მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"
25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

და­ვით დრონ - ეს ის ახალ­გაზ­რდაა, რო­მელ­მაც ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ქვეყ­ნის პა­ვი­ლი­ო­ნის შექ­მნა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მისი 3D დი­ზა­ი­ნი სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნდა.

და­ვი­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტია. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დია „ჰოლი მო­ტორსში“ მუ­შა­ობს გრა­ფი­კულ დი­ზა­ი­ნე­რად. ეს მისი ახა­ლი სამ­სა­ხუ­რია. მა­ნამ­დე ფრი­ლან­სე­რი იყო და ჟურ­ნალ „ნე­იშნლ ჯე­ოგ­რა­ფი­კის­თვის“ ილუსტრა­ცი­ებს ქმნი­და.

2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დია „პრაგ­მა­ტი­კა­ში“ ლო­გოს დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობ­და, უფრო ადრე კი, ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ში - მხატ­ვრად. სხვა სტუ­დი­ებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

და­ვით დრო­ნის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა 2013 წელს მო­ე­წყო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დიდ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში. მა­შინ და­ვი­თი მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო.

2016 წელს კი მისი მე­ო­რე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში, კარ­გა­რე­თე­ლის ქუ­ჩა­ზე. გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბის იდეა ცნო­ბილ მხატ­ვარს, რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვილს ეკუთ­ვნო­და.

- რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვხა­ტავ­დი და რო­გორც ბი­ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ყვე­ლა­ზე მე­ტად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მი­ზი­დავ­და. თუმ­ცა, სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნის დი­ზა­ი­ნი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. 14 წლის ასაკ­ში უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დი­ზა­ი­ნის შექ­მნი­თა და მხატ­ვრო­ბით. ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ვი­წყე. მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში კარ­გი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბილს თვალს რომ მოვკრავ­დი, ეს ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბო­და.

- ბავ­შვო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის ახა­ლი მო­დე­ლე­ბი თუ შე­გიქ­მნი­ათ, ორი­გი­ნა­ლურ დი­ზა­ინს ვგუ­ლის­ხმობთ?

- რო­დე­საც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე ხატ­ვა შე­მეძ­ლო, უფრო აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნის დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ზე. შე­ვის­წავ­ლე 3D პროგ­რა­მე­ბი, რაც მო­დე­ლის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მეხ­მა­რე­ბა.

რო­დე­საც რა­ი­მეს „დას­კეტ­ჩავ“, სწრა­ფად შე­გიძ­ლია აა­წყო 3D-ში და რე­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი მი­ი­ღო. ყვე­ლა დი­ზა­ი­ნი, რაც ბავ­შვო­ბა­ში გა­მი­კე­თე­ბია, რა თქმა უნდა, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი სამი წლის მან­ძილ­ზე, როცა პა­რა­ლე­ლუ­რად, სულ ვმუ­შა­ობ­დი, ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ზა­ი­ნის­თვის ბევ­რი დრო არ მრჩე­ბო­და. ახლა, შე­და­რე­ბით მეტი დრო მრჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, დი­ზა­ინ­საც მეტ დროს ვუთ­მობ და პორ­ტფო­ლი­ო­საც ვამ­ზა­დებ.

მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად, ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რად სწო­რედ ახლა ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე. იმე­დი მაქვს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით ბევ­რის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ.

- ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ზე რა­ტომ შე­ა­ჩე­რეთ არ­ჩე­ვა­ნი?

- რა­ტომ დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა?! თა­ვი­დან, ერთი წელი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი. შემ­დეგ, მო­ბი­ლო­ბით ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვე­დი და დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. მო­მე­წო­ნა აქ და დავ­რჩი.

პირ­ველ რიგ­ში - დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში ინ­გლი­სურ ენა­ზე მი­დის სწავ­ლე­ბა და ესეც უპი­რა­ტე­სო­ბად ჩავ­თვა­ლე. დღეს, ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის გა­რე­შე წინ ვერ წახ­ვალ. მე კონ­ტაქ­ტე­ბი მაქვს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ.

უცხო­უ­რი ენის გა­რე­შე კი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მე­ო­რე - დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლო­ბენ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გარ­და კარ­გი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მათი გა­მოც­დი­ლე­ბა ბევ­რის მომ­ცე­მია. მე­სა­მე და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პროგ­რა­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ზო­გა­დად, დი­ზა­ი­ნის შექ­მნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, სა­ჭი­როა ბევ­რი კვლე­ვა, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით ინ­ფო­რა­ცი­ის და გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, მაგ­რამ ეს ზღვა­ში წვე­თია - ამით წინ ვერ წახ­ვალ. დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში რა­საც ას­წავ­ლი­ან და რა მე­თო­დე­ბი­თაც ას­წავ­ლი­ან, სწო­რედ ეს არის წინსვლის გა­რან­ტი. გას­წავ­ლი­ან თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს, ნა­ბი­ჯის სწო­რად გა­დად­გმის მე­თო­დებს - ყვე­ლა­ფერს, რა­საც სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მიჰ­ყავ­ხარ.

დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა დი­ზა­ი­ნის შექ­მნი­სას ერ­გო­ნო­მი­კაა. თუკი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტი და მისი დი­ზა­ი­ნი ერ­გო­ნო­მი­კუ­ლი არ არის, ის ადა­მი­ანს დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

- რო­გორ გეს­მით ერ­გო­ნო­მი­კუ­ლო­ბა?

- ერ­გო­ნო­მი­კა ადა­მი­ა­ნი­სა და მან­ქა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბას სწავ­ლობს. ეს მეც­ნი­ე­რე­ბა ცდი­ლობს შექ­მნას თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი და ამის­თვის იყე­ნებს ბი­ო­ლო­გი­ას, ფი­ზი­ო­ლო­გი­ას, ფუნ­ქცი­ურ ანა­ტო­მი­ას, ფსი­ქო­ლო­გი­ას, ტექ­ნი­კურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბებს.

მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ ავ­ტო­მო­ბი­ლი. რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყეს, მა­შინ დი­ზა­ი­ნი ნაკ­ლე­ბად იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. ადრე ავ­ტო­მო­ბი­ლი არ იყო აღ­ჭურ­ვი­ლი არც უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დით, არც სა­ჰა­ე­რო ბა­ლი­შე­ბით, სა­ჭე­საც სხვაგ­ვა­რი კონ­სტრუქ­ცია ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­გო­ნო­მი­კი­სა და ფი­ზი­კის მეშ­ვე­ო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი და­იხ­ვე­წა. მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ზა­ი­ნის­თვის.

- ფი­ზი­კა ახ­სე­ნეთ. დი­ზა­ი­ნე­რი ფი­ზი­კა­შიც უნდა ერ­კვე­ო­დეს?

- კარ­გმა დი­ზა­ი­ნერ­მა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ უნდა იცო­დეს, რად­გან არა­სო­დეს იცი, ინ­სპი­რა­ცია სა­ი­დან გეწ­ვე­ვა. მაგ­რამ თუ საქ­მე ეხე­ბა ავ­ტო­მო­ბილს ან ისეთ პრო­დუქტს, რაც მოძ­რა­ობს, დი­ზა­ნე­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ერ­კვე­ო­დეს ფი­ზი­კა­შიც. გრა­ფი­კულ დი­ზა­ი­ნერს კი ფი­ზი­კა ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ სხვა დის­ციპ­ლი­ნე­ბი სჭირ­დე­ბა, რა­საც კარ­გად უნდა ფლობ­დეს.

- ერ­გო­ნო­მი­კა თუ გა­მო­ი­ყე­ნეთ ფრან­კფურ­ტის ბაზ­რო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნის შექ­მნი­სას?

- ფრან­კფურ­ტის შემ­თხვე­ვა­ში ერ­გო­ნო­მი­კა სა­ქარ­თვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნის ზო­მებს უკავ­შირ­დე­ბო­და. პა­ვი­ლი­ო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ერ­გო­ნო­მი­კუ­ლად იყო აგე­ბუ­ლი. ამ პრო­ექ­ტის არტდი­რექ­ტო­რი დი­ზა­ი­ნე­რი გია ბო­ხუა იყო, მე 3D დი­ზა­ი­ნე­რი ვი­ყა­ვი.

3D-ში ავა­წყვე ყვე­ლა­ფე­რი, რაც პა­ვი­ლი­ონ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტის კედ­ლე­ბი კი ჩემი დი­ზა­ი­ნით გა­კეთ­და. რა თქმა უნდა, ერ­გო­ნო­მი­კას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი 3D ნა­მუ­შევ­რე­ბი არ­ქი­ტექ­ტო­რებს გა­უგ­ზავ­ნეს, მათ ზო­მებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი შექ­მნეს და შემ­დეგ მა­სა­ლა­ში და­ამ­ზა­დეს.

ამ პრო­ექ­ტის შექ­მნას, და­ახ­ლო­ე­ბით, 9 თვე მო­ვან­დო­მეთ, ბევ­რი ვა­რი­ან­ტი და­ვა­მუ­შა­ვეთ, ვიდ­რე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი­სა და სივ­რცე­ე­ბის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ე­ბამ­დე მი­ვი­დო­დით. პა­ვი­ლი­ო­ნის მა­კე­ტე­ბი 3D პრინ­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით დავ­ბეჭ­დე. რა თქმა უნდა, მა­კე­ტის ზომა არ იყო რე­ა­ლუ­რის შე­სა­ბა­მი­სი.

- 3D პრინ­ტე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენს საქ­მე­ში?

- თუ გაქვს იდეა და გინ­და მისი რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­ტა­ნა, ამ ტი­პის პრინ­ტე­რი დიდ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევს. ძველ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან შე­და­რე­ბით, 3D პრინ­ტე­რი სის­წრა­ფი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა, აჩ­ქა­რებს პრო­ცესს, რე­ა­ლურს ხდის იდე­ას. მე­დი­ცი­ნა­მაც და­ი­წყო 3D პრინ­ტე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა - ეს მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­აა. არის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი 3D პრინ­ტე­რე­ბიც და შე­და­რე­ბით ია­ფ­ფა­სი­ა­ნიც. ჩემი პრინ­ტე­რი კი...

- სხვა რა პრო­ექ­ტე­ბი გაქვთ?

- ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სოა ნიტ­რა­ტე­ბის სა­ზო­მი ხელ­სა­წყო. ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს ერთ-ერთი ქვე­და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ისან­ში მდე­ბა­რე­ობს და ამ ტი­პის ხე­სა­წყო­ე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს. ჩემი მი­ზა­ნი იყო, ნიტ­რა­ტე­ბის სა­ზო­მი ხელ­სა­წყო ახა­ლი დი­ზა­ი­ნით შე­მექ­მნა.

- რა შე­დე­გი მი­ი­ღეთ?

- რე­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ჯერ არ შექ­მნი­ლა, მაგ­რამ ჩემ მიერ შექ­მნი­ლი დი­ზა­ი­ნის პრე­ზენ­ტა­ცია უკვე შედ­გა.

- სწავ­ლის შემ­დე­გი სა­ფე­ხუ­რი? აპი­რებთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას?

_ ამ­ჟა­მად ვამ­ზა­დებ პორ­ტფო­ლი­ოს ტრან­სპორ­ტის დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მინ­და სას­წავ­ლებ­ლად ჩი­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში წა­ვი­დე, თან ვი­მუ­შაო. ზუს­ტად ვიცი, არ გა­მი­ჭირ­დე­ბა - დი­ზა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში კარგ გა­ნათ­ლე­ბას ვი­ღებ.

- ახლა სად მუ­შა­ობთ, რას ქმნით?

- გრა­ფი­კულ დი­ზა­ინ­ზე ვმუ­შა­ობ სტუ­დია „ჰოლი მო­ტორსში“. არ არის დიდი სტუ­დია, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და არტდი­რექ­ტო­რი ჰყავს. თან ვემ­ზა­დე­ბი სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, რო­გორც უკვე გი­თხა­რით. სახ­ლში ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ. ახ­ლა­ხან „ტეს­ლამ“ გა­მო­უშ­ვა პი­კა­პი, რო­მე­ლიც კუ­თხო­ვა­ნია და არც ერთ ავ­ტო­მო­ბილს არ ჰგავს. არა­ვინ მო­ე­ლო­და, რომ „ტეს­ლა“ ასეთ უც­ნა­ურ დი­ზა­ინს შექ­მნი­და. ეს ფაქ­ტი ჩემ­თვის ერ­თგვარ ინ­სპი­რა­ცი­ად იქცა. გა­დავ­წყვი­ტე „სუ­პერ­ქა­რი“ შე­მექ­მნა. თით­ქმის და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა.

- გა­გი­მარ­თლათ, რომ კარ­გი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი გაქვთ სახ­ლში...

- ერ­თად ვცხოვ­რობთ მე, ჩემი ძმა და დე­და­ჩე­მი. დედ-მამა დიდი ხნის წინ და­შორ­დნენ. ჩვენ დე­დამ გაგვზარ­და. მამა ერთი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­კვე­უ­ლი ასა­კი­დან მე და ჩემი ძმა ვი­ნა­ხავთ ოჯახს. ამი­ტომ, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა მი­წევს. სა­მუ­შაო პი­რო­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევ კარ­გს. 3D პრინ­ტე­რი არ მაქვს, არც რა­ი­მე სხვა ტი­პის პრინ­ტე­რი. კომ­პი­უ­ტე­რი მაქვს, სკეტ­ჩე­ბის­თვის ფურ­ცლე­ბიც მაქვს. გათ­ბო­ბა არ გვაქვს და სახ­ლში ცივა, მაგ­რამ ვცდი­ლობ სულ ვი­მუ­შაო.

როცა კომ­პი­უ­ტერ­თან სა­ა­თო­ბით მუ­შა­ობ, სხვა პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო, გათ­ბო­ბაც მათ შო­რის, მაგ­რამ... ხე­ლე­ბი მე­ყი­ნე­ბა, კი. ჯერ­ჯე­რო­ბით, იმ­დე­ნად არ ცივა. რომ აცივ­დე­ბა, მერე კი ცოტა მი­ჭირს.

ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბი სახ­ლში, თუ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე გაქვს, მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უთ­მო დრო, იმის მი­უ­ხე­და­ვად, გაქვს თუ არა შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი. საქ­მე ყო­ველ­თვის შენს გო­ნე­ბა­ში უნდა ტრი­ა­ლებ­დეს და იხარ­შე­ბო­დეს, თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გქონ­დეს ოჯა­ხის მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იღო­ნო, რომ და­ეხ­მა­რო ოჯახს. სულ უნდა ცდი­ლობ­დე, მე­ტად გან­ვი­თარ­დე თუნ­დაც იმ მიზ­ნით, რომ დედა იყოს ბედ­ნი­ე­რი. თუ არ ეც­დე­ბი ამას, თუ დას­ჯერ­დე­ბი ერთ სა­მუ­შა­ოს, ერთ შე­დეგს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. რა­ტომ ვმუ­შა­ობ ბევ­რს და რა­ტომ მინ­და ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი? - იმი­ტომ, რომ დე­და­ჩე­მი იყოს ბედ­ნი­ე­რი.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და როცა კარგ მო­დელს და­ვი­ნა­ხავ, ვცდი­ლობ და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, გა­ვე­სა­უბ­რო მის მფლო­ბელს. ეს ემო­ცია მი­ბიძ­გებს შევ­ქმნა რა­ღაც ახა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი. შე­იძ­ლე­ბა ერთი ის­ტო­რია მოვ­ყვე?

- რა თქმა უნდა.

- 15 წლის ვი­ყა­ვი. მე და დედა „მარ­შრუტ­კით“ ვგზავ­რობ­დით, როცა ქუ­ჩა­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლი "ფერ­ა­რი" შევ­ნიშ­ნე - და­უ­ვი­წყა­რი წი­თე­ლი. ავ­ტო­მან­ქა­ნის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და. დე­და­ჩემს ვუ­თხა­რი, ჩა­ვი­დეთ „მარ­შრუტ­კი­დან“ და ვნა­ხოთ, ძა­ლი­ან მა­გა­რი მან­ქა­ნაა-მეთ­ქი. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი "ფერ­ა­რი" იყო, რო­მელ­თა­ნაც რე­ა­ლუ­რად შე­მეძ­ლო მი­ახ­ლო­ე­ბა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. დე­დამ უარი მი­თხრა - სა­შინ­ლად დამ­წყდა გული. მა­შინ ფერ­ა­რი დიდი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მე და დედა სწო­რედ იმ ად­გილ­თან ახ­ლოს მოვ­ხვდით, სა­დაც წი­თე­ლი სა­ოც­რე­ბა იდგა. ვთხო­ვე, - წა­ვი­დეთ ვნა­ხოთ, იქ­ნებ ის ფერ­ა­რი ისევ იქ დგას-მეთ­ქი. დე­დას უხ­მოდ წა­მომ­ყვა. შო­რი­დან­ვე შევ­ნიშ­ნე - ისევ იქ იდგა. გული ისე ძლი­ე­რად მი­ცემ­და, მე­გო­ნა გას­კდე­ბო­და. ეს გა­ნუ­ზო­მე­ლი სი­ხა­რუ­ლი იყო. დიდ­ხანს ვი­ა­რე ფერ­ა­რის გარ­შე­მო, ვათ­ვა­ლი­ე­რე. იქვე ახ­ლოს, იტა­ლი­ურ კა­ფეს­თან, ერთი კაცი იჯდა, იტა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი აღ­მოჩ­ნდა და ფერ­ა­რიც მას ეკუთ­ვნო­და. თარ­ჯიმ­ნის მეშ­ვე­ო­ბით მკი­თხა, თუ რა­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი მისი ავ­ტო­მო­ბი­ლით. ავუხ­სე­ნი, რომ ვხა­ტავ­დი და ძა­ლი­ან მომ­წონ­და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის დი­ზა­ი­ნის შექ­მნა.

კარი გა­მიხ­სნა და ჩავ­ჯე­ქი კი­დეც ფერ­ა­რი­ში. ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და. ის შეგ­რძნე­ბე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. იტა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. მო­ბი­ლურ­ში რამ­დე­ნი­მე ნა­ხა­ტი მქონ­და და ვუჩ­ვე­ნე. მო­ე­წო­ნა და სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა, სხვე­ბიც და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. სას­წრა­ფოდ, სახ­ლამ­დე ტაქ­სით მი­ვე­დით, ნა­მუ­შევ­რე­ბი ავი­ღეთ და უკან დავ­ბრუნ­დით. ვუჩ­ვე­ნეთ და... სამ­სა­ხურ­ში ამიყ­ვა­ნა.

- 15 წლის ასაკ­ში?

- დიახ. იმ იტა­ლი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის კომ­პა­ნია თა­მა­შებს ამ­ზა­დებ­და, მე კი ამ თა­მა­შე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით ავ­ტო­მან­ქა­ნებს ვქმნი­დი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მა­გა­რი იყო! ასე­თი რამ მხო­ლოდ ფილ­მებ­ში თუ ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე ვი­მუ­შა­ვე, რად­გამ მა­ლე­ვე წა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვამ და­მა­ნა­ხა: რე­ა­ლუ­რად თუ გიყ­ვარს შენი საქ­მე, გულ­წრფე­ლი თუ ხარ და სა­კუ­თარ თავს არ ატყუ­ებ, ბო­ლომ­დე თუ იხარ­ჯე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გე­ცე­მა ის, რა­ზეც მთე­ლი გუ­ლით ოც­ნე­ბობ.

- რამ­დე­ნა­დაც ვხვდე­ბით, დედა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თქვენ­თვის.

- დე­და­ჩე­მი - ხა­თუ­ნა ბა­ბა­კიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რია. პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია. ახ­ლაც ამ­ბობს, რომ არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბა უნ­დო­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სხვა დარ­გი აერ­ჩია. სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, რად­გან მა­შინ ის სპე­ცი­ა­ლო­ბა უფრო შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იყო. ასე გა­და­წყვი­ტეს ოჯახ­ში. სამი წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩემი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. დე­დამ მარ­ტო გაგვზარ­და, მთელ დროს ჩვენ, შვი­ლებს გვით­მობ­და.

რო­დე­საც საქ­მეს იწყებ, ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ხატ­ვას, გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა მო­მა­ვა­ლი გექ­ნე­ბა. პერ­სპექ­ტი­ვას ვერ გათ­ვლი წი­ნას­წარ. არც მე ვი­ცო­დი. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, გაბ­რაზ­დე­ბო­და ხოლ­მე ჩემ­ზე დედა, მე­ტყო­და, „რას ჯღაპ­ნიო“, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­თვის გვერ­დში მედ­გა, მამ­ხნე­ვებ­და. დი­ლით რომ მე­ტყო­და „რას ჯღაპ­ნიო“, სა­ღა­მოს ამ „ნა­ჯღაპ­ნებს“ მთელ უბანს აჩ­ვე­ნებ­და - ნა­ხეთ, ჩემი შვი­ლი რა კარ­გი დი­ზა­ი­ნე­რი­აო. სწო­რედ დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ნი­ჭი­ერ მხატ­ვრად რომ მიც­ნო­ბენ. ზოგ­ჯერ ვღი­ზი­ან­დე­ბი კი­დეც - ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც აც­ნობს ჩემს ნა­მუ­შევ­რებს, სა­ერ­თოდ რომ არ მინ­და ანა­ხოს.

- ეა­მა­ყე­ბა...

- კი, ასეა. და არც არა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი - დე­დაა. უკვე 25 წლის ვარ და ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­მიძ­ლია. დე­დას­თვის კი ისევ ბავ­შვი ვარ! თან პრო­ცე­სებს ხომ არ ჩა­მორ­ჩე­ბა (იცი­ნის). ყვე­ლა საქ­მე­ში უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი, ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა იცო­დეს.

- რა მო­მა­ვა­ლი აქვს დი­ზა­ი­ნერს?

- დი­ზა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც გა­აჩ­ნია და ადა­მი­ან­საც - თუ რამ­დე­ნად უყ­ვარს დი­ზა­ი­ნის ესა თუ ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. სურ­ვილ­საც გა­აჩ­ნია, მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­საც. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია გა­რე­მო, სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, მონ­დო­მე­ბა, ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი და რაღა თქმა უნდა - ნიჭი. თუ არ გიყ­ვარს, ღი­რე­ბულს ვე­რა­ფერს შექ­მნი. თუ არ იგ­რძნობ, სულს ვერ შთა­ბე­რავ, ვერ გა­ა­ცო­ცხლებ. ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ფე­სი­აა, რად­გან ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს სჭირ­დე­ბა დი­ზა­ი­ნი. მა­სა­ლა არის - მიდი და იმუ­შა­ვე, გა­ა­ხა­ლი­სე, აა­წყვე, გა­მო­ი­გო­ნე, შექ­მე­ნი. თუ 20 წლის წინ აღ­წევ­დნენ წარ­მა­ტე­ბას, დღეს ხომ მე­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო, ხომ მე­ტია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი?! რა­ტომ ვერ უნდა აკე­თო შენი საქ­მე, რა­ტომ ვერ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა?!

ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერს, ზვი­ად ცი­კო­ლი­ას გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ჰქონ­და ფრან­კფურ­ტში გა­მო­ფე­ნა. იმ დროს ხომ არც ელექტრო­ე­ნერ­გია იყო, პი­რო­ბე­ბიც - სა­ში­ნე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მან მო­ა­ხერ­ხა ფრან­კფურ­ტში გა­მო­ფე­ნა­ზე წა­ე­ღო თა­ვი­სი იდეა. 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს არ ჰქო­ნია ასე­თი წარ­მა­ტე­ბა. წარ­მა­ტე­ბა მონ­დო­მე­ბა­სა და საქ­მის სიყ­ვა­რულ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. დი­ზა­ი­ნის შექ­მნის პრო­ცე­სი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა და რაც დრო გა­დის, პრო­დუქ­ტი მე­ტად იხ­ვე­წე­ბა, ეს უსას­რუ­ლო პრო­ცე­სია, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩნდე­ბა. დი­ზა­ი­ნე­რე­ბი კი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შო­ბენ. დიახ, ეს მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­აა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
3

ჩემი ოცნება იყო დიზაინერობა, აქიტექტორობა, ძაან ნიჭიერიც ვიყავი ამ სფეროში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ამ ფაკულტეტებზე ჩაბარება მხოლოდ ძლიერი ოჯახის შვილებს შეეძლოთ და ოცნება ოცნებად დამრჩა, ამიმაც არასდროს არ მომენატრება ის დრო, რომელსაც ბევრი მისტირის ახლა

ნინო
0

წარმატებებს გისურვებ მთელი გულით :>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

25 წლის დიზაინერი, რომელსაც სამუშაო პირობები არ აქვს, თუმცა მსოფლიოს აოცებს - "გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო"

დავით დრონ - ეს ის ახალგაზრდაა, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მისი 3D დიზაინი საუკეთესო აღმოჩნდა.

დავითი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. სწავლის პარალელურად, სტუდია „ჰოლი მოტორსში“ მუშაობს გრაფიკულ დიზაინერად. ეს მისი ახალი სამსახურია. მანამდე ფრილანსერი იყო და ჟურნალ „ნეიშნლ ჯეოგრაფიკისთვის“ ილუსტრაციებს ქმნიდა.

2 წლის განმავლობაში სტუდია „პრაგმატიკაში“ ლოგოს დიზაინერად მუშაობდა, უფრო ადრე კი, ტელეკომპანია GDS-ში - მხატვრად. სხვა სტუდიებთანაც აქტიურად თანამშრომლობდა.

დავით დრონის პირველი პერსონალური გამოფენა 2013 წელს მოეწყო ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საგამოფენო დარბაზში. მაშინ დავითი მე-12 კლასის მოსწავლე იყო.

2016 წელს კი მისი მეორე პერსონალური გამოფენა გაიმართა ხელოვნების სასახლეში, კარგარეთელის ქუჩაზე. გამოფენის მოწყობის იდეა ცნობილ მხატვარს, რუსუდან ფეტვიაშვილს ეკუთვნოდა.

- როგორც ყველა ბავშვი, მეც პატარაობიდანვე ვხატავდი და როგორც ბიჭების უმრავლესობას, ყველაზე მეტად ავტომობილები მიზიდავდა. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ავტომანქანის დიზაინი მაინტერესებდა. 14 წლის ასაკში უკვე სერიოზულად ვიყავი გატაცებული ავტომობილების დიზაინის შექმნითა და მხატვრობით. ინტენსიურად მუშაობა სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე. მახსოვს, ქუჩაში კარგი დიზაინის მქონე ავტომობილს თვალს რომ მოვკრავდი, ეს ჩემთვის სერიოზული ინსპირაციის საფუძველი ხდებოდა.

- ბავშვობაში ავტომობილის ახალი მოდელები თუ შეგიქმნიათ, ორიგინალურ დიზაინს ვგულისხმობთ?

- როდესაც აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ დონეზე ხატვა შემეძლო, უფრო აქტიურად დავიწყე მუშაობა ავტომანქანის დიზაინის შექმნაზე. შევისწავლე 3D პროგრამები, რაც მოდელის ვიზუალიზაციაში მეხმარება.

როდესაც რაიმეს „დასკეტჩავ“, სწრაფად შეგიძლია ააწყო 3D-ში და რეალური პროდუქტი მიიღო. ყველა დიზაინი, რაც ბავშვობაში გამიკეთებია, რა თქმა უნდა, შენახული მაქვს. სტუდენტობის პირველი სამი წლის მანძილზე, როცა პარალელურად, სულ ვმუშაობდი, ავტომობილის დიზაინისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა. ახლა, შედარებით მეტი დრო მრჩება და შესაბამისად, დიზაინსაც მეტ დროს ვუთმობ და პორტფოლიოსაც ვამზადებ.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პირველად, ყველაზე ნაყოფიერად სწორედ ახლა ვმუშაობ საკუთარ თავზე. იმედი მაქვს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაცილებით ბევრის გაკეთებას შევძლებ.

- ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- რატომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა?! თავიდან, ერთი წელი სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. შემდეგ, მობილობით ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმოვედი და დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა. მომეწონა აქ და დავრჩი.

პირველ რიგში - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ინგლისურ ენაზე მიდის სწავლება და ესეც უპირატესობად ჩავთვალე. დღეს, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე წინ ვერ წახვალ. მე კონტაქტები მაქვს უცხოელ კოლეგებთან, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

უცხოური ენის გარეშე კი საქმიანი ურთიერთობის დამყარება ძალიან გამიჭირდებოდა. მეორე - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს კითხულობენ დიდი გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც გარდა კარგი კონტაქტებისა, სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული. სწავლის პროცესში მათი გამოცდილება ბევრის მომცემია. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სასწავლო პროცესი არაჩვეულებრივი პროგრამით მიმდინარეობს.

ზოგადად, დიზაინის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, საჭიროა ბევრი კვლევა, იდეების გენერირება. შესაძლებელია ინტერნეტის მეშვეობით ინფორაციის და გარკვეული მასალების მოპოვება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია - ამით წინ ვერ წახვალ. დიზაინის საერთაშორისო სკოლაში რასაც ასწავლიან და რა მეთოდებითაც ასწავლიან, სწორედ ეს არის წინსვლის გარანტი. გასწავლიან თითოეულ ნაბიჯს, ნაბიჯის სწორად გადადგმის მეთოდებს - ყველაფერს, რასაც სასურველ შედეგამდე მიჰყავხარ.

დიზაინის საერთაშორისო სკოლამ ბევრი რამ მასწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დიზაინის შექმნისას ერგონომიკაა. თუკი ნებისმიერი პროდუქტი და მისი დიზაინი ერგონომიკული არ არის, ის ადამიანს დიდ ზიანს მიაყენებს.

- როგორ გესმით ერგონომიკულობა?

- ერგონომიკა ადამიანისა და მანქანის ურთიერთობას სწავლობს. ეს მეცნიერება ცდილობს შექმნას თანამედროვე ყოფის ყველაზე ოპტიმალური და კომფორტული პირობები და ამისთვის იყენებს ბიოლოგიას, ფიზიოლოგიას, ფუნქციურ ანატომიას, ფსიქოლოგიას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მეცნიერებებს.

მაგალითად, ავიღოთ ავტომობილი. როდესაც ავტომობილების წარმოება დაიწყეს, მაშინ დიზაინი ნაკლებად იყო განვითარებული. ადრე ავტომობილი არ იყო აღჭურვილი არც უსაფრთხოების ღვედით, არც საჰაერო ბალიშებით, საჭესაც სხვაგვარი კონსტრუქცია ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი იღუპებოდა. დროთა განმავლობაში, ერგონომიკისა და ფიზიკის მეშვეობით ეს ყველაფერი დაიხვეწა. მსგავსი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინისთვის.

- ფიზიკა ახსენეთ. დიზაინერი ფიზიკაშიც უნდა ერკვეოდეს?

- კარგმა დიზაინერმა ყველა მიმართულებით ბევრი რამ უნდა იცოდეს, რადგან არასოდეს იცი, ინსპირაცია საიდან გეწვევა. მაგრამ თუ საქმე ეხება ავტომობილს ან ისეთ პროდუქტს, რაც მოძრაობს, დიზანერი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს ფიზიკაშიც. გრაფიკულ დიზაინერს კი ფიზიკა ნაკლებად, მაგრამ სხვა დისციპლინები სჭირდება, რასაც კარგად უნდა ფლობდეს.

- ერგონომიკა თუ გამოიყენეთ ფრანკფურტის ბაზრობისთვის საქართველოს პავილიონის შექმნისას?

- ფრანკფურტის შემთხვევაში ერგონომიკა საქართველოს პავილიონის ზომებს უკავშირდებოდა. პავილიონი მაქსიმალურად ერგონომიკულად იყო აგებული. ამ პროექტის არტდირექტორი დიზაინერი გია ბოხუა იყო, მე 3D დიზაინერი ვიყავი.

3D-ში ავაწყვე ყველაფერი, რაც პავილიონში იყო წარმოდგენილი. რამდენიმე ობიექტის კედლები კი ჩემი დიზაინით გაკეთდა. რა თქმა უნდა, ერგონომიკას ვითვალისწინებდით, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. ჩემი 3D ნამუშევრები არქიტექტორებს გაუგზავნეს, მათ ზომებთან მიახლოებული ობიექტები შექმნეს და შემდეგ მასალაში დაამზადეს.

ამ პროექტის შექმნას, დაახლოებით, 9 თვე მოვანდომეთ, ბევრი ვარიანტი დავამუშავეთ, ვიდრე კონსტრუქციებისა და სივრცეების საბოლოო ვერსიებამდე მივიდოდით. პავილიონის მაკეტები 3D პრინტერის მეშვეობით დავბეჭდე. რა თქმა უნდა, მაკეტის ზომა არ იყო რეალურის შესაბამისი.

- 3D პრინტერი მნიშვნელოვანია თქვენს საქმეში?

- თუ გაქვს იდეა და გინდა მისი რეალობაში გადმოტანა, ამ ტიპის პრინტერი დიდ დახმარებას გაგიწევს. ძველ ტექნოლოგიებთან შედარებით, 3D პრინტერი სისწრაფითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა, აჩქარებს პროცესს, რეალურს ხდის იდეას. მედიცინამაც დაიწყო 3D პრინტერის გამოყენება - ეს მომავლის ტექნოლოგიაა. არის ძვირადღირებული 3D პრინტერებიც და შედარებით იაფფასიანიც. ჩემი პრინტერი კი...

- სხვა რა პროექტები გაქვთ?

- ვფიქრობ, საინტერესოა ნიტრატების საზომი ხელსაწყო. ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ისანში მდებარეობს და ამ ტიპის ხესაწყოების შექმნაზე მუშაობს. ჩემი მიზანი იყო, ნიტრატების საზომი ხელსაწყო ახალი დიზაინით შემექმნა.

- რა შედეგი მიიღეთ?

- რეალური პროდუქტი ჯერ არ შექმნილა, მაგრამ ჩემ მიერ შექმნილი დიზაინის პრეზენტაცია უკვე შედგა.

- სწავლის შემდეგი საფეხური? აპირებთ სწავლის გაგრძელებას?

_ ამჟამად ვამზადებ პორტფოლიოს ტრანსპორტის დიზაინის მიმართულებით. მინდა სასწავლებლად ჩინეთში ან იტალიაში წავიდე, თან ვიმუშაო. ზუსტად ვიცი, არ გამიჭირდება - დიზაინის საერთაშორისო სკოლაში კარგ განათლებას ვიღებ.

- ახლა სად მუშაობთ, რას ქმნით?

- გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობ სტუდია „ჰოლი მოტორსში“. არ არის დიდი სტუდია, მაგრამ გამოცდილი თანამშრომლები და არტდირექტორი ჰყავს. თან ვემზადები სწავლის გასაგრძელებლად, როგორც უკვე გითხარით. სახლში ძალიან ბევრს ვმუშაობ. ახლახან „ტესლამ“ გამოუშვა პიკაპი, რომელიც კუთხოვანია და არც ერთ ავტომობილს არ ჰგავს. არავინ მოელოდა, რომ „ტესლა“ ასეთ უცნაურ დიზაინს შექმნიდა. ეს ფაქტი ჩემთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა. გადავწყვიტე „სუპერქარი“ შემექმნა. თითქმის დავასრულე მუშაობა.

- გაგიმართლათ, რომ კარგი სამუშაო პირობები გაქვთ სახლში...

- ერთად ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა და დედაჩემი. დედ-მამა დიდი ხნის წინ დაშორდნენ. ჩვენ დედამ გაგვზარდა. მამა ერთი წლის წინ გარდაიცვალა. გარკვეული ასაკიდან მე და ჩემი ძმა ვინახავთ ოჯახს. ამიტომ, სწავლის პარალელურად მუშაობა მიწევს. სამუშაო პირობებს რაც შეეხება, ნამდვილად ვერ დავარქმევ კარგს. 3D პრინტერი არ მაქვს, არც რაიმე სხვა ტიპის პრინტერი. კომპიუტერი მაქვს, სკეტჩებისთვის ფურცლებიც მაქვს. გათბობა არ გვაქვს და სახლში ცივა, მაგრამ ვცდილობ სულ ვიმუშაო.

როცა კომპიუტერთან საათობით მუშაობ, სხვა პირობებია საჭირო, გათბობაც მათ შორის, მაგრამ... ხელები მეყინება, კი. ჯერჯერობით, იმდენად არ ცივა. რომ აცივდება, მერე კი ცოტა მიჭირს.

ვფიქრობ, წარმატებისა თუ წარუმატებლობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები სახლში, თუ საყვარელი საქმე გაქვს, მას აუცილებლად უნდა დაუთმო დრო, იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა შესაბამისი პირობები. საქმე ყოველთვის შენს გონებაში უნდა ტრიალებდეს და იხარშებოდეს, თან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს ოჯახის მიმართ. ყველაფერი უნდა იღონო, რომ დაეხმარო ოჯახს. სულ უნდა ცდილობდე, მეტად განვითარდე თუნდაც იმ მიზნით, რომ დედა იყოს ბედნიერი. თუ არ ეცდები ამას, თუ დასჯერდები ერთ სამუშაოს, ერთ შედეგს, არაფერი გამოგივა. რატომ ვმუშაობ ბევრს და რატომ მინდა ვიყო წარმატებული? - იმიტომ, რომ დედაჩემი იყოს ბედნიერი.

ძალიან მიყვარს ავტომობილები და როცა კარგ მოდელს დავინახავ, ვცდილობ დავათვალიერო, გავესაუბრო მის მფლობელს. ეს ემოცია მიბიძგებს შევქმნა რაღაც ახალი, განსაკუთრებული დიზაინი. შეიძლება ერთი ისტორია მოვყვე?

- რა თქმა უნდა.

- 15 წლის ვიყავი. მე და დედა „მარშრუტკით“ ვგზავრობდით, როცა ქუჩაში გაჩერებული "ფერარი" შევნიშნე - დაუვიწყარი წითელი. ავტომანქანის დიზაინზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. დედაჩემს ვუთხარი, ჩავიდეთ „მარშრუტკიდან“ და ვნახოთ, ძალიან მაგარი მანქანაა-მეთქი. ეს ჩემთვის პირველი "ფერარი" იყო, რომელთანაც რეალურად შემეძლო მიახლოება, დათვალიერება. დედამ უარი მითხრა - საშინლად დამწყდა გული. მაშინ ფერარი დიდი იშვიათობა იყო ჩვენს ქვეყანაში.

რამდენიმე დღის შემდეგ, მე და დედა სწორედ იმ ადგილთან ახლოს მოვხვდით, სადაც წითელი საოცრება იდგა. ვთხოვე, - წავიდეთ ვნახოთ, იქნებ ის ფერარი ისევ იქ დგას-მეთქი. დედას უხმოდ წამომყვა. შორიდანვე შევნიშნე - ისევ იქ იდგა. გული ისე ძლიერად მიცემდა, მეგონა გასკდებოდა. ეს განუზომელი სიხარული იყო. დიდხანს ვიარე ფერარის გარშემო, ვათვალიერე. იქვე ახლოს, იტალიურ კაფესთან, ერთი კაცი იჯდა, იტალიელი ბიზნესმენი აღმოჩნდა და ფერარიც მას ეკუთვნოდა. თარჯიმნის მეშვეობით მკითხა, თუ რატომ დავინტერესდი მისი ავტომობილით. ავუხსენი, რომ ვხატავდი და ძალიან მომწონდა ავტომანქანების დიზაინის შექმნა.

