მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ათი ვაჟის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."
ათი ვაჟის შემდეგ,  წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი გან­ცდა შე­იძ­ლე­ბა იყოს, როცა ათი ვა­ჟის დედა ხარ და იგებ, რომ მე­თერ­თმე­ტე შვილ­ზე ხარ ორ­სუ­ლად - ის კი გო­გო­ნაა! ან იმის წარ­მოდ­გე­ნა თუ შე­გიძ­ლი­ათ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­საც 10 უფ­რო­სი ძმა ჰყავს?!

ალექ­სის და დე­ვიდ ბრე­ტე­ბი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან არი­ან და ცოტა ხნის წინ მათ შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო. წყვილს ათი ვა­ჟის შემ­დეგ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა.

ალექ­სის­მა გა­სულ წელს, ახა­ლი წლის ღა­მეს გა­ი­გო, რომ მე­თერ­თმე­ტე ბავ­შვზე იყო ორ­სუ­ლად. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­და, რომ კი­დევ ერთი ბიჭი შე­ე­ძი­ნე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ სქე­სის და­სად­გე­ნად ექიმს მი­მარ­თა და გა­ირ­კვა, რომ წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლე­ბო­და.

"იმის გა­გე­ბა, რომ გო­გო­ნა გაგ­ვიჩ­ნდე­ბო­და, სა­ო­ცა­რი გან­ცდა იყო, არ ვე­ლო­დით და შოკ­ში ვი­ყა­ვით“ - იხ­სე­ნებს 11 შვი­ლის დედა.

რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლი ეყო­ლა, ალექ­სი­სი 22 წლის იყო. მომ­დევ­ნო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან კი­დევ ცხრა ვაჟი გა­ა­ჩი­ნა.

"პირ­ველ რიგ­ში, რაც ბავ­შვის სქე­სის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ვა­კე­თე, წა­ვე­დი და მის­თვის ვარ­დის­ფე­რი სა­მო­სი ვი­ყი­დე“, - ამ­ბობს 11 შვი­ლის დედა.

გო­გო­ნა აგ­ვის­ტო­ში და­ი­ბა­და და მას მსა­ხი­ობ კა­მე­რონ დი­ა­სის პა­ტივ­სა­ცე­მად, კა­მე­რო­ნი და­არ­ქვეს. პა­ტა­რა გო­გო­ნა­სა და უფ­როს ძმას შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 16 წე­ლია.

"ახლა ნამ­დვი­ლად გავ­ჩერ­დე­ბით და მეტ შვილს აღარ გა­ვა­ჩენთ“ - ხუმ­რობს ქალი, თუმ­ცა იქვე დას­ძენს, რომ ორი წლის წი­ნაც იგი­ვეს ამ­ბობ­და, შემ­დეგ კი გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა.

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი დიდი ოჯა­ხი, ისე­თი, რო­გო­რიც ახლა არის“, - ამ­ბობს დედა.

მშობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პა­ტა­რა კა­მე­რონს უკვე აქვს და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა თა­ვის ძმებ­ზე და მათ ქმე­დე­ბებ­ზე.

"ისი­ნი ცდი­ლო­ბენ უფრო წყნა­რად იყონ, არ გა­აღ­ვი­ძონ, აჭა­მონ, მო­უ­ა­რონ, უფრო მზრუნ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ნა­ხა­ვია“, - ამ­ბობს დე­ვი­დი.

"რო­დე­საც მე­თერ­თმე­ტე ფეხ­მძი­მო­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გო­ნა, ბიჭი იქ­ნე­ბო­და და ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლით შე­ვე­გე­ბო­ბით, არ მა­დარ­დებ­და ბავ­შვის სქე­სი, მხო­ლოდ იმას ვნატ­რობ­დი, რომ ჯან­მრთე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა როცა გა­ვი­გე, რომ გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, ათი ბი­ჭის შემ­დეგ გო­გო­ნა, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია და შოკ­ში ვი­ყა­ვი.

დე­დი­სერ­თა ვარ და არა­სო­დეს და­მი­გეგ­მავს, რომ დიდი ოჯა­ხი მქო­ნო­და, მაგ­რამ ახლა ამ­ხე­ლა ოჯა­ხი მაქვს და ძა­ლი­ან მომ­წონს ასე რომ მოხ­და. ყო­ველ­თვის ვხუმ­რობ­დი, რომ არ ვი­ცო­დი რო­გორ უნდა გა­მე­ზარ­და გო­გო­ნა, რო­გორ მოვ­ქცე­ო­დი მას,“ - ამ­ბობს ალექ­სი­სი.

11 შვი­ლის დედა ასე­ვე სა­უბ­რობს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მარ­თავს ამ­ხე­ლა ოჯახს და რო­გორ უმკლავ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს.

"ხში­რად მეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რად უნ­დო­და ამ­დე­ნი ბავ­შვი, სულ ფეხ­მძი­მედ რო­გორ არის, რო­გორ უნდა გა­არ­თვან თავი და ა.შ. მაგ­რამ ეს არ მა­დარ­დებს. ზო­გი­ერ­თი ფიქ­რობს, რომ რა­ღაც სარ­გე­ბელს, დახ­მა­რე­ბას ვი­ღებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. ასე არ არის. დე­ვიდს ძა­ლი­ან კარ­გი სამ­სა­ხუ­რი აქვს და არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maia
0

რა მაგარია.

ანკა
1

აი ამას ქვია გმირი ქალი და დედა! ღმერთმა ნერვები და გაძლება მისცეს:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ათი ვაჟის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."

ათი ვაჟის შემდეგ,  წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."

წარმოიდგინეთ, როგორი განცდა შეიძლება იყოს, როცა ათი ვაჟის დედა ხარ და იგებ, რომ მეთერთმეტე შვილზე ხარ ორსულად - ის კი გოგონაა! ან იმის წარმოდგენა თუ შეგიძლიათ, როგორი იქნება გოგონას ცხოვრება, რომელსაც 10 უფროსი ძმა ჰყავს?!

ალექსის და დევიდ ბრეტები დიდი ბრიტანეთიდან არიან და ცოტა ხნის წინ მათ შესახებ მსოფლიომ შეიტყო. წყვილს ათი ვაჟის შემდეგ გოგონა შეეძინა.

ალექსისმა გასულ წელს, ახალი წლის ღამეს გაიგო, რომ მეთერთმეტე ბავშვზე იყო ორსულად. თავდაპირველად ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინებოდა, მაგრამ შემდეგ სქესის დასადგენად ექიმს მიმართა და გაირკვა, რომ წყვილს ქალიშვილი ეყოლებოდა.

"იმის გაგება, რომ გოგონა გაგვიჩნდებოდა, საოცარი განცდა იყო, არ ველოდით და შოკში ვიყავით“ - იხსენებს 11 შვილის დედა.

როდესაც პირველი შვილი ეყოლა, ალექსისი 22 წლის იყო. მომდევნო 15 წლის განმავლობაში მან კიდევ ცხრა ვაჟი გააჩინა.

"პირველ რიგში, რაც ბავშვის სქესის გაგების შემდეგ გავაკეთე, წავედი და მისთვის ვარდისფერი სამოსი ვიყიდე“, - ამბობს 11 შვილის დედა.

გოგონა აგვისტოში დაიბადა და მას მსახიობ კამერონ დიასის პატივსაცემად, კამერონი დაარქვეს. პატარა გოგონასა და უფროს ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა 16 წელია.

"ახლა ნამდვილად გავჩერდებით და მეტ შვილს აღარ გავაჩენთ“ - ხუმრობს ქალი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ორი წლის წინაც იგივეს ამბობდა, შემდეგ კი გოგონა გააჩინა.

"ძალიან მიყვარს ჩემი დიდი ოჯახი, ისეთი, როგორიც ახლა არის“, - ამბობს დედა.

მშობლები აღნიშნავენ, რომ პატარა კამერონს უკვე აქვს დადებითი გავლენა თავის ძმებზე და მათ ქმედებებზე.

"ისინი ცდილობენ უფრო წყნარად იყონ, არ გააღვიძონ, აჭამონ, მოუარონ, უფრო მზრუნველები გახდნენ. ეს შესანიშნავია სანახავია“, - ამბობს დევიდი.

"როდესაც მეთერთმეტე ფეხმძიმობის შესახებ გავიგე, სიმართლე გითხრათ, მეგონა, ბიჭი იქნებოდა და ასეც რომ ყოფილიყო, ძალიან დიდი სიხარულით შევეგებობით, არ მადარდებდა ბავშვის სქესი, მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ჯანმრთელი ყოფილიყო. თუმცა როცა გავიგე, რომ გოგონა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, ათი ბიჭის შემდეგ გოგონა, ეს შესანიშნავია და შოკში ვიყავი.

დედისერთა ვარ და არასოდეს დამიგეგმავს, რომ დიდი ოჯახი მქონოდა, მაგრამ ახლა ამხელა ოჯახი მაქვს და ძალიან მომწონს ასე რომ მოხდა. ყოველთვის ვხუმრობდი, რომ არ ვიცოდი როგორ უნდა გამეზარდა გოგონა, როგორ მოვქცეოდი მას,“ - ამბობს ალექსისი.

11 შვილის დედა ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ მართავს ამხელა ოჯახს და როგორ უმკლავდება გამოწვევებს.

"ხშირად მესმის ადამიანებისგან რად უნდოდა ამდენი ბავშვი, სულ ფეხმძიმედ როგორ არის, როგორ უნდა გაართვან თავი და ა.შ. მაგრამ ეს არ მადარდებს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ რაღაც სარგებელს, დახმარებას ვიღებთ ხელისუფლებისგან. ასე არ არის. დევიდს ძალიან კარგი სამსახური აქვს და არავის დახმარება არ გვჭირდება“, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

ჯო ბაიდენი სამხედრო სამსახურში ტრანსგენდერების მიღებაზე დაწესებულ აკრძალვას სავარაუდოდ, გააუქმებს

"ჯოს ანგელოზები" - ვინ არიან "ბაიდენის გვარდიის" მთავარი ქალები

რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში