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა - თემური მალე უნდა გამოჯანმრთელდეს"

"როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, ძნელია ასეთ დისტანციაზე მართო ორი თეატრი" - დათო ტურაშვილი ნინო ანანიაშვილზე

"ამ ადამიანს სიფრთხილე უნდა გამოეჩინა... როგორც ჩანს, გარკვეული საცდურიც იყო" - როგორ აფასებენ ხელოვანები ნინო ანანიაშვილი გადაწყვეტილებას?