კარი გამიხსნა და ჩავჯექი კიდეც ფერარიში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ის შეგრძნებები არასოდეს დამავიწყდება. იტალიელი ბიზნესმენი ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა. მობილურში რამდენიმე ნახატი მქონდა და ვუჩვენე. მოეწონა და სურვილი გაუჩნდა, სხვებიც დაეთვალიერებინა. სასწრაფოდ, სახლამდე ტაქსით მივედით, ნამუშევრები ავიღეთ და უკან დავბრუნდით. ვუჩვენეთ და... სამსახურში ამიყვანა.

- 15 წლის ასაკში?

- დიახ. იმ იტალიელი ბიზნესმენის კომპანია თამაშებს ამზადებდა, მე კი ამ თამაშებისთვის საკუთარი დიზაინით ავტომანქანებს ვქმნიდი. მოკლედ, ძალიან მაგარი იყო! ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში თუ ხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე თვე ვიმუშავე, რადგამ მალევე წავიდნენ საქართველოდან. სწორედ ამ შემთხვევამ დამანახა: რეალურად თუ გიყვარს შენი საქმე, გულწრფელი თუ ხარ და საკუთარ თავს არ ატყუებ, ბოლომდე თუ იხარჯები, აუცილებლად მოგეცემა ის, რაზეც მთელი გულით ოცნებობ.

- რამდენადაც ვხვდებით, დედა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის.

- დედაჩემი - ხათუნა ბაბაკიშვილი პროფესიით ვეტერინარია. პროფესიით არასოდეს უმუშავია. ახლაც ამბობს, რომ არქიტექტორობა უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა სხვა დარგი აერჩია. სხვა მიმართულებით წავიდა, რადგან მაშინ ის სპეციალობა უფრო შემოსავლიანი იყო. ასე გადაწყვიტეს ოჯახში. სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ. დედამ მარტო გაგვზარდა, მთელ დროს ჩვენ, შვილებს გვითმობდა.

როდესაც საქმეს იწყებ, ჩემ შემთხვევაში ხატვას, გაურკვეველია, რა მომავალი გექნება. პერსპექტივას ვერ გათვლი წინასწარ. არც მე ვიცოდი. იყო შემთხვევები, გაბრაზდებოდა ხოლმე ჩემზე დედა, მეტყოდა, „რას ჯღაპნიო“, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის გვერდში მედგა, მამხნევებდა. დილით რომ მეტყოდა „რას ჯღაპნიო“, საღამოს ამ „ნაჯღაპნებს“ მთელ უბანს აჩვენებდა - ნახეთ, ჩემი შვილი რა კარგი დიზაინერიაო. სწორედ დედაჩემის დამსახურებაა, ნიჭიერ მხატვრად რომ მიცნობენ. ზოგჯერ ვღიზიანდები კიდეც - ისეთ ადამიანებსაც აცნობს ჩემს ნამუშევრებს, საერთოდ რომ არ მინდა ანახოს.

- ეამაყება...

- კი, ასეა. და არც არაფერს ვეუბნები - დედაა. უკვე 25 წლის ვარ და ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად შემიძლია. დედასთვის კი ისევ ბავშვი ვარ! თან პროცესებს ხომ არ ჩამორჩება (იცინის). ყველა საქმეში უნდა იყოს ჩართული, ყველა დეტალი უნდა იცოდეს.

- რა მომავალი აქვს დიზაინერს?

- დიზაინის მიმართულებასაც გააჩნია და ადამიანსაც - თუ რამდენად უყვარს დიზაინის ესა თუ ის მიმართულება. სურვილსაც გააჩნია, მუშაობის რეჟიმსაც. მაგრამ ყველაზე მთავარია გარემო, სითბო, სიყვარული, მონდომება, ძლიერი სურვილი და რაღა თქმა უნდა - ნიჭი. თუ არ გიყვარს, ღირებულს ვერაფერს შექმნი. თუ არ იგრძნობ, სულს ვერ შთაბერავ, ვერ გააცოცხლებ. ძალიან მაგარი პროფესიაა, რადგან ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება დიზაინი. მასალა არის - მიდი და იმუშავე, გაახალისე, ააწყვე, გამოიგონე, შექმენი. თუ 20 წლის წინ აღწევდნენ წარმატებას, დღეს ხომ მეტად არის განვითარებული სამყარო, ხომ მეტია ტექნოლოგიები?! რატომ ვერ უნდა აკეთო შენი საქმე, რატომ ვერ უნდა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა?!

ცნობილ დიზაინერს, ზვიად ციკოლიას გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰქონდა ფრანკფურტში გამოფენა. იმ დროს ხომ არც ელექტროენერგია იყო, პირობებიც - საშინელი. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ფრანკფურტში გამოფენაზე წაეღო თავისი იდეა. 70 წლის განმავლობაში არც ერთ ქართველ დიზაინერს არ ჰქონია ასეთი წარმატება. წარმატება მონდომებასა და საქმის სიყვარულზეა დამოკიდებული. დიზაინის შექმნის პროცესი პრობლემის გადაჭრას ემსახურება და რაც დრო გადის, პროდუქტი მეტად იხვეწება, ეს უსასრულო პროცესია, რადგან მსოფლიოში ახალი მოთხოვნები და გამოწვევები ჩნდება. დიზაინერები კი სამყაროს განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დიახ, ეს მომავლის პროფესიაა.