სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს
პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს

მე­ხან­ძრე­ო­ბა ერთ-ერთი იმ პრო­ფე­სი­ა­თა­გა­ნია, რო­მელ­საც სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს სულ უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ, ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით იზ­რდე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 მე­ხან­ძრეა. რაც ქვეყ­ნის სა­ერ­თო მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით არ არის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ვარ­შა­ვის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ­მა სკო­ლამ ქარ­თვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყო. ქარ­თველ მე­ხან­ძრე­ებს გა­და­ე­ცათ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც.

პო­ლო­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვარ­შა­ვის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა­ფალ მა­ტუშ­კე­ვი­ჩი – პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანე­ტა კუ­ჩინ­სკა - მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი და მარ­ჩინ ლა­პი­ჩი - პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე. რა სჭირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ქარ­თულ სკო­ლას და რა დახ­მა­რე­ბას უწევს პო­ლო­ნე­თი, ნა­ხეთ ჩვენს ინ­ტერ­ვი­უ­ში:

- მოგ­ვი­ყე­ვით პო­ლო­ნე­თის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის სკო­ლის და მის მიერ ქარ­თვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბის­თვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ

- სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვარ სკო­ლას, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ვარ­შა­ვა­ში, აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ითა­ნამ­შრომ­ლოს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, არა­მედ უკ­რა­ი­ნას­თან. Polish AID პროგ­რა­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლია პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრის მიერ. 3 წლის წინ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ რა­ღაც ახა­ლი შეგ­ვექ­მნა მე­ხან­ძრე­ე­ბის­თვის. პო­ლო­ნეთ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვი­ლი. გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც და ვინ­მეს გა­დამ­ზა­დე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლო­დან პე­რი­ო­დუ­ლად ვიწ­ვევ­დით მე­ხან­ძრე­ებს გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის. თუმ­ცა მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ­დით, თუ რა იქ­ნე­ბო­და მათ­თვის უკე­თე­სი. ჩვენს მიერ გაწ­ვრთნი­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბი მზად არი­ან, რომ სხვე­ბი გა­და­ამ­ზა­დონ. თუმ­ცა მათ ამის რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­დათ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

ჩვენს გუნდთან ერ­თად ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რა იქ­ნე­ბო­და სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, გა­დავ­წყვი­ტეთ, შეგ­ვექ­მნა ვარ­შა­ვის ანა­ლო­გი­უ­რი ტრე­ნინგ ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2016 წელს და­ვი­წყეთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. 2018 წელს კი უკვე და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ტრე­ნინგ ცენ­ტრის გახ­სნა­ზე. ვა­მა­ყობთ ამ პრო­ექ­ტით, რად­გან ის არ არის და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მეს ვა­კე­თებთ.

- პრო­ექ­ტი პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. რა სა­ხის სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს?

- 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­ვე­ცით მცი­რე კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც ცე­ცხლის ჩა­საქ­რო­ბად იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ამ­ჯე­რად უფრო მას­შტა­ბუ­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ვე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს. ამ ეტაპ­ზე პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სი­მუ­ლა­ტორს, 17 ინ­სტრუქ­ტო­რის­თვის გან­კუთ­ვნილ სრულ სა­ხან­ძრო ეკი­პი­რე­ბა­სა და შე­სა­ბა­მის სას­წავ­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას.

ზო­გა­დად, არ არ­სე­ბობს მე­ხან­ძრე­ე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის უკე­თე­სი გზა, ვიდ­რე პა­ტა­რა კონ­ტე­ი­ნე­რი. რად­გან მას­ში არის სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი ცე­ცხლის შე­საქ­მნე­ლად. კონ­ტე­ი­ნერ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 60 გრა­დუსს უახ­ლო­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი ხან­ძრის მსგავ­სად ხდე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კონ­ტე­ი­ნე­რი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბი­საა. მა­გა­ლი­თად, პო­ლო­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პირ­ვე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი 1997 წელს გა­ვა­კე­თეთ და მას 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყე­ნებ­დით.

