პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის
27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

27 წლის სიმ­პა­თი­უ­რი მი­ლი­ო­ნე­რი ეძებს პი­რად ფო­ტოგ­რაფს, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად იმოგ­ზა­უ­რებს და „ინ­სტაგ­რა­მის­თვის“ ფო­ტო­ებს გა­და­უ­ღებს. ამ საქ­მე­ში კი, 55 ათას დო­ლარს გა­და­უხ­დის.

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის­თვის სრულ­ყო­ფი­ლი ფო­ტო­ე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ის მზად არის გა­და­ი­ხა­დოს საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა და ამავდრო­უ­ლად და­საქ­მე­ბუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყოს ყვე­ლაფ­რით - სა­ცხოვ­რებ­ლით და სხვა ხარ­ჯე­ბით.

სიმ­პა­თი­უ­რი ახალ­გაზ­რდა მი­ლი­ო­ნე­რის ვა­კან­სი­ამ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

მე­თიუ ლეპ­რე სიდ­ნე­ი­ში ცხოვ­რობს და ის Ecom Warrior Academy-ს და­მა­არ­სე­ბე­ლია.

ლეპ­რე თა­ვის მო­მა­ვალ ფო­ტოგ­რაფს მარ­თლაც სა­ო­ცარ პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს და ბევ­რის­თვის ასე­თი ვა­კან­სია სა­ოც­ნე­ბოა. და­საქ­მე­ბულს მო­უ­წევს იმოგ­ზა­უ­როს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო მი­ლი­ო­ნერ­თან ერ­თად და გა­და­უ­ღოს სრულ­ყო­ფი­ლი ფო­ტო­ე­ბი „ინ­სტაგ­რა­მის­თვის“. ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხარ­ჯით და გარ­და ამი­სა, ანა­ზღა­უ­რე­ბას წე­ლი­წად­ში 55 ათას დო­ლარს მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, მო­მა­ვალ ფო­ტოგ­რაფს ლეპ­რე მე­გობ­რო­ბა­საც სთა­ვა­ზობს.

„ჩვენ ერ­თად უნდა ვი­მოგ­ზა­უ­როთ, დიდი დრო უნდა გა­ვა­ტა­როთ ერ­თად და ბუ­ნებ­რი­ვია, მსურს, რომ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­დეს, ალ­ბათ, ეს გარ­და­უ­ვა­ლიც იქ­ნე­ბა, ჩვენ ხომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი უნდა გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს. ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდე­ბით“, - ამ­ბობს მი­ლი­ო­ნე­რი.

მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პო­ტენ­ცი­ურ ფო­ტოგ­რაფს ჰქონ­დეს ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, უყ­ვარ­დეს ფრე­ნა და ცხა­დია, იცო­დეს ფო­ტო­ე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე გა­და­ღე­ბა.

„გა­სულ კვი­რას მი­ლა­ნი­დან, ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­მი­რე­კეს, გა­და­ცე­მა­ში მი­მიწ­ვი­ეს, წა­ვე­დი, მაგ­რამ არ მყავ­და ფო­ტოგ­რა­ფი, რაც ცუ­დია, შე­იძ­ლე­ბო­და ბევ­რი ლა­მა­ზი ფოტო გა­და­მე­ღო. ჩემს ფო­ტოგ­რაფს მუ­დამ უნდა ჰქონ­დეს მზა­ო­ბა, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას ჩემ­თან ერ­თად თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დეს და მსოფ­ლი­ოს ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში გაფ­რინ­დეს. აქე­დან­ვე იცო­დეს, რომ არა­ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კი მაქვს“, - დას­ძენს მი­ლი­ო­ნე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ლი­ო­ნერ­მა ერთი წლის წინა პი­რა­დი ასის­ტენ­ტის ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და. რო­გორც ამ­ბობს, მან თა­ვი­სი­ვე ასა­კის პი­რა­დი ასის­ტენ­ტი ავ­სტრა­ლი­ა­ში­ვე იპოვ­ნა, რო­მელ­საც კარ­გად შე­ე­წყო და გო­გო­ნა დღემ­დე მას­თან მუ­შა­ობს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
26

ეს ცოლს ეძებს მგონი და ფოტოგრაფობა დაარქვა:D

ლოლა
9

ნარცისი. მოგზაურობა იმდენად არ აინტერესებს, მაგისთვის ფოტოებია მთავარი ეგზოტიკური ადგილებიდან. 

ავტორი:

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

27 წლის სიმპათიური მილიონერი ეძებს პირად ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს და „ინსტაგრამისთვის“ ფოტოებს გადაუღებს. ამ საქმეში კი, 55 ათას დოლარს გადაუხდის.

ავსტრალიელი მილიონერისთვის სრულყოფილი ფოტოები უმნიშვნელოვანესია და ის მზად არის გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა და ამავდროულად დასაქმებული უზრუნველყოს ყველაფრით - საცხოვრებლით და სხვა ხარჯებით.

სიმპათიური ახალგაზრდა მილიონერის ვაკანსიამ მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

მეთიუ ლეპრე სიდნეიში ცხოვრობს და ის Ecom Warrior Academy-ს დამაარსებელია.

ლეპრე თავის მომავალ ფოტოგრაფს მართლაც საოცარ პირობებს სთავაზობს და ბევრისთვის ასეთი ვაკანსია საოცნებოა. დასაქმებულს მოუწევს იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო მილიონერთან ერთად და გადაუღოს სრულყოფილი ფოტოები „ინსტაგრამისთვის“. ის უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, ყველანაირი ხარჯით და გარდა ამისა, ანაზღაურებას წელიწადში 55 ათას დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, მომავალ ფოტოგრაფს ლეპრე მეგობრობასაც სთავაზობს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოგზაუროთ, დიდი დრო უნდა გავატაროთ ერთად და ბუნებრივია, მსურს, რომ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს, ალბათ, ეს გარდაუვალიც იქნება, ჩვენ ხომ შთაბეჭდილებები უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. ვფიქრობ, საუკეთესო მეგობრები გავხდებით“, - ამბობს მილიონერი.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პოტენციურ ფოტოგრაფს ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, უყვარდეს ფრენა და ცხადია, იცოდეს ფოტოების პროფესიონალურ დონეზე გადაღება.

„გასულ კვირას მილანიდან, ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამირეკეს, გადაცემაში მიმიწვიეს, წავედი, მაგრამ არ მყავდა ფოტოგრაფი, რაც ცუდია, შეიძლებოდა ბევრი ლამაზი ფოტო გადამეღო. ჩემს ფოტოგრაფს მუდამ უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ჩემთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდეს და მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში გაფრინდეს. აქედანვე იცოდეს, რომ არანორმალური გრაფიკი მაქვს“, - დასძენს მილიონერი.

აღსანიშნავია, რომ მილიონერმა ერთი წლის წინა პირადი ასისტენტის ვაკანსია გამოაცხადა. როგორც ამბობს, მან თავისივე ასაკის პირადი ასისტენტი ავსტრალიაშივე იპოვნა, რომელსაც კარგად შეეწყო და გოგონა დღემდე მასთან მუშაობს.

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში