სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

დღეს, თბი­ლის­ში და­გეგ­მი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო, დე­და­ქა­ლა­ქის ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 13 დე­კემ­ბრის 14:00 სა­ა­თი­დან, სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად აიკ­რძა­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე. ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით იმოძ­რა­ვე­ბენ. კერ­ძოდ: ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან მო­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნა­კა­დი იმოძ­რა­ვებს რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი­სა და გია ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

დიდი ზო­მის ტრან­სპორ­ტის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბა აიკ­რძა­ლა ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მო­ე­დან­ზე. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი კი იმოძ­რა­ვე­ბენ კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე და ვერ­ცხლის ქუ­ჩის გავ­ლით ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე გავ­ლენ.

ლადო ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩი­დან მო­მა­ვა­ლი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დი ვერ მოხ­ვდე­ბა შალ­ვა და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი იმოძ­რა­ვე­ბენ ოვა­ნეს თუ­მა­ნი­ა­ნის ქუ­ჩის გავ­ლით, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მო­ედ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მობ­რუნ­დე­ბი­ან ყო­ფი­ლი ფოს­ტის შე­ნო­ბას­თან და გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ ელ­ბა­ქი­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

14 დე­კემ­ბრის 11:00 სა­ა­თი­დან მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მოძ­რა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩის და ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თის გავ­ლით, მტკვრის ორი­ვე სა­ნა­პი­რო­სა და ჩუ­ღუ­რე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მოძ­რა­ო­ბა აიკ­რძა­ლე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­სა და მას­ზე გა­მო­მა­ვალ ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე: ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის, მიტრო­ფა­ნე ლა­ღი­ძის, ბე­სი­კის, 9 აპ­რი­ლის, ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის, ლე­სია უკ­რა­ინ­კას, მეს­ხი­ას, რე­ვაზ ლა­ღი­ძის, ვასო აბა­ში­ძის, გია ჭან­ტუ­რი­ას, არ­ჩილ ჯორ­ჯა­ძის და ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩებ­ზე.

ამას­თან, მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე (ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დამ­დე), ასე­ვე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე - გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის, შალ­ვა და­დი­ა­ნის და კოტე აფხა­ზის ქუ­ჩებ­ზე. ის­ნი­დან მო­მა­ვა­ლი ტრან­სპორ­ტის ნა­კა­დი სვლას გა­აგ­რძე­ლებს ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა პან­დუ­სის გავ­ლით.

შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის მო­ე­დანს, შე­სა­ბა­მი­სად, და­ი­კე­ტე­ბა მე­ტე­ხის ხიდი, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­მა­ვა­ლი ყვე­ლა ქუჩა, მათ შო­რის მე­ტე­ხის ქუჩა, ღვი­ნის აღ­მარ­თი და დუტუ მეგ­რე­ლის ქუჩა;

მოძ­რა­ო­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­სა და რე­ვაზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თამ­დე.

მოძ­რა­ო­ბა ნა­წი­ლობ­რივ შე­ი­ზღუ­დე­ბა ახვლე­დი­ა­ნის მო­ე­დან­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე.

„ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მან­ქა­ნებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ ორი­ვე სა­ნა­პი­რო­ზე, ვა­სილ პეტ­რი­აშ­ვი­ლის, თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის და და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩებ­ზე.

სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­რე­ბენ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლე­ბი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის­გან და­მა­ტე­ბით ინ­სტრუქ­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ. ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მოძ­რა­ო­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ბა,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 14 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვას გეგ­მავს.

ავტორი:

"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

დღეს, თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ: ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ.

ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით.

მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მობრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას გააგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.

14 დეკემბრის 11:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩის და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროსა და ჩუღურეთის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.

ამასთან, მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე (ბარათაშვილის ხიდამდე), ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე - გიორგი ლეონიძის, შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებზე. ისნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი სვლას გააგრძელებს ორივე სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსის გავლით.

შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედანს, შესაბამისად, დაიკეტება მეტეხის ხიდი, ევროპის მოედანზე გამავალი ყველა ქუჩა, მათ შორის მეტეხის ქუჩა, ღვინის აღმართი და დუტუ მეგრელის ქუჩა;

მოძრაობა შეიზღუდება ორბელიანის მოედანსა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე, ელბაქიძის დაღმართამდე.

მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე.

„ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.

სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ. ღონისძიების დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საზეიმო ღონისძიების გამართვას გეგმავს.

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)