მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს შეამოწმებენ - რა ცვლილებებზე საუბრობს ელჩი
ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს შეამოწმებენ - რა ცვლილებებზე საუბრობს ელჩი

ერთ-ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მალე დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში, იქ­ნე­ბა გაფ­რე­ნის წინა შე­მოწ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რაც გვჯე­რა, რომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სის­ტე­მის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა კარლ ჰარ­ცელ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ სა­ვი­ზო რე­ჟიმ­სა და მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს მი­ე­ძღვნა.

„ჩვენ ვე­ძებთ გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს, რათა და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ტი­კა­ში იმის­თვის, რომ ის უფრო ეფექ­ტუ­რი გახ­დეს და გაძ­ლი­ერ­დეს ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რათა მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­დეს დარ­ღვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უზ­რუნ­ველ­ვყოთ სრუ­ლი ლე­გა­ლუ­რო­ბა ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით, იყოს გა­სა­გე­ბი და მუშა. უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ კვლე­ვა და არ­სე­ბუ­ლი ტრენ­დი უნდა შევ­ცვა­ლოთ. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ეს ეხე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა მხა­რემ და ყვე­ლა აქ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღოს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა.

კარლ ჰარ­ცელ­მა თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სულ უფრო ცოტა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე შეძ­ლებს თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბას.

„უკვე მრა­ვა­ლია თვეა პრობ­ლე­მე­ბი გა­ვაქვს და­უ­სა­ბუ­თე­ბელ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლებ­თან. თავ­შე­საფ­რის სის­ტე­მა მო­წყო­ბი­ლია, რათა და­იც­ვას ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ექ­ცნენ ომს, კონ­ფლიქტს ან დევ­ნას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხო­ლოდ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღებს თავ­შე­სა­ფარს. თუმ­ცა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზე­წო­ლას ახ­დენს სის­ტე­მა­ზე და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა სა­ხის პრობ­ლე­მებ­თან. ზოგ­ჯერ ამას აქვს კრი­მი­ნა­ლუ­რი ბუ­ნე­ბა, ზოგ­ჯერ ეს ეხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ანუ არ­სე­ბულ წე­სებ­თან თან­ხმო­ბა­ში არ მო­დის. ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, ჩვენ ვხე­დავთ ძა­ლის­ხმე­ვას, ამ­ბი­ცი­ას, რათა ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დეს. ბევ­რი ეს პრობ­ლე­მა თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლია და ჩვენ ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, რათა ვი­პო­ვოთ ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. ვხე­დავთ, რომ გვყავს ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

მან იმ უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას აქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ევ­რო­პის­თვი­საც.

„სა­ქარ­თვე­ლოს 500 ათას­მა მო­ქა­ლა­ქემ უკვე გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან ადა­მი­ა­ნებს აკავ­ში­რებს, ხელს უწყობს მოგ­ზა­უ­რო­ბას ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ეს კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის კონ­ტაქ­ტის­თვის, ბიზ­ნეს კონ­ტაქ­ტე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
18

ასეთი გართულებას თუ აპირებდით რაღას ხსნიდით საერთოდ! სარანგეთში აცხადებენ საქართველო პირველ ადგილზეა დარჩენის მოთხოვნითო რაც არის გაზვიადებული, გამოაქვეყნეთ ყველა ქვეყნის შედეგები და ნახავთ რომ იმის მეასდიც არ ვიქნებით ვიდრე აფრიკა და შუა აზიის ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები!! ვერ გავიგე, მოითხოვა ადამიანმა თავშესაფარი, არ გინდათ უთხარით უარი და მორჩა რას წიოკობთ! 

დ.ნ.
10

ძირს დემონკრატია! გაუმარჯოს ძმობას, ერთობას, თავისუფლებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს შეამოწმებენ - რა ცვლილებებზე საუბრობს ელჩი

ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეებს შეამოწმებენ - რა ცვლილებებზე საუბრობს ელჩი

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მალე დადგება დღის წესრიგში, იქნება გაფრენის წინა შემოწმების პროცედურა, რაც გვჯერა, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი სისტემის სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც თავისუფალ სავიზო რეჟიმსა და მიგრაციის საკითხებს მიეძღვნა.

„ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა დავეხმაროთ საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკაში იმისთვის, რომ ის უფრო ეფექტური გახდეს და გაძლიერდეს ახალი კანონმდებლობა. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა მინიმუმამდე დავიდეს დარღვევების რაოდენობა, უზრუნველვყოთ სრული ლეგალურობა ყველა პარამეტრით, იყოს გასაგები და მუშა. უნდა გავაგრძელოთ კვლევა და არსებული ტრენდი უნდა შევცვალოთ. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ეხება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ და ყველა აქტორმა საქართველოში ეს სერიოზულად მიიღოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კარლ ჰარცელმა თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო ცოტა საქართველოს მოქალაქე შეძლებს თავშესაფრის მიღებას.

„უკვე მრავალია თვეა პრობლემები გავაქვს დაუსაბუთებელ თავშესაფრის მაძიებლებთან. თავშესაფრის სისტემა მოწყობილია, რათა დაიცვას ადამიანები, რომლებიც გამოექცნენ ომს, კონფლიქტს ან დევნას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა მიიღებს თავშესაფარს. თუმცა ეს მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს სისტემაზე და დაკავშირებულია სხვა სახის პრობლემებთან. ზოგჯერ ამას აქვს კრიმინალური ბუნება, ზოგჯერ ეს ეხება სამედიცინო სისტემის გამოყენებას ანუ არსებულ წესებთან თანხმობაში არ მოდის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული იყო, ჩვენ ვხედავთ ძალისხმევას, ამბიციას, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს. ბევრი ეს პრობლემა თავისი ბუნებით საკმაოდ ჩახლართულია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა ვიპოვოთ ეფექტური გამოსავალი. ვხედავთ, რომ გვყავს ძლიერი პარტნიორი საქართველოში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მან იმ უპირატესობებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვიზალიბერალიზაციას აქვს საქართველოსთვის და ევროპისთვისაც.

„საქართველოს 500 ათასმა მოქალაქემ უკვე გამოიყენა თავისუფალი სავიზო რეჟიმით მინიჭებული შესაძლებლობა. ეს ძალიან კარგია, რადგან ადამიანებს აკავშირებს, ხელს უწყობს მოგზაურობას ორივე მიმართულებით, ეს კარგია ადამიანების კონტაქტისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

კელი დეგნანი: "ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს"

"რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამის გამო შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ..." - კარლ ჰარცელი

"თავი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა რა არის?" - ბარამიძე ვაშაძის წასვლაზე