- პრო­ექ­ტის შემ­დეგ რა შე­იც­ვლე­ბა ქარ­თვე­ლი მე­ხან­ძრე­ე­ბის­თვის?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ფარ­თოვ­და მათი საწ­ვრთნე­ლი ბა­ზაც, რად­გან და­ე­მა­ტა დიდი კონ­ტე­ი­ნე­რი და გა­დამ­ზა­დე­ბა­ში უფრო მეტი მე­ხან­ძრის ჩარ­თვა იგეგ­მე­ბა. მე­ხან­ძრე­ე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პროგ­რა­მა არის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი და ქარ­თვე­ლე­ბი ისე­თი­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით გა­დამ­ზად­დე­ბი­ან, რო­გორც პო­ლო­ნე­ლე­ბი. ჩვენ მიერ გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი კი შემ­დეგ ეტაპ­ზე ქარ­თველ მე­ხან­ძრე­ებს გა­და­ამ­ზა­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აკა­დე­მი­ის­თვის ეს არის სა­უ­კე­თე­სო გზა მე­ხან­ძრე­ე­ბის გა­საწ­ვრთნე­ლად. თუ ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს, რომ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ხან­ძრო სკო­ლა შექ­მნას, ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ქვე­ყა­ნა­ში მე­ხან­ძრე­ე­ბის საკ­მა­რი­სი რო­ა­დე­ნო­ბაა, ამ ეტაპ­ზე მათი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. აკა­დე­მი­ამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რამ­დენ ადა­მი­ანს მი­იწ­ვევს გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე. გა­დამ­ზა­დე­ბის სრუ­ლი ეტა­პის­თვის 1–2 წელი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს პრო­ექტს.

ანა­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში არ არ­სე­ბობს, სწო­რედ ამი­ტომ შემ­დეგ ეტაპ­ზე სო­ხე­თის ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ბის მე­ხან­ძრე­ე­ბის გა­დამ­ზა­დებც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის შერ­ჩე­ვა.

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო. ამ ეტა­ზე ვეხ­მა­რე­ბით უკ­რა­ი­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და აფ­რი­კის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას. უკ­რა­ი­ნას­თან ის­ტო­რია და არა­ერ­თი ტრა­დი­ცია გვა­კავ­ში­რებს. სწო­რედ ამი­ტომ პო­ლო­ნე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრუ­ნა­ვენ უკ­რა­ი­ნა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­შიც უამ­რა­ვი პო­ლო­ნე­ლი ცხოვ­რობს და მოგ­ზა­უ­რობს. სწო­რედ ამი­ტომ პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის სა­ქარ­თვე­ლო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა 5 ან 10 წლის წინ არ და­წყე­ბუ­ლა.

- გა­დამზდე­ბა რამ­დე­ნი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა?

- გა­დამ­ზა­დე­ბა ორ ეტა­პად იყო­ფა. სა­წყის ეტაპ­ზე 1 კვი­რი­ა­ნი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. საკ­მა­ოდ ცივი ზამ­თა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მე­ო­რე ეტა­პი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მერე ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. პირ­ველ ნა­კად­ში 17 მე­ხან­ძრეს გა­და­ვამ­ზა­დებთ. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხან­ძრო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც გა­და­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

რა ყველას გამოცდილებას, ჩვენ, საცოდავები, როგორ ვიზიარებთ.

გიორგი
0

საკმაოდ კარგი სკოლაც გვქონდა, გადასარევი სპეციალისტებიც გვყავს, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო ნათქვამია. ერთკვირიანი კურსებით ნასწავლი მეხანძრის იმედზე კი ისევ პოლონელები იყვნენ.

ავტორი:

პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს

პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს

მეხანძრეობა ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ხანძრების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით იზრდება.

საქართველოში დაახლოებით 3 500 მეხანძრეა. რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობასთან შედარებით არ არის დაბალი მაჩვენებელი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარმა სკოლამ ქართველი მეხანძრეების გადამზადება დაიწყო. ქართველ მეხანძრეებს გადაეცათ აღჭურვილობაც.

პოლონეთის ოფიციალურ პირებთან ერთად საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის წარმომადგენლები, რაფალ მატუშკევიჩი – პროექტის ხელმძღვანელი, ანეტა კუჩინსკა - მეხანძრე მაშველი და მარჩინ ლაპიჩი - პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე. რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ სკოლას და რა დახმარებას უწევს პოლონეთი, ნახეთ ჩვენს ინტერვიუში:

- მოგვიყევით პოლონეთის სახანძრო სამსახურის სკოლის და მის მიერ ქართველი მეხანძრეებისთვის განხორციელებული პროექტების შესახებ

- სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლას, რომელიც მდებარეობს ვარშავაში, აქვს შესაძლებლობა, რომ ითანამშრომლოს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან. Polish AID პროგრამა მომზადებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ. 3 წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც ახალი შეგვექმნა მეხანძრეებისთვის. პოლონეთში ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილებაა დაგროვილი. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობაც და ვინმეს გადამზადება პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოდან პერიოდულად ვიწვევდით მეხანძრეებს გადამზადებისთვის. თუმცა მუდმივად ვფიქრობდით, თუ რა იქნებოდა მათთვის უკეთესი. ჩვენს მიერ გაწვრთნილი მეხანძრეები მზად არიან, რომ სხვები გადაამზადონ. თუმცა მათ ამის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რადგან საქართველოში არ იყო შესაბამისი აღჭურვილობა.

ჩვენს გუნდთან ერთად ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა, რა იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ვარშავის ანალოგიური ტრენინგ ცენტრი საქართველოში. 2016 წელს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. 2018 წელს კი უკვე დაიწყო აქტიური მუშაობა ტრენინგ ცენტრის გახსნაზე. ვამაყობთ ამ პროექტით, რადგან ის არ არის დაბალბიუჯეტიანი და პარტნიორი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ საქმეს ვაკეთებთ.

- პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული. რა სახის საჩუქარი გადაეცა საქართველოს?

- 2017 წელს საქართველოს გადავეცით მცირე კონტეინერი, რომელიც ცეცხლის ჩასაქრობად იყო განკუთვნილი. ამჯერად უფრო მასშტაბური საჩუქარი გადავეცით საქართველოს. ამ ეტაპზე პროექტი მოიცავს პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ მრავალფუნქციურ სახანძრო-სამაშველო სიმულატორს, 17 ინსტრუქტორისთვის განკუთვნილ სრულ სახანძრო ეკიპირებასა და შესაბამის სასწავლო აღჭურვილობას.

ზოგადად, არ არსებობს მეხანძრეების გადამზადების უკეთესი გზა, ვიდრე პატარა კონტეინერი. რადგან მასში არის საუკეთესო პირობები ცეცხლის შესაქმნელად. კონტეინერში ტემპერატურა 60 გრადუსს უახლოდება და ყველაფერი რეალური ხანძრის მსგავსად ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა. მაგალითად, პოლონეთის უნივერსიტეტში პირველი კონტეინერი 1997 წელს გავაკეთეთ და მას 20 წლის განმავლობაში ვიყენებდით.

- პროექტის შემდეგ რა შეიცვლება ქართველი მეხანძრეებისთვის?

- მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა მათი საწვრთნელი ბაზაც, რადგან დაემატა დიდი კონტეინერი და გადამზადებაში უფრო მეტი მეხანძრის ჩართვა იგეგმება. მეხანძრეების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა არის სტანდარტიზებული და ქართველები ისეთივე სტანდარტების მიხედვით გადამზადდებიან, როგორც პოლონელები. ჩვენ მიერ გადამზადებული ინსტრუქტორები კი შემდეგ ეტაპზე ქართველ მეხანძრეებს გადაამზადებენ.

საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის ეს არის საუკეთესო გზა მეხანძრეების გასაწვრთნელად. თუ ქვეყანა შეძლებს, რომ მაღალი სტანდარტების სახანძრო სკოლა შექმნას, ნამდვილად პოზიტიური შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.

ქვეყანაში მეხანძრეების საკმარისი როადენობაა, ამ ეტაპზე მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა პრიორიტეტული. აკადემიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს მიიწვევს გადამზადებაზე. გადამზადების სრული ეტაპისთვის 1–2 წელი ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ვიმედოვნებ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს პროექტს.

ანალოგიური ცენტრი რეგიონის სხვა ქვეყნებში არ არსებობს, სწორედ ამიტომ შემდეგ ეტაპზე სოხეთის ან აზერბაიჯანების მეხანძრეების გადამზადებც შესაძლებელია.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოსთან თანამშრომლობა და რა კრიტერიუმებით მოხდა პარტნიორი ქვეყნის შერჩევა.

- ეს გადაწყვეტილება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ამ ეტაზე ვეხმარებით უკრაინას, საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანას. უკრაინასთან ისტორია და არაერთი ტრადიცია გვაკავშირებს. სწორედ ამიტომ პოლონელები განსაკუთრებულად ზრუნავენ უკრაინაზე. საქართველოშიც უამრავი პოლონელი ცხოვრობს და მოგზაურობს. სწორედ ამიტომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 5 ან 10 წლის წინ არ დაწყებულა.

- გადამზდება რამდენი ხანი გაგრძელდება?

- გადამზადება ორ ეტაპად იყოფა. საწყის ეტაპზე 1 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართება. საკმაოდ ცივი ზამთარია საქართველოში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეორე ეტაპი გარკვეული პერიოდის მერე ჩაგვეტარებინა. პირველ ნაკადში 17 მეხანძრეს გადავამზადებთ. თითოეულ მათგანს თანამედროვე სახანძრო აღჭურვილობაც გადაეცა.

გადაიყვანენ თუ არა საზღვარგარეთ ცოტნე გამსახურდიას - რას პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი