პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელს დედის თანდასწრებით დედა შეუგინებია" - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 15 წლის ბიჭზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა
"პოლიციელს დედის თანდასწრებით დედა შეუგინებია" - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 15 წლის ბიჭზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

არას­რულ­წლო­ვა­ნი, რო­მელ­მაც თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE- ს მო­ზარ­დის დე­დამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, არას­რულ­წლო­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია.

"ექი­მე­ბი ვერ გვა­ი­მე­დე­ბენ. ახლა გა­დაჰ­ყავთ გა­და­ღე­ბა­ზე და მერე უფრო გვე­ცო­დი­ნე­ბა რა გვე­ლის" - გა­ნა­ცხა­და მო­ზარ­დის დე­დამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ დღეს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი მო­ზარ­დის სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზი სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა გახ­და.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წინ უს­წრებ­და დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­კი­თხვა, რა დრო­საც იგი პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

"არას­რულ­წლო­ვანს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო იძი­ებ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის ძმას შე­ექ­მნე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ხოლო მას მო­უ­წევ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა.

პო­ლი­ცი­ელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა და მუ­ქა­რა იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რი და რე­ა­ლუ­რი იყო, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და გა­მო­კი­თხვი­სას და მო­ი­თხო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბა მას არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს. გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და არას­რულ­წლოვ­ნის დე­დაც, თუმ­ცა გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­ტო დარ­ჩა პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან" - ნათ­ქვა­მია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

AMBEBI.GE მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად არას­რულ­წლოვ­ნის ძმას და­უ­კავ­შირ­და. მისი გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ას კერ­ძო სკო­ლა "მწვა­ნე სკო­ლის" დი­რექ­ცი­ამ მი­მარ­თა და მისი ძმის და­კა­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"რო­გორც ვიცი, პუ­ლი­ვი­ზა­ტო­რით სკო­ლის კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა­ში სდე­ბენ ბრალს. თით­ქოს სკო­ლის კედ­ლებ­ზე უხამ­სი სი­ტყვე­ბი და­წე­რა. ადრე სწავ­ლობ­და ამ სკო­ლა­ში და შემ­დეგ სხვა­გან გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. რო­გორც ვიცი, სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ პო­ლი­ცი­ა­ში იჩივ­ლა, მაგ­რამ ვი­დე­ო­კა­მე­რებ­ში არ ჩანს ვინ აწერს კედ­ლებ­ზე. რო­გორც ვიცი, ამოც­ნო­ბაც არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მი­ამ­სგავ­სეს ალ­ბათ. მე სახ­ლში არ ვყო­ფილ­ვარ იმ დროს, რო­დე­საც ეს მოხ­და" - ამ­ბობს არას­რულ­წლოვ­ნის ძმა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "მწვა­ნე სკო­ლის" სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა კახა და­ვი­თურ­მა:

- ბავ­შვი ჩვენს სკო­ლა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და, სხვა სკო­ლი­დან დრო­ე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს. 2 დღის წინ სკო­ლა­ში რომ მო­ვე­დით, ვნა­ხეთ ეს წარ­წე­რე­ბი. პო­ლი­ცია სკო­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, რად­გან წარ­წე­რებ­თან ერ­თად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო კედ­ლე­ბი და და­ფე­ბი. რო­გორც წე­სია, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვზრუ­ნავთ, არ ვი­ცო­დით, ეს ვინ გა­ა­კე­თა, ამი­ტო­მაც ვაც­ნო­ბეთ პო­ლი­ცი­ას, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა. კა­მე­რე­ბიც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ასე გა­ირ­კვა ბავ­შვის ვი­ნა­ო­ბა.

საქ­მის შეს­წავ­ლა სა­ი­ას იუ­რის­ტმა რეზო აჭა­რა­ძემ და­ი­წყო. რო­გორც აჭა­რა­ძემ AMBEBI.GE -ს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

"ჩვენ არას­რულ­წლოვ­ნის დე­დამ მოგ­ვმარ­თა. რო­გორც ამ­ბობს, თა­ვად ეს­წრე­ბო­და გა­მო­კი­თხვას. მისი თქმით, პო­ლი­ცია არას­რულ­წლო­ვანს ემუქ­რე­ბო­და, ნა­ხეთ რო­გორ მო­გივ­ლით, კა­პე­ზე­ზე რომ მოხ­ვდე­ბიო. ასე­ვე, ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ელს დე­დის თან­დას­წრე­ბით დედა შე­უ­გი­ნე­ბია. ძა­ლი­ან გაგ­ვიკ­ვირ­და ასეთ და­ნა­შა­ულ­ზე ასე­თი მუ­ქა­რა და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა დას­ჯას ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ ვიცი რა მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი ახლა საქ­მე, შე­საძ­ლოა სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში შეჭ­რის მუხ­ლით და­ე­წყოთ გა­მო­ძი­ე­ბა, ან სუ­ლაც ვან­და­ლიზ­მით", - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2019 წლის 12 დე­კემ­ბერს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 335-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს მუ­ქა­რით, მო­ტყუ­ე­ბით ან სხვა უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბით პი­რის იძუ­ლე­ბას მის­ცეს ჩვე­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
11

პოლიციელებს არავონ დასჯის.ეგ ზღაპარიააა.ხელს დააფარებენ.

ბურდული
12

მიშას დროს პოლიციას და პატრულს მაინც ეძახდნენ და ეხლა ისევ ძაღლებს ეძახიან.

ავტორი:

"პოლიციელს დედის თანდასწრებით დედა შეუგინებია" - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 15 წლის ბიჭზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

"პოლიციელს დედის თანდასწრებით დედა შეუგინებია" - რას ჰყვებიან ოჯახის წევრები 15 წლის ბიჭზე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

არასრულწლოვანი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ AMBEBI.GE- ს მოზარდის დედამ განუცხადა. მისი თქმით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

"ექიმები ვერ გვაიმედებენ. ახლა გადაჰყავთ გადაღებაზე და მერე უფრო გვეცოდინება რა გველის" - განაცხადა მოზარდის დედამ.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

AMBEBI.GE მეტი დეტალის გასარკვევად არასრულწლოვნის ძმას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, პოლიციას კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" დირექციამ მიმართა და მისი ძმის დაკავება მოითხოვა.

"როგორც ვიცი, პულივიზატორით სკოლის კედლების მოხატვაში სდებენ ბრალს. თითქოს სკოლის კედლებზე უხამსი სიტყვები დაწერა. ადრე სწავლობდა ამ სკოლაში და შემდეგ სხვაგან გადავიყვანეთ. როგორც ვიცი, სკოლის დირექციამ პოლიციაში იჩივლა, მაგრამ ვიდეოკამერებში არ ჩანს ვინ აწერს კედლებზე. როგორც ვიცი, ამოცნობაც არ ჩატარებულა. მიამსგავსეს ალბათ. მე სახლში არ ვყოფილვარ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა" - ამბობს არასრულწლოვნის ძმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "კვირის პალიტრასთან" კომენტარი გააკეთა "მწვანე სკოლის" სკოლის დირექტორმა კახა დავითურმა:

- ბავშვი ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა, სხვა სკოლიდან დროებით გადმოიყვანეს. 2 დღის წინ სკოლაში რომ მოვედით, ვნახეთ ეს წარწერები. პოლიცია სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძახა, რადგან წარწერებთან ერთად, დაზიანებული იყო კედლები და დაფები. როგორც წესია, ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, არ ვიცოდით, ეს ვინ გააკეთა, ამიტომაც ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც მოახდინა რეაგირება. კამერებიც დაათვალიერეს და ასე გაირკვა ბავშვის ვინაობა.

საქმის შესწავლა საიას იურისტმა რეზო აჭარაძემ დაიწყო. როგორც აჭარაძემ AMBEBI.GE -ს განუცხადა, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებს.

"ჩვენ არასრულწლოვნის დედამ მოგვმართა. როგორც ამბობს, თავად ესწრებოდა გამოკითხვას. მისი თქმით, პოლიცია არასრულწლოვანს ემუქრებოდა, ნახეთ როგორ მოგივლით, კაპეზეზე რომ მოხვდებიო. ასევე, ერთ-ერთ პოლიციელს დედის თანდასწრებით დედა შეუგინებია. ძალიან გაგვიკვირდა ასეთ დანაშაულზე ასეთი მუქარა და ასეთი დამოკიდებულება. სხვის საკუთრებაში უკანონო ქმედებების განხორციელებისას კანონმდებლობა დასჯას ითვალისწინებს. არ ვიცი რა მუხლით არის აღძრული ახლა საქმე, შესაძლოა სხვის საკუთრებაში შეჭრის მუხლით დაეწყოთ გამოძიება, ან სულაც ვანდალიზმით", - ამბობს უფლებადამცველი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ 2019 წლის 12 დეკემბერს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"იმედი მაქვს, ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა" - რას წერს ნაჯა ორაშვილი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაზე და რა ფოტოს აქვეყნებს

შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ადვოკატი - გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ვაგროვებთ მტკიცებულებებს